პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.
რუსთაველის გამზირის პარალელურად აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც მიმდინარეობს. ასევე პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან მსახიობები, რომლებმაც მარში გამართეს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიდან რუსთაველის თეატრის მიმართულებით.
მარშის ლოზუნგი იყო: “თეატრი და მაყურებელი ტირანიის წინააღმდეგ”.
უწყვეტი პროტესტის 48-ე დღესაც მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნები და აქციების პერიოდში დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლებაა.
ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი
იხილეთ ასევე: