სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვამი ლიფტის შახტში დაწვა..." - ცნობილია სასტიკად მოკლული ბიჭის ვინაობა: რა დეტალები ხდება ცნობილი
"გვამი ლიფტის შახტში დაწვა..." - ცნობილია სასტიკად მოკლული ბიჭის ვინაობა: რა დეტალები ხდება ცნობილი

მკვლე­ლო­ბა მოხ­და თბი­ლის­ში. 23 წლის ახალ­გაზ­რდამ 26 წლის ახალ­გაზ­რდას ბლაგ­ვი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სის მა­ღა­ლი სარ­თუ­ლი­დან გა­და­აგ­დო და გვამს ცე­ცხლი წა­უ­კი­და.

  • მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ლე­ვან ჯან­გუ­ლაშ­ვი­ლია. ის კა­ხე­თი­დან, სო­ფელ ნუკ­რი­ა­ნი­დან იყო.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლის­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 12 იან­ვარს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, ვაშ­ლი­ჯვრის და­სახ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სის მერ­ვე სარ­თულ­ზე ბრალ­დე­ბულ­მა სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბის დარ­ტყმით მოკ­ლა ერთი პირი, რის შემ­დე­გაც მან გვა­მი ლიფ­ტის შახ­ტში დაწ­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 22 იან­ვარს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა, ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა" - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"გვამი ლიფტის შახტში დაწვა..." - ცნობილია სასტიკად მოკლული ბიჭის ვინაობა: რა დეტალები ხდება ცნობილი

"გვამი ლიფტის შახტში დაწვა..." - ცნობილია სასტიკად მოკლული ბიჭის ვინაობა: რა დეტალები ხდება ცნობილი

მკვლელობა მოხდა თბილისში. 23 წლის ახალგაზრდამ 26 წლის ახალგაზრდას ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა, შემდეგ მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო და გვამს ცეცხლი წაუკიდა.

  • მოკლული ახალგაზრდა ლევან ჯანგულაშვილია. ის კახეთიდან, სოფელ ნუკრიანიდან იყო.

საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს, საღამოს საათებში, ვაშლიჯვრის დასახლებაში არსებული მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე ბრალდებულმა სხვადასხვა ნივთების დარტყმით მოკლა ერთი პირი, რის შემდეგაც მან გვამი ლიფტის შახტში დაწვა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება" - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.