კონფლიქტები
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივებას ვეტოს დაადებს თუ... - რას აცხადებს ვიქტორ ორბანი
უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივებას ვეტოს დაადებს თუ... - რას აცხადებს ვიქტორ ორბანი

უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ევ­რო­კავ­ში­რის სან­ქცი­ე­ბის დაბ­ლოკ­ვით იმუქ­რე­ბა თუ უკ­რა­ი­ნის გავ­ლით რუ­სუ­ლი გა­ზის ტრან­ზი­ტი არ გა­ნახ­ლდე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა Reuters ავ­რცე­ლებს.

  • მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უნ­გრეთს რუ­სუ­ლი გაზი თურ­ქე­თის გავ­ლით გაზ­სა­დე­ნი “თურ­ქუ­ლი ნა­კა­დით” მი­ე­წო­დე­ბა, ორ­ბა­ნი იმე­ო­რებს, რომ უკ­რა­ი­ნის გავ­ლით მარ­შრუ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბუ­და­პეშ­ტის­თვის.

31 იან­ვარს ორ­ბან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ა­ჩე­როს ცენ­ტრა­ლურ ევ­რო­პა­ში რუ­სუ­ლი გა­ზის ტრან­ზი­ტი და ამის შე­დე­გად გაზ­რდი­ლი ენერ­გე­ტი­კის ფა­სე­ბი “მი­უ­ღე­ბე­ლია”. მისი თქმით, თუ რუ­სუ­ლი გა­ზის ტრან­ზი­ტი არ გა­ნახ­ლდე­ბა, უნ­გრე­თი ვე­ტოს და­ა­დებს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ევ­რო­კავ­ში­რის სან­ქცი­ე­ბის შემ­დეგ გა­ხან­გრძლი­ვე­ბას, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვე­ში მოხ­დე­ბა.

“სხვა ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ევ­რო­კო­მი­სი­ამ პი­რო­ბა დადო, რომ მო­აგ­ვა­რებ­და, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი გა­აგ­რძე­ლებ­დნენ რუ­სუ­ლი გა­ზის ტრან­ზიტ­სა. თუ ევ­რო­კო­მი­სია არ შე­ას­რუ­ლებს იმას, რა­ზეც შევ­თან­ხმდით, მა­შინ სან­ქცი­ე­ბი არ გაგ­რძელ­დე­ბა,” - გა­ნა­ცხა­და ორ­ბან­მა.

ცნო­ბის­თვის, 27 იან­ვარს ევ­რო­კავ­შირ­მა გა­ა­ხან­გრძლი­ვა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ევ­რო­კავ­ში­რის ფარ­თო სპექტრის სან­ქცი­ე­ბი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ შე­ე­წი­ნა­აღ­მდეგ­ნენ არც ორ­ბა­ნი, არც ფიცო.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სუ­ლი გა­ზის უკ­რა­ი­ნის გავ­ლით ტრან­ზი­ტი 2025 წლის 1 იან­ვარს შე­წყდა, მაშ შემ­დეგ რაც უკ­რა­ი­ნამ შე­თან­ხმე­ბის გა­ნახ­ლე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. მას შემ­დეგ, უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი და სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­ბერტ ფიცო ევ­რო­კავ­ში­რის­გან ჩა­რე­ვას მო­ი­თხო­ვენ, რათა რუ­სუ­ლი გა­ზის ტრან­ზი­ტი გა­ნახ­ლდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივებას ვეტოს დაადებს თუ... - რას აცხადებს ვიქტორ ორბანი

უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივებას ვეტოს დაადებს თუ... - რას აცხადებს ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაბლოკვით იმუქრება თუ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი არ განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

  • მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთს რუსული გაზი თურქეთის გავლით გაზსადენი “თურქული ნაკადით” მიეწოდება, ორბანი იმეორებს, რომ უკრაინის გავლით მარშრუტი მნიშვნელოვანია ბუდაპეშტისთვის.

31 იანვარს ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის გადაწყვეტილება შეაჩეროს ცენტრალურ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი და ამის შედეგად გაზრდილი ენერგეტიკის ფასები “მიუღებელია”. მისი თქმით, თუ რუსული გაზის ტრანზიტი არ განახლდება, უნგრეთი ვეტოს დაადებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგ გახანგრძლივებას, რაც დაახლოებით 6 თვეში მოხდება.

“სხვა ყველაფერთან ერთად, ევროკომისიამ პირობა დადო, რომ მოაგვარებდა, რომ უკრაინელები გააგრძელებდნენ რუსული გაზის ტრანზიტსა. თუ ევროკომისია არ შეასრულებს იმას, რაზეც შევთანხმდით, მაშინ სანქციები არ გაგრძელდება,” - განაცხადა ორბანმა.

ცნობისთვის, 27 იანვარს ევროკავშირმა გაახანგრძლივა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ფართო სპექტრის სანქციები და გადაწყვეტილებას არ შეეწინააღმდეგნენ არც ორბანი, არც ფიცო.

შეგახსენებთ, რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტი 2025 წლის 1 იანვარს შეწყდა, მაშ შემდეგ რაც უკრაინამ შეთანხმების განახლებაზე უარი განაცხადა. მას შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ევროკავშირისგან ჩარევას მოითხოვენ, რათა რუსული გაზის ტრანზიტი განახლდეს.