სულისშემძვრელი ტრაგედია დატრიალდა გურჯაანში, კერძოდ, ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე. ბარჯისხევთან ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მსუბუქ ავტომანქანებს დაეცა, შედეგი უმძიმესია, ადგილზე გარდაიცვალა 4 ადამიანი, ერთი კი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"რა უნდა ვთქვათ ასეთ დროს, ძალიან განადგურებულები ვართ. სიტყვები უძლურია. რომან ოსიტაშვილი სამაჩაბლოდან დევნილია, ზნაურიდანაა, სოფელ თიღვადან. ეს ოჯახი სურამში ცხოვრობდა, სახელმწიფომ იქ მისცა ბინა. რომანს და ხათუნას სამი შვილი ჰყავდა, ამ საშინელ ტრაგედიას ნიკა და დათო შეეწირა, ერთი გოგონა დარჩა ხათუნას. თვითონ რომანის მეუღლე არის ახმეტის სოფელ ახშნის ველებიდან, როგორც მითხრეს, ბოლო წლები გადავიდა ოჯახი ახმეტაში საცხოვრებლად, ნათესავის სახლში.
ხათუნა ოთხი წელია ემიგრაციაშია, იტალიაში მუშაობდა და იქ გაიგო ეს საშინელი ამბავი. დღეს უნდა ჩამოვიდეს და ასეთი სულისშემძვრელი მწარე რეალობა დახვდება. შოკში ვართ ყველანი.
ბიჭები დაოჯახებულები არ იყვნენ. პატარები, 22-23 წლისები არიან. რომანის ბავშვობიდან ვიცნობ და ძალიან კარგი ადამიანი იყო. შესანიშნავი ოჯახი ჰქონდათ და ეს უბედურება დატრიალდა..წაიკითხეთ სრულად
ნახეთ ასევე: