მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისი მოლთან“ დაკავებულ გიგი უგულავას ამჯერად სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან
"თბილისი მოლთან“ დაკავებულ გიგი უგულავას ამჯერად სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან

"თბი­ლი­სი მოლ­თან“ 2 თე­ბერ­ვალს გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ იმ პი­რებს შო­რის, რო­მელ­თაც ბრალ­დე­ბა შე­ეც­ვა­ლათ და გა­მო­ძი­ე­ბა ამ­ჯე­რად სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს ედა­ვე­ბა, ერთ-ერთი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი გიგი უგუ­ლა­ვაა.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, გა­მო­ძი­ე­ბა 8 პი­რის წი­ნა­აღ­მდეგ, სტრა­ტე­გი­უ­ლი ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტის ჯგუ­ფუ­რად ბლო­კი­რე­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­კა­ვე­ბუ­ლებს 4 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სტრა­ტე­გი­უ­ლი ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტის ჯგუ­ფუ­რად ბლო­კი­რე­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, 8 პირი და­ა­კა­ვეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.წ., 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ტ., 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.კ., 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ე., 1978 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ქ., 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.გ., 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ბ. და 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.უ.

და­ნა­შა­უ­ლი 4 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, მიმ­დი­ნა­რე წლის 2 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში, აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ივ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ი­სას, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის არა­ერ­თგზის მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჯგუ­ფუ­რად, უკა­ნო­ნოდ შე­ე­ცად­ნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის ბლო­კი­რე­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "სტრა­ტე­გი­უ­ლი ან/და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის ნუს­ხის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2024 წლის 23 ოქ­ტომ­ბრის №361 დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბი წარ­მო­ად­გენს სტრა­ტე­გი­უ­ლი ან/და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექტს.

ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ 2014 წლის 18 ივ­ნისს მი­ღე­ბუ­ლი №407-ე დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის გზე­ბის ნუს­ხა­შია შე­სუ­ლი თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა, ხოლო აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთს სრუ­ლად მი­ე­კუთ­ვნე­ბა აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვა­ნი.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 2 თე­ბერ­ვალს, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, და­ი­წყეს შეკ­რე­ბა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მსვლე­ლო­ბით თბი­ლი­სის გა­სას­ვლე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ი­ნაც­ვლეს. შეკ­რე­ბის ად­გი­ლებ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იყ­ვნენ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და წევ­რებ­თან.

მი­უ­ხე­და­ვად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და ად­გილ­ზე მყო­ფი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან გა­კე­თე­ბუ­ლი არა­ერ­თი მო­წო­დე­ბი­სა, რომ აქ­ცი­ის წევ­რებს არ მო­ეხ­დი­ნათ სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის ბლო­კი­რე­ბა, შეკ­რე­ბის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წი­ლი, არ და­ე­მორ­ჩი­ლა პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას, გა­და­ვი­და გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე და შე­ე­ცა­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის ბლო­კი­რე­ბას.

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-222-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის, რაც სტრა­ტე­გი­უ­ლი ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტის ჯგუ­ფუ­რად ბლო­კი­რე­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, და­კა­ვე­ბუ­ლია 8 პირი.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის ბლო­კი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნი­სა და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის მიზ­ნით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, თავ­და­პირ­ვე­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი.

ავტორი:

"თბილისი მოლთან“ დაკავებულ გიგი უგულავას ამჯერად სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან

"თბილისი მოლთან“ დაკავებულ გიგი უგულავას ამჯერად სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან

"თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებულ იმ პირებს შორის, რომელთაც ბრალდება შეეცვალათ და გამოძიება ამჯერად სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავება, ერთ-ერთი ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავაა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიება 8 პირის წინააღმდეგ, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით, 8 პირი დააკავეს.

მათივე ცნობით, დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული ი.წ., 1982 წელს დაბადებული ი.ტ., 2004 წელს დაბადებული ნ.კ., 1992 წელს დაბადებული ვ.ე., 1978 წელს დაბადებული ნ.ქ., 1994 წელს დაბადებული ა.გ., 1992 წელს დაბადებული დ.ბ. და 1975 წელს დაბადებული გ.უ.

დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გამართული აქციისას, სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჯგუფურად, უკანონოდ შეეცადნენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას.

აღსანიშნავია, რომ "სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.

ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 18 ივნისს მიღებული №407-ე დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ნუსხაშია შესული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთს სრულად მიეკუთვნება აღმაშენებლის ხეივანი.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის მონაწილეებმა მიმდინარე წლის 2 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, დაიწყეს შეკრება და მოგვიანებით, მსვლელობით თბილისის გასასვლელის მიმართულებით გადაინაცვლეს. შეკრების ადგილებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებთან.

მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული გამაფრთხილებელი განცხადებებისა და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აქციის წევრებს არ მოეხდინათ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირება, შეკრების დაწყებიდან მალევე აქციის მონაწილეთა ნაწილი, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გადავიდა გზის სავალ ნაწილზე და შეეცადა საავტომობილო გზის ბლოკირებას.

სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს, დაკავებულია 8 პირი.

საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, თავდაპირველად აღნიშნული პირები ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებული.