“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, აბუ-დაბიში დაკავებული არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე.
როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.
“მითხრეს, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებული არიან აბუ-დაბიში, ხვალ ექნებათ სასამართლო. (მგონი ის მესამეც, ეგ ზუსტად არ ვიცი)“, - წერს ჯაფარიძე.
დაპირისპირება, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საუზმობისას ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა "ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული.
იხილეთ ასევე: