მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძინარე ადამიანებს გადაუარეს" - მასობრივი ჭყლეტა რელიგიურ ფესტივალზე, რომელსაც რამდენიმე მილიონი მომლოცველი ესწრებოდა: ფოტოები ინდოეთიდან
"მძინარე ადამიანებს გადაუარეს" - მასობრივი ჭყლეტა რელიგიურ ფესტივალზე, რომელსაც რამდენიმე მილიონი მომლოცველი ესწრებოდა: ფოტოები ინდოეთიდან

ინ­დო­ეთ­ში რე­ლი­გი­ურ ფეს­ტი­ვალ­ზე მომ­ხდა­რი მა­სობ­რი­ვი ჭყლე­ტის შე­დე­გად და­ახ­ლო­ე­ბით 40 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა

ჩრდი­ლო­ეთ ინ­დო­ეთ­ში რე­ლი­გი­ურ ფეს­ტი­ვალ­ზე მომ­ხდა­რი მა­სობ­რი­ვი ჭყლე­ტის შე­დე­გად და­ახ­ლო­ე­ბით 40 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მე­დი­ის ცნო­ბით, მომ­ლოც­ველ­თა დიდ­მა ჯგუფ­მა პო­ლი­ცი­ის ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვა სცა­და წმინ­და ად­გი­ლას მი­სას­ვლე­ლად, სა­დაც გან­ბან­ვის ცე­რე­მო­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, შემ­დეგ ადა­მი­ან­თა ნა­კად­მა მდი­ნა­რის ნა­პი­რას მძი­ნა­რე ადა­მი­ა­ნებს გა­და­უ­ა­რა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ღუ­პულ­თა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია.

„მეტი ცხე­და­რი შე­მო­დის. მორ­გში და­ახ­ლო­ე­ბით 40 ცხე­და­რი გვყავს. თი­თო­ე­ულს სა­თი­თა­ოდ გა­დავ­ცემთ ოჯა­ხებს. ხალ­ხი პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­და, როცა ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ერ­თდრო­უ­ლად და­იძ­რა წმინ­და წყლე­ბის­კენ“, – გა­ნუ­ცხა­და „ბი­ბი­სის“ ერთ-ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა.“

„აჟი­ო­ტა­ჟი იყო... ჯერ დე­და­ჩე­მი წა­იქ­ცა... მერე ჩემი რძა­ლი. ბრბო­დან გა­მოს­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხეს, ხალ­ხმა გა­და­უ­ა­რა" - ამ­ბობს 40 წლის ჯაგ­ვან­ტი დევი, რო­მე­ლიც ახ­ლობ­ლე­ბის ცხედ­რებ­თან ერ­თად სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­ში იჯდა.

პრა­ი­აგ­რა­ჯის SRN სა­ა­ვად­მყო­ფოს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ და­ღუ­პუ­ლებს ან გუ­ლის შე­ტე­ვა ჰქონ­დათ ან თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა დი­ა­ბე­ტი.

და­ღუ­პულ­თა ახ­ლობ­ლებს სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­და ინ­დო­ე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნა­რენ­დრა მო­დიმ. ოპო­ზი­ცი­უ­რი მხა­რე­ე­ბი „არას­წორ მე­ნე­ჯმენტს“ ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

რო­გორც მე­დია წერს, ფეს­ტი­ვალ­ზე 100 მი­ლი­ო­ნამ­დე მომ­ლოც­ველს ელოდ­ნენ. დი­ლის 10:00 სა­ა­თის­თვის უკვე 36 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა წმინ­და გან­ბან­ვის რი­ტუ­ალ­ში.

მომ­ხდა­რის გამო დღის მთა­ვა­რი ცე­რე­მო­ნია გა­და­ი­დო. სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხუ­რე­ბი გა­ნაგ­რძო­ბენ ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბას. ფაქ­ტზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა....წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მძინარე ადამიანებს გადაუარეს" - მასობრივი ჭყლეტა რელიგიურ ფესტივალზე, რომელსაც რამდენიმე მილიონი მომლოცველი ესწრებოდა: ფოტოები ინდოეთიდან

"მძინარე ადამიანებს გადაუარეს" - მასობრივი ჭყლეტა რელიგიურ ფესტივალზე, რომელსაც რამდენიმე მილიონი მომლოცველი ესწრებოდა: ფოტოები ინდოეთიდან

ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე მომხდარი მასობრივი ჭყლეტის შედეგად დაახლოებით 40 ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე მომხდარი მასობრივი ჭყლეტის შედეგად დაახლოებით 40 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, მომლოცველთა დიდმა ჯგუფმა პოლიციის ბარიერების გადალახვა სცადა წმინდა ადგილას მისასვლელად, სადაც განბანვის ცერემონია მიმდინარეობდა, შემდეგ ადამიანთა ნაკადმა მდინარის ნაპირას მძინარე ადამიანებს გადაუარა.

ხელისუფლებას დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით არ დაუსახელებია.

„მეტი ცხედარი შემოდის. მორგში დაახლოებით 40 ცხედარი გვყავს. თითოეულს სათითაოდ გადავცემთ ოჯახებს. ხალხი პანიკაში ჩავარდა, როცა ათასობით ადამიანი ერთდროულად დაიძრა წმინდა წყლებისკენ“, – განუცხადა „ბიბისის“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა.“

„აჟიოტაჟი იყო... ჯერ დედაჩემი წაიქცა... მერე ჩემი რძალი. ბრბოდან გამოსვლა ვერ მოახერხეს, ხალხმა გადაუარა" - ამბობს 40 წლის ჯაგვანტი დევი, რომელიც ახლობლების ცხედრებთან ერთად სასწრაფო დახმარების მანქანაში იჯდა.

პრაიაგრაჯის SRN საავადმყოფოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაღუპულებს ან გულის შეტევა ჰქონდათ ან თანმხლები დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი.

დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ. ოპოზიციური მხარეები „არასწორ მენეჯმენტს“ ადანაშაულებენ.

როგორც მედია წერს, ფესტივალზე 100 მილიონამდე მომლოცველს ელოდნენ. დილის 10:00 საათისთვის უკვე 36 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა წმინდა განბანვის რიტუალში.

მომხდარის გამო დღის მთავარი ცერემონია გადაიდო. საგანგებო სამსახურები განაგრძობენ ადგილზე მუშაობას. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება....წყარო