მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასიყვარულო ისტორიები თანამედროვე ლიტერატურაში - ბესტსელერი წიგნები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ
სასიყვარულო ისტორიები თანამედროვე ლიტერატურაში -  ბესტსელერი წიგნები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ

ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა. არა­ერ­თი კლა­სი­კო­სი მწერ­ლის რო­მან­მა გა­უძ­ლო დროს და დღე­საც, ას­წლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ კვლავ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის გულს იპყრობს. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ე­ბის, დრა­მე­ბის კი­თხვა გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას უყ­ვარს. სწო­რედ მათი რჩე­უ­ლია კო­ლინ ჰუ­ვე­რი, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ე­ბის ავ­ტო­რია. მისი რო­მა­ნე­ბი ემო­ცი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლია, სავ­სეა დრა­მა­ტუ­ლი მო­მენ­ტე­ბით და მკი­თხველს ბევ­რსაც აფიქ­რებს.

ჰუ­ვე­რის რო­მა­ნე­ბი ქარ­თულ ენა­ზე გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ თარ­გმნა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­და. ისი­ნი გა­სულ წელს წლის ბესტსე­ლე­რი წიგ­ნე­ბის რე­ი­ტინ­გში მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­დნენ და ასეა დღე­საც. ჰუ­ვე­რის რო­მა­ნე­ბი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუქ­რად მი­იჩ­ნე­ვა წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის. გა­გაც­ნობთ რამ­დე­ნი­მე მათ­განს, რომ­ლე­ბიც ვა­ლენ­ტი­ნო­ბას შე­გიძ­ლი­ათ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­საც აჩუ­ქოთ.

ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბა ჩვე­ნით

ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბით, თუ ქა­ლის მეხ­სი­ე­რე­ბა და დღი­უ­რი ასეთ შემ­თხვე­ვა­თა სიას ინა­ხავს: სილა გა­მაწ­ნა სი­ცი­ლის გამო; კი­ბი­დან და­მა­გო­რა; ისე მცე­მა, რომ ნა­კე­რე­ბი და­მა­დეს; ჩემ­ზე ძა­ლა­დო­ბა სცა­და... მაგ­რამ გან­ქორ­წი­ნე­ბით ყო­ველ­თვის როდი მთავ­რდე­ბა ქა­ლის­თვის გან­საც­დე­ლი: ერთ მხა­რეს დგას მო­ძა­ლა­დის­გან საფრ­თხის მო­ლო­დი­ნი, მე­ო­რე მხა­რეს - ახ­ლე­ბუ­რად ცხოვ­რე­ბის წყურ­ვი­ლი; ორი­ვე შემ­თხვე­ვის ფონი კი ში­შია. ...და როცა ლილი რის­კავს და, ამ ში­შის მი­უ­ხე­და­ვად, ირ­ჩევს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და სიყ­ვა­რულს, ეს მისი მხრი­დან არის გა­ბე­დუ­ლი და თა­მა­მი გზავ­ნი­ლი ყვე­ლა ქა­ლის­თვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბა ჩვე­ნით!

მისი გახ­სე­ნე­ბა

ცი­ხე­ში ხუთი წლის გა­ტა­რე­ბის შემ­დეგ კენა რო­უ­ე­ნი ბრუნ­დე­ბა ქა­ლაქ­ში, სა­დაც საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი და­კარ­გა უნებ­ლიე, მაგ­რამ ტრა­გი­კუ­ლი შეც­დო­მის გამო; ბრუნ­დე­ბა იმ იმე­დით, რომ წარ­თმე­ულ ქა­ლიშ­ვილს და­იბ­რუ­ნებს... თუმ­ცა ხიდი დამ­წვა­რია და თით­ქოს აღ­დგე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც კარი არ მი­უ­ხუ­რა, ლე­ჯერ უორ­დია, რო­მე­ლიც მე­გობ­რის და­ღუპ­ვის შემ­დეგ მის გო­გო­ნას მა­მის მა­გივ­რო­ბას უწევს. მი­უ­ხე­და­ვად დიდი დაბ­რკო­ლე­ბი­სა, მათი სიყ­ვა­რუ­ლი დღი­თი დღე ძლი­ერ­დე­ბა. კე­ნამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ნა­ხოს წარ­სუ­ლი შეც­დო­მის გა­მო­სას­წო­რებ­ლად გზა, რათა შე­იქ­მნას მო­მა­ვა­ლი, სავ­სე იმე­დი­თა და მი­ტე­ვე­ბით.

გუ­ლის ძვლე­ბი

„გუ­ლის ძვლე­ბიც“ საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­თა დიდი ხნის ნა­ნატ­რი რო­მა­ნია. ბეია გრი­მი კარ­გად თა­მა­შობს ფრენ­ბურთს. სწო­რედ ამის წყა­ლო­ბით მო­ი­პო­ვა სტი­პენ­დია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. სწავ­ლის და­წყე­ბამ­დე წინ ზა­ფხუ­ლი და არა­ერ­თი სი­ახ­ლეა, სამ­წუ­ხა­რო თუ გა­სა­ხა­რი: დე­დის სიკ­ვდი­ლი, მა­მის ლა­მის თა­ვი­დან გაც­ნო­ბა და სიმ­პა­თი­ურ, მაგ­რამ გულ­ჩა­თხრო­ბილ ბი­ჭთან შეხ­ვედ­რა. ორი­ვეს, ბე­ი­ა­საც და სამ­სონ­საც, მძი­მე ბავ­შვო­ბა ჰქონ­და, არც ახლა არი­ან უდარ­დე­ლად და ამი­ტო­მაც ერ­თმა­ნეთ­თან ყოფ­ნა მათ­თვის დიდი შვე­ბაა, მაგ­რამ ბო­ბო­ქა­რი ზა­ფხუ­ლი სა­ცაა გა­ი­ლე­ვა და რა ელის შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა მათი ცხოვ­რე­ბა?! - ამას ამ სა­ინ­ტე­რე­სო წიგნ­ში შე­ი­ტყობთ.

ყვე­ლა­ფე­რი მთავ­რდე­ბა ჩვე­ნით

რო­გორ იქ­ცე­ვა ქალი, როცა მას­ზე საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ძა­ლა­დობს? პა­სუ­ხი რამ­დე­ნი­მე შე­იძ­ლე­ბა იყოს: პო­ლი­ცი­ას ატყო­ბი­ნებს; ით­მენს იმ იმე­დით, რომ ეს აღარ გან­მე­ორ­დე­ბა; სა­კუ­თარ თავს ადა­ნა­შა­უ­ლებს; ქმარს ეყ­რე­ბა; სა­კუ­თა­რი ხე­ლით უს­წორ­დე­ბა მო­ძა­ლა­დეს. სხვა­დას­ხვა მსხვერ­პლს სხვა­დას­ხვა პა­სუ­ხი აქვს. ეს წიგ­ნი ერთ-ერთ ოჯახ­ზეა, სწო­რედ ერთ-ერ­თზე იმ უამ­რავ­თა­გან, რო­მე­ლიც ჩვენ გარ­შე­მოა და სიყ­ვა­რუ­ლის, მძაფ­რი ვნე­ბე­ბი­სა და ში­შის უზარ­მა­ზარ ტალ­ღებ­ში გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობს. თქვენ კი არას­დროს თქვათ: "მე ასე არ მო­ვიქ­ცე­ო­დი!

კო­ლინ ჰუ­ვე­რის შე­სა­ხებ

კო­ლინ ჰუ­ვე­რი ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლია, რომ­ლის რო­მა­ნე­ბიც ძი­რი­თა­დად მო­ზარ­დე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. ძი­რი­თა­დი თე­მე­ბი, რა­საც რო­მა­ნებ­ში შეხ­ვდე­ბით, ასე­თია: სიყ­ვა­რუ­ლი, ტრავ­მა, მე­ო­რე შან­სი, ემო­ცი­უ­რი და პი­როვ­ნუ­ლი ზრდა.

ჰუ­ვე­რი პრე­მია Goodreads Choice Award-ის სამ­გზის მფლო­ბე­ლია ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „რო­მა­ნი სიყ­ვა­რულ­ზე“. მას ხში­რად ჩვე­ნი დრო­ე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რულ ფე­ნო­მენს უწო­დე­ბენ. ჰუ­ვე­რის გმი­რე­ბი ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რე­ბი და ადა­მი­ა­ნუ­რე­ბი არი­ან, რაც მისი რო­მა­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ პო­პუ­ლა­რო­ბას უწყობს ხელს. და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბი მკი­თხველს ბევ­რს აფიქ­რებს და უკე­თე­სო­ბის­კენ ცვლის.

გაგ­ვი­ზი­ა­რეთ, კო­ლინ ჰუ­ვე­რის რო­მე­ლი რო­მა­ნია თქვე­ნი რჩე­უ­ლი ან რომ­ლის წა­კი­თხვას აპი­რებთ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში?

R

სასიყვარულო ისტორიები თანამედროვე ლიტერატურაში - ბესტსელერი წიგნები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ

სასიყვარულო ისტორიები თანამედროვე ლიტერატურაში -  ბესტსელერი წიგნები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ

ყველაზე პოპულარული და ამაღელვებელი მიმართულება. არაერთი კლასიკოსი მწერლის რომანმა გაუძლო დროს და დღესაც, ასწლეულების შემდეგ კვლავ უამრავი ადამიანის გულს იპყრობს. სასიყვარულო ისტორიების, დრამების კითხვა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას უყვარს. სწორედ მათი რჩეულია კოლინ ჰუვერი, რომელიც თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული სასიყვარულო ისტორიების ავტორია. მისი რომანები ემოციურად დატვირთულია, სავსეა დრამატული მომენტებით და მკითხველს ბევრსაც აფიქრებს.

ჰუვერის რომანები ქართულ ენაზე გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ თარგმნა და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. ისინი გასულ წელს წლის ბესტსელერი წიგნების რეიტინგში მოწინავე პოზიციას იკავებდნენ და ასეა დღესაც. ჰუვერის რომანები საუკეთესო საჩუქრად მიიჩნევა წიგნის მოყვარულებისთვის. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს, რომლებიც ვალენტინობას შეგიძლიათ საყვარელ ადამიანსაც აჩუქოთ.

ყველაფერი იწყება ჩვენით

ყველაფერი მთავრდება განქორწინებით, თუ ქალის მეხსიერება და დღიური ასეთ შემთხვევათა სიას ინახავს: სილა გამაწნა სიცილის გამო; კიბიდან დამაგორა; ისე მცემა, რომ ნაკერები დამადეს; ჩემზე ძალადობა სცადა... მაგრამ განქორწინებით ყოველთვის როდი მთავრდება ქალისთვის განსაცდელი: ერთ მხარეს დგას მოძალადისგან საფრთხის მოლოდინი, მეორე მხარეს - ახლებურად ცხოვრების წყურვილი; ორივე შემთხვევის ფონი კი შიშია. ...და როცა ლილი რისკავს და, ამ შიშის მიუხედავად, ირჩევს თავისუფლებასა და სიყვარულს, ეს მისი მხრიდან არის გაბედული და თამამი გზავნილი ყველა ქალისთვის, რომ ყველაფერი იწყება ჩვენით!

მისი გახსენება

ციხეში ხუთი წლის გატარების შემდეგ კენა როუენი ბრუნდება ქალაქში, სადაც საყვარელი ადამიანი დაკარგა უნებლიე, მაგრამ ტრაგიკული შეცდომის გამო; ბრუნდება იმ იმედით, რომ წართმეულ ქალიშვილს დაიბრუნებს... თუმცა ხიდი დამწვარია და თითქოს აღდგენა შეუძლებელია. ერთადერთი ადამიანი, ვინც კარი არ მიუხურა, ლეჯერ უორდია, რომელიც მეგობრის დაღუპვის შემდეგ მის გოგონას მამის მაგივრობას უწევს. მიუხედავად დიდი დაბრკოლებისა, მათი სიყვარული დღითი დღე ძლიერდება. კენამ აუცილებლად უნდა გამონახოს წარსული შეცდომის გამოსასწორებლად გზა, რათა შეიქმნას მომავალი, სავსე იმედითა და მიტევებით.

გულის ძვლები

„გულის ძვლებიც“ საყვარელი მწერლის თაყვანისმცემელთა დიდი ხნის ნანატრი რომანია. ბეია გრიმი კარგად თამაშობს ფრენბურთს. სწორედ ამის წყალობით მოიპოვა სტიპენდია უნივერსიტეტში. სწავლის დაწყებამდე წინ ზაფხული და არაერთი სიახლეა, სამწუხარო თუ გასახარი: დედის სიკვდილი, მამის ლამის თავიდან გაცნობა და სიმპათიურ, მაგრამ გულჩათხრობილ ბიჭთან შეხვედრა. ორივეს, ბეიასაც და სამსონსაც, მძიმე ბავშვობა ჰქონდა, არც ახლა არიან უდარდელად და ამიტომაც ერთმანეთთან ყოფნა მათთვის დიდი შვებაა, მაგრამ ბობოქარი ზაფხული საცაა გაილევა და რა ელის შეყვარებულებს, როგორ წარიმართება მათი ცხოვრება?! - ამას ამ საინტერესო წიგნში შეიტყობთ.

ყველაფერი მთავრდება ჩვენით

როგორ იქცევა ქალი, როცა მასზე საყვარელი ადამიანი ძალადობს? პასუხი რამდენიმე შეიძლება იყოს: პოლიციას ატყობინებს; ითმენს იმ იმედით, რომ ეს აღარ განმეორდება; საკუთარ თავს ადანაშაულებს; ქმარს ეყრება; საკუთარი ხელით უსწორდება მოძალადეს. სხვადასხვა მსხვერპლს სხვადასხვა პასუხი აქვს. ეს წიგნი ერთ-ერთ ოჯახზეა, სწორედ ერთ-ერთზე იმ უამრავთაგან, რომელიც ჩვენ გარშემოა და სიყვარულის, მძაფრი ვნებებისა და შიშის უზარმაზარ ტალღებში გადარჩენას ცდილობს. თქვენ კი არასდროს თქვათ: `მე ასე არ მოვიქცეოდი!

კოლინ ჰუვერის შესახებ

კოლინ ჰუვერი ამერიკელი მწერალია, რომლის რომანებიც ძირითადად მოზარდებისა და ახალგაზრდა თაობისთვისაა განკუთვნილი. ძირითადი თემები, რასაც რომანებში შეხვდებით, ასეთია: სიყვარული, ტრავმა, მეორე შანსი, ემოციური და პიროვნული ზრდა.

ჰუვერი პრემია Goodreads Choice Award-ის სამგზის მფლობელია ნომინაციაში „რომანი სიყვარულზე“. მას ხშირად ჩვენი დროების ლიტერატურულ ფენომენს უწოდებენ. ჰუვერის გმირები ძალიან რეალურები და ადამიანურები არიან, რაც მისი რომანების განსაკუთრებულ პოპულარობას უწყობს ხელს. დამაინტრიგებელი სიუჟეტები მკითხველს ბევრს აფიქრებს და უკეთესობისკენ ცვლის.

გაგვიზიარეთ, კოლინ ჰუვერის რომელი რომანია თქვენი რჩეული ან რომლის წაკითხვას აპირებთ უახლოეს მომავალში?

R