საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

17

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 21:53-ზე, მთვარე ქალწულშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ვარჯიში. ორგანიზმის გაწმენდა.
მსოფლიო
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამერიკა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშეა - დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დაცვა..." - რას წერს ჯინ შაჰინი
"ამერიკა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშეა - დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დაცვა..." - რას წერს ჯინ შაჰინი

ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჯერ კი­დევ ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას - დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა; ჩვენს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­დე­საც ისი­ნი ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას საფრ­თხეს უქ­მნი­ან; სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ევ­რო­პი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხებ­ში აშშ-ის სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ქვე­კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, სე­ნა­ტო­რი ჯინ შა­ჰი­ნი (დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია) ავ­რცე­ლებს.

სე­ნა­ტორ­მა ჯინ შა­ჰინ­მა გან­ცხა­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში აშშ-ის მოქ­მე­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის სი­ტყვით გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ავ­რცე­ლა.

„ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ამე­რი­კამ ნატო-ს მსგავ­სი ალი­ან­სე­ბი გა­ა­ფარ­თო­ვა და გა­აძ­ლი­ე­რა და გლო­ბა­ლუ­რი კო­ა­ლი­ცია გა­ა­ერ­თი­ა­ნა, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის უკა­ნო­ნო და არაპ­რო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი ომის წი­ნა­აღ­მდეგ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რას აგ­რძე­ლებს. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჯერ კი­დევ ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას - დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა; ჩვენს მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­დე­საც ისი­ნი ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას საფრ­თხეს უქ­მნი­ან; სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის ქვეშ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა“, - წერს ჯინ შა­ჰი­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში მისი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნა­ში ვერ­ცერთ სტრა­ტე­გი­ულ მი­ზანს ვერ მი­აღ­წია.

„რო­დე­საც პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა, იგი ფიქ­რობ­და, რომ კი­ევს რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­პყრობ­და, მაგ­რამ სი­მარ­თლე ისაა, რომ მე ვარ ერ­თა­დერ­თი, ვინც კი­ე­ვის ცენ­ტრში იდგა და არა ის. პუ­ტინს ეს არას­დროს გა­უ­კე­თე­ბია. ჩვენ უკ­რა­ი­ნე­ლებს პუ­ტი­ნის შე­ჩე­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­რეთ და ახლა, თით­ქმის სამი წლის შემ­დეგ, პუ­ტინ­მა ვერ­ცერთ სტრა­ტე­გი­ულ მი­ზანს ვერ მი­აღ­წია. დღეს უკ­რა­ი­ნა კვლავ თა­ვი­სუ­ფა­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­საც ნა­თე­ლი მო­მავ­ლის პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ჯო ბა­ი­დენ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ დაემშვიდობა "კვარა" ნეაპოლს?
ავტორი:

"ამერიკა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშეა - დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დაცვა..." - რას წერს ჯინ შაჰინი

"ამერიკა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშეა - დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დაცვა..." - რას წერს ჯინ შაჰინი

ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას - დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა; ჩვენს მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირება, როდესაც ისინი ჩვენს თავისუფლებას საფრთხეს უქმნიან; საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ავტორიტარული მმართველობის ქვეშ მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა, - ამის შესახებ განცხადებას ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) ავრცელებს.

სენატორმა ჯინ შაჰინმა განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიღწევების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაავრცელა.

„ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკამ ნატო-ს მსგავსი ალიანსები გააფართოვა და გააძლიერა და გლობალური კოალიცია გააერთიანა, რომელიც პრეზიდენტ პუტინის უკანონო და არაპროვოცირებული ომის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს. ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას - დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა; ჩვენს მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირება, როდესაც ისინი ჩვენს თავისუფლებას საფრთხეს უქმნიან; საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ავტორიტარული მმართველობის ქვეშ მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა“, - წერს ჯინ შაჰინი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიღწევების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია.

„როდესაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, იგი ფიქრობდა, რომ კიევს რამდენიმე დღეში დაიპყრობდა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე ვარ ერთადერთი, ვინც კიევის ცენტრში იდგა და არა ის. პუტინს ეს არასდროს გაუკეთებია. ჩვენ უკრაინელებს პუტინის შეჩერებაში დავეხმარეთ და ახლა, თითქმის სამი წლის შემდეგ, პუტინმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. დღეს უკრაინა კვლავ თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც ნათელი მომავლის პოტენციალი აქვს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"