პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“დაჰპირდნენ რომ ეთერს მისცემდნენ, მიკროფონი გაუკეთეს, სკამი დაუდგეს და გამოიცანით რა მოხდა? შსს შევიდა, გამოათრიეს გარეთ“ - ხმაურია ბათუმში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან
“დაჰპირდნენ რომ ეთერს მისცემდნენ, მიკროფონი გაუკეთეს, სკამი დაუდგეს და გამოიცანით რა მოხდა? შსს შევიდა, გამოათრიეს გარეთ“ - ხმაურია ბათუმში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან

ბა­თუმ­ში, აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მე­მედ აბა­ში­ძის ქუჩა გა­და­კე­ტეს. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი.

ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლი არი­ან სხვა­დას­ხვა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის­გან მათ­თვის ეთე­რის დათ­მო­ბას ითხო­ვენ, რათა „სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბის“ შე­სა­ხებ პირ­და­პირ ეთერ­ში ისა­უბ­რონ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი ობი­ექ­ტუ­რად არ აშუ­ქებს „ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის და­კა­ვე­ბას.

  • რო­გორც რომა მა­ხა­რა­ძე “ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს, “რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტი ითხოვ­და ეთერს და ამის გამო მთე­ლი სა­პო­ლი­ციო მო­ბი­ლი­ზე­ბა აქვთ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი შიგ­ნი­თაც შე­ვიდ­ნენ.“

“ბა­თუმ­ში, აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში შე­სუ­ლი იყო “ბა­თუ­მე­ლე­ბის“ რე­დაქ­ტო­რი - ეთერ თუ­რა­ძე. დაჰ­პირ­დნენ რომ ეთერს მის­ცემ­დნენ. წყა­ლი და­უდ­გეს, მიკრო­ფო­ნი გა­უ­კე­თეს, სკა­მი და­უდ­გეს და გა­მო­ი­ცა­ნით რა მოხ­და? შსს შე­ვი­და, პირ­და­პირ შე­ა­ფერ­ხეს და გა­მო­იყ­ვა­ნეს/გა­მო­ათ­რი­ეს გა­რეთ,“ - წერს რომა მა­ხა­რა­ძე.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან­ვე გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტი შე­ნო­ბა­ში შე­ვი­და.

“რო­გორც ჩანს აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს პრო­ტეს­ტი ჰქონ­დათ. ისევ შე­უშ­ვეს რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტი,“ - აღ­ნიშ­ნა მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს
ავტორი:

“დაჰპირდნენ რომ ეთერს მისცემდნენ, მიკროფონი გაუკეთეს, სკამი დაუდგეს და გამოიცანით რა მოხდა? შსს შევიდა, გამოათრიეს გარეთ“ - ხმაურია ბათუმში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან

“დაჰპირდნენ რომ ეთერს მისცემდნენ, მიკროფონი გაუკეთეს, სკამი დაუდგეს და გამოიცანით რა მოხდა? შსს შევიდა, გამოათრიეს გარეთ“ - ხმაურია ბათუმში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან

ბათუმში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებმა მემედ აბაშიძის ქუჩა გადაკეტეს. ტელეკომპანიასთან მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

ადგილზე შეკრებილი არიან სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები, რომლებიც ტელეკომპანიისგან მათთვის ეთერის დათმობას ითხოვენ, რათა „სინდისის პატიმრების“ შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრონ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ობიექტურად არ აშუქებს „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებას.

  • როგორც რომა მახარაძე “ფეისბუქზე“ წერს, “რამდენიმე ჟურნალისტი ითხოვდა ეთერს და ამის გამო მთელი საპოლიციო მობილიზება აქვთ. სამართალდამცველები შიგნითაც შევიდნენ.“

“ბათუმში, აჭარის ტელევიზიაში შესული იყო “ბათუმელების“ რედაქტორი - ეთერ თურაძე. დაჰპირდნენ რომ ეთერს მისცემდნენ. წყალი დაუდგეს, მიკროფონი გაუკეთეს, სკამი დაუდგეს და გამოიცანით რა მოხდა? შსს შევიდა, პირდაპირ შეაფერხეს და გამოიყვანეს/გამოათრიეს გარეთ,“ - წერს რომა მახარაძე.

მოგვიანებით მანვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე ჟურნალისტი შენობაში შევიდა.

“როგორც ჩანს აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს პროტესტი ჰქონდათ. ისევ შეუშვეს რამდენიმე ჟურნალისტი,“ - აღნიშნა მან.