საზოგადოება
პოლიტიკა

21

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფაქტი მოხდა ე.წ. დოქების შენობაში, რომელიც არის კერძო საკუთრება" - კალაძე რიყის პარკთან დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება
"ფაქტი მოხდა ე.წ. დოქების შენობაში, რომელიც არის კერძო საკუთრება" - კალაძე რიყის პარკთან დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, რი­ყის პარკთან მო­ზარ­დი ე.წ. დო­ქე­ბის შე­ნო­ბა­ში და­ი­ღუ­პა, რო­მე­ლიც კერ­ძო სა­კუთ­რე­ბაა და და­კე­ტი­ლი იყო.

  • რო­გორც კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, შე­ნო­ბა არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. თბი­ლი­სის მერ­მა „ტვ პირ­ვე­ლი“ სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და მას „ძა­ლა­დო­ბის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ტე­ლე­ვი­ზია“ უწო­და.

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და და კი­დევ ერთხელ ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს. უმ­ძი­მე­სია ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც მოხ­და, თუმ­ცა სა­მარ­ცხვი­ნო­ე­ბი ხართ თქვენ კონ­კრე­ტუ­ლად, ტე­ლე­ვი­ზია „ტვ პირ­ვე­ლი“ იმის გამო, რაც იკად­რეთ. ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებ­დით იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თით­ქოს რი­ყის პარკში, თხრილ­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებ­დით და ამი­ტომ ხართ ბინ­ძუ­რი, სა­მარ­ცხვი­ნო ტე­ლე­ვი­ზია, ამი­ტომ აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დეს ნა­წილს თქვენს მი­მართ ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რაც გე­კუთ­ვნით. რაც გე­კუთ­ვნით, იმას იღებთ ყო­ველ­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და ასე იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­შიც. რაც შე­ე­ხე­ბა ამ სამ­წუ­ხა­რო ფაქტს, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რომ იცო­დეს სი­მარ­თლე - ეს სამ­წუ­ხა­რო და სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტი მოხ­და ე.წ. დო­ქე­ბის შე­ნო­ბა­ში, რო­მე­ლიც არის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა და რო­მე­ლიც იყო და­კე­ტი­ლი. სხვა და­ნარ­ჩენ­ზე მე აღარ გა­ვაგ­რძე­ლებ სა­უ­ბარს ოჯა­ხის ტკი­ვი­ლი­დან და იმ უბე­დუ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა არ არის გა­ცე­მუ­ლი.

"ეს არის და­ხუ­რუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა, და­კე­ტი­ლია, არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და იქ არა­ფე­რი არ არის. თქვენ სა­კუ­თარ სახ­ლში, რო­მე­ლიც და­კე­ტი­ლი გაქვთ, ან გაქვთ სა­კუ­თა­რი სახ­ლი, სა­დაც არ ცხოვ­რობთ, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია უნდა იდ­გეს და უნდა იცავ­დეს?ეს არის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა. ამი­ტომ გე­უბ­ნე­ბით, რომ ხართ სა­მარ­ცხვი­ნო­ე­ბი, უსა­მარ­თლოდ რო­დე­საც იქ­ცე­ვით. ყვე­ლა უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად გინ­დათ, ამი­ტომ ხართ სა­მარ­ცხვი­ნო­ე­ბი. ამი­ტომ არის ხალ­ხი რომ გლან­ძღავთ, გა­გი­ნებთ, ხან მიკრო­ფონს გირ­ტყამთ თავ­ში. აი, ეს არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან იმის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, რა­საც თე­სავთ. თქვენ ხართ პირ­ვე­ლი მო­ძა­ლა­დე­ე­ბი, ძა­ლა­დო­ბის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ტე­ლე­ვი­ზია. გუ­ში­ნაც ვუ­თხა­რი თქვენს კო­ლე­გას, თქვენ არც მზია ამაღ­ლო­ბე­ლის ბედი გა­ინ­ტე­რე­სებთ, არც მისი ჯან­მრთე­ლო­ბა. ამას აკე­თებთ იმი­ტომ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, რი­ყის პარკთან არ­სე­ბულ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა­ში შა­ბათს ტრა­გე­დია მოხ­და - და­ღუ­პუ­ლია მო­ზარ­დი. ად­გი­ლი, სა­დაც ბიჭი ჩა­ვარ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, წყლით იყო სავ­სე. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გველის თუ არა დიდი გაძვირება?
ავტორი:

"ფაქტი მოხდა ე.წ. დოქების შენობაში, რომელიც არის კერძო საკუთრება" - კალაძე რიყის პარკთან დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება

"ფაქტი მოხდა ე.წ. დოქების შენობაში, რომელიც არის კერძო საკუთრება" - კალაძე რიყის პარკთან დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რიყის პარკთან მოზარდი ე.წ. დოქების შენობაში დაიღუპა, რომელიც კერძო საკუთრებაა და დაკეტილი იყო.

  • როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შენობა არ ფუნქციონირებს. თბილისის მერმა „ტვ პირველი“ სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა და მას „ძალადობის წამახალისებელი ტელევიზია“ უწოდა.

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. უმძიმესია ის ყველაფერი, რაც მოხდა, თუმცა სამარცხვინოები ხართ თქვენ კონკრეტულად, ტელევიზია „ტვ პირველი“ იმის გამო, რაც იკადრეთ. ცრუ ინფორმაციას ავრცელებდით იმასთან დაკავშირებით, თითქოს რიყის პარკში, თხრილში უბედური შემთხვევა მოხდა. სამწუხაროდ, ამ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდით და ამიტომ ხართ ბინძური, სამარცხვინო ტელევიზია, ამიტომ აქვს საზოგადოების უდიდეს ნაწილს თქვენს მიმართ ის დამოკიდებულება, რაც გეკუთვნით. რაც გეკუთვნით, იმას იღებთ ყოველთვის საზოგადოებისგან და ასე იქნება მომავალშიც. რაც შეეხება ამ სამწუხარო ფაქტს, საზოგადოებამ რომ იცოდეს სიმართლე - ეს სამწუხარო და საშინელი ფაქტი მოხდა ე.წ. დოქების შენობაში, რომელიც არის კერძო საკუთრება და რომელიც იყო დაკეტილი. სხვა დანარჩენზე მე აღარ გავაგრძელებ საუბარს ოჯახის ტკივილიდან და იმ უბედურებიდან გამომდინარე, რაც მოხდა“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნულ შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით არანაირი მშენებლობის ნებართვა არ არის გაცემული.

"ეს არის დახურული შენობა-ნაგებობა, დაკეტილია, არ ფუნქციონირებს და იქ არაფერი არ არის. თქვენ საკუთარ სახლში, რომელიც დაკეტილი გაქვთ, ან გაქვთ საკუთარი სახლი, სადაც არ ცხოვრობთ, მუნიციპალური ინსპექცია უნდა იდგეს და უნდა იცავდეს?ეს არის კერძო საკუთრება. ამიტომ გეუბნებით, რომ ხართ სამარცხვინოები, უსამართლოდ როდესაც იქცევით. ყველა უმძიმესი ფაქტის გამოყენება პოლიტიკურად გინდათ, ამიტომ ხართ სამარცხვინოები. ამიტომ არის ხალხი რომ გლანძღავთ, გაგინებთ, ხან მიკროფონს გირტყამთ თავში. აი, ეს არის საზოგადოების მხრიდან იმის გამოხატულება, რასაც თესავთ. თქვენ ხართ პირველი მოძალადეები, ძალადობის წამახალისებელი ტელევიზია. გუშინაც ვუთხარი თქვენს კოლეგას, თქვენ არც მზია ამაღლობელის ბედი გაინტერესებთ, არც მისი ჯანმრთელობა. ამას აკეთებთ იმიტომ, რომ პოლიტიკურად გამოიყენოთ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, რიყის პარკთან არსებულ შენობა-ნაგებობაში შაბათს ტრაგედია მოხდა - დაღუპულია მოზარდი. ადგილი, სადაც ბიჭი ჩავარდა, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წაიკითხეთ ასევე: