პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

18

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:26-ზე, მთვარე სასწორში გადავა 07:34-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არ არის გამორიცხული, რომ მომავალ წელს უკრაინამ არსებობა საერთოდ შეწყვიტოს“ - ნიკოლაი პატრუშევი
“არ არის გამორიცხული, რომ მომავალ წელს უკრაინამ არსებობა საერთოდ შეწყვიტოს“ - ნიკოლაი პატრუშევი

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წე, ნი­კო­ლაი პატ­რუ­შე­ვი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ უკ­რა­ი­ნამ, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფომ, 2025 წელს არ­სე­ბო­ბა შე­წყვი­ტოს.

“გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ის, რომ ნე­ო­ნა­ცის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გია და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი რუ­სო­ფო­ბია ანად­გუ­რებს უკ­რა­ი­ნის ერთ დროს აყ­ვა­ვე­ბულ ქა­ლა­ქებს, მათ შო­რის ხარ­კოვს, ოდე­სას, ნი­კო­ლა­ევს და დნეპ­რო­პეტ­როვ­სკს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მო­მა­ვალ წელს უკ­რა­ი­ნამ არ­სე­ბო­ბა სა­ერ­თოდ შე­წყვი­ტოს“, - აღ­ნიშ­ნა პატ­რუ­შევ­მა რუ­სულ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მისი თქმით, მი­აჩ­ნია, რომ რუ­სეთ­სა და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შო­რის უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სხვა და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე უნდა წა­რი­მარ­თოს.

“თუ სა­უ­ბა­რია მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის კონ­კრე­ტულ პერ­სპექ­ტი­ვა­ზე ტრამ­პის ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პა­ტივს ვცემთ მის გან­ცხა­დე­ბებს. მი­მაჩ­ნია, რომ უკ­რა­ი­ნა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რუ­სეთ­სა და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შო­რის და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე უნდა წა­რი­მარ­თოს. ლონ­დონ­თან ან ბრი­უ­სელ­თან სა­ლა­პა­რა­კო არა­ფე­რია. მა­გა­ლი­თად, ევ­რო­კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას დიდი ხა­ნია აღარ აქვს უფ­ლე­ბა ისა­უბ­როს მისი მრა­ვა­ლი წევ­რის სა­ხე­ლით, რო­გო­რი­ცაა უნ­გრე­თი, სლო­ვა­კე­თი, ავ­სტრია, რუ­მი­ნე­თი და სხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი არი­ან ევ­რო­პა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბით და რუ­სეთ­თან მი­მართ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა პატ­რუ­შევ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს
ავტორი:

“არ არის გამორიცხული, რომ მომავალ წელს უკრაინამ არსებობა საერთოდ შეწყვიტოს“ - ნიკოლაი პატრუშევი

“არ არის გამორიცხული, რომ მომავალ წელს უკრაინამ არსებობა საერთოდ შეწყვიტოს“ - ნიკოლაი პატრუშევი

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ნიკოლაი პატრუშევი არ გამორიცხავს, რომ უკრაინამ, როგორც სახელმწიფომ, 2025 წელს არსებობა შეწყვიტოს.

“განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ნეონაცისტური იდეოლოგია და ყოვლისმომცველი რუსოფობია ანადგურებს უკრაინის ერთ დროს აყვავებულ ქალაქებს, მათ შორის ხარკოვს, ოდესას, ნიკოლაევს და დნეპროპეტროვსკს. არ არის გამორიცხული, რომ მომავალ წელს უკრაინამ არსებობა საერთოდ შეწყვიტოს“, - აღნიშნა პატრუშევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მიაჩნია, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები სხვა დასავლური ქვეყნების მონაწილეობის გარეშე უნდა წარიმართოს.

“თუ საუბარია მოვლენების შემდგომი განვითარების კონკრეტულ პერსპექტივაზე ტრამპის ფაქტორის გათვალისწინებით, პატივს ვცემთ მის განცხადებებს. მიმაჩნია, რომ უკრაინაზე მოლაპარაკებები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დასავლური ქვეყნების მონაწილეობის გარეშე უნდა წარიმართოს. ლონდონთან ან ბრიუსელთან სალაპარაკო არაფერია. მაგალითად, ევროკავშირის ხელმძღვანელობას დიდი ხანია აღარ აქვს უფლება ისაუბროს მისი მრავალი წევრის სახელით, როგორიცაა უნგრეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, რუმინეთი და სხვა ევროპული ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროპაში სტაბილურობით და რუსეთთან მიმართ დაბალანსებული პოზიციის დაკავებით“, - აღნიშნა პატრუშევმა.