სამართალი
მსოფლიო

16

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე სასწორშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას.
პოლიტიკა
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამატიტვლეს ყველას თვალწინ. იატაკზე თმით მათრიეს. ხელ-ფეხი შემიკრეს… ხითხითებდნენ, აქედან ცოცხალი ვერ გახვალო" - სიმართლისთვის წამებული ჟურნალისტის, ნაზი შამანაურის ტრაგედია
"გამატიტვლეს ყველას თვალწინ. იატაკზე თმით მათრიეს. ხელ-ფეხი შემიკრეს… ხითხითებდნენ, აქედან ცოცხალი ვერ გახვალო" - სიმართლისთვის წამებული ჟურნალისტის, ნაზი შამანაურის ტრაგედია
  • კა­ფან­და­რა ქალი, რო­მე­ლიც ურჩხულს ეო­მე­ბო­და

"რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, 17 წლის ასაკ­ში ვიქ­ნე­ბო­დი ბედ­ნი­ე­რი… შემ­დეგ - 19 წლის ასაკ­ში… ოც­ნე­ბის ჩიტი ირე­ა­ლო­ბა­ში იკე­თებ­და ბუ­დეს… 27 წელი… ამის მერე ყვე­ლა­ფე­რი ერ­თფე­რო­ვა­ნი გახ­და. აი, დღეს 27 დე­კემ­ბე­რია… ახალს არა­ფერს ველი… სი­ცო­ცხლე ბრო­ლის ჭი­ქა­სა­ვით სულ ნა­კუწ-ნა­კუწ და­მიმ­სხვრი­ეს და ფეხ­ქვეშ და­მი­ყა­რეს… და თუ დღეს სიკ­ვდილ­ზე ვფიქ­რობ, არა იმი­ტომ, რომ და­ვი­ღა­ლე ბრძო­ლით, რომ სა­ცაა თი­თო­ე­უ­ლი ძარ­ღვიც კი დას­კდე­ბა, არა­მედ იმი­ტომ, რომ აღა­რა­ვი­სი მჯე­რა ამ ქვე­ყა­ნა­ზე… ზე­ი­ნაბ! ნუ აუკ­რძა­ლავ დე­ი­დას, მო­მი­ტა­ნოს ქა­ღალ­დი, სა­წერ-კა­ლა­მი… იქ­ნებ ეს ჩემი უკა­ნას­კნე­ლი ბა­რა­თე­ბია… უნი­ვერ­სი­ტე­ტის თეთ­რი ტაძ­რი­დან პირ­და­პირ ტა­ლახ­ში მის­რო­ლეს…“ - ნაზი შა­მა­ნა­უ­რის დღი­უ­რი­დან

საბ­ჭო­თა სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, ნაზი შა­მა­ნა­უ­რის სა­ხე­ლი და გვა­რი პირ­ვე­ლად რომ გა­ვი­გე - მას­ზე ტე­ლე­ვი­ზი­ით გად­მოს­ცეს. მახ­სოვს, ოჯახ­ში რო­გორ გა­ნი­ხი­ლავ­დნენ მის ამ­ბავს ჩემი ექი­მი დედა და ჟურ­ნა­ლის­ტი დე­ი­და. შეგ­რძნე­ბაც მახ­სოვს, რო­გორ მე­ში­ნო­და ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კას­თან ჩავ­ლის, რად­გან დე­ი­და-ბი­ძის­გან ვი­ცო­დი, რომ სა­ხელ­მწი­ფოს­თვის არა­სა­სურ­ველ პი­რებს სწო­რედ იქ უკ­რავ­დნენ ხოლ­მე თავს და აწა­მებ­დნენ.

სამ­წუ­ხა­როდ, წლე­ბია, დღემ­დე, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში აღარც ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბა გვიკ­ვირს და, სა­უ­ბე­დუ­როდ, წა­მე­ბას არც ახლა ვთა­კი­ლობთ. თა­ნაც ამის­თვის კარ­გა ხა­ნია, აღარც ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე წლის წინ ამი­ტო­მაც და­ან­გრი­ეს, კლი­ნი­კის გა­რე­შეც შეძ­ლე­ბუ­ლა ხალ­ხის წა­მე­ბა!

ახალ­გაზ­რდა, კა­ფან­და­რა ქალი ნაზი შა­მა­ნა­უ­რი - საბ­ჭო­თა ჟურ­ნა­ლის­ტი დუ­შე­თი­დან, რო­მელ­საც ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სული წა­მე­ბით ამო­ხა­დეს, ჩემ­თვის მა­ინც ჩვე­ნი დრო­ის პირ­ველ მო­წა­მედ რჩე­ბა - სა­კუ­თარ დე­დას­თან ერ­თად მან 5 გა­უ­საძ­ლი­სი თვე გა­ა­ტა­რა ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში, 70 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იშიმ­ში­ლა და იმ დრო­ის­თვის "ბუნ­დო­ვან ვი­თა­რე­ბა­ში“ და­ი­ღუ­პა.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა წა­მე­ბად ექ­ცი­ათ ექი­მებს? არა­და, ფაქ­ტია, რომ ნაზი შა­მა­ნა­უ­რის ცხოვ­რე­ბა საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის ფსი­ქი­ატ­რი­ამ მარ­თლაც წა­მე­ბად აქ­ცია. ნა­ზის თავს გა­დახ­დე­ნილ ამ­ბებს დღეს ექი­მე­ბიც კი ქარ­თუ­ლი ფსი­ქი­ატ­რი­ის ის­ტო­რი­ის შავ ლა­ქად მი­იჩ­ნე­ვენ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, იმ­ხა­ნად ფსი­ქი­ატ­რი­ას ხში­რად იყე­ნებ­დნენ პო­ლი­ტი­კუ­რი ტე­რო­რის ია­რა­ღად.

ნაზი ჟურ­ნა­ლის­ტი იყო და აქ­ვეყ­ნებ­და ფაქ­ტებს, რო­მე­ლიც აშიშ­ვლებ­და საბ­ჭო­თა ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის კო­რუფ­ცი­ას და ამ მხი­ლე­ბას შე­ე­წი­რა კი­დეც...

  • ცნო­ბის­თვის:

ნაზი შა­მა­ნა­უ­რი და­ი­ბა­და 1940 წლის 5 ივ­ლისს დუ­შეთ­ში. ბავ­შვო­ბის პირ­ვე­ლი წლე­ბი მა­მის მშობ­ლი­ურ სო­ფელ ოძის­ში გა­ა­ტა­რა, 1944 წელს კი დედა - სარა ინაშ­ვი­ლი და ნაზი სა­ცხოვ­რებ­ლად დუ­შეთ­ში გა­და­ვიდ­ნენ. 1958 წელს ნა­ზიმ და­ამ­თავ­რა დუ­შე­თის პირ­ვე­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და სწო­რედ მა­შინ უყი­და დე­დამ პი­ა­ნი­ნო, რა­მაც უზო­მოდ გა­ა­ხა­რა. გო­გო­ნა დღე­და­ღამ წიგ­ნებ­ში იყო ჩაფ­ლუ­ლი, ფრან­გუ­ლიც თა­ვი­სით ის­წავ­ლა და იმა­ვე წელს ჩა­ი­რი­ცხა თბი­ლი­სის უცხო ენა­თა პე­და­გო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში, ფრან­გუ­ლი ენის ფა­კულ­ტეტ­ზე, რომ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, 1965 წელს, ისევ დუ­შეთს და­უბ­რუნ­და და პირ­მი­სა­ანთკა­რის სკო­ლა-ინ­ტერ­ნატ­ში და­ი­წყო აღ­მზრდე­ლად მუ­შა­ო­ბა. იქ ბევ­რი უსა­მარ­თლო­ბა და­ი­ნა­ხა და მიხ­ვდა, - ამას ვე­ღარ მო­ვით­მენ, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე ჩა­ვა­ბა­რებ და სი­მარ­თლის თქმას მა­შინ ხომ ვე­ღარ და­მიშ­ლი­ა­ნო... 1966 წელს კვლავ სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­და, ამ­ჯე­რად თსუ-ის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ის­წავ­ლა და წარ­ჩი­ნე­ბი­თაც და­ამ­თავ­რა. იმა­ვე წელს მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო იმ­ხა­ნად თბი­ლი­სის ორ­ჯო­ნი­კი­ძის სა­ხე­ლო­ბის სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კის რა­დი­ო­გა­და­ცე­მა­თა რე­დაქ­ცი­ა­ში, სა­ი­და­ნაც ერთი წლის შემ­დეგ შტა­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბის სა­ბა­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

  • მუ­დამ უსა­მარ­თლო­ბას­თან მებ­რძო­ლი

მისი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბის აღ­წე­რით, ნაზი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნა ყო­ფი­ლა, კარ­გი აღ­ნა­გო­ბის, ულა­მა­ზე­სი თვა­ლე­ბი­თა და ღი­მი­ლით, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ყვე­ლას სი­ა­მოვ­ნებ­და. ვე­რას­დროს ეგუ­ე­ბო­და უსა­მარ­თლო­ბას და პრო­ტესტსაც ყო­ველ­თვის გა­მო­ხა­ტავ­და. სკო­ლა­ში, თურ­მე, ყვე­ლას დამ­ცვე­ლი ნაზი იყო, ბი­ჭე­ბიც რომ ჩხუ­ბობ­დნენ, ხე­ლით გა­წევ-გა­მო­წევ­და და ასე აშ­ვე­ლებ­და. გუ­ლის­ხმი­ე­რი ადა­მი­ა­ნიც ყო­ფი­ლა, სკო­ლა-ინ­ტერ­ნატ­ში მას­წავ­ლებ­ლად რომ მუ­შა­ობ­და, კლა­სის ობო­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის რვე­უ­ლებ­სა და სა­წერ კალ­მებ­საც თა­ვი­სი მწი­რი ხელ­ფა­სით ყი­დუ­ლობ­და...

ამ­ბო­ბენ, ნაზი ბავ­შვო­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად წერ­და და სა­ქარ­თვე­ლოს იმ­ჟა­მინ­დელ პატ­რი­არ­ქთან - უწ­მინ­დეს და უნე­ტა­რეს ეფ­რემ II-სთან პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვი­უც სწო­რედ მას ჩა­უ­წე­რია, სტა­ტია კი საბ­ჭო­თა გა­ზეთ­ში და­უ­ბეჭ­დავთ. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ არას­ტან­დარ­ტუ­ლად წერ­და ანუ არა ისე, რო­გორც კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტია და საბ­ჭო­თა ჟურ­ნა­ლის­ტი­კა მო­ი­თხოვ­და, არა­მედ - სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­თა და შე­ფა­სე­ბე­ბით. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მსვლელობა - როგორ მიულოცეს მოქალაქეებმა დაბადების დღე მსოფლიო ბანს
ავტორი:

"გამატიტვლეს ყველას თვალწინ. იატაკზე თმით მათრიეს. ხელ-ფეხი შემიკრეს… ხითხითებდნენ, აქედან ცოცხალი ვერ გახვალო" - სიმართლისთვის წამებული ჟურნალისტის, ნაზი შამანაურის ტრაგედია

"გამატიტვლეს ყველას თვალწინ. იატაკზე თმით მათრიეს. ხელ-ფეხი შემიკრეს… ხითხითებდნენ, აქედან ცოცხალი ვერ გახვალო" - სიმართლისთვის წამებული ჟურნალისტის, ნაზი შამანაურის ტრაგედია
  • კაფანდარა ქალი, რომელიც ურჩხულს ეომებოდა

"რატომღაც მეგონა, 17 წლის ასაკში ვიქნებოდი ბედნიერი… შემდეგ - 19 წლის ასაკში… ოცნების ჩიტი ირეალობაში იკეთებდა ბუდეს… 27 წელი… ამის მერე ყველაფერი ერთფეროვანი გახდა. აი, დღეს 27 დეკემბერია… ახალს არაფერს ველი… სიცოცხლე ბროლის ჭიქასავით სულ ნაკუწ-ნაკუწ დამიმსხვრიეს და ფეხქვეშ დამიყარეს… და თუ დღეს სიკვდილზე ვფიქრობ, არა იმიტომ, რომ დავიღალე ბრძოლით, რომ საცაა თითოეული ძარღვიც კი დასკდება, არამედ იმიტომ, რომ აღარავისი მჯერა ამ ქვეყანაზე… ზეინაბ! ნუ აუკრძალავ დეიდას, მომიტანოს ქაღალდი, საწერ-კალამი… იქნებ ეს ჩემი უკანასკნელი ბარათებია… უნივერსიტეტის თეთრი ტაძრიდან პირდაპირ ტალახში მისროლეს…“ - ნაზი შამანაურის დღიურიდან

საბჭოთა სკოლის მოსწავლე ვიყავი, ნაზი შამანაურის სახელი და გვარი პირველად რომ გავიგე - მასზე ტელევიზიით გადმოსცეს. მახსოვს, ოჯახში როგორ განიხილავდნენ მის ამბავს ჩემი ექიმი დედა და ჟურნალისტი დეიდა. შეგრძნებაც მახსოვს, როგორ მეშინოდა ფსიქიატრიულ კლინიკასთან ჩავლის, რადგან დეიდა-ბიძისგან ვიცოდი, რომ სახელმწიფოსთვის არასასურველ პირებს სწორედ იქ უკრავდნენ ხოლმე თავს და აწამებდნენ.

სამწუხაროდ, წლებია, დღემდე, ჩვენს ქვეყანაში აღარც ადამიანების წამება გვიკვირს და, საუბედუროდ, წამებას არც ახლა ვთაკილობთ. თანაც ამისთვის კარგა ხანია, აღარც ფსიქიატრიული კლინიკაა აუცილებელი, ალბათ, რამდენიმე წლის წინ ამიტომაც დაანგრიეს, კლინიკის გარეშეც შეძლებულა ხალხის წამება!

ახალგაზრდა, კაფანდარა ქალი ნაზი შამანაური - საბჭოთა ჟურნალისტი დუშეთიდან, რომელსაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სული წამებით ამოხადეს, ჩემთვის მაინც ჩვენი დროის პირველ მოწამედ რჩება - საკუთარ დედასთან ერთად მან 5 გაუსაძლისი თვე გაატარა ფსიქიატრიულ კლინიკაში, 70 დღის განმავლობაში იშიმშილა და იმ დროისთვის "ბუნდოვან ვითარებაში“ დაიღუპა.

როგორ შეიძლებოდა, პაციენტის მკურნალობა წამებად ექციათ ექიმებს? არადა, ფაქტია, რომ ნაზი შამანაურის ცხოვრება საბჭოთა პერიოდის ფსიქიატრიამ მართლაც წამებად აქცია. ნაზის თავს გადახდენილ ამბებს დღეს ექიმებიც კი ქართული ფსიქიატრიის ისტორიის შავ ლაქად მიიჩნევენ. როგორც ამბობენ, იმხანად ფსიქიატრიას ხშირად იყენებდნენ პოლიტიკური ტერორის იარაღად.

ნაზი ჟურნალისტი იყო და აქვეყნებდა ფაქტებს, რომელიც აშიშვლებდა საბჭოთა ჩინოვნიკების კორუფციას და ამ მხილებას შეეწირა კიდეც...

  • ცნობისთვის:

ნაზი შამანაური დაიბადა 1940 წლის 5 ივლისს დუშეთში. ბავშვობის პირველი წლები მამის მშობლიურ სოფელ ოძისში გაატარა, 1944 წელს კი დედა - სარა ინაშვილი და ნაზი საცხოვრებლად დუშეთში გადავიდნენ. 1958 წელს ნაზიმ დაამთავრა დუშეთის პირველი საშუალო სკოლა და სწორედ მაშინ უყიდა დედამ პიანინო, რამაც უზომოდ გაახარა. გოგონა დღედაღამ წიგნებში იყო ჩაფლული, ფრანგულიც თავისით ისწავლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფრანგული ენის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 1965 წელს, ისევ დუშეთს დაუბრუნდა და პირმისაანთკარის სკოლა-ინტერნატში დაიწყო აღმზრდელად მუშაობა. იქ ბევრი უსამართლობა დაინახა და მიხვდა, - ამას ვეღარ მოვითმენ, ჟურნალისტიკაზე ჩავაბარებ და სიმართლის თქმას მაშინ ხომ ვეღარ დამიშლიანო... 1966 წელს კვლავ სტუდენტურ ცხოვრებას დაუბრუნდა, ამჯერად თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ისწავლა და წარჩინებითაც დაამთავრა. იმავე წელს მუშაობა დაიწყო იმხანად თბილისის ორჯონიკიძის სახელობის სამკერვალო ფაბრიკის რადიოგადაცემათა რედაქციაში, საიდანაც ერთი წლის შემდეგ შტატების შემცირების საბაბით გაათავისუფლეს.

  • მუდამ უსამართლობასთან მებრძოლი

მისი ბავშვობის მეგობრების აღწერით, ნაზი ძალიან ლამაზი გოგონა ყოფილა, კარგი აღნაგობის, ულამაზესი თვალებითა და ღიმილით, მასთან ურთიერთობა ყველას სიამოვნებდა. ვერასდროს ეგუებოდა უსამართლობას და პროტესტსაც ყოველთვის გამოხატავდა. სკოლაში, თურმე, ყველას დამცველი ნაზი იყო, ბიჭებიც რომ ჩხუბობდნენ, ხელით გაწევ-გამოწევდა და ასე აშველებდა. გულისხმიერი ადამიანიც ყოფილა, სკოლა-ინტერნატში მასწავლებლად რომ მუშაობდა, კლასის ობოლი მოსწავლეებისთვის რვეულებსა და საწერ კალმებსაც თავისი მწირი ხელფასით ყიდულობდა...

ამბობენ, ნაზი ბავშვობიდან გამორჩეულად წერდა და საქართველოს იმჟამინდელ პატრიარქთან - უწმინდეს და უნეტარეს ეფრემ II-სთან პირველი ინტერვიუც სწორედ მას ჩაუწერია, სტატია კი საბჭოთა გაზეთში დაუბეჭდავთ. იმასაც ამბობენ, რომ არასტანდარტულად წერდა ანუ არა ისე, როგორც კომუნისტური პარტია და საბჭოთა ჟურნალისტიკა მოითხოვდა, არამედ - საკუთარი შეხედულებებითა და შეფასებებით. გააგრძელეთ კითხვა