სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

24

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 05:42-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 08:26-ზე ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მანდ იყო რამდენიმე მოქმედებიანი სიტუაციაა - ნასვამმა ჯგუფმა ჯერ პროვოკაცია მოუწყო ზვიად ქორიძეს, შემდგომ გახარიასთან იქცეოდნენ გამომწვევად" - ლევან გოგიჩაიშვილი თავდასხმის დეტალებზე
"მანდ იყო რამდენიმე მოქმედებიანი სიტუაციაა - ნასვამმა ჯგუფმა ჯერ პროვოკაცია მოუწყო ზვიად ქორიძეს, შემდგომ გახარიასთან იქცეოდნენ გამომწვევად" - ლევან გოგიჩაიშვილი თავდასხმის დეტალებზე

"გა­ხა­რია - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ბა­თუმ­ში თავს და­ესხნენ. თავ­დას­ხმა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კოს­ზე წუ­ხელ, სას­ტუმ­რო "შე­რა­ტონ­ში" მოხ­და. გა­ხა­რია კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა სა­ა­ვად­მყო­ფო მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ტო­ვა. ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ცხვი­რის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა და ტვი­ნის შერ­ყე­ვა აქვს.

  • მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი პირი, რო­მე­ლიც გა­ხა­რი­ას­თან ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძეა. გარ­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზე თავ­დას­ხმი­სა, ამა­ვე სას­ტუმ­რო­ში და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ ზვი­ად ქო­რი­ძეს­თან. ქო­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, მას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

"სას­ტუმ­როს შე­მო­სას­ვლელ­ში იყო სის­ხლი. ის ტე­რი­ტო­რი­აა, სა­დაც სტუმ­რე­ბი მოძ­რა­ო­ბენ. პო­ლი­ცია ცოტა დაგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ვი­და, თუმ­ცა­ღა სხვა, ნე­ბის­მი­ე­რი ნივთმტკი­ცე­ბა, რაც კი არ­სე­ბობ­და, ყვე­ლა­ფე­რი იქნა ამო­ღე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის მიერ", - ასე უპა­სუ­ხა ბა­თუ­მის „შე­რა­ტო­ნის“ მე­ნე­ჯერ­მა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას, თუ რა­ტომ და­სუფ­თავ­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზე თავ­დას­ხმის შემ­დგომ სას­ტუმ­რო „შე­რა­ტო­ნის“ ტე­რი­ტო­რი­ის ის ად­გი­ლი, სა­დაც ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთ ლი­დერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზე თავ­დას­ხმა მოხ­და.

სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯერ­მა მე­დი­ას­თან, ასე­ვე ისა­უბ­რა „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ წარ­მო­მად­გე­ნელ ზვი­ად ქო­რი­ძეს­თან და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტზე, რო­მე­ლიც ამა­ვე სას­ტუმ­რო­ში მოხ­და. მე­ნე­ჯე­რის გან­მარ­ტე­ბით, „ჩა­ნა­წე­რე­ბი წაშ­ლი­ლი არ არის და ყვე­ლა ჩა­ნა­წე­რი არ­სე­ბობს“

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა" გა­ავ­რცე­ლა პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზე თავ­დას­ხმის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ჩანს, რომ გა­ხა­რია სას­ტუმ­როს შე­სას­ვლელ­თან დგას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძის პი­რის­პირ და პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ჭი­ქას ეს­ვრის, თუმ­ცა არ ჩანს ამას რა უძღო­და წინ, ამის შემ­დგომ უკვე სას­ტუმ­როს ფო­ი­ეს კად­რე­ბი ჩანს, რო­მელ­ში გა­ხა­რია ია­ტაკ­ზეა. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჟა­მად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და ის მკურ­ნა­ლო­ბას სახ­ლში გა­ნაგ­რძობს

AMBEBI.GE "გა­ხა­რია - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილს ესა­უბ­რა:

- მანდ რამ­დე­ნი­მე მოქ­მე­დე­ბი­ა­ნი სი­ტუ­ა­ცი­აა - ნას­ვამ­მა ჯგუფ­მა ჯერ პრო­ვო­კა­ცია მო­უ­წყვეს ბა­ტონ ზვი­ად ქო­რი­ძეს, შემ­დგომ ისი­ნი გა­ხა­რი­ას­თან იქ­ცე­ოდ­ნენ გა­მომ­წვე­ვად. რაც "იმედ­მა" გა­ავ­რცე­ლა, ეს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი კად­რია, ამას ერთი შე­ხედ­ვი­თაც მიხ­ვდე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი. ჩვენ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მო­ვი­პო­ვებთ სრულ ჩა­ნა­წერს, რო­მე­ლიც თა­ვი­დან-ბო­ლომ­დე ასა­ხავს მომ­ხდარ რე­ა­ლო­ბას. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ერთ წამ­ში ადა­მი­ა­ნი ფო­ი­ე­შია და მე­ო­რე წამს უკვე გა­რეთ, რაც მონ­ტაჟ­ზე მი­ა­ნიშ­ნებს.

გი­ორ­გის დახ­ვდა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, ბევ­რნი იყ­ვნენ, ზუსტ ციფრს ვერ გე­ტყვით. მერე იქ ვი­ღაც გარ­ბის და გა­მორ­ბის... ესე­ნი არი­ან მშიშ­რე­ბი და არა­რა­ო­ბე­ბი, ჯგუ­ფუ­რად ერთ კაცს და­ე­სივ­ნენ, მათ ქარ­თვე­ლი კაცი დახ­ვდათ და პა­სუ­ხიც გას­ცა, აბა რა ეგო­ნათ, მაგ არა­რა­ო­ბებს სჯე­რო­დათ, რომ ვი­ღაც უკან და­ი­ხევ­და, შე­ე­შინ­დე­ბო­და და გა­იქ­ცე­ო­და? ზუს­ტად ასე მო­იქ­ცე­ო­და ყვე­ლა, ვი­საც ღირ­სე­ბა და თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა გა­აჩ­ნია. მერე რა, რომ ბევ­რნი არი­ან, რუ­სებს ასე უნდა მო­ექ­ცე. ჩვენ სა­ნამ არ ვი­ხი­ლავთ ზუსტ ქრო­ნო­მეტ­რაჟს, დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ. ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ამა­ზე თვი­თონ გა­ა­კე­თებს გან­ცხა­დე­ბას. ამ არა­კა­ცე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­საც დავ­თვლით და მათ ვი­ნა­ო­ბა­საც ყვე­ლა გა­ი­გებს. "შე­რა­ტო­ნის" ად­მი­ნის­ტრა­ცია ამ­ბობს, რომ კად­რე­ბი არ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლა.

ეს არის ძა­ლა­დო­ბა, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვილ­მა და­ი­წყო სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე. ჯერ პო­ლი­ცი­ას აცე­მი­ნა ახალ­გაზ­რდე­ბი, მერე გა­მო­იყ­ვა­ნა „ტი­ტუშ­კე­ბი“, დას­დე­ვენ ჟურ­ნა­ლის­ტებს, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, თავს ეს­ხმი­ან პო­ლი­ტი­კო­სებს... თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ძა­ლა­დო­ბის წყა­როა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და ეს პრო­ცე­სი ისე მი­დის, თვი­თო­ნაც ვე­ღარ აკონ­ტრო­ლე­ბენ ამას. ამ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლა­დო­ბის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვი­ნაა - არც მე, არც თქვენ, არც - სხვა. მა­თაც უნდა იცოდ­ნენ, რომ არც თვი­თონ არი­ან და­ზღვე­უ­ლე­ბი, არც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი, არც მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, ისი­ნი შე­ვიდ­ნენ კონ­ფლიქ­ტში სა­კუ­თარ ხალ­ხთან, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი აუ­ცი­ლებ­ლად დამ­თავ­რდე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის და­მარ­ცხე­ბით და სა­ბო­ლოო ჯამ­ში - გა­სა­მარ­თლე­ბით. ამ ბო­რო­ტე­ბის თავი და თავი არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან ყარს.

ეს არის ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც მი­ი­ტა­ცა სა­ხელ­მწი­ფო, ჯერ-ჯე­რო­ბით მათი უპი­რა­ტე­სო­ბა არის ის, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად იყე­ნე­ბენ პო­ლი­ცი­ას, თუმ­ცა ჩვენ რა ინ­ფორ­მა­ცი­აც გვაქვს, პო­ლი­ცი­ა­შიც მი­დის პრო­ცე­სე­ბი, ბევრ მათ­განს უნდა ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი (ყვე­ლა არა, იქაც არი­ან ჯა­ლა­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ბო­ლომ­დე ჩაჰ­ყვნენ რე­ჟიმს) და ვფიქ­რობ, რა­ღაც პე­რი­ოდ­ში ამათ პო­ლი­ცი­აც ჩა­მო­ეშ­ლე­ბათ და დარ­ჩე­ბა ერთი მუჭა პარ­ტი­უ­ლი ნო­მენკლა­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც ზურგს უმაგ­რებს ჩვე­ნი და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტე­რი ქვე­ყა­ნა.

ესაა დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბა და ამას უნდა და­ვუ­პი­რის­პი­როთ სა­ხალ­ხო მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი, გა­რე­დან მხარ­და­ჭე­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა და სან­ქცი­ე­ბით კი­დევ უფრო მე­ტად ზე­წო­ლა, რე­ჟი­მის­თვის ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა და სხვა ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც ახლა ნელ-ნელა მი­დის და ამათ ძირს უთხრის. მათი ეს ის­ტე­რი­კა და ნერ­ვი­უ­ლი ფო­ნიც აქე­დან არის გა­მომ­დი­ნა­რე, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ფხიზ­ლებ­საც აღარ შე­უძ­ლი­ათ სი­ა­რუ­ლი თუ არ არი­ან ალ­კოჰო­ლის, ან სხვა სა­შუ­ა­ლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ.

უწყვე­ტი კად­რი სა­ნამ არ გვექ­ნე­ბა სრუ­ლად მა­ინც ვერ ვი­სა­უბ­რებთ. მინ­და ისიც ვთქვა, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დი“ გახ­და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტე­ლე­კა­ნა­ლი­ზა­ცია, ისი­ნი იბ­რძვი­ან ბინ­ძუ­რი მე­თო­დე­ბით, ჩვენ ვიბ­რძვით მშვი­დო­ბი­ა­ნად და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებთ იმი­ტომ, რომ ეს ბრძო­ლა მათი მო­სა­გე­ბი არ არის. ესე­ნი არი­ან მში­შა­რა ხრო­ვის პრინ­ცი­პის ირ­გვლივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც არა­ნა­ი­რი გამ­ბე­და­ო­ბა არ გა­აჩ­ნი­ათ, შე­უძ­ლი­ათ ერთ კაცს 10 კაცი და­ეს­ხას თავს. ამათ ვერ მო­ი­ნე­ლეს გა­ხა­რია და ვერც მო­ი­ნე­ლე­ბენ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ვერ გა­დაყ­ლა­პავს ამ ლუკ­მას, და­იხ­რჩო­ბა - პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით.

არ გა­მო­უ­ვათ ეს ამ­ბა­ვი იმი­ტომ, რომ რე­ჟი­მი აგო­ნი­ა­შია, ვე­რა­ფერს იზა­მენ, მათ ქვეყ­ნის შიგ­ნით და გა­რეთ არ აქვთ ლე­გი­ტი­მა­ცია, ერ­თა­დერ­თი დარ­ჩათ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი, სი­ბინ­ძუ­რე, ესეც უკვე გაჭ­რი­ლი კარ­ტია და არა­ფე­რი აღარ გა­მო­ვა. დრო­ის მო­მენ­ტია, ამას მივ­ყვე­ბით მშვი­დად და თან­მიმ­დევ­რუ­ლად, მაგ­რამ მათ უნდა იცოდ­ნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ ინ­ცი­დენ­ტის ფი­გუ­რან­ტებ­მა, რომ თავ­ბედს იწყევ­ლი­ან ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, არც ერთს არ შერ­ჩე­ბა, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე უკ­ლებ­ლივ და­ის­ჯე­ბა, მათ ვე­რა­ვინ და­ი­ცავს. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­ვად­გენთ ყვე­ლას ვი­ნა­ო­ბას, არ იმოქ­მე­დებს პო­ლი­ცია - იმოქ­მე­დებს გან­გე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

"მანდ იყო რამდენიმე მოქმედებიანი სიტუაციაა - ნასვამმა ჯგუფმა ჯერ პროვოკაცია მოუწყო ზვიად ქორიძეს, შემდგომ გახარიასთან იქცეოდნენ გამომწვევად" - ლევან გოგიჩაიშვილი თავდასხმის დეტალებზე

"მანდ იყო რამდენიმე მოქმედებიანი სიტუაციაა - ნასვამმა ჯგუფმა ჯერ პროვოკაცია მოუწყო ზვიად ქორიძეს, შემდგომ გახარიასთან იქცეოდნენ გამომწვევად" - ლევან გოგიჩაიშვილი თავდასხმის დეტალებზე

"გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

  • მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, "ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ.

"სასტუმროს შემოსასვლელში იყო სისხლი. ის ტერიტორიაა, სადაც სტუმრები მოძრაობენ. პოლიცია ცოტა დაგვიანებით მოვიდა, თუმცაღა სხვა, ნებისმიერი ნივთმტკიცება, რაც კი არსებობდა, ყველაფერი იქნა ამოღებული პოლიციის მიერ", - ასე უპასუხა ბათუმის „შერატონის“ მენეჯერმა ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ დასუფთავდა გიორგი გახარიაზე თავდასხმის შემდგომ სასტუმრო „შერატონის“ ტერიტორიის ის ადგილი, სადაც ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმა მოხდა.

სასტუმროს მენეჯერმა მედიასთან, ასევე ისაუბრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან დაპირისპირების ფაქტზე, რომელიც ამავე სასტუმროში მოხდა. მენეჯერის განმარტებით, „ჩანაწერები წაშლილი არ არის და ყველა ჩანაწერი არსებობს“

ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმის დამონტაჟებული კადრები, რომელშიც ჩანს, რომ გახარია სასტუმროს შესასვლელთან დგას "ქართული ოცნების" დეპუტატ დიმიტრი სამხარაძის პირისპირ და პოლიეთილენის ჭიქას ესვრის, თუმცა არ ჩანს ამას რა უძღოდა წინ, ამის შემდგომ უკვე სასტუმროს ფოიეს კადრები ჩანს, რომელში გახარია იატაკზეა. გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობას სახლში განაგრძობს

AMBEBI.GE "გახარია - საქართველოსთვის“ პარტიის წარმომადგენელ ლევან გოგიჩაიშვილს ესაუბრა:

- მანდ რამდენიმე მოქმედებიანი სიტუაციაა - ნასვამმა ჯგუფმა ჯერ პროვოკაცია მოუწყვეს ბატონ ზვიად ქორიძეს, შემდგომ ისინი გახარიასთან იქცეოდნენ გამომწვევად. რაც "იმედმა" გაავრცელა, ეს თავიდან ბოლომდე დამონტაჟებული კადრია, ამას ერთი შეხედვითაც მიხვდება ნებისმიერი ადამიანი. ჩვენ უახლოეს მომავალში მოვიპოვებთ სრულ ჩანაწერს, რომელიც თავიდან-ბოლომდე ასახავს მომხდარ რეალობას. წარმოიდგინეთ, ერთ წამში ადამიანი ფოიეშია და მეორე წამს უკვე გარეთ, რაც მონტაჟზე მიანიშნებს.

გიორგის დახვდა რამდენიმე ადამიანი, ბევრნი იყვნენ, ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით. მერე იქ ვიღაც გარბის და გამორბის... ესენი არიან მშიშრები და არარაობები, ჯგუფურად ერთ კაცს დაესივნენ, მათ ქართველი კაცი დახვდათ და პასუხიც გასცა, აბა რა ეგონათ, მაგ არარაობებს სჯეროდათ, რომ ვიღაც უკან დაიხევდა, შეეშინდებოდა და გაიქცეოდა? ზუსტად ასე მოიქცეოდა ყველა, ვისაც ღირსება და თავმოყვარეობა გააჩნია. მერე რა, რომ ბევრნი არიან, რუსებს ასე უნდა მოექცე. ჩვენ სანამ არ ვიხილავთ ზუსტ ქრონომეტრაჟს, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. ბატონი გიორგი ამაზე თვითონ გააკეთებს განცხადებას. ამ არაკაცების რაოდენობასაც დავთვლით და მათ ვინაობასაც ყველა გაიგებს. "შერატონის" ადმინისტრაცია ამბობს, რომ კადრები არ განადგურებულა.

ეს არის ძალადობა, რომელიც ივანიშვილმა დაიწყო საკუთარ მოქალაქეებზე. ჯერ პოლიციას აცემინა ახალგაზრდები, მერე გამოიყვანა „ტიტუშკები“, დასდევენ ჟურნალისტებს, არასამთავრობოების წარმომადგენლებს, თავს ესხმიან პოლიტიკოსებს... თავიდან ბოლომდე ძალადობის წყაროა ბიძინა ივანიშვილი და ეს პროცესი ისე მიდის, თვითონაც ვეღარ აკონტროლებენ ამას. ამ ქვეყანაში ძალადობისგან დაზღვეული არავინაა - არც მე, არც თქვენ, არც - სხვა. მათაც უნდა იცოდნენ, რომ არც თვითონ არიან დაზღვეულები, არც „ქართული ოცნების“ დეპუტატები, არც მთავრობის წევრები, ისინი შევიდნენ კონფლიქტში საკუთარ ხალხთან, ეს პოლიტიკური პროცესი აუცილებლად დამთავრდება ამ ადამიანების დამარცხებით და საბოლოო ჯამში - გასამართლებით. ამ ბოროტების თავი და თავი არის ბიძინა ივანიშვილი, ყველაფერი თავიდან ყარს.

ეს არის ჯგუფი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, ჯერ-ჯერობით მათი უპირატესობა არის ის, რომ რაღაცნაირად იყენებენ პოლიციას, თუმცა ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, პოლიციაშიც მიდის პროცესები, ბევრ მათგანს უნდა ევროპული მომავალი (ყველა არა, იქაც არიან ჯალათები, რომლებიც ბოლომდე ჩაჰყვნენ რეჟიმს) და ვფიქრობ, რაღაც პერიოდში ამათ პოლიციაც ჩამოეშლებათ და დარჩება ერთი მუჭა პარტიული ნომენკლატურა საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც ზურგს უმაგრებს ჩვენი დაუძინებელი მტერი ქვეყანა.

ესაა დღევანდელი რეალობა და ამას უნდა დავუპირისპიროთ სახალხო მშვიდობიანი პროტესტი, გარედან მხარდაჭერის მობილიზება და სანქციებით კიდევ უფრო მეტად ზეწოლა, რეჟიმისთვის ფინანსური პრობლემების შექმნა და სხვა ყველაფერი ის, რაც ახლა ნელ-ნელა მიდის და ამათ ძირს უთხრის. მათი ეს ისტერიკა და ნერვიული ფონიც აქედან არის გამომდინარე, წარმოიდგინეთ, ფხიზლებსაც აღარ შეუძლიათ სიარული თუ არ არიან ალკოჰოლის, ან სხვა საშუალების ზემოქმედების ქვეშ.

უწყვეტი კადრი სანამ არ გვექნება სრულად მაინც ვერ ვისაუბრებთ. მინდა ისიც ვთქვა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ გახდა ჩვეულებრივი ტელეკანალიზაცია, ისინი იბრძვიან ბინძური მეთოდებით, ჩვენ ვიბრძვით მშვიდობიანად და აუცილებლად გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ეს ბრძოლა მათი მოსაგები არ არის. ესენი არიან მშიშარა ხროვის პრინციპის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები, რომელთაც არანაირი გამბედაობა არ გააჩნიათ, შეუძლიათ ერთ კაცს 10 კაცი დაესხას თავს. ამათ ვერ მოინელეს გახარია და ვერც მოინელებენ, ბიძინა ივანიშვილი ვერ გადაყლაპავს ამ ლუკმას, დაიხრჩობა - პირდაპირი მნიშვნელობით.

არ გამოუვათ ეს ამბავი იმიტომ, რომ რეჟიმი აგონიაშია, ვერაფერს იზამენ, მათ ქვეყნის შიგნით და გარეთ არ აქვთ ლეგიტიმაცია, ერთადერთი დარჩათ პროვოკაციები, სიბინძურე, ესეც უკვე გაჭრილი კარტია და არაფერი აღარ გამოვა. დროის მომენტია, ამას მივყვებით მშვიდად და თანმიმდევრულად, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, განსაკუთრებით ამ ინციდენტის ფიგურანტებმა, რომ თავბედს იწყევლიან ამ პროცესში მონაწილეობისთვის, არც ერთს არ შერჩება, ყველა მონაწილე უკლებლივ დაისჯება, მათ ვერავინ დაიცავს. უახლოეს პერიოდში დავადგენთ ყველას ვინაობას, არ იმოქმედებს პოლიცია - იმოქმედებს განგება.

წაიკითხეთ ასევე: