პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვალერი მელაძის ავტომობილების კოლექცია, რომლის საერთო ღირებულებაც 70 მილიონი რუბლია - რას წერს რუსული მედია (ფოტოები)
ვალერი მელაძის ავტომობილების კოლექცია, რომლის საერთო ღირებულებაც 70 მილიონი რუბლია - რას წერს რუსული მედია (ფოტოები)

ვა­ლე­რი მე­ლა­ძეს რუ­სეთ­ში "ღა­ლა­ტი“ ვერ აპა­ტი­ეს და მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში, მან რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი არ გა­ა­მარ­თლა, რუ­სუ­ლი მე­დია ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ხოლ­მე მომ­ღერ­ლის­თვის უსი­ა­მოვ­ნო ამ­ბებს.

  • ამ­ჯე­რად ტე­ლეგ­რა­მის არხი SHOT, მე­ლა­ძის ავ­ტო­პარ­კით და­ინ­ტე­რეს­და, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც არ­ხის ცნო­ბით, თით­ქმის მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

"ან­გე­ლო­ზის" სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი და 70 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბის რვა Mercedes - წერს რუ­სუ­ლი მე­დია და მე­ლა­ძის ავ­ტო­პარ­კის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ქვეყ­ნის გა­რეთ ტურ­ნე­ში იმ­ყო­ფე­ბა ხოლ­მე, ახ­ლა­ხან მოს­კოვ­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც Mercedes-Benz-ის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. მე­ლა­ძეს თან ახ­ლდა დაც­ვაც. ექ­ვსი მან­ქა­ნი­დან ოთხს ერთი და იგი­ვე ნო­მე­რი - 525 აქვს, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, ნომ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი რუბ­ლია. ხოლო მე­ლა­ძე­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის სა­ერ­თო ფასი 70 მი­ლი­ონ რუბლს (და­ახ­ლო­ე­ბით 701,800 აშშ დო­ლა­რი) აჭარ­ბებს.

ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნაა Mercedes-Benz Amg G63, რო­მე­ლიც 210 532 დო­ლა­რი ღირს და ყვე­ლა­ზე ხში­რად ამით გა­და­ად­გი­ლებ­და მე­ლა­ძე, სა­ჭეს­თან თა­ვად ზის.

ერთ-ერთი მან­ქა­ნა, Mercedes Gls 400 D 4Matic SUV, ძმას, კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძეს აჩუ­ქა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ მე­ლა­ძის ძმამ ომის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე, რუ­სეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვა და­ი­წყო.

მომ­ღე­რალ­მა "ან­გე­ლო­ზის" ნო­მე­რი 525 და­ა­ყე­ნა არა მხო­ლოდ თა­ვის მან­ქა­ნებ­ზე, არა­მედ მისი დის ლი­ა­ნას მან­ქა­ნა­ზეც. მოს­კოვ­ში ის მარ­თავს 2017 წლის Mercedes GLC 250 4 Matic-ს.

(შე­ნიშ­ვნა: "ან­გე­ლო­ზის ნო­მე­რი 525“ ნუ­მე­რო­ლო­გი­ა­ში სიმ­ბო­ლურ მნიშ­ვნე­ლო­ბას ატა­რებს. მი­იჩ­ნე­ვა, რომ ციფ­რე­ბის ეს კომ­ბი­ნა­ცია გარ­კვე­ულ გზავ­ნილს შე­ი­ცავს და ცხოვ­რე­ბის ცვლი­ლე­ბებს, პი­როვ­ნულ ზრდას და ადაპ­ტა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა).

მე­ლა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში კი­დევ ერთი "მერ­სე­დე­სი" და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია მომ­ღერ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის ირი­ნას სა­ხელ­ზე ის ფლობს 2020 წლის Mercedes-Benz GLA-Klasse-ს, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 45 000 აშშ დო­ლარს შე­ად­გენს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ვალერი მელაძის ავტომობილების კოლექცია, რომლის საერთო ღირებულებაც 70 მილიონი რუბლია - რას წერს რუსული მედია (ფოტოები)

ვალერი მელაძის ავტომობილების კოლექცია, რომლის საერთო ღირებულებაც 70 მილიონი რუბლია - რას წერს რუსული მედია (ფოტოები)

ვალერი მელაძეს რუსეთში "ღალატი“ ვერ აპატიეს და მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომში, მან რუსეთის ქმედებები არ გაამართლა, რუსული მედია ხშირად აქვეყნებს ხოლმე მომღერლისთვის უსიამოვნო ამბებს.

  • ამჯერად ტელეგრამის არხი SHOT, მელაძის ავტოპარკით დაინტერესდა, რომლის ღირებულებაც არხის ცნობით, თითქმის მილიონი დოლარია.

"ანგელოზის" სანომრე ნიშნები და 70 მილიონი რუბლის ღირებულების რვა Mercedes - წერს რუსული მედია და მელაძის ავტოპარკის ფოტოებს აქვეყნებს.

მომღერალი, რომელიც ძირითადად ქვეყნის გარეთ ტურნეში იმყოფება ხოლმე, ახლახან მოსკოვში დაბრუნდა, სადაც Mercedes-Benz-ის ძვირადღირებული ავტომანქანებით გადაადგილდებოდა. მელაძეს თან ახლდა დაცვაც. ექვსი მანქანიდან ოთხს ერთი და იგივე ნომერი - 525 აქვს, როგორც ადგილობრივი მედია წერს, ნომრების ღირებულება რამდენიმე მილიონი რუბლია. ხოლო მელაძეზე რეგისტრირებული მანქანების საერთო ფასი 70 მილიონ რუბლს (დაახლოებით 701,800 აშშ დოლარი) აჭარბებს.

ყველაზე ძვირადღირებული მანქანაა Mercedes-Benz Amg G63, რომელიც 210 532 დოლარი ღირს და ყველაზე ხშირად ამით გადაადგილებდა მელაძე, საჭესთან თავად ზის.

ერთ-ერთი მანქანა, Mercedes Gls 400 D 4Matic SUV, ძმას, კონსტანტინე მელაძეს აჩუქა. აღსანიშნავია რომ მელაძის ძმამ ომის დაწყებიდან მალევე, რუსეთში არსებული ქონების გაყიდვა დაიწყო.

მომღერალმა "ანგელოზის" ნომერი 525 დააყენა არა მხოლოდ თავის მანქანებზე, არამედ მისი დის ლიანას მანქანაზეც. მოსკოვში ის მართავს 2017 წლის Mercedes GLC 250 4 Matic-ს.

(შენიშვნა: "ანგელოზის ნომერი 525“ ნუმეროლოგიაში სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს. მიიჩნევა, რომ ციფრების ეს კომბინაცია გარკვეულ გზავნილს შეიცავს და ცხოვრების ცვლილებებს, პიროვნულ ზრდას და ადაპტაციის აუცილებლობას უკავშირდება).

მელაძეების ოჯახში კიდევ ერთი "მერსედესი" დარეგისტრირებულია მომღერლის ქალიშვილის ირინას სახელზე ის ფლობს 2020 წლის Mercedes-Benz GLA-Klasse-ს, რომლის ღირებულება 45 000 აშშ დოლარს შეადგენს.

წაიკითხეთ ასევე: