პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ოფისთან რამდენიმე ადამიანმა აქცია გამართა - მათგან ზოგი შეგნებულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, ზოგი კი, სავარაუდოდ, შეცდომაშია შეყვანილი" - ლევან იოსელიანი
"ჩემს ოფისთან რამდენიმე ადამიანმა აქცია გამართა - მათგან ზოგი შეგნებულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, ზოგი კი, სავარაუდოდ, შეცდომაშია შეყვანილი" - ლევან იოსელიანი

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მის მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი, „თით­ქოს თვალს ხუ­ჭავს მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის დროს პო­ლი­ცი­ის მხრი­დან პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­თა მი­მართ სა­ვა­რა­უ­დო წა­მე­ბის, არა­სა­თა­ნა­დო, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ან არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­ზე“.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ იო­სე­ლი­ა­ნი „ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს და აქ­ცი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის ბმუ­ლებს აქ­ვეყ­ნებს.

„დღეს, ჩემს ოფის­თან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა აქ­ცია გა­მარ­თა. მათ­გან ზოგი შეგ­ნე­ბუ­ლად ავ­რცე­ლებს არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ზოგი კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, შეც­დო­მა­შია შეყ­ვა­ნი­ლი. მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, რომ თით­ქოს თვალს ვხუ­ჭავ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის დროს პო­ლი­ცი­ის მხრი­დან პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­თა მი­მართ სა­ვა­რა­უ­დო წა­მე­ბის, არა­სა­თა­ნა­დო, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ან არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­ზე.

იმის დას­ტუ­რად, რომ ეს სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, წარ­მო­გიდ­გენთ ჩემს მიერ აქ­ცი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის მხო­ლოდ ნა­წილს, რო­მელ­თა სრუ­ლი ვერ­სი­ე­ბი თან­დარ­თულ ბმუ­ლებ­ზე შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ.

რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის სა­კითხს, კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტავ: მე ვერ შე­ვა­ფა­სებ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის სა­კითხს, ვი­ნა­ი­დან არ წარ­მო­ვად­გენ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. ის, რომ ვენ­დო­ბი ეუთო/ოდი­რის დას­კვნებს და არა ად­გი­ლობ­რი­ვი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბებს, ჩემი უფ­ლე­ბაა. არ მჯე­რა, რომ 100 000 ადა­მი­ანს პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა ჩა­მო­არ­თვეს. ეს რომ სი­მარ­თლე იყოს, მათი ნა­ხე­ვა­რი მა­ინც აქ­ცი­ა­ზე იქ­ნე­ბო­და. ამ გა­რე­მო­ე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ მი­ნა­ხავს. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­გან მო­ვის­მი­ნე, რომ ამის თქმის უფ­ლე­ბა არ მაქვს, რაც უბ­რა­ლოდ ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლია. გირ­ჩევთ, აქ­ცი­ე­ბი იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან გა­მარ­თოთ, ვინც ეს ტყუ­ი­ლე­ბი და­გა­ჯე­რათ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის ფა­ტებს, რო­გორც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში, ასე­ვე არ­ჩევ­ნე­ბის დღე­სა და შემ­დგომ პე­რი­ოდ­შიც ვა­ფიქ­სი­რებ­დი და შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას ვახ­დენ­დი ყვე­ლა ფაქ­ტზე. იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გვაქვს 110 სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის შემ­თხვე­ვა. თი­თო­ე­ულ მათ­გან­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბი იქნა მი­ღე­ბუ­ლი. ამის დას­ტუ­რა­დაც, შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის ბმუ­ლებს ვურ­თავ.

და­ბო­ლოს, რო­მე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში გა­მოვ­ჩნდე­ბი, ნამ­დვი­ლად არ შე­გე­კი­თხე­ბით (შე­იძ­ლე­ბა ადრე ასე იყო). მი­ვალ იქ, სა­დაც და­მი­ძა­ხე­ბენ და ჩემი აზ­რის მოს­მე­ნა და­ა­ინ­ტე­რე­სებთ. სა­ნამ მე ვარ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, სი­მარ­თლე არ და­ი­მა­ლე­ბა. რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვის­ტის ჭკუ­ა­ზე, რომ­ლებ­მაც ძი­რი­თა­დად ბილ­წსი­ტყვა­ო­ბით და სი­ძულ­ვი­ლის ენის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­მაც­ნეს თავი, ეს ინ­სტი­ტუ­ტი არ ივ­ლის. ამას უნდა შე­ე­გუ­ოთ – მომ­დევ­ნო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

P.S შე­ეშ­ვით აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თაგ­ვას, და­ნა­მუ­სე­ბას და ზე­წო­ლას, არ ხართ აქ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხალ­ხი.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის 28 ნო­მებ­რის გან­ცხა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. https://ombudsman.ge/.../sakhalkho-damtsvelis...

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის 29 ნო­ემ­ბრის გან­ცხა­დე­ბა: https://ombudsman.ge/.../sakartvelos-sakhalkho-damtsveli...

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა 28-29 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის დაშ­ლის შე­სა­ხებ: https://ombudsman.ge/.../sakhalkho-damtsvelis...

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლებ­მა აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლეს: https://ombudsman.ge/.../sakhalkho-damtsvelis...

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ­თა შე­სა­ხებ: https://ombudsman.ge/.../sakhalkho-damtsvelis...

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა 29-30 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის დაშ­ლის შე­სა­ხებ: https://ombudsman.ge/.../sakhalkho-damtsvelis...

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბი აქ­ცი­ებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბას აგ­რძე­ლე­ბენ: https://ombudsman.ge/.../sakhalkho-damtsvelis...

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა: https://ombudsman.ge/.../241203081257sakhalkho-damtsvelis...

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა ამომ­რჩევ­ლე­ბი­სათ­ვის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის მათი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჩა­მორ­თმე­ვის თა­ო­ბა­ზე: https://ombudsman.ge/.../sakartvelos-sakhalkho-damtsvelis...

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით: https://ombudsman.ge/.../sakhalkho-damtsvelis... “,- აღ­ნიშ­ნუ­ლია იო­სე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩემს ოფისთან რამდენიმე ადამიანმა აქცია გამართა - მათგან ზოგი შეგნებულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, ზოგი კი, სავარაუდოდ, შეცდომაშია შეყვანილი" - ლევან იოსელიანი

"ჩემს ოფისთან რამდენიმე ადამიანმა აქცია გამართა - მათგან ზოგი შეგნებულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, ზოგი კი, სავარაუდოდ, შეცდომაშია შეყვანილი" - ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება მის მიმართ გაკეთებული შეფასებები, „თითქოს თვალს ხუჭავს მიმდინარე აქციების დროს პოლიციის მხრიდან პროტესტის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო წამების, არასათანადო, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე“.

აღნიშნულის შესახებ იოსელიანი „ფეისბუქზე“ წერს და აქციების მიმდინარეობის პერიოდში მის მიერ გაკეთებული განცხადებების ბმულებს აქვეყნებს.

„დღეს, ჩემს ოფისთან რამდენიმე ადამიანმა აქცია გამართა. მათგან ზოგი შეგნებულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, ზოგი კი, სავარაუდოდ, შეცდომაშია შეყვანილი. მსაყვედურობენ, რომ თითქოს თვალს ვხუჭავ მიმდინარე აქციების დროს პოლიციის მხრიდან პროტესტის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო წამების, არასათანადო, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.

იმის დასტურად, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, წარმოგიდგენთ ჩემს მიერ აქციების მიმდინარეობის პერიოდში გაკეთებული განცხადებების მხოლოდ ნაწილს, რომელთა სრული ვერსიები თანდართულ ბმულებზე შეგიძლიათ იხილოთ.

რაც შეეხება არჩევნების საკითხს, კიდევ ერთხელ განვმარტავ: მე ვერ შევაფასებ არჩევნების გაყალბების საკითხს, ვინაიდან არ წარმოვადგენ სადამკვირვებლო ორგანიზაციას. ის, რომ ვენდობი ეუთო/ოდირის დასკვნებს და არა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, ჩემი უფლებაა. არ მჯერა, რომ 100 000 ადამიანს პირადობის მოწმობა ჩამოართვეს. ეს რომ სიმართლე იყოს, მათი ნახევარი მაინც აქციაზე იქნებოდა. ამ გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულება არ მინახავს. აქციის ორგანიზატორებისგან მოვისმინე, რომ ამის თქმის უფლება არ მაქვს, რაც უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. გირჩევთ, აქციები იმ ორგანიზაციებთან გამართოთ, ვინც ეს ტყუილები დაგაჯერათ.

რაც შეეხება საარჩევნო უფლების დარღვევის ფატებს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდშიც ვაფიქსირებდი და შესაბამის რეაგირებას ვახდენდი ყველა ფაქტზე. იდენტიფიცირებული გვაქვს 110 სავარაუდო დანაშაულის შემთხვევა. თითოეულ მათგანთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული ზომები იქნა მიღებული. ამის დასტურადაც, შესაბამისი განცხადებების ბმულებს ვურთავ.

დაბოლოს, რომელი ტელევიზიის ეთერში გამოვჩნდები, ნამდვილად არ შეგეკითხებით (შეიძლება ადრე ასე იყო). მივალ იქ, სადაც დამიძახებენ და ჩემი აზრის მოსმენა დააინტერესებთ. სანამ მე ვარ სახალხო დამცველი, სიმართლე არ დაიმალება. რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ძირითადად ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ – მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

P.S შეეშვით აპარატის თანამშრომლების თაგვას, დანამუსებას და ზეწოლას, არ ხართ აქ ყველაზე პოპულარული ხალხი.

სახალხო დამცველის 28 ნომებრის განცხადება მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. https://ombudsman.ge/.../sakhalkho-damtsvelis...

სახალხო დამცველის 29 ნოემბრის განცხადება: https://ombudsman.ge/.../sakartvelos-sakhalkho-damtsveli...

სახალხო დამცველის განცხადება 28-29 ნოემბრის აქციის დაშლის შესახებ: https://ombudsman.ge/.../sakhalkho-damtsvelis...

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციაზე დაკავებულები მოინახულეს: https://ombudsman.ge/.../sakhalkho-damtsvelis...

სახალხო დამცველის განცხადება აქციაზე დაკავებულთა შესახებ: https://ombudsman.ge/.../sakhalkho-damtsvelis...

სახალხო დამცველის განცხადება 29-30 ნოემბრის აქციის დაშლის შესახებ: https://ombudsman.ge/.../sakhalkho-damtsvelis...

სახალხო დამცველის რწმუნებულები აქციებზე დაკავებული და დაზიანებული მოქალაქეების მონახულებას აგრძელებენ: https://ombudsman.ge/.../sakhalkho-damtsvelis...

სახალხო დამცველის განცხადება: https://ombudsman.ge/.../241203081257sakhalkho-damtsvelis...

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ამომრჩევლებისათვის პირადობის მოწმობის მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევის თაობაზე: https://ombudsman.ge/.../sakartvelos-sakhalkho-damtsvelis...

სახალხო დამცველის განცხადება არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით: https://ombudsman.ge/.../sakhalkho-damtsvelis... “,- აღნიშნულია იოსელიანის განცხადებაში.