საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაგვადონ ხელბორკილები - მონების არავის ეშინია! ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება" - ბოკუჩავა
"დაგვადონ ხელბორკილები - მონების არავის ეშინია! ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება" - ბოკუჩავა

ბრი­უ­სელ­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ვსა­უბ­რობ­დი, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პო­ლი­ტი­კუ­რი გზავ­ნი­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, ბუ­ნებ­რი­ვია ვერ იქ­ნე­ბა, რად­გან ივა­ნიშ­ვილ­მა ღიად გა­მო­უ­ცხა­და ომი და­სავ­ლეთს, რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით აიღო კურ­სი, ამი­ტომ და­უ­წე­სეს სან­ქცი­ე­ბი და ამი­ტომ სა­უბ­რობს ბრი­ტა­ნე­თი მის სან­ქცი­რე­ბა­ზე,- ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე თინა ბო­კუ­ჩა­ვამ ბრი­უ­სელ­ში მის ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ ევ­რო­კავ­ში­რის სან­ქცი­რე­ბას უნ­გრე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი ბლო­კავს და ევ­რო­კავ­შირ­მა ა დიპ­ლო­მა­ტია უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს, რომ ორ­ბან­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან სი­ტუ­ა­ცი­ურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უარი თქვას.

"ევ­რო­პის სა­ხალ­ხო სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ზო­ლუ­ცია მი­ვი­ღეთ, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვლად, სა­ვა­რა­უ­დოდ, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ას და­ე­დე­ბა, რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რია არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის გან­მტკი­ცე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ქვა­კუ­თხედს წარ­მო­ად­გენს, ასე­ვე სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ არ მოხ­დეს არ­ცერთ სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში „რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის“, ე.წ. არა­ლე­გი­ტი­მუ­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის ცნო­ბა, ასე­ვე სა­უ­ბა­რია ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, მათ შო­რის პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, რო­მე­ლიც მე­ო­თხე წე­ლია ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბა. რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში სა­უ­ბა­რია ასე­ვე ახალ არ­ჩევ­ნებ­ზე, რად­გან ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ერ­თა­დერთ გზად გა­ნი­ხი­ლე­ბა, მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის და­საძ­ლე­ვად და ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე და­საბ­რუ­ნებ­ლად. მათ ვუ­თხა­რი, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პო­ლი­ტი­კუ­რი გზავ­ნი­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნა. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნი­დან მოლ­დო­ვა 4 წე­ლი­წად­ში ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი გახ­და, ახლა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გახ­სნი­ლია უკ­რა­ი­ნას­თან, მოლ­დო­ვას­თან, რო­მელ­საც 2 მი­ლი­არ­დამ­დე ევრო უკვე გა­მო­უყ­ვეს. ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა ტი­პის, მათ შო­რის ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბა­ზე ამ­ბობს უარს სა­ქარ­თვე­ლო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის გამო. სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ იქ­ნე­ბა, რად­გან ივა­ნიშ­ვილ­მა ღიად გა­მო­უ­ცხა­და ომი და­სავ­ლეთს, რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით აიღო კურ­სი.

ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა სჭირ­დე­ბა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის დო­ნე­ზე კი სრუ­ლი კონ­სენ­სუ­სი. ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი ვე­ტოს უფ­ლე­ბას იყე­ნებს, შე­სა­ბა­მი­სად, ამ კონ­სენ­სუსს ბლო­კავს. ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დიპ­ლო­მა­ტია, რომ ვიქ­ტორ ორ­ბან­მა სი­ტუ­ა­ცი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან დათ­მოს, სა­ერ­თო ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. შე­საძ­ლე­ბე­ლია ბრი­ტა­ნე­თის მხრი­დან აშშ-ს მსგავ­სი რე­აქ­ცი­ე­ბი ვი­ხი­ლოთ, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სან­ქცი­რე­ბას შე­ე­ხე­ბა, ის ვე­ღარ მო­აგ­ვა­რებს ამ პრობ­ლე­მებს.

ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვილს დარ­ჩა, მაგ­რამ არ ეს­მის, ეს არის ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. ის კარ­გად არ იც­ნობს და­სავ­ლურ სამ­ყა­როს. არ იცის, რო­გორ ხდე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. მას ეგო­ნა, რომ რი­ტო­რი­კის დო­ნე­ზე იქ­ნე­ბო­და სან­ქცი­ებ­ზე სა­უ­ბა­რი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მას აჯე­რე­ბენ, რომ დო­ნალდ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ მოხ­დე­ბა აშშ-ს მიერ სან­ქცი­რე­ბის პო­ლი­ტი­კის გა­და­ხედ­ვა. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი პი­რი­ქით, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს ე.წ. ბიზ­ნე­სის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეზ­რდი­ლი კრი­მი­ნა­ლურ ჯგუ­ფად ქცე­უ­ლი პი­რე­ბის სან­ქცი­რე­ბა - ფხა­კა­ძე­ე­ბი, რუ­ხა­ძე, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი დე­ზინ­ფორ­მა­ტო­რია და ქვე­ყა­ნას ძირს უთხრის თა­ვი­სი „იმე­დით“, არ უნდა და­სან­ქცირ­დეს? ამ თე­მა­ზე მქო­ნია სა­უ­ბა­რი აშშ-ში, მაგ­რამ არ­გუ­მენ­ტი იყო, რომ ის აშშ-ს მო­ქა­ლა­ქეა და მის წი­ნა­აღ­მდეგ „მაგ­ნიტსკის“ აქ­ტის გლო­ბა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა ვერ მოხ­დე­ბა, მაგ­რამ აქ შე­მო­დის დიდი ბრი­ტა­ნე­თი და „იმედ­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი იქ არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი“,- გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

„ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, თინა ბო­კუ­ჩა­ვას შე­ფა­სე­ბით, 2012 წლი­დან ხე­დავ­დნენ, თუ რო­გორ ად­გე­ბო­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის გზას.

"ჩვენ 2012 წლი­დან, რაც ოპო­ზი­ცი­ა­ში ვართ ვხე­დავ­დით, რომ სა­ბო­ლოო თა­მა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ია­ნუ­კო­ვი­ჩის გზა იქ­ნე­ბო­და, და­სავ­ლეთ­ში კი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეჭი­დე­ბოდ­ნენ იმ იდე­ას, რომ მისი ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის მი­უ­ხე­და­ვად არ იყო პრო­რუ­სი. რომ ყო­ფი­ლი­ყო და­სავ­ლე­თის ცხა­დი რე­აქ­ცი­ე­ბი ადრე, რო­გო­რიც ახლა, მათ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ებს გა­ცი­ლე­ბით კარ­გად შე­ვებ­რძო­ლე­ბო­დით“,- გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

პო­ლი­ტი­კო­სი, ასე­ვე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ინი­ცი­ა­ტი­ვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რაც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ო­დის სა­მარ­თლებ­რივ შე­ფა­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მისი თქმით, 2012 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის­გან სა­უ­ბა­რი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბა­ზე, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია.

"2012 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის­გან სა­უ­ბა­რი, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბა­ზე, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან მალე შე­იც­ვლე­ბა, მათ ქვე­ყა­ნა იზო­ლა­ცი­ა­ში შე­იყ­ვა­ნეს...

დაგ­ვა­დოს ხელ­ბორ­კი­ლე­ბი, მე პი­რა­დად და პარ­ტი­ის არ­ცერთ წვერს არ ეში­ნია, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვი­ა­რეთ 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი არ დარ­ჩე­ნი­ლა, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ან საქ­მე არ აღ­ძრა ან არ და­ი­ჭი­რა ან არ და­ე­მუქ­რა, ამ ქვე­ყა­ნა­ში ივა­ნიშ­ვი­ლის - პუ­ტი­ნის მო­ნის - და შემ­დეგ მისი მო­ნე­ბის არა­ვის ეში­ნია“, - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დაგვადონ ხელბორკილები - მონების არავის ეშინია! ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება" - ბოკუჩავა

"დაგვადონ ხელბორკილები - მონების არავის ეშინია! ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება" - ბოკუჩავა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ვსაუბრობდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური გზავნილების მოქმედებაში მოყვანა. საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოებაზე საუბარი, ბუნებრივია ვერ იქნება, რადგან ივანიშვილმა ღიად გამოუცხადა ომი დასავლეთს, რუსეთის მიმართულებით აიღო კურსი, ამიტომ დაუწესეს სანქციები და ამიტომ საუბრობს ბრიტანეთი მის სანქცირებაზე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ბრიუსელში მის ვიზიტთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ევროკავშირის სანქცირებას უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი ბლოკავს და ევროკავშირმა ა დიპლომატია უნდა გამოიყენოს, რომ ორბანმა ბიძინა ივანიშვილთან სიტუაციურ თანამშრომლობაზე უარი თქვას.

"ევროპის სახალხო საპარლამენტო ასამბლეაზე ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია მივიღეთ, რომელიც საფუძვლად, სავარაუდოდ, ევროპარლამენტის რეზოლუციას დაედება, რომელშიც საუბარია არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებაზე, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს, ასევე საუბარია იმაზე, რომ არ მოხდეს არცერთ საპარლამენტო ასამბლეაში „რუსული ოცნების“, ე.წ. არალეგიტიმური დეპუტატების ცნობა, ასევე საუბარია ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებაზე, მათ შორის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, რომელიც მეოთხე წელია ციხეში იმყოფება. რეზოლუციაში საუბარია ასევე ახალ არჩევნებზე, რადგან ახალი არჩევნები ერთადერთ გზად განიხილება, მძიმე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად. მათ ვუთხარი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური გზავნილების მოქმედებაში მოყვანა. მოლაპარაკებების გახსნიდან მოლდოვა 4 წელიწადში ევროკავშირის წევრი გახდა, ახლა მოლაპარაკებები გახსნილია უკრაინასთან, მოლდოვასთან, რომელსაც 2 მილიარდამდე ევრო უკვე გამოუყვეს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ტიპის, მათ შორის ფინანსურ დახმარებაზე ამბობს უარს საქართველო ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის გამო. საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოებაზე საუბარი, ბუნებრივია, ვერ იქნება, რადგან ივანიშვილმა ღიად გამოუცხადა ომი დასავლეთს, რუსეთის მიმართულებით აიღო კურსი.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილებას კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება, ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ევროკავშირის დონეზე კი სრული კონსენსუსი. ვიქტორ ორბანი ვეტოს უფლებას იყენებს, შესაბამისად, ამ კონსენსუსს ბლოკავს. ახლა მნიშვნელოვანია დიპლომატია, რომ ვიქტორ ორბანმა სიტუაციური ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან დათმოს, საერთო ევროპული პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაძლებელია ბრიტანეთის მხრიდან აშშ-ს მსგავსი რეაქციები ვიხილოთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას შეეხება, ის ვეღარ მოაგვარებს ამ პრობლემებს.

ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ივანიშვილს დარჩა, მაგრამ არ ესმის, ეს არის ახალი არჩევნები. ის კარგად არ იცნობს დასავლურ სამყაროს. არ იცის, როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. მას ეგონა, რომ რიტორიკის დონეზე იქნებოდა სანქციებზე საუბარი. დარწმუნებული ვარ, მას აჯერებენ, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მოხდება აშშ-ს მიერ სანქცირების პოლიტიკის გადახედვა. სინამდვილეში კი პირიქით, აუცილებლად უნდა მოხდეს ე.წ. ბიზნესის, ბიძინა ივანიშვილთან შეზრდილი კრიმინალურ ჯგუფად ქცეული პირების სანქცირება - ფხაკაძეები, რუხაძე, რომელიც მთავარი დეზინფორმატორია და ქვეყანას ძირს უთხრის თავისი „იმედით“, არ უნდა დასანქცირდეს? ამ თემაზე მქონია საუბარი აშშ-ში, მაგრამ არგუმენტი იყო, რომ ის აშშ-ს მოქალაქეა და მის წინააღმდეგ „მაგნიტსკის“ აქტის გლობალური გამოყენება ვერ მოხდება, მაგრამ აქ შემოდის დიდი ბრიტანეთი და „იმედთან“ დაკავშირებული კომპანიები იქ არის რეგისტრირებული“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას შეფასებით, 2012 წლიდან ხედავდნენ, თუ როგორ ადგებოდა ბიძინა ივანიშვილი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გზას.

"ჩვენ 2012 წლიდან, რაც ოპოზიციაში ვართ ვხედავდით, რომ საბოლოო თამაში ბიძინა ივანიშვილის იანუკოვიჩის გზა იქნებოდა, დასავლეთში კი მრავალი წლის განმავლობაში ეჭიდებოდნენ იმ იდეას, რომ მისი ანტიდემოკრატიული ნაბიჯების მიუხედავად არ იყო პრორუსი. რომ ყოფილიყო დასავლეთის ცხადი რეაქციები ადრე, როგორიც ახლა, მათ დეზინფორმაციებს გაცილებით კარგად შევებრძოლებოდით“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პოლიტიკოსი, ასევე „ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურა, რაც საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნას და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის სამართლებრივ შეფასებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური დაჯგუფებისგან საუბარი “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებების დაწყებაზე, არაადეკვატურია.

"2012 წელს ხელისუფლებაში მოსული კრიმინალური დაჯგუფებისგან საუბარი, “ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებების დაწყებაზე, არაადეკვატურია - ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება, მათ ქვეყანა იზოლაციაში შეიყვანეს...

დაგვადოს ხელბორკილები, მე პირადად და პარტიის არცერთ წვერს არ ეშინია, ყველაფერი გამოვიარეთ 12 წლის განმავლობაში. პოლიტიკური ლიდერი არ დარჩენილა, რომლის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილმა ან საქმე არ აღძრა ან არ დაიჭირა ან არ დაემუქრა, ამ ქვეყანაში ივანიშვილის - პუტინის მონის - და შემდეგ მისი მონების არავის ეშინია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.