მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს“ - მიხეილ ყაველაშვილის პირველი მოხსენება პარლამენტში
“გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს“ - მიხეილ ყაველაშვილის პირველი მოხსენება პარლამენტში

“ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხე ჯერ არ გამ­ქრა­ლა. კვლა­ვაც რჩე­ბი­ან ან­ტი­ქარ­თუ­ლი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თვის ძალ-ღო­ნეს არ იშუ­რე­ბენ“, - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის მიერ არ­ჩე­ულ­მა, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც პარ­ლა­მენტს მოხ­სე­ნე­ბით მი­მარ­თავს.

  • ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, საფრ­თხე მა­ნამ­დე იქ­ნე­ბა, სა­ნამ უკ­რა­ი­ნა­ში ომი არ დას­რულ­დე­ბა და “სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი უცხო ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი ჯგუ­ფე­ბი არ და­სუს­ტდე­ბი­ან“.

“საფრ­თხე კვა­ლავ მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა, სა­ნამ ჩემი აზ­რით, უკ­რა­ი­ნა­ში ომი არ დას­რულ­დე­ბა და კი­დევ უფრო არ და­სუს­ტდე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი უცხო ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი ჯგუ­ფე­ბი. ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ომში ჩარ­თვის, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის და რე­ვო­ლუ­ცი­ის არა­ერთ მცდე­ლო­ბას ჩვენ­მა სა­ხელ­მწი­ფომ სიმ­ტკი­ცით უპა­სუ­ხა. ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ამ წლებს სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნის პე­რი­ო­დი ვუ­წო­დოთ, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნა­ში მთა­ვა­რი როლი სწო­რედ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ითა­მა­შა, ყვე­ლა კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში გვერ­დით გა­და­დო ემო­ცი­ე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლით, სიბ­რძნი­თა და პატ­რი­ო­ტიზ­მით მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, გვერ­დში და­უდ­გა სა­ხელ­მწი­ფოს და თა­ვი­დან აგ­ვა­რი­და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნად­გუ­რე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა და ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი არის სა­ქარ­თვე­ლოს არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ე­ბის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე, რად­გან იცი­ან, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიმ­ტკი­ცე სწო­რედ ამა­ზე დგას. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით მოქ­მე­დე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ გა­ვიყ­ვა­ნოთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სამ­შვი­დო­ბოს“, - გა­ნა­ცხა­და ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა.

სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის პირ­ვე­ლი პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის მოხ­სე­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე დას­რულ­და. პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად კი, პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სი­ტყვით ფრაქ­ცი­ა­თა თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი გა­მო­დი­ან. მათ 10-წუ­თი­ა­ნი მი­მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ.

ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რი­სა და უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რის მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გარ­და, სა­პარ­ლა­მენ­ტო ტრი­ბუ­ნით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის “ხალ­ხის ძა­ლის“ ხელ­მძღვა­ნელ­საც ჰქონ­და, თუმ­ცა ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის მოხ­სე­ნე­ბის შემ­დეგ, სი­ტყვით არა­ვინ გა­მო­სუ­ლა. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ყა­ვე­ლაშ­ვილს მოხ­სე­ნე­ბის­თვის და მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უხ­და და პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა ამით და­ი­ხუ­რა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ვი­დე­ო­ში იხი­ლეთ მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის სრუ­ლი გა­მოს­ვლა:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს“ - მიხეილ ყაველაშვილის პირველი მოხსენება პარლამენტში

“გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს“ - მიხეილ ყაველაშვილის პირველი მოხსენება პარლამენტში

“ქვეყნის განადგურების საფრთხე ჯერ არ გამქრალა. კვლავაც რჩებიან ანტიქართული ძალები, რომლებიც საქართველოს დესტაბილიზაციისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ“, - ამის შესახებ პრეზიდენტის პოსტზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა, სადაც პარლამენტს მოხსენებით მიმართავს.

  • ყაველაშვილის განცხადებით, საფრთხე მანამდე იქნება, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება და “საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ჯგუფები არ დასუსტდებიან“.

“საფრთხე კვალავ მაღალი იქნება, სანამ ჩემი აზრით, უკრაინაში ომი არ დასრულდება და კიდევ უფრო არ დასუსტდებიან საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ჯგუფები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ომში ჩართვის, დესტაბილიზაციის და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა. ჩვენ შეიძლება ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი ვუწოდოთ, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ არ დასრულებულა.

ხაზგასასმელია, რომ ქვეყნის გადარჩენაში მთავარი როლი სწორედ ქართველმა ხალხმა ითამაშა, ყველა კრიტიკულ მომენტში გვერდით გადადო ემოციები და განსაკუთრებული სიფრთხილით, სიბრძნითა და პატრიოტიზმით მიიღო გადაწყვეტილებები, გვერდში დაუდგა სახელმწიფოს და თავიდან აგვარიდა საქართველოს განადგურება. სწორედ ამიტომ, ქართველი ხალხის ნება, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული ღირებულებები არის საქართველოს არაკეთილმოსურნეების მთავარი სამიზნე, რადგან იციან, რომ ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე სწორედ ამაზე დგას. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება და საბოლოოდ გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ყაველაშვილის მოხსენების დასრულებისთანავე დასრულდა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად კი, პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოდიან. მათ 10-წუთიანი მიმართვის შესაძლებლობა აქვთ.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის გარდა, საპარლამენტო ტრიბუნით სარგებლობის უფლება პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის“ ხელმძღვანელსაც ჰქონდა, თუმცა ყაველაშვილის მოხსენების შემდეგ, სიტყვით არავინ გამოსულა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყაველაშვილს მოხსენებისთვის და მის მიერ გაკეთებული შეფასებისთვის მადლობა გადაუხდა და პარლამენტის სხდომა ამით დაიხურა.

იხილეთ ასევე:

ვიდეოში იხილეთ მიხეილ ყაველაშვილის სრული გამოსვლა: