მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომელიც ძაღლის მოპარვაში იყო ბრალდებული, თუმცა.. - ვინ არის აშშ-ის ახალი გენერალური პროკურორი
ქალი, რომელიც ძაღლის მოპარვაში იყო ბრალდებული, თუმცა..  - ვინ არის აშშ-ის ახალი გენერალური პროკურორი

აშშ-ის სე­ნატ­მა გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე პემ ბონ­დი და­ამ­ტკი­ცა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ავ­რცე­ლებს. ბონ­დის კან­დი­და­ტუ­რას გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სე­ნა­ტის 54-მა წევ­რმა და­უ­ჭი­რა ხმა, 46 წი­ნა­აღ­მდე­გი იყო.

ფლო­რი­დის შტა­ტის ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის კან­დი­და­ტუ­რას “რეს­პუბ­ლი­კელ“ სე­ნა­ტო­რებ­თან ერ­თად მხა­რი “დე­მოკ­რატ­მა“ სე­ნა­ტორ­მა, ჯონ ფე­ტერ­მან­მა და­უ­ჭი­რა.

  • შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა პემ ბონ­დი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მას შემ­დეგ წა­რად­გი­ნა, რაც მის­მა პირ­ველ­მა არ­ჩე­ვან­მა, მეტ გეც­მა, “რეს­პუბ­ლი­კე­ლი“ სე­ნა­ტო­რე­ბის მხრი­დან არა­საკ­მა­რი­სი მხარ­და­ჭე­რის გამო კან­დი­და­ტუ­რა მოხ­სნა.

თა­ვად პემ ბონ­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უც­ნა­ურ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გა­იც­ნო. ის წლე­ბის წინ მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა, რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლი.

პემ ბონ­დი და სემ­ბერ­ნა­რი “მას­ტერ ტან­კი“

ბონდს სურ­და მო­ე­პო­ვე­ბი­ნა მე­ურ­ვე­ო­ბა ძაღლზე, რო­მე­ლიც 2005 წელს შე­ი­კედ­ლა, მას შემ­დეგ რაც ძაღ­ლმა ქა­რიშ­ხლის დროს ოჯა­ხი და­კარ­გა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ოჯა­ხი ცდი­ლობ­და ძაღ­ლის პოვ­ნას, მაგ­რამ ბონ­დიმ უარი უთხრა დაბ­რუ­ნე­ბა­ზე. ის ოჯახს ცხო­ვე­ლის მი­მართ გულ­გრილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

თუმ­ცა ლუ­ი­ზი­ა­ნე­ლი ოჯა­ხი აცხა­დებ­და, რომ ქა­რიშ­ხალ "კატ­რი­ნას" დროს და­კარ­გუ­ლი მათი ძაღ­ლი სი­ნამ­დვი­ლე­ში ბონდმა მო­ი­პა­რა. სა­ბო­ლო­ოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სამ­დე მოგ­ვარ­და და “მას­ტერ ტან­კი“ ოჯახს და­უბ­რუნ­და.

ბონ­დის ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის რძალ­თან და რეს­პუბ­ლი­კუ­რი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან ლარა ტრამ­პთან.

პემ ბონ­დი ლარა ტრამ­პთან ერ­თად 202 წელს, ერთ-ერთ სა­ა­გი­ტა­ციო შეხ­ვედ­რა­ზე
  • პირ­ვე­ლი ქალი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ფლო­რი­და­ში

ბონ­დი იყო ფლო­რი­დის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი 2011 წლი­დან 2019 წლამ­დე, ის არის პირ­ვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც ამ თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და. იმ პე­რი­ოდ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­მო­დი­ო­და Fox News-ზე და შემ­დეგ, ფლო­რი­და­ში, ტრამ­პის 2016 წლის კამ­პა­ნი­ის დროს, ერთ-ერთი მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რი გახ­და.

59 წლის პემ ბონ­დი ორ­ჯერ იყო ქორ­წი­ნე­ბა­ში. მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე გა­რეტ ბარნ­სი იყო. წყვი­ლი 22 თვის შემ­დეგ და­შორ­და. 1996 წელს ბონ­დი და­ქორ­წინ­და სკოტ ფი­ცჯე­რალ­დზე, ისი­ნი 2002 წელს და­შორ­დნენ. 2012 წელს კი და­ი­ნიშ­ნა გრეგ ჰენ­დერ­სონ­ზე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ქალი, რომელიც ძაღლის მოპარვაში იყო ბრალდებული, თუმცა.. - ვინ არის აშშ-ის ახალი გენერალური პროკურორი

ქალი, რომელიც ძაღლის მოპარვაში იყო ბრალდებული, თუმცა..  - ვინ არის აშშ-ის ახალი გენერალური პროკურორი

აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პემ ბონდი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ბონდის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე სენატის 54-მა წევრმა დაუჭირა ხმა, 46 წინააღმდეგი იყო.

ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორის კანდიდატურას “რესპუბლიკელ“ სენატორებთან ერთად მხარი “დემოკრატმა“ სენატორმა, ჯონ ფეტერმანმა დაუჭირა.

  • შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პემ ბონდი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მას შემდეგ წარადგინა, რაც მისმა პირველმა არჩევანმა, მეტ გეცმა, “რესპუბლიკელი“ სენატორების მხრიდან არასაკმარისი მხარდაჭერის გამო კანდიდატურა მოხსნა.

თავად პემ ბონდი საზოგადოებამ უცნაურ გარემოებებში გაიცნო. ის წლების წინ მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, როგორც ბრალდებული.

პემ ბონდი და სემბერნარი “მასტერ ტანკი“

ბონდს სურდა მოეპოვებინა მეურვეობა ძაღლზე, რომელიც 2005 წელს შეიკედლა, მას შემდეგ რაც ძაღლმა ქარიშხლის დროს ოჯახი დაკარგა. როგორც აღმოჩნდა, ოჯახი ცდილობდა ძაღლის პოვნას, მაგრამ ბონდიმ უარი უთხრა დაბრუნებაზე. ის ოჯახს ცხოველის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდა.

თუმცა ლუიზიანელი ოჯახი აცხადებდა, რომ ქარიშხალ "კატრინას" დროს დაკარგული მათი ძაღლი სინამდვილეში ბონდმა მოიპარა. საბოლოოდ, აღნიშნული საქმე სასამართლო პროცესამდე მოგვარდა და “მასტერ ტანკი“ ოჯახს დაუბრუნდა.

ბონდის ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს არჩეული პრეზიდენტის რძალთან და რესპუბლიკური ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარესთან ლარა ტრამპთან.

პემ ბონდი ლარა ტრამპთან ერთად 202 წელს, ერთ-ერთ სააგიტაციო შეხვედრაზე
  • პირველი ქალი გენერალური პროკურორი ფლორიდაში

ბონდი იყო ფლორიდის გენერალური პროკურორი 2011 წლიდან 2019 წლამდე, ის არის პირველი ქალი, რომელიც ამ თანამდებობას იკავებდა. იმ პერიოდში რეგულარულად გამოდიოდა Fox News-ზე და შემდეგ, ფლორიდაში, ტრამპის 2016 წლის კამპანიის დროს, ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი გახდა.

59 წლის პემ ბონდი ორჯერ იყო ქორწინებაში. მისი პირველი მეუღლე გარეტ ბარნსი იყო. წყვილი 22 თვის შემდეგ დაშორდა. 1996 წელს ბონდი დაქორწინდა სკოტ ფიცჯერალდზე, ისინი 2002 წელს დაშორდნენ. 2012 წელს კი დაინიშნა გრეგ ჰენდერსონზე.

იხილეთ ასევე: