პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპი ბიძინა ივანიშვილს მხარს დაუჭერს, არაგონივრულია“ - მიხაილ როთი
"მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპი ბიძინა ივანიშვილს მხარს დაუჭერს, არაგონივრულია“ - მიხაილ როთი

ხალ­ხი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­ულ პარ­ლა­მენტს და ძლი­ერ, სან­დო მთავ­რო­ბას იმ­სა­ხუ­რებს, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის (ბუნ­დეს­ტა­გის) სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, მი­ხა­ილ როთ­მა თბი­ლის­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს და­მა­ტე­ბი­თი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის შე­სა­ხებ დას­მულ შე­კი­თხვა­ზე გა­ნუ­ცხა­და.

"რა თქმა უნდა, ჩვენ მჭიდ­რო კავ­შირ­ში ვართ და არა მხო­ლოდ საფ­რან­გე­თი, პო­ლო­ნე­თი და გერ­მა­ნია, ე.წ. ვა­ი­მა­რის სამ­კუ­თხე­დის ფორ­მატ­ში. გან­ვი­ხი­ლავთ ჩვენს წვლილს ამ ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის და­სა­ცა­ვად და კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ გვყავს არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტი, არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტი და არა­ლე­გი­ტი­მუ­რი მთავ­რო­ბა და ეს მდგო­მა­რე­ო­ბა უნდა დავძლი­ოთ, რად­გან ხალ­ხი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­ულ პარ­ლა­მენტს და ძლი­ერ, სან­დო მთავ­რო­ბას იმ­სა­ხუ­რებს. ძლი­ე­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი გვჭირ­დე­ბა და ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს, რად­გან ჩვენ ასე­ვე ძლი­ე­რი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა გვჭირ­დე­ბა. ტრა­დი­ცი­უ­ლად, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხა­ილ როთ­მა.

მისი თქმით, არა­გო­ნივ­რუ­ლია იმის მო­ლო­დი­ნი, რომ დო­ნალდ ტრამ­პი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მხარს და­უ­ჭერს.

"დო­ნალდ ტრამ­პის, რო­გორც აშშ-ის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის შე­სა­ხებ ვა­რა­უ­დებს არ გა­მოვ­თქვამ, მაგ­რამ ამე­რი­კე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ბევ­რად ახ­ლოს არი­ან ბა­ტონ ტრამ­პთან, ისე­ვე რო­გორც ბა­ტო­ნი უილ­სო­ნი, მკა­ფიო გზავ­ნი­ლებს აკე­თე­ბენ. მათ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სან­ქცი­ე­ბი უკვე და­ა­წე­სეს, ამი­ტომ, იმის მო­ლო­დი­ნი, რომ დო­ნალდ ტრამ­პი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მხარს და­უ­ჭერს, არა­გო­ნივ­რუ­ლია“, - აღ­ნიშ­ნა მი­ხა­ილ როთ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპი ბიძინა ივანიშვილს მხარს დაუჭერს, არაგონივრულია“ - მიხაილ როთი

"მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპი ბიძინა ივანიშვილს მხარს დაუჭერს, არაგონივრულია“ - მიხაილ როთი

ხალხი დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს და ძლიერ, სანდო მთავრობას იმსახურებს, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში ჟურნალისტებს დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვაზე განუცხადა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ და არა მხოლოდ საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია, ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში. განვიხილავთ ჩვენს წვლილს ამ ქვეყანაში თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ გვყავს არალეგიტიმური პრეზიდენტი, არალეგიტიმური პარლამენტი და არალეგიტიმური მთავრობა და ეს მდგომარეობა უნდა დავძლიოთ, რადგან ხალხი დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს და ძლიერ, სანდო მთავრობას იმსახურებს. ძლიერი ინსტიტუტები გვჭირდება და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალიან მაწუხებს, რადგან ჩვენ ასევე ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა გვჭირდება. ტრადიციულად, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მიხაილ როთმა.

მისი თქმით, არაგონივრულია იმის მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპი ბიძინა ივანიშვილს მხარს დაუჭერს.

"დონალდ ტრამპის, როგორც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის შესახებ ვარაუდებს არ გამოვთქვამ, მაგრამ ამერიკელი პოლიტიკოსები, რომლებიც ბევრად ახლოს არიან ბატონ ტრამპთან, ისევე როგორც ბატონი უილსონი, მკაფიო გზავნილებს აკეთებენ. მათ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი სანქციები უკვე დააწესეს, ამიტომ, იმის მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპი ბიძინა ივანიშვილს მხარს დაუჭერს, არაგონივრულია“, - აღნიშნა მიხაილ როთმა.

იხილეთ ასევე: