მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ერთ ქალბატონს მივმართავ: ვისი სისხლის დაღვრა გსურთ?“ - მეუფე იაკობი
“ერთ ქალბატონს მივმართავ: ვისი სისხლის დაღვრა გსურთ?“ - მეუფე იაკობი

“ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა თუ სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც უცხო­ეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, რო­გორ უნდა მი­ვი­ღოთ? - გა­და­ხე­დეთ თა­მარ მე­ფეს, ქე­თე­ვან დე­დო­ფალს, შაჰ-აბას­თან ჩი­ოდ­ნენ ან ვინ­მეს­თან? რომ და­დი­ხარ და ამ­დენ ქვე­ყა­ნა­ში ჩივი, ისე იქ­ნე­ბა, რო­გორც ღმერ­თს უნდა და ჩვენ, ქარ­თველ ხალ­ხს გვინ­და“, - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა ია­კობ­მა წმინ­და ნი­ნოს ხსე­ნე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბოდ­ბის წმ. ნი­ნოს დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში ქა­და­გე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა.

მე­უ­ფე ია­კო­ბის თქმით, იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც დღეს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, გა­მარ­თლე­ბა არა­ვის აქვს.

“რო­გო­რი დედა გვყავს ღვთის­მშო­ბე­ლი, რო­გო­რი დე­დაა წმინ­და ნინო - ჩვენ­ზე მათ­გან რამე დაყ­ვედ­რე­ბუ­ლი მოგ­ვის­მე­ნია? დღეს რა ხდე­ბა - ჩარ­თავ ტე­ლე­ვი­ზორს, სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მე­ბის ყუ­რე­ბა აღარ მინ­და - ამა­ყად აცხა­დე­ბენ უცხო­ეთ­ში, დი­ა­დი ქვე­ყა­ნა რო­გორ უნდა იყო, ასე­თი პა­ტა­რა მცი­რე რი­ცხვი­ა­ნი ქვე­ყა­ნა ხარ და ის ვერ და­გიმორ­ჩი­ლე­ბი­აო. ასე­თი სუ­ლი­ე­რი სი­ღა­რი­ბე რა უნდა გქონ­დეს?! წმინ­და ნინო არა­ქარ­თვე­ლი იყო, ჩა­მო­ვი­და და ქარ­თვე­ლებ­ზე ქარ­თვე­ლი გახ­და. ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა თუ სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც უცხო­ეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, რო­გორ უნდა მი­ვი­ღოთ? გა­და­ხე­დეთ თა­მარ მე­ფეს, ქე­თე­ვან დე­დო­ფალს - შაჰ-აბას­თან ჩი­ოდ­ნენ ან ვინ­მეს­თან? რომ და­დი­ხარ და ამ­დენ ქვე­ყა­ნა­ში ჩივი, ისე იქ­ნე­ბა, რო­გორც ღმერ­თს უნდა და ჩვენ, ქარ­თველ ხალ­ხს გვინ­და. ვუ­ყუ­რებთ პრო­ცე­სებს და, რა თქმა უნდა, მშვი­დო­ბა, სიმ­შვი­დე გვინ­და. ძა­ლი­ან ცუ­დად ვიქ­ცე­ვით. ასე რომ ხდე­ბა, გა­მარ­თლე­ბა არა­ვის გვაქვს. ყვე­ლამ შენ­დო­ბა უნდა ვთხო­ვოთ ღმერ­თს, ერ­თმა­ნეთს. რა გვინ­და, ისევ 90-იანი წლებ­ში დავ­ბრუნ­დეთ? ად­რეც მივ­მარ­თე ქალ­ბა­ტო­ნებს და გან­სა­კუთ­რე­ბით ერთ ქალ­ბა­ტონს - ვისი სის­ხლის დაღ­ვრა გსურთ? გა­იხ­სე­ნეთ, რომ ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რი და წმინ­და ნი­ნოს ქვე­ყა­ნა ვართ“,- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

  • მე­უ­ფე ია­კო­ბი იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია “ჯან­საღ და ნორ­მა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში შე­მო­ვა ქარ­თველ ხალ­ხთან“.

“ქალ­ბა­ტო­ნე­ბო, დე­დე­ბი ხართ, არ გა­ი­მე­ო­როთ ის სა­მარ­ცხვი­ნო საქ­ცი­ე­ლი, რა­საც ზო­გი­ერ­თი ქარ­თვე­ლი, ქალ­ბა­ტო­ნად წო­დე­ბუ­ლი აკე­თებს. ეს ერის დიდი სირ­ცხვი­ლია. შაჰ-აბასს არ გა­უ­კე­თე­ბია ისე­თი ცუდი, ესე­ნი რომ აკე­თე­ბენ. შაჰ-აბა­სი რომ გვკლავ­და, მო­წა­მე­ე­ბი ვხდე­ბო­დით. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ევ­რო­პე­ლე­ბის­გან უაზ­რო საყ­ვე­დუ­რე­ბი მი­ვი­ღოთ? თავ­ში ნუ აუ­ვარ­დე­ბათ. არც ჩვენ აგ­ვი­ვარ­დე­ბა თავ­ში. ყვე­ლას ვა­ფა­სებთ, მაგ­რამ მოთ­მი­ნე­ბა­საც სა­ზღვა­რი აქვს, წე­სი­ე­რად არ მოგვქცე­ვი­ან და ჩვენც, კარ­გად მოქ­ცე­ვაც შეგ­ვიძ­ლია და ისე მოქ­ცე­ვაც, რო­გორც თვი­თონ იქ­ცე­ვი­ან. იმე­დი მაქვს, ამე­რი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­საღ და ნორ­მა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში შე­მო­ვა ქარ­თველ ხალ­ხთან, არ მო­უს­მენს სი­სუ­ლე­ლე­ებს, რა­საც ჩვე­ნი ხალ­ხის მცი­რე ნა­წი­ლი სა­უბ­რობს. ჯან­საღ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა დაგ­ვიდ­გე­ბა, რის­თვის გვინ­დო­და ევ­რო­კავ­შირ­ში ან ნატო-ში შეს­ვლა, რომ და­ცუ­ლე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გვქო­ნო­და ყვე­ლა სფე­რო­ში. თუ დღეს­ვე მბლო­კავ ყვე­ლა­ფერ­ში და შენს ჭკუ­ა­ზე უნდა ვი­ა­რო, ბოლო ბოლო ვინ ხარ? ეს­ტო­ნე­თიც რომ ავი­ღოთ, რა­საც აკე­თე­ბენ, სირ­ცხვი­ლია, სა­მარ­ცხვი­ნოა, ყვე­ლა სფე­რო­ში შე­მო­ი­ტა­ნეს პო­ლი­ტი­კა. ჩვენ, ქარ­თვე­ლე­ბი და მით უმე­ტეს, ჩვე­ნი ეკ­ლე­სია არა­ვის მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, ჩვე­ნი ერი ვი­ღა­ცამ და­ჩაგ­როს. შევ­რიგ­დეთ, და­ვი­ლა­პა­რა­კოთ ერ­თმა­ნეთ­თან და ყვე­ლა ქარ­ტე­ხილს გა­და­ვივ­ლით“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

00:00 / 00:00
ავტორი:

“ერთ ქალბატონს მივმართავ: ვისი სისხლის დაღვრა გსურთ?“ - მეუფე იაკობი

“ერთ ქალბატონს მივმართავ: ვისი სისხლის დაღვრა გსურთ?“ - მეუფე იაკობი

“ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც უცხოეთში საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? - გადახედეთ თამარ მეფეს, ქეთევან დედოფალს, შაჰ-აბასთან ჩიოდნენ ან ვინმესთან? რომ დადიხარ და ამდენ ქვეყანაში ჩივი, ისე იქნება, როგორც ღმერთს უნდა და ჩვენ, ქართველ ხალხს გვინდა“, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერში ქადაგებისას აღნიშნა.

მეუფე იაკობის თქმით, იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, გამართლება არავის აქვს.

“როგორი დედა გვყავს ღვთისმშობელი, როგორი დედაა წმინდა ნინო - ჩვენზე მათგან რამე დაყვედრებული მოგვისმენია? დღეს რა ხდება - ჩართავ ტელევიზორს, საინფორმაციო გადაცემების ყურება აღარ მინდა - ამაყად აცხადებენ უცხოეთში, დიადი ქვეყანა როგორ უნდა იყო, ასეთი პატარა მცირე რიცხვიანი ქვეყანა ხარ და ის ვერ დაგიმორჩილებიაო. ასეთი სულიერი სიღარიბე რა უნდა გქონდეს?! წმინდა ნინო არაქართველი იყო, ჩამოვიდა და ქართველებზე ქართველი გახდა. ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც უცხოეთში საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, როგორ უნდა მივიღოთ? გადახედეთ თამარ მეფეს, ქეთევან დედოფალს - შაჰ-აბასთან ჩიოდნენ ან ვინმესთან? რომ დადიხარ და ამდენ ქვეყანაში ჩივი, ისე იქნება, როგორც ღმერთს უნდა და ჩვენ, ქართველ ხალხს გვინდა. ვუყურებთ პროცესებს და, რა თქმა უნდა, მშვიდობა, სიმშვიდე გვინდა. ძალიან ცუდად ვიქცევით. ასე რომ ხდება, გამართლება არავის გვაქვს. ყველამ შენდობა უნდა ვთხოვოთ ღმერთს, ერთმანეთს. რა გვინდა, ისევ 90-იანი წლებში დავბრუნდეთ? ადრეც მივმართე ქალბატონებს და განსაკუთრებით ერთ ქალბატონს - ვისი სისხლის დაღვრა გსურთ? გაიხსენეთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი და წმინდა ნინოს ქვეყანა ვართ“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

  • მეუფე იაკობი იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია “ჯანსაღ და ნორმალურ ურთიერთობებში შემოვა ქართველ ხალხთან“.

“ქალბატონებო, დედები ხართ, არ გაიმეოროთ ის სამარცხვინო საქციელი, რასაც ზოგიერთი ქართველი, ქალბატონად წოდებული აკეთებს. ეს ერის დიდი სირცხვილია. შაჰ-აბასს არ გაუკეთებია ისეთი ცუდი, ესენი რომ აკეთებენ. შაჰ-აბასი რომ გვკლავდა, მოწამეები ვხდებოდით. როგორ შეიძლება ევროპელებისგან უაზრო საყვედურები მივიღოთ? თავში ნუ აუვარდებათ. არც ჩვენ აგვივარდება თავში. ყველას ვაფასებთ, მაგრამ მოთმინებასაც საზღვარი აქვს, წესიერად არ მოგვქცევიან და ჩვენც, კარგად მოქცევაც შეგვიძლია და ისე მოქცევაც, როგორც თვითონ იქცევიან. იმედი მაქვს, ამერიკის ადმინისტრაცია აბსოლუტურად ჯანსაღ და ნორმალურ ურთიერთობებში შემოვა ქართველ ხალხთან, არ მოუსმენს სისულელეებს, რასაც ჩვენი ხალხის მცირე ნაწილი საუბრობს. ჯანსაღ ურთიერთობებში ჯანსაღი ცხოვრება დაგვიდგება, რისთვის გვინდოდა ევროკავშირში ან ნატო-ში შესვლა, რომ დაცულები ვყოფილიყავით და წარმატებული ცხოვრება გვქონოდა ყველა სფეროში. თუ დღესვე მბლოკავ ყველაფერში და შენს ჭკუაზე უნდა ვიარო, ბოლო ბოლო ვინ ხარ? ესტონეთიც რომ ავიღოთ, რასაც აკეთებენ, სირცხვილია, სამარცხვინოა, ყველა სფეროში შემოიტანეს პოლიტიკა. ჩვენ, ქართველები და მით უმეტეს, ჩვენი ეკლესია არავის მისცემს საშუალებას, ჩვენი ერი ვიღაცამ დაჩაგროს. შევრიგდეთ, დავილაპარაკოთ ერთმანეთთან და ყველა ქარტეხილს გადავივლით“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.