სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მართლა ფილმში მგონია თავი..." - რა თქვა სასამართლოზე მსახიობმა ანა ტყებუჩავამ
"მართლა ფილმში მგონია თავი..." - რა თქვა სასამართლოზე მსახიობმა ანა ტყებუჩავამ

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, ანა ტყე­ბუ­ჩა­ვას პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მას 2025 წლის 9 იან­ვარს პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე გზის გა­და­კეტ­ვას ედა­ვე­ბი­ან.

რო­გორც ანა ტყე­ბუ­ჩა­ვამ სხდო­მა­ზე ისა­უბ­რა, მას რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გზა არ გა­და­უ­კე­ტავს, შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ი­რი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა არ ჩა­უ­დე­ნია. შსს-ს წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით კი, არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­გორც ვი­დეო ისე წე­რი­ლო­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხით, რი­თაც დგინ­დე­ბა, რომ მსა­ხი­ობ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა ჩა­ი­დი­ნა. მისი თქმით, ანა ტყე­ბუ­ჩა­ვამ პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ხე­ლოვ­ნუ­რად გა­და­კე­ტა გზა, რისი აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც არ იდგა, რად­გან მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა არ იყო იმ­დე­ნი, რომ გზის გა­და­კეტ­ვა ყო­ფი­ლი­ყო სა­ჭი­რო.

ად­ვო­კა­ტის თქმით კი, სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა ოქ­მში მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის ანა ტყე­ბუ­ჩა­ვას მხრი­დან გზის გა­და­კეტვის შე­სა­ხებ, ასე­ვე, შსს-ს საქ­მე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ აქვს არ­ცერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ტყე­ბუ­ჩა­ვას მხრი­დან სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ.

ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, ანა ტყე­ბუ­ჩა­ვას არ ჩა­უ­დე­ნია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, მან სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ტყე­ბუ­ჩა­ვას მი­მართ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის შე­წყვე­ტა მო­ი­თხო­ვა.

სხდო­მა­ზე ისა­უბ­რა მსა­ხი­ობ­მა ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა­მაც. მისი გან­მარ­ტე­ბით, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ჯა­რო პი­რია, ყო­ველ­თვის ცდი­ლობს იყოს კარ­გი მა­გა­ლი­თი, მი­თუ­მე­ტეს მო­ზარ­დე­ბის­თვის და ყო­ველ­თვის იცავს კა­ნონს.

  • "მარ­თლა ფილმში მგო­ნია თავი, რად­გან უჩ­ვე­უ­ლო ამ­პლუ­ა­ში ვარ. აქ­ცი­ა­ზე დგო­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მგო­ნია, რად­გა­ნაც ვი­ცავთ ქვეყ­ნის მო­მა­ვალს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრალს, რა­ზეც ვდა­ვობთ, უც­ნა­უ­რია. ძა­ლი­ან ფრთხი­ლი და კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ კარ­გი მა­გა­ლი­თი ვიყო მო­ზარ­დე­ბის­თვის. სა­ჯა­როდ სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა­საც კი თავი და­ვა­ნე­ბე, რად­გან ეს არ გახ­დეს მათ­თვის მიმ­ბაძ­ვე­ლი, არა­თუ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა. რად­გან ცნო­ბა­დი სახე ვარ არ ვთვლი, რომ კა­ნონს თავი უნდა ავა­რი­დო, პი­რი­ქით, ამი­ტომ ვარ აქ და ვთვლი, რომ კა­ნო­ნი უნდა იყოს თა­ნას­წო­რი ყვე­ლას­თვის.

კი­დევ ერთხელ მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რომ არა­ვინ მინ­და ჩათ­ვა­ლოს, რად­გან მე მსა­ხი­ო­ბი ვარ, ძა­ლი­ან თა­მა­მი, ამ­ბი­ცი­უ­რი ვარ, არ მა­ინ­ტე­რე­სებს და უგუ­ლე­ბელ­ვყოფ კა­ნო­ნებს, ეს არ არის ასე. ჩემი, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის კავ­ში­რი ამ მოვ­ლე­ნებ­თან არის ის, რომ ნული იქ­ნე­ბა ჩემი, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის ფასი, თუ ჩემ­თვის სუ­ლერ­თი იქ­ნე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნი ყვე­ლას­თვის თა­ნა­ბა­რია, თუ არა. რო­დე­საც ამ პრო­ფე­სი­ას ირ­ჩევ, პირ­ველ რიგ­ში, ცოტა მი­ა­მი­ტუ­რი მი­ზე­ზია - გინ­და, რომ შენი ხმა (უსა­მარ­თლო­ბა­ზე)კი­დევ უფრო ფარ­თოდ მი­ა­წო­დო ხალ­ხს. შემ­დეგ კი ცხოვ­რე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ კი­დევ სხვა უსა­მარ­თლო­ბებს გთა­ვა­ზობს, რა­ზეც შენ შემ­დეგ სცე­ნი­დან თუ კა­მე­რი­დან ესა­უბ­რე­ბი მა­ყუ­რე­ბელს. ამი­ტომ მე ძა­ლი­ან არას­წო­რი ვიქ­ნე­ბი თუკი ვი­სა­უბ­რებ უსა­მარ­თლო­ბა­ზე და არ და­ვი­ჯე­რებ, რომ შე­იძ­ლე­ბა სი­მარ­თლემ გა­ი­მარ­ჯვოს. ჩემი რო­გორც მსა­ხი­ო­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, არის ის, რომ სხვას მივ­ცე იმე­დი და მი­ვუ­წო­დო, რომ მისი არას­წო­რი საქ­ცი­ე­ლის შე­დე­გად, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ცუდი რამ მოხ­დეს. ეს არის, რო­გორ მსა­ხი­ო­ბის პო­ზი­ცია.

რაც შე­ე­ხე­ბა გზის გა­და­კეტ­ვას, მახ­სოვს, გა­ცი­ლე­ბით ადრე მი­ვე­დი რუს­თა­ველ­ზე. არ იყო იმ­დე­ნი ხალ­ხი, რომ გზა გა­და­ე­კე­ტათ. ვი­დე­ქი ტრო­ტუ­არ­ზე, ვნა­ხე ნაც­ნო­ბე­ბი და ვსა­უბ­რობ­დით. აღ­ვნიშ­ნე, რომ შე­იძ­ლე­ბა დღეს გზა არ გა­და­ი­კე­ტოს, რად­გან არ ვართ შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბით-მეთ­ქი. ამის მერე გვერ­დზე მდე­ბა­რე კა­ფე­ში შე­ვე­დით, რად­გან ცი­ო­და. კა­ფე­ში რიგი იყო, დიდი ხანი დავ­ყა­ვით იქ. ჩე­კის სა­ხით არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ იქ ყავა შე­ვი­ძი­ნე. რომ გა­მო­ვე­დი, ხალ­ხი მი­მო­ფან­ტუ­ლი იყო კა­ფე­ში, ხოლო გა­რეთ კი გზა გა­და­კე­ტი­ლი იყო. გზა რომ გა­და­ი­კე­ტა და მან­ქა­ნე­ბი არ მოძ­რა­ობ­დნენ, მეც იქ დავ­დე­ქი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან არა­ნა­ი­რი გაფრ­თხი­ლე­ბა არ იყო იმი­სა, რომ მე კა­ნონს ვარ­ღვევ­დი“, - გა­ნა­ცხა­და ანა ტყე­ბუ­ჩა­ვამ სხდო­მა­ზე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მართლა ფილმში მგონია თავი..." - რა თქვა სასამართლოზე მსახიობმა ანა ტყებუჩავამ

"მართლა ფილმში მგონია თავი..." - რა თქვა სასამართლოზე მსახიობმა ანა ტყებუჩავამ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობის, ანა ტყებუჩავას პროცესი მიმდინარეობს. მას 2025 წლის 9 იანვარს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან.

როგორც ანა ტყებუჩავამ სხდომაზე ისაუბრა, მას რუსთაველის გამზირზე გზა არ გადაუკეტავს, შესაბამისად, არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. შსს-ს წარმომადგენლის თქმით კი, არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, როგორც ვიდეო ისე წერილობითი მტკიცებულებების სახით, რითაც დგინდება, რომ მსახიობმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა. მისი თქმით, ანა ტყებუჩავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს, რუსთაველის გამზირზე ხელოვნურად გადაკეტა გზა, რისი აუცილებლობაც არ იდგა, რადგან მონაწილეთა რაოდენობა არ იყო იმდენი, რომ გზის გადაკეტვა ყოფილიყო საჭირო.

ადვოკატის თქმით კი, სამართალდარღვევათა ოქმში მითითებული არ არის ანა ტყებუჩავას მხრიდან გზის გადაკეტვის შესახებ, ასევე, შსს-ს საქმეში წარმოდგენილი არ აქვს არცერთი მტკიცებულება ტყებუჩავას მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ.

ადვოკატის მტკიცებით, ანა ტყებუჩავას არ ჩაუდენია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, შესაბამისად, მან სასამართლო სხდომაზე ტყებუჩავას მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

სხდომაზე ისაუბრა მსახიობმა ანა ტყებუჩავამაც. მისი განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო პირია, ყოველთვის ცდილობს იყოს კარგი მაგალითი, მითუმეტეს მოზარდებისთვის და ყოველთვის იცავს კანონს.

  • "მართლა ფილმში მგონია თავი, რადგან უჩვეულო ამპლუაში ვარ. აქციაზე დგომა მნიშვნელოვანი მგონია, რადგანაც ვიცავთ ქვეყნის მომავალს.

რაც შეეხება ბრალს, რაზეც ვდავობთ, უცნაურია. ძალიან ფრთხილი და კანონმორჩილი ადამიანი ვარ. ყოველთვის ვცდილობ კარგი მაგალითი ვიყო მოზარდებისთვის. საჯაროდ სიგარეტის მოწევასაც კი თავი დავანებე, რადგან ეს არ გახდეს მათთვის მიმბაძველი, არათუ კანონის დარღვევა. რადგან ცნობადი სახე ვარ არ ვთვლი, რომ კანონს თავი უნდა ავარიდო, პირიქით, ამიტომ ვარ აქ და ვთვლი, რომ კანონი უნდა იყოს თანასწორი ყველასთვის.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არავინ მინდა ჩათვალოს, რადგან მე მსახიობი ვარ, ძალიან თამამი, ამბიციური ვარ, არ მაინტერესებს და უგულებელვყოფ კანონებს, ეს არ არის ასე. ჩემი, როგორც მსახიობის კავშირი ამ მოვლენებთან არის ის, რომ ნული იქნება ჩემი, როგორც მსახიობის ფასი, თუ ჩემთვის სულერთი იქნება ამ ქვეყანაში კანონი ყველასთვის თანაბარია, თუ არა. როდესაც ამ პროფესიას ირჩევ, პირველ რიგში, ცოტა მიამიტური მიზეზია - გინდა, რომ შენი ხმა (უსამართლობაზე)კიდევ უფრო ფართოდ მიაწოდო ხალხს. შემდეგ კი ცხოვრება, სამწუხაროდ კიდევ სხვა უსამართლობებს გთავაზობს, რაზეც შენ შემდეგ სცენიდან თუ კამერიდან ესაუბრები მაყურებელს. ამიტომ მე ძალიან არასწორი ვიქნები თუკი ვისაუბრებ უსამართლობაზე და არ დავიჯერებ, რომ შეიძლება სიმართლემ გაიმარჯვოს. ჩემი როგორც მსახიობის დანიშნულება, პირველ რიგში, არის ის, რომ სხვას მივცე იმედი და მივუწოდო, რომ მისი არასწორი საქციელის შედეგად, შეიძლება ბევრი ცუდი რამ მოხდეს. ეს არის, როგორ მსახიობის პოზიცია.

რაც შეეხება გზის გადაკეტვას, მახსოვს, გაცილებით ადრე მივედი რუსთაველზე. არ იყო იმდენი ხალხი, რომ გზა გადაეკეტათ. ვიდექი ტროტუარზე, ვნახე ნაცნობები და ვსაუბრობდით. აღვნიშნე, რომ შეიძლება დღეს გზა არ გადაიკეტოს, რადგან არ ვართ შესაბამისი რაოდენობით-მეთქი. ამის მერე გვერდზე მდებარე კაფეში შევედით, რადგან ციოდა. კაფეში რიგი იყო, დიდი ხანი დავყავით იქ. ჩეკის სახით არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ იქ ყავა შევიძინე. რომ გამოვედი, ხალხი მიმოფანტული იყო კაფეში, ხოლო გარეთ კი გზა გადაკეტილი იყო. გზა რომ გადაიკეტა და მანქანები არ მოძრაობდნენ, მეც იქ დავდექი. სამართალდამცველების მხრიდან არანაირი გაფრთხილება არ იყო იმისა, რომ მე კანონს ვარღვევდი“, - განაცხადა ანა ტყებუჩავამ სხდომაზე.

იხილეთ ასევე: