სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მახსოვს რას იძახდა ნიკა მელია, როცა გიორგი გახარია იყო შს მინისტრი და 20 ივნისი მოხდა, მაგრამ დღეს ეს ადამიანი მას მიიჩნევს პოლიტიკურ მეგობრად" - ომბუდსმენი
"მახსოვს რას იძახდა ნიკა მელია, როცა გიორგი გახარია იყო შს მინისტრი და 20 ივნისი მოხდა, მაგრამ დღეს ეს ადამიანი მას მიიჩნევს პოლიტიკურ მეგობრად" - ომბუდსმენი

თუ ვინ­მემ მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ავ­რცე­ლა ბოლო დროს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­ვავ­რცე­ლე მე. არ­ცერთ სა­ხალ­ხო დამ­ცველს სა­ვა­რა­უ­დო წა­მე­ბის ფაქ­ტი არას­დროს, 20 ივ­ნის­საც კი არ უხ­სე­ნე­ბია და დღეს ამას მიტ­რი­ა­ლე­ბენ მე, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

იო­სე­ლი­ა­ნის თქმით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ვინ­მეს ინ­ტე­რე­სებს თუ და­ექ­ვემ­დე­ბა­რა, მა­შინ ამ ნე­იტ­რა­ლურ ფუნ­ქცი­ას და­კარ­გავს.

„პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი ჩემ­გან ითხო­ვენ იმას, რომ ვიყო მხო­ლოდ მათი ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი, ვი­ლა­პა­რა­კო ის ნა­რა­ტი­ვი, რაც მათ უნ­დათ. აქ­ტი­ვის­ტე­ბის რა­ღაც ჯგუფს უნდა, რომ ისე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი გა­ვა­კე­თო, რო­გო­რიც მათ მი­აჩ­ნი­ათ სწო­რად, ვი­ღა­ცას უნდა, რომ ისე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ მქონ­დეს, რო­გო­რიც მაქვს და ა.შ. ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი არის ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ ინ­ტე­რე­სებს თუ და­ექ­ვემ­დე­ბა­რა, მა­შინ ამ ნე­იტ­რა­ლურ ფუნ­ქცი­ას და­კარ­გავს. ყვე­ლა ეს ადა­მი­ა­ნი რჩე­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლო, მათ შო­რის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

თუ ვინ­მემ მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ავ­რცე­ლა ბოლო დროს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­ვავ­რცე­ლე მე. არც ერთ სა­ხალ­ხო დამ­ცველს სა­ვა­რა­უ­დო წა­მე­ბის ფაქ­ტი არას­დროს, 20 ივ­ნის­საც კი არ უხ­სე­ნე­ბია და დღეს ამას მიტ­რი­ა­ლე­ბენ მე.

სის­ტე­მუ­რი შე­იძ­ლე­ბა იყო არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა, მაგ­რამ წა­მე­ბა არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა, რო­მელ­მაც ამ ხა­რისხს რომ მი­აღ­წი­ოს, ამას სჭირ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა, ამი­ტომ არის, რომ ამის თქმა ასე ხე­ლა­ღე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ სის­ტე­მუ­რად ადა­მი­ა­ნებს რომ არა­სა­თა­ნა­დოდ ეპყრო­ბოდ­ნენ, ეს ყვე­ლამ და­ვი­ნა­ხეთ.

არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა თა­ვის თავ­ში მო­ი­ცავს რო­გორც სა­ვა­რა­უ­დო წა­მე­ბას, ისე და­მამ­ცი­რე­ბელ მო­პყრო­ბას, არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბას, წა­მე­ბის მუ­ქა­რას - ეს ყვე­ლა­ფე­რი არის სხვა­დას­ხვა მუხ­ლი.

შე­იძ­ლე­ბა ჩვენ ვთქვათ, რომ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი ამ 260 ადა­მი­ა­ნის მი­მართ, მაგ­რამ ვის მი­მართ იყო და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბა, ვის მი­მართ იყო არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, ვის მი­მართ იყო წა­მე­ბის მუ­ქა­რა - ეს ის სა­კი­თხე­ბია, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ად­გი­ნოს.

მე რაც ვნა­ხე, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ კი, ასეთ შემ­თხვე­ვებს ჰქონ­და ად­გი­ლი იმი­ტომ, რომ ბევრ ადა­მი­ანს შე­ე­ხო, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი და­ნა­შა­უ­ლი ვის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­და, ეს უნდა და­ად­გი­ნოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნომ.

ამ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ნა­ცე­მე­ბი არი­ან, ვინც და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს, რომ­ლე­ბიც თა­ვად მო­ვი­ნა­ხუ­ლე, უბ­რა­ლოდ ეუბ­ნე­ბი­ან ტყუ­ილს, რომ თით­ქოს მე მათ წი­ნა­აღ­მდეგ ვარ, როცა მე მათ მხა­რეს ვარ”, - გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.

ომ­ბუდსმენ­მა დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბიც შე­ა­ფა­სა, რო­მე­ლიც მის მი­მართ კრი­ტი­კულ გან­წყო­ბას ატა­რებ­და, მათ შო­რის ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­მაც თქვა, რომ "ომ­ბუდსმე­ნის შე­ნო­ბა­ში ასე­თი მავ­ნე­ბე­ლი არა­ვინ მჯდა­რა". რო­გორც იო­სე­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი მის­თვის არა­ფერს ნიშ­ნავს.

„ვინ­მეს კი არ ვედ­რე­ბი, მაგ­რამ ამო­ი­ღეთ 20 ივ­ნი­სის შემ­დგო­მი გან­ცხა­დე­ბე­ბი, შე­ა­და­რეთ სიმწვა­ვე ახ­ლან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის. ან მა­ნამ­დეც, როცა იყო გა­მოს­ვლე­ბი და და­კა­ვე­ბე­ბი. ვი­ღაც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთს უნდა შე­ა­და­როს და წა­მი­ყე­ნოს პრე­ტენ­ზია, რომ ასე არ არის.

ჩემი არ­ჩე­ვის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რა­საც ამ­ბობ­დნენ, იმა­ვეს ამ­ბო­ბენ ახ­ლაც, არ შე­უც­ვლი­ათ მათ რი­ტო­რი­კა, მათი ლექ­სი­კა შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მარ­ტო სამი სი­ტყვით - „რუსი“, „მონა“, „ქოცი“. არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. მა­ში­ნაც იმა­ვეს იძახ­და ნიკა მე­ლი­აც და სხვე­ბიც, ვინც პარ­ლა­მენ­ტში იყ­ვნენ, რო­დე­საც მე მირ­ჩევ­დნენ. არ მიკ­ვირს მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი.

ისიც მახ­სოვს რას იძახ­და ნიკა მე­ლია, რო­დე­საც გი­ორ­გი გა­ხა­რია იყო შს მი­ნის­ტრი და 20 ივ­ნი­სი მოხ­და, მაგ­რამ დღეს ეს ადა­მი­ა­ნი მას მი­იჩ­ნევს პო­ლი­ტი­კურ მე­გობ­რად, პარტნი­ო­რად. ხვალ ნიკა მე­ლი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი თუ იქ­ნე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი გვერ­დით გა­და­ი­დე­ბა და ვიქ­ნე­ბი სა­უ­კე­თე­სო სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი. ამი­ტომ, ამას ყუ­რა­დღე­ბას ნუ აქ­ცევთ, მათი გან­ცხა­დე­ბე­ბი ჩემ­თვის ამ თვალ­საზ­რი­სით არა­ფერს ნიშ­ნავს”, - გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მახსოვს რას იძახდა ნიკა მელია, როცა გიორგი გახარია იყო შს მინისტრი და 20 ივნისი მოხდა, მაგრამ დღეს ეს ადამიანი მას მიიჩნევს პოლიტიკურ მეგობრად" - ომბუდსმენი

"მახსოვს რას იძახდა ნიკა მელია, როცა გიორგი გახარია იყო შს მინისტრი და 20 ივნისი მოხდა, მაგრამ დღეს ეს ადამიანი მას მიიჩნევს პოლიტიკურ მეგობრად" - ომბუდსმენი

თუ ვინმემ მწვავე განცხადებები გაავრცელა ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გავავრცელე მე. არცერთ სახალხო დამცველს სავარაუდო წამების ფაქტი არასდროს, 20 ივნისსაც კი არ უხსენებია და დღეს ამას მიტრიალებენ მე, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველი ვინმეს ინტერესებს თუ დაექვემდებარა, მაშინ ამ ნეიტრალურ ფუნქციას დაკარგავს.

„პოლიტიკური პარტიები ჩემგან ითხოვენ იმას, რომ ვიყო მხოლოდ მათი ინტერესების დამცველი, ვილაპარაკო ის ნარატივი, რაც მათ უნდათ. აქტივისტების რაღაც ჯგუფს უნდა, რომ ისეთი შეფასებები გავაკეთო, როგორიც მათ მიაჩნიათ სწორად, ვიღაცას უნდა, რომ ისეთი განცხადებები არ მქონდეს, როგორიც მაქვს და ა.შ. ყველას აქვს თავისი ინტერესები. სახალხო დამცველი არის ის ადამიანი, რომელიც ამ ინტერესებს თუ დაექვემდებარა, მაშინ ამ ნეიტრალურ ფუნქციას დაკარგავს. ყველა ეს ადამიანი რჩება უკმაყოფილო, მათ შორის, ხელისუფლება.

თუ ვინმემ მწვავე განცხადებები გაავრცელა ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გავავრცელე მე. არც ერთ სახალხო დამცველს სავარაუდო წამების ფაქტი არასდროს, 20 ივნისსაც კი არ უხსენებია და დღეს ამას მიტრიალებენ მე.

სისტემური შეიძლება იყო არასათანადო მოპყრობა, მაგრამ წამება არის ინდივიდუალური შემთხვევა, რომელმაც ამ ხარისხს რომ მიაღწიოს, ამას სჭირდება კონკრეტული საქმის გამოძიება, ამიტომ არის, რომ ამის თქმა ასე ხელაღებით შეუძლებელია, მაგრამ სისტემურად ადამიანებს რომ არასათანადოდ ეპყრობოდნენ, ეს ყველამ დავინახეთ.

არასათანადო მოპყრობა თავის თავში მოიცავს როგორც სავარაუდო წამებას, ისე დამამცირებელ მოპყრობას, არაადამიანურ მოპყრობას, წამების მუქარას - ეს ყველაფერი არის სხვადასხვა მუხლი.

შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი ამ 260 ადამიანის მიმართ, მაგრამ ვის მიმართ იყო დამამცირებელი მოპყრობა, ვის მიმართ იყო არაადამიანური მოპყრობა, ვის მიმართ იყო წამების მუქარა - ეს ის საკითხებია, რომელიც გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

მე რაც ვნახე, შემიძლია ვთქვა, რომ კი, ასეთ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს შეეხო, მაგრამ კონკრეტულად რომელი დანაშაული ვის მიმართ განხორციელდა, ეს უნდა დაადგინოს საგამოძიებო ორგანომ.

ამ ადამიანებს, ვინც ნაცემები არიან, ვინც დაზიანებები მიიღეს, რომლებიც თავად მოვინახულე, უბრალოდ ეუბნებიან ტყუილს, რომ თითქოს მე მათ წინააღმდეგ ვარ, როცა მე მათ მხარეს ვარ”, - განაცხადა იოსელიანმა.

ომბუდსმენმა დღევანდელი განცხადებებიც შეაფასა, რომელიც მის მიმართ კრიტიკულ განწყობას ატარებდა, მათ შორის ნიკა მელიას განცხადება, რომელმაც თქვა, რომ "ომბუდსმენის შენობაში ასეთი მავნებელი არავინ მჯდარა". როგორც იოსელიანმა აღნიშნა, მსგავსი განცხადებები მისთვის არაფერს ნიშნავს.

„ვინმეს კი არ ვედრები, მაგრამ ამოიღეთ 20 ივნისის შემდგომი განცხადებები, შეადარეთ სიმწვავე ახლანდელი განცხადებების. ან მანამდეც, როცა იყო გამოსვლები და დაკავებები. ვიღაც პასუხისმგებლობიანმა ჟურნალისტმა ეს ყველაფერი ერთმანეთს უნდა შეადაროს და წამიყენოს პრეტენზია, რომ ასე არ არის.

ჩემი არჩევის პირველივე დღიდან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები რასაც ამბობდნენ, იმავეს ამბობენ ახლაც, არ შეუცვლიათ მათ რიტორიკა, მათი ლექსიკა შემოიფარგლება მარტო სამი სიტყვით - „რუსი“, „მონა“, „ქოცი“. არაფერი შეცვლილა. მაშინაც იმავეს იძახდა ნიკა მელიაც და სხვებიც, ვინც პარლამენტში იყვნენ, როდესაც მე მირჩევდნენ. არ მიკვირს მისი განცხადებები.

ისიც მახსოვს რას იძახდა ნიკა მელია, როდესაც გიორგი გახარია იყო შს მინისტრი და 20 ივნისი მოხდა, მაგრამ დღეს ეს ადამიანი მას მიიჩნევს პოლიტიკურ მეგობრად, პარტნიორად. ხვალ ნიკა მელიას პოლიტიკური ინტერესი თუ იქნება, ეს ყველაფერი გვერდით გადაიდება და ვიქნები საუკეთესო სახალხო დამცველი. ამიტომ, ამას ყურადღებას ნუ აქცევთ, მათი განცხადებები ჩემთვის ამ თვალსაზრისით არაფერს ნიშნავს”, - განაცხადა იოსელიანმა.