პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ ოჯახთან ერთად იყო, ვისთანაც მუშაობდა, ყველანი დაიღუპნენ: ჩემი და, 2 ბავშვი და და მათი დედა" -  რა ხდება ცნობილი ქართველზე, რომელიც თურქეთის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა
"იმ ოჯახთან ერთად იყო, ვისთანაც მუშაობდა, ყველანი დაიღუპნენ: ჩემი და, 2 ბავშვი და და მათი დედა" -  რა ხდება ცნობილი ქართველზე, რომელიც თურქეთის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა

თურ­ქე­თის პრო­ვინ­ცია ბო­ლუ­ში, კუ­რორტ კარ­ტალ­კა­ი­ა­ში, 12-სარ­თუ­ლი­ან სას­ტუმ­რო­ში 21 იან­ვარს გა­ჩე­ნილ ხან­ძარს 76 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ხოლო 51 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს, სას­ტუმ­რო­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ქალი ლა­უ­რა სა­ლუ­აშ­ვი­ლიც ხან­ძარს შე­ე­წი­რა. ლა­უ­რა თურ­ქეთ­ში წლე­ბის გა­მავ­ლო­ბა­ში ოჯახ­ში მუ­შა­ობ­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, სწო­რედ ეს ოჯა­ხი იყო წა­სუ­ლი სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტზე და­სას­ვე­ლებ­ლად და მათ თან ახ­ლდა 57 წლის ლა­უ­რა სა­ლუ­აშ­ვი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, მას­თან ერ­თად და­ი­ღუ­პა ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი და ბავ­შვე­ბის დედა. ლა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში 24 იან­ვარს ჩა­მო­ას­ვე­ნეს და 26 იან­ვარს თბი­ლის­ში დაკ­რძა­ლეს. მისი ოჯა­ხი თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, ის ორი შვი­ლის ქალ-ვა­ჟის დედა იყო. ახ­ლობ­ლებს ძა­ლი­ან უმ­ძიმთ მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი.

"კვი­რის პა­ლიტ­რა" ლა­უ­რას დას, მაია სა­ლუ­აშ­ვილს ესა­უბ­რა:

- ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, დიდი ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა თავს. ჩემი და 2009 წლი­დან თურ­ქეთ­ში მუ­შა­ობ­და. თა­ვი­დან 3 თვე­ში ერთხელ მი­დი­ო­და და უკან ბრუნ­დე­ბო­და, რომ ვიზა არ და­ერ­ღვია და სა­ბუ­თე­ბი წეს­რიგ­ში ჰქო­ნო­და. მერე, როცა ამ ოჯახ­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, სა­ბუ­თე­ბიც მო­უ­წეს­რი­გეს. ჯერ ბავ­შვე­ბის ბე­ბი­ას­თან ცხოვ­რობ­და, მისი ქა­ლიშ­ვი­ლი - დეფ­ნე რომ გა­თხოვ­და, ბავ­შვე­ბის ბე­ბი­ამ სთხო­ვა, მათ­თან გა­და­სუ­ლი­ყო სა­მუ­შა­ოდ, რად­გან პა­ტა­რას ელო­დე­ბოდ­ნენ და მას შემ­დეგ სულ დეფ­ნეს­თან იყო. მი­ნი­მუმ 10 წე­ლია იქ მუ­შა­ობს, ფაქ­ტობ­რი­ვად, მათი ოჯა­ხის წევ­რი იყო. დრო­ე­ბი­თი სა­ბუ­თი ჰქონ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო სამ­სა­ხურ­ში, და­ზღვე­ვას იხ­დი­და ჩვე­უ­ლებ­რივ და ცხოვ­რობ­და ოჯახ­ში.

ორი ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნას გაზ­რდა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. მარ­თლაც რო­გორც ოჯა­ხის წევ­რი, ისე იყო იქ, ბავ­შვებ­ზე თა­ვი­სი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი­ვით ზრუ­ნავ­და.

19 იან­ვარს წა­ვიდ­ნენ კუ­რორტზე და­სას­ვე­ნებ­ლად. 17 იან­ვარს, პა­რას­კევს ვე­სა­უბ­რე მე­სენ­ჯე­რით, ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვი­ლა­პა­რა­კეთ, მი­თხრა, რა­ტომ­ღაც ძა­ლი­ან მე­ზა­რე­ბა იქ წას­ვლა, მაგ­რამ არ გა­მო­ვა, რომ არ წა­ვი­დეო. არ იყო ხელ­მოკ­ლე ოჯა­ხი, თუმ­ცა ამ ოჯა­ხის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ჩვენ­თან არას­დროს სა­უბ­რობ­და. ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი იყო ლა­უ­რა, ვი­ცო­დით, რომ სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში ჰქონ­დათ სახ­ლი და იქაც და­დი­ოდ­ნენ ზა­ფხულ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად. ზა­ფხუ­ლო­ბით ბოდ­რუმ­ში მი­დი­ოდ­ნენ ხოლ­მე.

19 იან­ვარს, ნათ­ლის­ღე­ბას, დი­ლის 11 სა­ა­თი რომ და­ი­წყო გზი­დან ვი­დეო გა­მო­მიგ­ზავ­ნა, რო­მელ­შიც ბავ­შვი ამ­ბობს, რომ მი­დი­ან და­სას­ვე­ნებ­ლად.

ორ­შა­ბათ­საც და­ვუ­რე­კე, მი­თხრა, ახლა ბავ­შვებს ვაც­მევ ტან­საც­მელს, გა­რეთ გავ­დი­ვართ და მერე და­გი­რე­კა­ვო. 5 სა­ა­თის­თვის და­უ­რე­კავს, მაგ­რამ ზარი მე არ გა­მი­გია, მე­ო­რე დი­ლით "ფე­ის­ბუ­ქით" გა­ვი­გე, რომ თურ­ქეთ­ში სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტზე, სას­ტუმ­რო­ში გაჩ­ნდა ხან­ძა­რი. ცუ­დად მომ­ხვდა ეს ინ­ფორ­მა­ცია. ორ­შა­ბათს რომ და­ი­ძი­ნეს, ვე­ღარ ად­გნენ, გამ­თე­ნი­ას, 3-4 სა­ათ­ზეა ხან­ძა­რი გა­ჩე­ნი­ლი და ოთხი­ვე და­ი­ღუ­პა, ჩემი და და დედა, თა­ვის ორ შვილ­თან ერ­თად.

ბოლო დროს დეფ­ნე ქმარ­თან გა­შო­რე­ბუ­ლი იყო, ქმა­რი ცალ­კე ცხოვ­რობ­და სტამ­ბოლ­ში, თუმ­ცა შვი­ლებ­ზე მზრუნ­ვე­ლი, ძა­ლი­ან კარ­გი მამა იყო. და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლამ­დე ბავ­შვე­ბი ხუთ­შა­ბათს მა­მას­თან ერ­თად იყ­ვნენ, პა­რას­კევს მო­იყ­ვა­ნა სახ­ლში და კვი­რას კი წა­ვიდ­ნენ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"იმ ოჯახთან ერთად იყო, ვისთანაც მუშაობდა, ყველანი დაიღუპნენ: ჩემი და, 2 ბავშვი და და მათი დედა" -  რა ხდება ცნობილი ქართველზე, რომელიც თურქეთის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა

"იმ ოჯახთან ერთად იყო, ვისთანაც მუშაობდა, ყველანი დაიღუპნენ: ჩემი და, 2 ბავშვი და და მათი დედა" -  რა ხდება ცნობილი ქართველზე, რომელიც თურქეთის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა

თურქეთის პროვინცია ბოლუში, კურორტ კარტალკაიაში, 12-სართულიან სასტუმროში 21 იანვარს გაჩენილ ხანძარს 76 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 51 ადამიანი დაშავდა. ცნობილი ხდება, რომ იმ საბედისწერო დღეს, სასტუმროში მყოფი ქართველი ემიგრანტი ქალი ლაურა სალუაშვილიც ხანძარს შეეწირა. ლაურა თურქეთში წლების გამავლობაში ოჯახში მუშაობდა. როგორც ირკვევა, სწორედ ეს ოჯახი იყო წასული სამთო-სათხილამურო კურორტზე დასასველებლად და მათ თან ახლდა 57 წლის ლაურა სალუაშვილი. სამწუხაროდ, მასთან ერთად დაიღუპა ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ბავშვების დედა. ლაურა საქართველოში 24 იანვარს ჩამოასვენეს და 26 იანვარს თბილისში დაკრძალეს. მისი ოჯახი თბილისში ცხოვრობს, ის ორი შვილის ქალ-ვაჟის დედა იყო. ახლობლებს ძალიან უმძიმთ მომხდარზე საუბარი.

"კვირის პალიტრა" ლაურას დას, მაია სალუაშვილს ესაუბრა:

- ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ჩემი და 2009 წლიდან თურქეთში მუშაობდა. თავიდან 3 თვეში ერთხელ მიდიოდა და უკან ბრუნდებოდა, რომ ვიზა არ დაერღვია და საბუთები წესრიგში ჰქონოდა. მერე, როცა ამ ოჯახში დაიწყო მუშაობა, საბუთებიც მოუწესრიგეს. ჯერ ბავშვების ბებიასთან ცხოვრობდა, მისი ქალიშვილი - დეფნე რომ გათხოვდა, ბავშვების ბებიამ სთხოვა, მათთან გადასულიყო სამუშაოდ, რადგან პატარას ელოდებოდნენ და მას შემდეგ სულ დეფნესთან იყო. მინიმუმ 10 წელია იქ მუშაობს, ფაქტობრივად, მათი ოჯახის წევრი იყო. დროებითი საბუთი ჰქონდა. ოფიციალურად რეგისტრირებული იყო სამსახურში, დაზღვევას იხდიდა ჩვეულებრივ და ცხოვრობდა ოჯახში.

ორი ულამაზესი გოგონას გაზრდაში ეხმარებოდა. მართლაც როგორც ოჯახის წევრი, ისე იყო იქ, ბავშვებზე თავისი შვილიშვილებივით ზრუნავდა.

19 იანვარს წავიდნენ კურორტზე დასასვენებლად. 17 იანვარს, პარასკევს ვესაუბრე მესენჯერით, ძალიან დიდხანს ვილაპარაკეთ, მითხრა, რატომღაც ძალიან მეზარება იქ წასვლა, მაგრამ არ გამოვა, რომ არ წავიდეო. არ იყო ხელმოკლე ოჯახი, თუმცა ამ ოჯახის საქმიანობის შესახებ ჩვენთან არასდროს საუბრობდა. ძალიან მორიდებული იყო ლაურა, ვიცოდით, რომ სხვადასხვა ქალაქში ჰქონდათ სახლი და იქაც დადიოდნენ ზაფხულში დასასვენებლად. ზაფხულობით ბოდრუმში მიდიოდნენ ხოლმე.

19 იანვარს, ნათლისღებას, დილის 11 საათი რომ დაიწყო გზიდან ვიდეო გამომიგზავნა, რომელშიც ბავშვი ამბობს, რომ მიდიან დასასვენებლად.

ორშაბათსაც დავურეკე, მითხრა, ახლა ბავშვებს ვაცმევ ტანსაცმელს, გარეთ გავდივართ და მერე დაგირეკავო. 5 საათისთვის დაურეკავს, მაგრამ ზარი მე არ გამიგია, მეორე დილით "ფეისბუქით" გავიგე, რომ თურქეთში სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩნდა ხანძარი. ცუდად მომხვდა ეს ინფორმაცია. ორშაბათს რომ დაიძინეს, ვეღარ ადგნენ, გამთენიას, 3-4 საათზეა ხანძარი გაჩენილი და ოთხივე დაიღუპა, ჩემი და და დედა, თავის ორ შვილთან ერთად.

ბოლო დროს დეფნე ქმართან გაშორებული იყო, ქმარი ცალკე ცხოვრობდა სტამბოლში, თუმცა შვილებზე მზრუნველი, ძალიან კარგი მამა იყო. დასასვენებლად წასვლამდე ბავშვები ხუთშაბათს მამასთან ერთად იყვნენ, პარასკევს მოიყვანა სახლში და კვირას კი წავიდნენ. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: