პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი მსოფლიო ჩემ წინააღმდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ..." - რა თქვა მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის მოგების შემდეგ
"მთელი მსოფლიო ჩემ წინააღმდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ..." - რა თქვა მერაბ დვალიშვილმა  ბრძოლის მოგების შემდეგ

"უმა­რი ძლი­ე­რი მებ­რძო­ლია. მან მე მო­ხუ­ცი მი­წო­და. დიახ, მო­ხუ­ცი ვარ, მაგ­რამ ყო­ველ­დღე ვვარ­ჯი­შობ. მჯე­რა, რომ შრო­მი­თა და სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნით, ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია", - ამის შე­სა­ხებ მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა UFC-ის სუ­პერმ­სუ­ბუ­ქი წო­ნის სა­ჩემ­პი­ო­ნო ქა­მა­რის დაც­ვის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

  • მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"მად­ლო­ბა ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს და ყვე­ლა ქარ­თველს, მიყ­ვარ­ხართ ქარ­თვე­ლე­ბო! იცით, რომ არას­დროს ვჩერ­დე­ბი და მუ­დამ ვვარ­ჯი­შობ, მაგ­რამ რო­დე­საც ბრძო­ლას 6 კვი­რით ადრე დავ­თან­ხმდი, ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ფეხი მქონ­და ნატ­კე­ნი და ნა­კე­რე­ბი მედო, თუმ­ცა ვი­ცო­დი, რომ UFC-ის ვჭირ­დე­ბო­დი.

უმა­რი ძლი­ე­რი მებ­რძო­ლია. მან მე მო­ხუ­ცი მი­წო­და. დიახ, მო­ხუ­ცი ვარ, მაგ­რამ ყო­ველ­დღე ვვარ­ჯი­შობ. მჯე­რა, რომ შრო­მი­თა და სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნით, ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

მთე­ლი მსოფ­ლიო ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ იყო, ფა­ვო­რი­ტად არ ვით­ვლე­ბო­დი, მაგ­რამ ეს არ მა­ინ­ტე­რე­სებს, მე სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა მაქვს", - გა­ნა­ცხა­და დვა­ლიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა UFC-ის სუ­პერმ­სუ­ბუ­ქი წო­ნის სა­ჩემ­პი­ო­ნო ქა­მა­რი და­იც­ვა. ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა რუ­სე­თის სა­ხე­ლით მებ­რძო­ლი უმარ ნურ­მა­გო­მე­დო­ვი და­ა­მარ­ცხა. მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი 2024 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, შონ ო’მა­ლის და­მარ­ცხე­ბით მო­ი­პო­ვა.

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის ან­გა­რიშ­ზე MMA-ში 19 გა­მარ­ჯვე­ბა და 4 მარ­ცხია, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის­თვის ეს ზე­დი­ზედ მე-12 მო­გე­ბა იყო. ნურ­მა­გო­მე­დო­ვის­თვის ეს MMA-ში პირ­ვე­ლი მარ­ცხი იყო, აქამ­დე რუსი მებ­რძო­ლის ან­გა­რიშ­ზე 18 გა­მარ­ჯვე­ბა და 0 მარ­ცხი იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მთელი მსოფლიო ჩემ წინააღმდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ..." - რა თქვა მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის მოგების შემდეგ

"მთელი მსოფლიო ჩემ წინააღმდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ..." - რა თქვა მერაბ დვალიშვილმა  ბრძოლის მოგების შემდეგ

"უმარი ძლიერი მებრძოლია. მან მე მოხუცი მიწოდა. დიახ, მოხუცი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომითა და საკუთარი თავის რწმენით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია", - ამის შესახებ მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარის დაცვის შემდეგ განაცხადა.

  • მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

"მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო! იცით, რომ არასდროს ვჩერდები და მუდამ ვვარჯიშობ, მაგრამ როდესაც ბრძოლას 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი. ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, თუმცა ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი.

უმარი ძლიერი მებრძოლია. მან მე მოხუცი მიწოდა. დიახ, მოხუცი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომითა და საკუთარი თავის რწმენით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.

მთელი მსოფლიო ჩემ წინააღმდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, მე საკუთარი თავის რწმენა მაქვს", - განაცხადა დვალიშვილმა.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა. ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხებით მოიპოვა.

მერაბ დვალიშვილის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია, მერაბ დვალიშვილისთვის ეს ზედიზედ მე-12 მოგება იყო. ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.