სამართალი
პოლიტიკა

28

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის პირველი დღე დადგება 04:45-ზე; მთვარის მეორე დღე დაიწყება 08:43 დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მეტად დაისვენეთ. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად.
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Apple "სარისკო" ფუნქციას რთავს? - ექსპერტები iPhone-ის მილიონობით მომხმარებელს აფრთხილებენ
Apple "სარისკო" ფუნქციას რთავს? - ექსპერტები iPhone-ის მილიონობით მომხმარებელს აფრთხილებენ

Apple-მა ახ­ლა­ხან iPhone-თვის, iOS 18.3 გა­მო­უშ­ვა. თუმ­ცა, პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­ნახ­ლე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩარ­თავს "სა­შიშ" ფუნ­ქცი­ას.

გა­ნახ­ლე­ბამ­დე iPhone 16 და iPhone 15 Pro/Max მომ­ხმა­რებ­ლებს ხე­ლით უნდა ჩა­ერ­თოთ ფუნ­ქცია Apple Intelligence. მაგ­რამ გა­ნახ­ლე­ბის შემ­დეგ ახლა AI ფუნ­ქცი­ე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რად ამოქ­მედ­დე­ბა.

  • რო­გორც და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, Apple Intelligence არა მხო­ლოდ ამო­ი­ღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას აპე­ბი­დან და თვალ­ყურს ადევ­ნებს მათ­ში არ­სე­ბულ აქ­ტი­ვო­ბას, არა­მედ ამის­თვის დიდ მეხ­სი­ე­რე­ბა­საც მო­ი­თხოვს. ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სის­ტე­მა 7 GB-ს და­ი­კა­ვებს.

ამი­ტომ, Apple Intelligence-ის ჩარ­თვა თქვენს iPhone-ზე გარ­კვე­ულ რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, თუ ჩა­მოტვირ­თეთ iOS 18.3, მაგ­რამ არ გსურთ AI სის­ტე­მის ჩარ­თვა, მისი გა­თიშ­ვა შე­სა­ბა­მის პა­რა­მეტ­რებ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ, თა­ვად მო­გი­წევთ.

ამი­სათ­ვის უნდა გახ­სნათ პა­რა­მეტ­რე­ბის აპი, აირ­ჩი­ოთ Apple Intelligence & Siri. შემ­დეგ გა­მორ­თოთ Apple Intelligence და და­ა­დას­ტუ­როთ "Disable Apple Intelligence" მო­თხოვ­ნა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დე­კემ­ბერ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი Apple Intelligence არის ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია iPhone-ის უახ­ლეს მო­დე­ლებ­ში.

ზო­გი­ერ­თმა ექ­სპერ­ტმა AI-ს სის­ტე­მას "სა­ში­ში" უწო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აკ­რი­ტი­კეს "შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის შე­ჯა­მე­ბის" ფუნ­ქცია.

  • Apple-ის თქმით, ფუნ­ქცია იყე­ნებს AI-ს, რათა და­ა­კავ­ში­როს Apple-ის მრა­ვა­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი ერთ მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვა­ში. თუმ­ცა, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის შე­ჯა­მე­ბამ არას­წო­რი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა.

მა­გა­ლი­თად, დე­კემ­ბერ­ში, BBC News-მა შე­ი­ტა­ნა სა­ჩი­ვა­რი Apple-ის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­დე­საც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ფუნ­ქცი­ამ “ფე­ი­კი“ გა­ავ­რცე­ლა.

ერთ-ერთ შე­ჯა­მე­ბა­ში AI -მ BBC-ის სა­ხე­ლით და­წე­რა რომ, თით­ქოს ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის ბრა­ი­ან ტომპსო­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა ლუ­ი­ჯი მან­ჯი­ო­ნემ თავი მო­იკ­ლა.

21 ნო­ემ­ბერს კი AI-მ გა­ა­ერ­თი­ა­ნა სამი სტა­ტია ერთ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში, რომ­ლის პირ­ველ ნა­წილ­ში ეწე­რა ამ­ბა­ვი ის­რა­ე­ლის პრე­მი­ე­რი-მი­ნის­ტრის შე­სა­ხებ - "ნე­ტა­ნი­აჰუ და­ა­კა­ვეს". აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ტყუ­ი­ლი იყო.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ Apple-მა გა­მორ­თო ფუნ­ქცია და გა­ნა­ცხა­და, რომ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად მუ­შა­ობ­და.

  • ზო­გი­ერ­თმა ექ­სპერ­ტმა გა­მოთ­ქვა შეშ­ფო­თე­ბა Apple Intelligence-ის მო­ნა­ცე­მე­ბის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის შე­სა­ხებ.

მო­ნა­ცე­მე­ბის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის დამ­ცველ­მა და The Ultimate Privacy Playbook-ის ავ­ტორ­მა იპ ჰა­ლეტ­მა გნა­ცხა­და, რომ Apple Intelligence-ს შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს პი­როვ­ნე­ბის აპებ­ში შე­ნა­ხულ სენ­სი­ტი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მა.

“Apple Intelligence შე­ის­წავ­ლის, თუ რო­გორ იყე­ნებთ თქვენს სა­ბან­კო აპ­ლი­კა­ცი­ებს, ფი­ნან­სურ აპებს და მდე­ბა­რე­ო­ბის რუ­ქებს“, - თქვა ჰა­ლეტ­მა.

AI-ს ასე­ვე შე­უძ­ლია წვდო­მა სხვა სა­ხის პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რო­გო­რი­ცაა ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, ფო­ტო­ე­ბი, ვი­დე­ო­ე­ბი, კა­ლენ­და­რუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ფიტ­ნე­სის მო­ნა­ცე­მე­ბი.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა
ავტორი:

Apple "სარისკო" ფუნქციას რთავს? - ექსპერტები iPhone-ის მილიონობით მომხმარებელს აფრთხილებენ

Apple "სარისკო" ფუნქციას რთავს? - ექსპერტები iPhone-ის მილიონობით მომხმარებელს აფრთხილებენ

Apple-მა ახლახან iPhone-თვის, iOS 18.3 გამოუშვა. თუმცა, პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ავტომატურად ჩართავს "საშიშ" ფუნქციას.

განახლებამდე iPhone 16 და iPhone 15 Pro/Max მომხმარებლებს ხელით უნდა ჩაერთოთ ფუნქცია Apple Intelligence. მაგრამ განახლების შემდეგ ახლა AI ფუნქციები ავტომატურად ამოქმედდება.

  • როგორც დასავლური მედია წერს, Apple Intelligence არა მხოლოდ ამოიღებს ინფორმაციას აპებიდან და თვალყურს ადევნებს მათში არსებულ აქტივობას, არამედ ამისთვის დიდ მეხსიერებასაც მოითხოვს. ტექნიკური ექსპერტების თქმით, ხელოვნური ინტელექტის სისტემა 7 GB-ს დაიკავებს.

ამიტომ, Apple Intelligence-ის ჩართვა თქვენს iPhone-ზე გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, თუ ჩამოტვირთეთ iOS 18.3, მაგრამ არ გსურთ AI სისტემის ჩართვა, მისი გათიშვა შესაბამის პარამეტრებში გადასვლის შემდეგ, თავად მოგიწევთ.

ამისათვის უნდა გახსნათ პარამეტრების აპი, აირჩიოთ Apple Intelligence & Siri. შემდეგ გამორთოთ Apple Intelligence და დაადასტუროთ "Disable Apple Intelligence" მოთხოვნა.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში წარმოდგენილი Apple Intelligence არის ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელიც ინტეგრირებულია iPhone-ის უახლეს მოდელებში.

ზოგიერთმა ექსპერტმა AI-ს სისტემას "საშიში" უწოდა. განსაკუთრებით გააკრიტიკეს "შეტყობინებების შეჯამების" ფუნქცია.

  • Apple-ის თქმით, ფუნქცია იყენებს AI-ს, რათა დააკავშიროს Apple-ის მრავალი შეტყობინებები ერთ მოკლე მიმოხილვაში. თუმცა, რიგ შემთხვევებში, შეტყობინებების შეჯამებამ არასწორი შედეგი მოიტანა.

მაგალითად, დეკემბერში, BBC News-მა შეიტანა საჩივარი Apple-ის წინააღმდეგ, როდესაც ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის ფუნქციამ “ფეიკი“ გაავრცელა.

ერთ-ერთ შეჯამებაში AI -მ BBC-ის სახელით დაწერა რომ, თითქოს ჯანმრთელობის დაზღვევის აღმასრულებელი დირექტორის ბრაიან ტომპსონის მკვლელობაში ბრალდებულმა ლუიჯი მანჯიონემ თავი მოიკლა.

21 ნოემბერს კი AI-მ გააერთიანა სამი სტატია ერთ შეტყობინებაში, რომლის პირველ ნაწილში ეწერა ამბავი ისრაელის პრემიერი-მინისტრის შესახებ - "ნეტანიაჰუ დააკავეს". აღნიშნული ინფორმაცია ტყუილი იყო.

მომხდარის შემდეგ Apple-მა გამორთო ფუნქცია და განაცხადა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობდა.

  • ზოგიერთმა ექსპერტმა გამოთქვა შეშფოთება Apple Intelligence-ის მონაცემების კონფიდენციალურობის შესახებ.

მონაცემების კონფიდენციალურობის დამცველმა და The Ultimate Privacy Playbook-ის ავტორმა იპ ჰალეტმა გნაცხადა, რომ Apple Intelligence-ს შესაძლოა ჰქონდეს პიროვნების აპებში შენახულ სენსიტიურ ინფორმაციაზე წვდომა.

“Apple Intelligence შეისწავლის, თუ როგორ იყენებთ თქვენს საბანკო აპლიკაციებს, ფინანსურ აპებს და მდებარეობის რუქებს“, - თქვა ჰალეტმა.

AI-ს ასევე შეუძლია წვდომა სხვა სახის პერსონალურ ინფორმაციაზე, როგორიცაა ტექსტური შეტყობინებები, ფოტოები, ვიდეოები, კალენდარული მოვლენები და ჯანმრთელობისა და ფიტნესის მონაცემები.

წყარო

იხილეთ ასევე: