პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო

26

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 08:25-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს. მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
14-მდე მოციგურავე, მათ შორის 12 წლის მოზარდი, სამი შვილის მამა და იურისტები - ცნობილია ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ვინაობა: თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს
14-მდე მოციგურავე, მათ შორის 12 წლის მოზარდი, სამი შვილის მამა და იურისტები - ცნობილია ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ვინაობა: თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს

ვა­შინგტონ­ში, American Airlines-ის ჩა­მო­ვარ­დნი­ლი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი­დან შავი ყუ­თე­ბი ამო­ი­ღეს. გა­მო­ცე­მა CBS News-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შავი ყუ­თე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლი­ზი ტრან­სპორ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის ად­გილ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს.

ტრან­სპორ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭო (NTSB) აცხა­დებს, რომ კა­ტას­ტრო­ფის შე­სა­ხებ წი­ნას­წა­რი ან­გა­რი­ში 30 დღე­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. საბ­ჭო­ში ასე­ვე ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ მათ ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია აქვთ, მაგ­რამ მის გა­და­მოწ­მე­ბას გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა.

ბოლო და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფებ­მა სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნავ­ში მყო­ფი 27 ცხედ­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა შეძ­ლეს. იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრე­ნის პი­ლო­ტიც.

თუმ­ცა, რო­გორც dailymail წერს, თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნის შემ­დეგ ამ დრო­ის­თვის სულ მცი­რე 40 ცხე­და­რია ნა­პოვ­ნი. მათ შო­რი­საა TikTok-ზე ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლის ვარ­სკვლა­ვი, ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნი წყვი­ლი და ეკი­პა­ჟის ოთხი­ვე წევ­რი. სულ მცი­რე სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი. ცნო­ბი­ლი რუსი ფი­გუ­რუ­ლი მო­ცი­გუ­რა­ვე წყვი­ლი - 53 წლის ევ­გე­ნია შიშ­კო­ვა 56 წლის და ვა­დიმ ნა­უ­მო­ვი.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი...

მსხვერ­პლთა შო­რის არი­ან მო­მა­ვა­ლი მფრი­ნა­ვი, ინ­დო­ე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ქა­ლიშ­ვი­ლი და ჩემ­პი­ო­ნი ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში

CNN-ი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ მსხვერ­პლთა სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს აქ­ვეყ­ნებს. ფო­ტო­ში, ზედა ზოლ­ზე არი­ან: ჯო­ნა­თან კამ­პო­სი, იან ეპშ­ტე­ი­ნი, ჟანა ხანი, სა­მუ­ელ ლილი და სპენ­სერ ლე­ი­ნი. ქვე­და რიგ­ში: კრის­ტინ ლე­ი­ნი, გრე­ის მაქსვე­ლი, ვა­დიმ ნა­უ­მო­ვი, ასრა ჰუ­სე­ინ რაზა და ევ­გე­ნია შიშ­კო­ვა.

მსხვერ­პლთა შო­რის არის GE Aerospace-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ვი­კეშ პა­ტე­ლი.

კო­ნექ­ტი­კუ­ტის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ნედ ლა­მონ­ტის გან­ცხა­დე­ბით, მსხვერ­პლთა შო­რის იმ­ყო­ფე­ბო­და კე­ი­სი კრაფ­ტო­ნი - კო­ნექ­ტი­კუ­ტში მცხოვ­რე­ბი სამი შვი­ლის მამა. ასე­ვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია იუ­რი­დი­ულ კომ­პა­ნია Wilkinson Stekloff -ის ორი იუ­რის­ტის, სარა ლი ბეს­ტი­სა და ელი­ზა­ბეტ ენ კი­ზის ცხედ­რე­ბი.

  • და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა 12 წლის ვუნ­დერ­კინ­დი ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში ოლი­ვია ტერი

მე­რი­ლენ­დის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის (M-NCPPC) გან­ცხა­დე­ბით, ტერი იყო ერთ-ერთი იმ ოთხი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მო­ცი­გუ­რა­ვე­ე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც კან­ზას­ში, გან­ვი­თა­რე­ბის ბა­ნაკ­ში სას­წავ­ლად შე­არ­ჩი­ეს.

და­ღუ­პუ­ლი მო­ცი­გუ­რა­ვე­ე­ბის ფო­ტო­ე­ბი

  • ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა აშშ-ს ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლის ასო­ცი­ა­ცი­ის 14-მდე წევ­რი.

გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არი­ან 16 წლის მო­ცი­გუ­რა­ვე სპენ­სერ ლე­ი­ნი, (უკა­ნა ცენ­ტრში). წინ რუსი მო­ცი­გუ­რა­ვე წყვი­ლი: ევ­გე­ნია შიშ­კო­ვა და ვა­დიმ ნა­უ­მო­ვი

სამ­ხედ­რო ვერ­ტმფერნ Black Hawk-ის პი­ლო­ტი ენ­დრიუ ეივ­სი

კია დუ­გინ­სი, რო­მე­ლიც დე­დას­თან დას­ვე­ნე­ბის შემ­დეგ, ვა­შინგტონ­ში ბრუნ­დე­ბო­და

წყვი­ლი რო­ჯერ და სტე­ფა­ნი ჰა­ი­ნო­სე­ბი თვითმფრი­ნავ­ში შვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ისი­ნი ფი­გუ­რუ­ლი სრი­ა­ლის გუნ­დის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ

გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის არი­ან ჯინა ხანი (წინა რიგ­ში წი­თელ სა­მოს­ში) და მისი დედა ჟანი

14 და 11 წლის დები, ვა­შინგტო­ნის ფი­გუ­რულ სრი­ალ­თა კლუ­ბის წევ­რე­ბი იყ­ვნენ

ცნო­ბის­თვის, აშშ-ში ვა­შინგტო­ნის რე­ი­გა­ნის აე­რო­პორტთან ახ­ლოს American Airlines-ის სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი აშშ-ის არ­მი­ის Black Hawk-ის ტი­პის ვერ­ტმფრენს შე­ე­ჯა­ხა. კა­ტას­ტრო­ფა მდი­ნა­რე პო­ტო­მა­კის თავ­ზე მოხ­და. სამ­ძებ­რო და ცხედ­რე­ბის ამოყ­ვა­ნის ოპე­რა­ცია გრძელ­დე­ბა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე 64 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, ვერ­ტმფრენ­ში კი - 3. ამ დრო­ის­თვის ამოყ­ვა­ნი­ლია 28 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი თვითმფრი­ნა­ვი­დან და ერთი - ვერ­ტმფრე­ნი­დან.

„არ ვფიქ­რობთ, რომ ამ კა­ტას­ტრო­ფას ვინ­მე ცო­ცხა­ლი გა­და­ურ­ჩა”, - გა­ნა­ცხა­და ვა­შინგტო­ნის სა­ხან­ძრო და გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ჯონ დო­ნელ­მა.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - რა ვითარებაა ადგილზე
ავტორი:

14-მდე მოციგურავე, მათ შორის 12 წლის მოზარდი, სამი შვილის მამა და იურისტები - ცნობილია ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ვინაობა: თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს

14-მდე მოციგურავე, მათ შორის 12 წლის მოზარდი, სამი შვილის მამა და იურისტები - ცნობილია ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ვინაობა: თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს

ვაშინგტონში, American Airlines-ის ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავიდან შავი ყუთები ამოიღეს. გამოცემა CBS News-ის ინფორმაციით, შავი ყუთებიდან ამოღებული მონაცემების ანალიზი ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ლაბორატორიაში განხორციელდება, რომელიც ტრაგედიის ადგილთან ახლოს მდებარეობს.

ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) აცხადებს, რომ კატასტროფის შესახებ წინასწარი ანგარიში 30 დღეში გამოქვეყნდება. საბჭოში ასევე ირწმუნებიან, რომ მათ ბევრი ინფორმაცია აქვთ, მაგრამ მის გადამოწმებას გარკვეული დრო სჭირდება.

ბოლო დადასტურებული ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფებმა სამგზავრო თვითმფრინავში მყოფი 27 ცხედრის იდენტიფიცირება შეძლეს. იდენტიფიცირებულია სამხედრო ვერტმფრენის პილოტიც.

თუმცა, როგორც dailymail წერს, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ამ დროისთვის სულ მცირე 40 ცხედარია ნაპოვნი. მათ შორისაა TikTok-ზე ფიგურული სრიალის ვარსკვლავი, ცნობილი სპორტსმენი წყვილი და ეკიპაჟის ოთხივე წევრი. სულ მცირე სამი არასრულწლოვანი. ცნობილი რუსი ფიგურული მოციგურავე წყვილი - 53 წლის ევგენია შიშკოვა 56 წლის და ვადიმ ნაუმოვი.

ცნობილი ხდება ავიაკატასტროფის ახალი დეტალები...

მსხვერპლთა შორის არიან მომავალი მფრინავი, ინდოელი ემიგრანტების ქალიშვილი და ჩემპიონი ფიგურულ სრიალში

CNN-ი იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა სახელებსა და გვარებს აქვეყნებს. ფოტოში, ზედა ზოლზე არიან: ჯონათან კამპოსი, იან ეპშტეინი, ჟანა ხანი, სამუელ ლილი და სპენსერ ლეინი. ქვედა რიგში: კრისტინ ლეინი, გრეის მაქსველი, ვადიმ ნაუმოვი, ასრა ჰუსეინ რაზა და ევგენია შიშკოვა.

მსხვერპლთა შორის არის GE Aerospace-ის თანამშრომელი ვიკეშ პატელი.

კონექტიკუტის გუბერნატორის ნედ ლამონტის განცხადებით, მსხვერპლთა შორის იმყოფებოდა კეისი კრაფტონი - კონექტიკუტში მცხოვრები სამი შვილის მამა. ასევე იდენტიფიცირებულია იურიდიულ კომპანია Wilkinson Stekloff -ის ორი იურისტის, სარა ლი ბესტისა და ელიზაბეტ ენ კიზის ცხედრები.

  • დადასტურებულია, რომ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა 12 წლის ვუნდერკინდი ფიგურულ სრიალში ოლივია ტერი

მერილენდის ეროვნული პარკის (M-NCPPC) განცხადებით, ტერი იყო ერთ-ერთი იმ ოთხი მაღალკვალიფიციური მოციგურავეებიდან, რომლებიც კანზასში, განვითარების ბანაკში სასწავლად შეარჩიეს.

დაღუპული მოციგურავეების ფოტოები

  • ავიაკატასტროფას ემსხვერპლა აშშ-ს ფიგურული სრიალის ასოციაციის 14-მდე წევრი.

გარდაცვლილებს შორის არიან 16 წლის მოციგურავე სპენსერ ლეინი, (უკანა ცენტრში). წინ რუსი მოციგურავე წყვილი: ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი

სამხედრო ვერტმფერნ Black Hawk-ის პილოტი ენდრიუ ეივსი

კია დუგინსი, რომელიც დედასთან დასვენების შემდეგ, ვაშინგტონში ბრუნდებოდა

წყვილი როჯერ და სტეფანი ჰაინოსები თვითმფრინავში შვილთან ერთად იმყოფებოდნენ. ისინი ფიგურული სრიალის გუნდის შემადგენლობაში იყვნენ

გარდაცვლილებს შორის არიან ჯინა ხანი (წინა რიგში წითელ სამოსში) და მისი დედა ჟანი

14 და 11 წლის დები, ვაშინგტონის ფიგურულ სრიალთა კლუბის წევრები იყვნენ

ცნობისთვის, აშშ-ში ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან ახლოს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. კატასტროფა მდინარე პოტომაკის თავზე მოხდა. სამძებრო და ცხედრების ამოყვანის ოპერაცია გრძელდება.

ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე 64 ადამიანი იმყოფებოდა, ვერტმფრენში კი - 3. ამ დროისთვის ამოყვანილია 28 ადამიანის ცხედარი თვითმფრინავიდან და ერთი - ვერტმფრენიდან.

„არ ვფიქრობთ, რომ ამ კატასტროფას ვინმე ცოცხალი გადაურჩა”, - განაცხადა ვაშინგტონის სახანძრო და გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯონ დონელმა.

წყარო

იხილეთ ასევე: