მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მეგობრებიდან ბევრს დაეწვა სახლი... ძალიან საშიშ ვითარებაში აღმოვჩნდით. მარტო არ ვიყავი, მცირეწლოვან შვილზე და დედაზე უნდა მეზრუნა" - რას გვიყვება აშშ-ში მცხოვრები ქართველი, რომელსაც ლოს-ანჯელესის დატოვება მოუწია?
"ჩემი მეგობრებიდან ბევრს დაეწვა სახლი... ძალიან საშიშ ვითარებაში აღმოვჩნდით. მარტო არ ვიყავი, მცირეწლოვან შვილზე და დედაზე უნდა მეზრუნა" - რას გვიყვება აშშ-ში მცხოვრები ქართველი, რომელსაც ლოს-ანჯელესის დატოვება მოუწია?

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, 7 იან­ვარს და­წყე­ბუ­ლი სა­ში­ნე­ლი ხან­ძრის შე­დე­გად, სულ მცი­რე, 24 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. და­ახ­ლო­ე­ბით 180 ათა­სი ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, 15 ათას­ზე მეტი შე­ნო­ბა და­იწ­ვა.


12 იან­ვარს მე­ხან­ძრე­ებ­მა მი­აღ­წი­ეს პროგ­რესს - ერთი ხან­ძრის სრუ­ლად, მე­ო­რის კი დიდ­წი­ლად ლო­კა­ლი­ზე­ბა მო­ხერ­ხდა, მაგ­რამ ქა­ლაქ­ში ორი დიდი ხან­ძა­რი კვლავ მძვინ­ვა­რებს.


ხან­ძრის პირ­ვე­ლი კერა კი 7 იან­ვარს პა­სი­ფიკ-პა­ლი­სე­იდსის რა­ი­ონ­ში გაჩ­ნდა. ძლი­ე­რი ქა­რის გამო ხან­ძა­რი დიდ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სწრა­ფად გავ­რცელ­და. შექ­მნილ ურ­თუ­ლეს ვი­თა­რე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ლალო ნე­ბი­ე­რი­ძე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცო­დი, რომ ის ამ­ჟა­მად თა­ვის პა­ტა­რა ვაჟ­თან და დე­დას­თან ერ­თად ლოს-ან­ჯე­ლეს­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ლალო სა­ბან­კო სფე­რო­ში მუ­შა­ობს, პა­რა­ლე­ლუ­რად, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი­ცაა, ტრე­ნე­რიც და სპი­კე­რიც.


ლალო ნე­ბი­ე­რი­ძე:


- სამ­წუ­ხა­როდ, ხან­ძრე­ბი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და მით უმე­ტეს - ლოს ან­ჯე­ლე­სის მი­და­მო­ებ­ში, ხში­რად არის. ხან­ძრის გა­რე­შე წელი არ გა­სუ­ლა. აქ ძა­ლი­ან მშრა­ლი ჰა­ვაა, ბუჩ­ქე­ბი და ხის ფოთ­ლე­ბიც ად­ვი­ლად ხმე­ბა და ცხელ ამინ­დში ხან­ძა­რიც გარ­და­უ­ვა­ლია. თუმ­ცა ეს ხან­ძა­რი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია - ამ­ბო­ბენ, კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტი­სა და ამე­რი­კის მას­შტა­ბით მსგავ­სი არას­დროს ყო­ფი­ლაო.


ვმუ­შა­ობ­დი, ჩემ­მა უფ­როს­მა ელ­ფოს­ტა­ზე წე­რი­ლი რომ მოგ­ვწე­რა, ჩემს სახ­ლთან (მისი სახ­ლი პა­სი­ფიკ-პა­ლი­სე­იდსის უბან­ში მდე­ბა­რე­ობს) ხან­ძრის კე­რე­ბი გაჩ­ნდა და ძა­ლი­ან ვღე­ლა­ვო. თა­ვად შინ არ იმ­ყო­ფე­ბო­და, ჩვენ კი მუ­შა­ო­ბა გან­ვაგ­რძეთ, რად­გან აქ ხან­ძა­რი არ გვიკ­ვირს. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მის­გან მო­რი­გი წე­რი­ლი მი­ვი­ღეთ, რომ სახ­ლი იწ­ვო­და, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კი ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­ნად­გურ­და. ეს უბა­ნი, ულა­მა­ზე­სი ხე­დით, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლია - მა­ლი­ბუს თავ­ზეა, სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბით და კლი­მა­ტით. აქ სახ­ლე­ბის ფასი 5 მი­ლი­ო­ნი­დან ზე­მოთ არის, უფრო სწო­რად - იყო, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი გა­და­იწ­ვა და მი­წას­თან გას­წორ­და. მიძ­ნელ­დე­ბა იქა­უ­რო­ბა­ზე წარ­სულ­ში ლა­პა­რა­კი.


- ხან­ძრის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ჩე­ნა­ზეც ლა­პა­რა­კო­ბენ...


- ბევ­რს და­ე­ბა­და კი­თხვა, რო­გორ გაჩ­ნდა ხან­ძა­რი? კად­რე­ბიც გავ­რცელ­და ინ­ტერ­ნეტ­ში, რომ სამ სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, ერ­თმა­ნე­თის­გან საკ­მა­ოდ და­შო­რე­ბით, ერ­თდრო­უ­ლად გაჩ­ნდა ხან­ძრის კე­რე­ბი. ყვე­ლა კი­თხუ­ლობ­და, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ამ­გვა­რი დამ­თხვე­ვა? სა­ეჭ­ვოდ ისიც მი­იჩ­ნი­ეს, სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ებ­მა რამ­დე­ნი­მე თვით ადრე რომ გა­ზარ­დეს ყო­ველ­თვი­ურ შე­მო­სა­ვალ­ზე და­ზღვე­ვის თან­ხა?! ბევ­რმა ადა­მი­ან­მა, გა­დახ­და რომ ვერ შეძ­ლო, უა­რიც კი თქვა და­ზღვე­ვა­ზე. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ხან­ძა­რიც გა­ჩაღდა.



კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი: მა­ლი­ბუ, პა­სი­ფიკ-პა­ლი­სე­იდსი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე უბა­ნი, რო­მე­ლიც ხან­ძარ­მა მო­იც­ვა, არის ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­რო­ზე. წყა­ლი იქ­ვეა, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, რე­ზერ­ვუ­ა­რი, რო­მე­ლიც წყალ­მო­მა­რა­გე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, ცა­რი­ე­ლი აღ­მოჩ­ნდა, თა­ნაც - რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე ყო­ფი­ლა. ხან­ძრის შე­სა­ჩე­რებ­ლად მე­ხან­ძრე­ებს არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი არ აღ­მო­აჩ­ნდათ. ყვე­ლა­ფერს და­ემ­თხვა იმ პე­რი­ოდ­ში ამო­ვარ­დნი­ლი საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ქარი და, შე­სა­ბა­მი­სად, ხან­ძარს ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი აჩე­რებ­და. 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თა­რე­ბა სრუ­ლი­ად უკონ­ტრო­ლო იყო. ბევ­რს ცდი­ლობ­დნენ მე­ხან­ძრე­ე­ბი, მაგ­რამ - ამა­ოდ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ხან­ძარ­მა გა­და­უ­ა­რა ამ უდი­დე­სი ქა­ლა­ქის ნა­ხე­ვარს. ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მე­ხან­ძრე­ე­ბის უდი­დე­სი მო­ბი­ლი­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვე­რა­ფერს გახ­დე­ბოდ­ნენ. ამის გამო სრუ­ლი შოკი მქონ­და. მომ­დევ­ნო კერა გაჩ­ნდა ჰო­ლი­ვუდ ჰილსში, პა­სი­ფიკ-პა­ლი­სე­იდსის მომ­დევ­ნო გო­რა­ზე. ამ ად­გი­ლი­დან ჩვე­ნამ­დე 5 კი­ლო­მეტ­რია, 10-15 წუ­თის სა­ვა­ლი. იქ გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძა­რი ჰო­ლი­ვუ­დის ბულ­ვარ­საც უქ­მნი­და საფრ­თხეს. იქ მარ­თლაც გაჩ­ნდა ხან­ძა­რი, ად­გილს, სა­დაც "ოს­კა­რის“ და­ჯილ­დო­ე­ბა ტარ­დე­ბა, სა­დაც არის "ქე­ფი­თალ რე­კორდსი“, უზარ­მა­ზა­რი ხმის ჩამ­წე­რი სტუ­დია. სა­ბედ­ნი­ე­როდ ამ კე­რის ჩაქ­რო­ბა მო­ას­წრეს.


ყვე­ლა მო­სახ­ლე ვი­ღებ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ებს, სად რა კერა იყო, სად რა სა­შიშ­რო­ე­ბა გვე­ლო­და ან - პი­რი­ქით და ა.შ. ასე ვა­დევ­ნებ­დით თვალს და ვხე­დავ­დით, რო­გორ გვი­ახ­ლოვ­დე­ბო­და ხან­ძა­რი. პას­პორ­ტებ­თან ერ­თად ყვე­ლა სა­ჭი­რო ნივ­თი ჩა­ლა­გე­ბუ­ლი გვქონ­და, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ქა­ლა­ქი­დან გა­სას­ვლე­ლად - სრულ მზად­ყოფ­ნა­ში. თუმ­ცა დაბ­რკო­ლე­ბად ჩნდე­ბო­და სა­ცო­ბე­ბი, ხალ­ხის პა­ნი­კა, მა­ღა­ზი­ებ­ში პრო­დუქ­ტე­ბის და წყლის ყიდ­ვა და ა.შ. ხან­ძარ­მა ბევ­რგან დე­ნის წყა­როც და­ა­ზი­ა­ნა და არც ელექტრო­ე­ნერ­გია ჰქონ­დათ და არც ინ­ტერ­ნე­ტი, ამას ქა­ლაქ­ში წყლის დე­ფი­ცი­ტიც და­ერ­თო, გა­მო­ა­ცხა­დეს რომ ონ­კა­ნის წყა­ლი და­სა­ლე­ვად უვარ­გი­სი იყო, ამი­ტომ ან ადუ­ღე­ბუ­ლი წყა­ლი უნდა დაგ­ვე­ლია ან მა­ღა­ზი­ა­ში ნა­ყი­დი. ძა­ლი­ან რთულ და სა­შიშ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით. მარ­ტო არ ვი­ყა­ვი, მცი­რე­წლო­ვან შვილ­ზე - გი­ორ­გი­ზე და დე­და­ჩემ­ზე უნდა მეზ­რუ­ნა. რო­გორ­მე უნდა გა­მეყ­ვა­ნა ქა­ლა­ქი­დან შორს, თან ისიც კი არ ვი­ცო­დი, დავ­ბრუნ­დე­ბო­დით თუ არა უკან ან თუ დავ­ბრუნ­დე­ბო­დით, რამ­დენ ხან­ში და რა დამ­ხვდე­ბო­და აქ. რა თქმა უნდა, კრი­მი­ნა­ლის შემ­თხვე­ვე­ბიც იყო, ბევ­რი სახ­ლი გა­ქურ­დეს, თუმ­ცა დამ­ნა­შა­ვე მალე და­ი­ჭი­რეს.

- შენი ახ­ლობ­ლე­ბი­დან ვინ­მეს და­ეწ­ვა სახ­ლი? და კი­დევ, ე.წ. სე­ლებ­რი­თე­ბის და­სახ­ლე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ვისი სახ­ლე­ბი გა­ნად­გურ­და?


xandzari
ლალო ნე­ბი­ე­რი­ძის მე­გობ­რის ცე­ცხლში გახ­ვე­უ­ლი სახ­ლი


- ჩემი მე­გობ­რე­ბი­დან ბევ­რს და­ეწ­ვა სახ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ლი­ბუს არე­ალ­ში ვინც ცხოვ­რობ­და. ერთ-ერთი სახ­ლი მა­ლი­ბუს პირ­ვე­ლი­ვე ხაზ­ზე, ოკე­ა­ნე­ზე ხე­დით იყო, სა­დაც ხში­რად ვიკ­რი­ბე­ბო­დით და­ბა­დე­ბის დღე­ზე ან ისე, მუ­სი­კის მო­სას­მე­ნად. ჩემს კლი­ენ­ტებ­საც და­ეწ­ვათ სახ­ლე­ბი, ჩემ­მა უფ­როს­მაც და­კარ­გა სახ­ლი, სა­დაც გა­ზარ­და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი, სა­დაც ბავ­შვე­ბი და­დი­ოდ­ნენ სკო­ლა­ში, მუ­სი­კა­ზე... ყვე­ლა­ფე­რი და­იწ­ვა. არა­და, ამე­რი­კა­ში, საკ­მა­ოდ რთუ­ლია, სა­მუ­შა­ოს შოვ­ნა და, ღი­რე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სახ­ლის შე­ძე­ნა. სა­ში­ნე­ლე­ბაა, რო­დე­საც ბევ­რს შრო­მობ, ოჯახს კომ­ფორ­ტი რომ შე­უქ­მნა და უცებ, ერთ დღე­ში გენგრე­ვა ცხოვ­რე­ბა, ცა­რი­ელ-ტა­რი­ე­ლი რჩე­ბი. ლა­მის მა­ნ­ჰე­ტე­ნის­ხე­ლა ფარ­თო­ბი და­იწ­ვა. გა­მო­აქ­ვეყ­ნეს კი­დეც ინ­ტერ­ნეტ-მარ­კე­ტი­დან აღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მი - პა­ტა­რა მო­ნაკ­ვეთ­ზე მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე სახ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რაც უზარ­მა­ზა­რი ემო­ცი­უ­რი თუ ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლის ტოლ­ფა­სია.


ლოს-ან­ჯე­ლე­სის ე.წ. სე­ლებ­რი­თე­ბი­დან ბევ­რს გა­უ­ნად­გურ­და სახ­ლი, მათ შო­რის:

xandzari
პე­რის ჰილ­ტო­ნის გა­დამ­წვა­რი ვი­ლის ნან­გრე­ვე­ბი


  • ამე­რი­კელ მსა­ხი­ობ, მომ­ღე­რალს, სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტორს, ფო­ტო­მო­დელს და დი­ზა­ი­ნერს პე­რის ჰილ­ტონს. მისი მა­ლი­ბუს სახ­ლი გა­ნად­გურ­და. ამ ტრა­გე­დი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბი­სას, პე­რის­მა და­ა­არ­სა სა­გან­გე­ბო ფონ­დი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, $100,000 შე­ი­ტა­ნა ფონდში და პი­რო­ბა დადო, რომ და­მა­ტე­ბით შე­მო­წი­რუ­ლე­ბებ­საც იმა­ვე თან­ხით შე­ავ­სებს.
  • ამე­რი­კელ მსა­ხი­ობს, პრო­დი­უ­სერს, ავ­ტორს, რე­ჟი­სორს, კო­მი­კოს­სა და მომ­ღე­რალს ბილი კრის­ტალს. მისი სახ­ლი ტყის ხან­ძარ­მა გა­ა­ნად­გუ­რა.
  • ამე­რი­კელ მსა­ხი­ობს და პრო­დი­უ­სერს ჯეფ ბრი­ჯესს. მისი ოჯახ­თან ერ­თად სა­ზი­ა­რო მა­ლი­ბუს სახ­ლი ხან­ძარ­მა გა­ა­ნად­გუ­რა.
  • ბევ­რი ქარ­თვე­ლის­თვის საყ­ვა­რელ უელ­სელ-ამე­რი­კელ მსა­ხი­ობს ენ­ტო­ნი ჰო­პ­კინსს. მსა­ხი­ო­ბის ქო­ნე­ბა სრუ­ლი­ად გა­ნად­გურ­და.
  • ამე­რი­კელ მსა­ხი­ობ­სა და კო­მი­კოსს ჯონ გუდ­მან­საც და­უ­ზი­ა­ნა ხან­ძარ­მა სახ­ლი.
  • ამე­რი­კელ მსა­ხი­ობ­სა და მომ­ღე­რალს ანა ფე­რისს. მსა­ხი­ო­ბის სახ­ლი და­იწ­ვა.
  • ამე­რი­კელ მომ­ღე­რალს, მსა­ხი­ობ­სა და მო­დელს - ლე­ი­ტონ მის­ტე­რი­სა და ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბის, პრო­დი­უ­სე­რის - ადამ ბრო­უ­დის წყვი­ლის სახ­ლი გა­ნად­გურ­და, მათ ევა­კუ­ა­ცია დას­ჭირ­დათ.
  • დიდ ამე­რი­კელ მსა­ხი­ობს, რე­ჟი­სორს, პრო­დი­უ­სერ­სა და სცე­ნა­რისტს - მელ გიბ­სონს მა­ლი­ბუს სახ­ლი ხან­ძარ­მა გა­ა­ნად­გუ­რა, როცა ის შინ არ იმ­ყო­ფე­ბო­და.
  • მსა­ხი­ობ იუ­ჯინ ლე­ვის, ასე­ვე, მომ­ღერ­ლი­სა და მსა­ხი­ო­ბის - მენ­დი მუ­რის სახ­ლე­ბიც ტყის ხან­ძრებ­მა გა­ა­ნად­გუ­რა. ხან­ძარ­მა ქო­ნე­ბა გა­უ­ნად­გუ­რა მსა­ხი­ობ კერი ელ­ვესს. გა­ნად­გურ­და ტე­ლე­წამ­ყვან რიკი ლე­ი­კის რე­ზი­დენ­ცია. მსა­ხი­ობ მარკ ჰა­მილს იძუ­ლე­ბით მო­უხ­და ევა­კუ­ა­ცია.
  • მსა­ხი­ო­ბი ჯე­იმს ვუდსიც ევა­კუ­ა­ცი­ის ზო­ნა­ში აღ­მოჩ­ნდა, რად­გან მისი, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდიდ­რუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ხან­ძარ­მა მო­იც­ვა. გა­ნად­გურ­და კომ­პო­ზი­ტორ დი­ა­ნე უო­რე­ნის სახ­ლიც. ხან­ძარ­მა და­ა­ზი­ა­ნა ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბის, მწერ­ლი­სა და რე­ჟი­სო­რის - ედ ჰა­რი­სის სახ­ლიც.

კი­დევ რო­მე­ლი ერთი ჩა­მოვ­თვა­ლოთ! ფაქ­ტია, რომ მას­შტა­ბურ­მა ხან­ძარ­მა ათა­სო­ბით ადა­მი­ანს "წა­არ­თვა“ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ლოს-ან­ჯე­ლე­სის რე­გი­ონ­ში.


ლა­ლოს­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა პა­უ­ზე­ბით მო­მიხ­და, რად­გან მას ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უხ­დე­ბო­და ხმო­ვა­ნი პა­სუ­ხე­ბის გა­მოგ­ზავ­ნა - ხან­ძრის მე­ო­რე ტალ­ღის შემ­დეგ უცებ, დი­ლა­ად­რი­ან, ლოს ან­ჯე­ლე­სის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­დათ, ამი­ტომ ჩემს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის ნა­წი­ლი უკვე თვითმფრი­ნა­ვი­დან გა­მო­მიგ­ზავ­ნა... დიდ უბე­დუ­რე­ბას ზღვა ემო­ცია მოს­დევს, სი­კე­თით და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ამ­ბე­ბი, რაც ბევრ რა­მე­ზე ჩა­გა­ფიქ­რებს. ლა­ლო­საც ვკი­თხე, ალ­ბათ შენც გა­და­ა­ფა­სე რა­ღაც-მეთ­ქი?

- ლოს ან­ჯე­ლეს­ში სა­ო­ცა­რი მო­ბი­ლი­ზე­ბაა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად - ცალ­კე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი, ასე­ვე - ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ჩემი მე­გობ­რე­ბიც, ვინც ქა­ლაქ­ში დარ­ჩნენ, ეხ­მა­რე­ბი­ან პუნ­ქტებს, სა­დაც იკ­რი­ბე­ბა ხალ­ხი თავ­შე­საფ­რის მო­სა­ძი­ებ­ლად და შემ­წე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, ამ­გვა­რი ჯგუ­ფე­ბი ინ­ტერ­ნე­ტი­თაც ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას და მა­ტე­რი­ა­ლურ­თან ერ­თად ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბა­საც უწე­ვენ. თა­ნად­გო­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ადა­მი­ა­ნებ­ში ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბაა. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ უახ­ლო­ეს წლებ­ში ულა­მა­ზე­სი ის­ტო­რი­უ­ლი ქა­ლა­ქი ლოს-ან­ჯე­ლე­სიც აღ­დგე­ბა და კი­დევ უფრო მე­ტად გა­ლა­მაზ­დე­ბა-გან­ვი­თარ­დე­ბა!


ლალო შვილ­თან და დე­დას­თან ერ­თად, აე­რო­პორ­ტში ლოს-ან­ჯე­ლე­სის და­ტო­ვე­ბი­სას


ახლა ამ ხმო­ვან შე­ტყო­ბი­ნე­ბას თვითმფრი­ნა­ვი­დან გწერ, ლოს ან­ჯე­ლე­სი­დან სან ფრან­ცის­კო­ში მივფრი­ნავთ, ერ­თსა­ა­თი­ა­ნი ფრე­ნა გვაქვს. ბევ­რი ვი­ფიქ­რე, სად შე­იძ­ლე­ბო­და წავ­სუ­ლი­ყა­ვით, მან­ქა­ნით - ქა­ლაქ­გა­რეთ თუ ცოტა უფრო მო­შო­რე­ბით, სა­ბო­ლო­ოდ შევ­ჩერ­დი სან ფრან­ცის­კო­ზე, რო­მე­ლიც ლოს ან­ჯე­ლეს­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ქა­ლა­ქია და თა­ნაც იქ ბევ­რი მე­გო­ბა­რიც მყავს, რომ­ლე­ბიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან ბი­ნით თუ თავ­შე­საფ­რით. ჯერ ისიც არ ვი­ცით, ლოს ან­ჯე­ლეს­ში დავ­ბრუნ­დე­ბით თუ არა. ჩემი კომ­პა­ნი­აც ძა­ლი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ამ თვალ­საზ­რი­სით და მხარს გვი­ჭერს. ჩემი ოფი­სი ლოს ან­ჯე­ლე­სის ცენ­ტრშია და ამ ეტაპ­ზე არა­ფე­რი შე­ხე­ბია, სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო ზო­ნა­შია, თუმ­ცა არ ვი­ცო­დით, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი. ზო­გა­დად, ოფის­ში ნაკ­ლე­ბად დავ­დი­ო­დით და დის­ტან­ცი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დით, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ფიქ­რე, რომ უფრო მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იქ­ნე­ბო­და სხვა ქა­ლა­ქი­დან დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ო­ბა.


ემო­ცი­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, ცოტა მი­ჭირს, მივ­ხვდე, რას ვგრძნობ. რო­დე­საც ყო­ველ წუთს გი­წევს ახალ-ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, ასე­ვე, მო­კი­თხვა შენ­თვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბის და ა.შ. ბევ­რი ფიქ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გაძ­ლევს. ზო­გა­დად, თავს მა­ინც და­ცუ­ლად ვგრძნობ, რად­გან ჩემი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემ გვერ­დით არი­ან, ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ ყვე­ლა­სი, ვინც გვერ­დით გვიდ­გას, ვინც გვკი­თხუ­ლობს, გვეხ­მი­ა­ნე­ბა, ვინც გვთა­ვა­ზობს ამა თუ იმ დახ­მა­რე­ბას და ისევ და ისევ მე­გობ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, დახ­მა­რე­ბით, სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოდ ვართ. ბევ­რს ვფიქ­რობ და სა­კუ­თარ თავს სულ ვახ­სე­ნებ, რომ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ჯან­მრთე­ლო­ბა, შენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ყოფ­ნა, მათი უსაფრ­თხო­ე­ბა და ჯან­სა­ღი გა­რე­მო, რომ თა­ვი­სუფ­ლად ისუნ­თქონ, კარ­გად იკ­ვე­ბონ, ჰქონ­დეთ კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო, მშვი­დად რომ იძი­ნონ, გან­ვი­თარ­დნენ და ა.შ.



ჩემი მე­გობ­რის გა­და­ღე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი ვი­დეო მახ­სენ­დე­ბა - ყვე­ლა­ფე­რი გა­და­იწ­ვა, ორი ბიჭი კი იდგა წყლის შლან­გით და ცე­ცხლს აქ­რობ­და. ირ­გვლივ გა­დამ­წვარ სახ­ლებს შო­რის ასე გა­და­არ­ჩი­ნეს ორი სახ­ლი დაწ­ვას. მან ასე­თი ფრა­ზა და­წე­რა: ადა­მი­ა­ნი არც მე­ხან­ძრეა და არც ამ კუ­თხით არა­ფე­რი გა­ე­გე­ბა, მაგ­რამ მე მიყ­ვარს ის, რაც ჩე­მია და ბო­ლომ­დე ვიდ­გე­ბი და და­ვი­ცა­ვო! მარ­თლაც გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლია იმ ბი­ჭე­ბის სი­მა­მა­ცე.


ზო­გა­დად, ძა­ლი­ან ძნე­ლია, გა­ათ­ვით­ცნო­ბი­ე­რო, რამ­დე­ნად ხარ მა­ტე­რი­ა­ლურ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი და რამ­დე­ნად უმ­ნიშ­ვნე­ლოა ეს, ხოლო ის, რაც მარ­თლაც ძვირ­ფა­სი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, შე­იძ­ლე­ბა ერთ ჩე­მო­დან­შიც ჩა­ე­ტი­ოს.


  • ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე







დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩემი მეგობრებიდან ბევრს დაეწვა სახლი... ძალიან საშიშ ვითარებაში აღმოვჩნდით. მარტო არ ვიყავი, მცირეწლოვან შვილზე და დედაზე უნდა მეზრუნა" - რას გვიყვება აშშ-ში მცხოვრები ქართველი, რომელსაც ლოს-ანჯელესის დატოვება მოუწია?

"ჩემი მეგობრებიდან ბევრს დაეწვა სახლი... ძალიან საშიშ ვითარებაში აღმოვჩნდით. მარტო არ ვიყავი, მცირეწლოვან შვილზე და დედაზე უნდა მეზრუნა" - რას გვიყვება აშშ-ში მცხოვრები ქართველი, რომელსაც ლოს-ანჯელესის დატოვება მოუწია?

ბოლო ინფორმაციით, ლოს-ანჯელესში, 7 იანვარს დაწყებული საშინელი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით 180 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, 15 ათასზე მეტი შენობა დაიწვა.


12 იანვარს მეხანძრეებმა მიაღწიეს პროგრესს - ერთი ხანძრის სრულად, მეორის კი დიდწილად ლოკალიზება მოხერხდა, მაგრამ ქალაქში ორი დიდი ხანძარი კვლავ მძვინვარებს.


ხანძრის პირველი კერა კი 7 იანვარს პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ხანძარი დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. შექმნილ ურთულეს ვითარებაზე გვესაუბრება ლალო ნებიერიძე, რომელიც რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობს. დანამდვილებით ვიცოდი, რომ ის ამჟამად თავის პატარა ვაჟთან და დედასთან ერთად ლოს-ანჯელესში იმყოფებოდა. ლალო საბანკო სფეროში მუშაობს, პარალელურად, კომუნიკაციების სპეციალისტიცაა, ტრენერიც და სპიკერიც.


ლალო ნებიერიძე:


- სამწუხაროდ, ხანძრები კალიფორნიაში და მით უმეტეს - ლოს ანჯელესის მიდამოებში, ხშირად არის. ხანძრის გარეშე წელი არ გასულა. აქ ძალიან მშრალი ჰავაა, ბუჩქები და ხის ფოთლებიც ადვილად ხმება და ცხელ ამინდში ხანძარიც გარდაუვალია. თუმცა ეს ხანძარი სრულიად განსხვავებულია - ამბობენ, კალიფორნიის შტატისა და ამერიკის მასშტაბით მსგავსი არასდროს ყოფილაო.


ვმუშაობდი, ჩემმა უფროსმა ელფოსტაზე წერილი რომ მოგვწერა, ჩემს სახლთან (მისი სახლი პასიფიკ-პალისეიდსის უბანში მდებარეობს) ხანძრის კერები გაჩნდა და ძალიან ვღელავო. თავად შინ არ იმყოფებოდა, ჩვენ კი მუშაობა განვაგრძეთ, რადგან აქ ხანძარი არ გვიკვირს. რამდენიმე საათში მისგან მორიგი წერილი მივიღეთ, რომ სახლი იწვოდა, რამდენიმე საათში კი ყველაფერი გაუნადგურდა. ეს უბანი, ულამაზესი ხედით, ლოს-ანჯელესში ყველაზე პრესტიჟულია - მალიბუს თავზეა, საოცარი ბუნებით და კლიმატით. აქ სახლების ფასი 5 მილიონიდან ზემოთ არის, უფრო სწორად - იყო, რადგან ყველაფერი გადაიწვა და მიწასთან გასწორდა. მიძნელდება იქაურობაზე წარსულში ლაპარაკი.


- ხანძრის ხელოვნურად გაჩენაზეც ლაპარაკობენ...


- ბევრს დაებადა კითხვა, როგორ გაჩნდა ხანძარი? კადრებიც გავრცელდა ინტერნეტში, რომ სამ სხვადასხვა ადგილას, ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებით, ერთდროულად გაჩნდა ხანძრის კერები. ყველა კითხულობდა, როგორ შეიძლებოდა ამგვარი დამთხვევა? საეჭვოდ ისიც მიიჩნიეს, სადაზღვევო კომპანიებმა რამდენიმე თვით ადრე რომ გაზარდეს ყოველთვიურ შემოსავალზე დაზღვევის თანხა?! ბევრმა ადამიანმა, გადახდა რომ ვერ შეძლო, უარიც კი თქვა დაზღვევაზე. რამდენიმე თვის შემდეგ ხანძარიც გაჩაღდა.



კიდევ ერთი ფაქტორი: მალიბუ, პასიფიკ-პალისეიდსი და კიდევ რამდენიმე უბანი, რომელიც ხანძარმა მოიცვა, არის ოკეანის სანაპიროზე. წყალი იქვეა, თუმცა, სამწუხაროდ, რეზერვუარი, რომელიც წყალმომარაგებას ემსახურებოდა, ცარიელი აღმოჩნდა, თანაც - რამდენიმე თვის განმავლობაში ასე ყოფილა. ხანძრის შესაჩერებლად მეხანძრეებს არანაირი რესურსი არ აღმოაჩნდათ. ყველაფერს დაემთხვა იმ პერიოდში ამოვარდნილი საკმაოდ ძლიერი ქარი და, შესაბამისად, ხანძარს ვერავინ და ვერაფერი აჩერებდა. 24 საათის განმავლობაში ვითარება სრულიად უკონტროლო იყო. ბევრს ცდილობდნენ მეხანძრეები, მაგრამ - ამაოდ. ფაქტობრივად, ხანძარმა გადაუარა ამ უდიდესი ქალაქის ნახევარს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მეხანძრეების უდიდესი მობილიზების მიუხედავად, ვერაფერს გახდებოდნენ. ამის გამო სრული შოკი მქონდა. მომდევნო კერა გაჩნდა ჰოლივუდ ჰილსში, პასიფიკ-პალისეიდსის მომდევნო გორაზე. ამ ადგილიდან ჩვენამდე 5 კილომეტრია, 10-15 წუთის სავალი. იქ გაჩენილი ხანძარი ჰოლივუდის ბულვარსაც უქმნიდა საფრთხეს. იქ მართლაც გაჩნდა ხანძარი, ადგილს, სადაც "ოსკარის“ დაჯილდოება ტარდება, სადაც არის "ქეფითალ რეკორდსი“, უზარმაზარი ხმის ჩამწერი სტუდია. საბედნიეროდ ამ კერის ჩაქრობა მოასწრეს.


ყველა მოსახლე ვიღებდით ინფორმაციებს, სად რა კერა იყო, სად რა საშიშროება გველოდა ან - პირიქით და ა.შ. ასე ვადევნებდით თვალს და ვხედავდით, როგორ გვიახლოვდებოდა ხანძარი. პასპორტებთან ერთად ყველა საჭირო ნივთი ჩალაგებული გვქონდა, მობილიზებულები ვიყავით და ქალაქიდან გასასვლელად - სრულ მზადყოფნაში. თუმცა დაბრკოლებად ჩნდებოდა საცობები, ხალხის პანიკა, მაღაზიებში პროდუქტების და წყლის ყიდვა და ა.შ. ხანძარმა ბევრგან დენის წყაროც დააზიანა და არც ელექტროენერგია ჰქონდათ და არც ინტერნეტი, ამას ქალაქში წყლის დეფიციტიც დაერთო, გამოაცხადეს რომ ონკანის წყალი დასალევად უვარგისი იყო, ამიტომ ან ადუღებული წყალი უნდა დაგველია ან მაღაზიაში ნაყიდი. ძალიან რთულ და საშიშ ვითარებაში აღმოვჩნდით. მარტო არ ვიყავი, მცირეწლოვან შვილზე - გიორგიზე და დედაჩემზე უნდა მეზრუნა. როგორმე უნდა გამეყვანა ქალაქიდან შორს, თან ისიც კი არ ვიცოდი, დავბრუნდებოდით თუ არა უკან ან თუ დავბრუნდებოდით, რამდენ ხანში და რა დამხვდებოდა აქ. რა თქმა უნდა, კრიმინალის შემთხვევებიც იყო, ბევრი სახლი გაქურდეს, თუმცა დამნაშავე მალე დაიჭირეს.

- შენი ახლობლებიდან ვინმეს დაეწვა სახლი? და კიდევ, ე.წ. სელებრითების დასახლებაში ყველაზე მეტად ვისი სახლები განადგურდა?


xandzari
ლალო ნებიერიძის მეგობრის ცეცხლში გახვეული სახლი


- ჩემი მეგობრებიდან ბევრს დაეწვა სახლი, განსაკუთრებით მალიბუს არეალში ვინც ცხოვრობდა. ერთ-ერთი სახლი მალიბუს პირველივე ხაზზე, ოკეანეზე ხედით იყო, სადაც ხშირად ვიკრიბებოდით დაბადების დღეზე ან ისე, მუსიკის მოსასმენად. ჩემს კლიენტებსაც დაეწვათ სახლები, ჩემმა უფროსმაც დაკარგა სახლი, სადაც გაზარდა ორი ქალიშვილი, სადაც ბავშვები დადიოდნენ სკოლაში, მუსიკაზე... ყველაფერი დაიწვა. არადა, ამერიკაში, საკმაოდ რთულია, სამუშაოს შოვნა და, ღირებულებიდან გამომდინარე, სახლის შეძენა. საშინელებაა, როდესაც ბევრს შრომობ, ოჯახს კომფორტი რომ შეუქმნა და უცებ, ერთ დღეში გენგრევა ცხოვრება, ცარიელ-ტარიელი რჩები. ლამის მანჰეტენისხელა ფართობი დაიწვა. გამოაქვეყნეს კიდეც ინტერნეტ-მარკეტიდან აღებული მონაცემი - პატარა მონაკვეთზე მდებარე რამდენიმე სახლის ღირებულება, რაც უზარმაზარი ემოციური თუ ფინანსური ზარალის ტოლფასია.


ლოს-ანჯელესის ე.წ. სელებრითებიდან ბევრს გაუნადგურდა სახლი, მათ შორის:

xandzari
პერის ჰილტონის გადამწვარი ვილის ნანგრევები


  • ამერიკელ მსახიობ, მომღერალს, სიმღერების ავტორს, ფოტომოდელს და დიზაინერს პერის ჰილტონს. მისი მალიბუს სახლი განადგურდა. ამ ტრაგედიაზე რეაგირებისას, პერისმა დააარსა საგანგებო ფონდი, დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, $100,000 შეიტანა ფონდში და პირობა დადო, რომ დამატებით შემოწირულებებსაც იმავე თანხით შეავსებს.
  • ამერიკელ მსახიობს, პროდიუსერს, ავტორს, რეჟისორს, კომიკოსსა და მომღერალს ბილი კრისტალს. მისი სახლი ტყის ხანძარმა გაანადგურა.
  • ამერიკელ მსახიობს და პროდიუსერს ჯეფ ბრიჯესს. მისი ოჯახთან ერთად საზიარო მალიბუს სახლი ხანძარმა გაანადგურა.
  • ბევრი ქართველისთვის საყვარელ უელსელ-ამერიკელ მსახიობს ენტონი ჰოპკინსს. მსახიობის ქონება სრულიად განადგურდა.
  • ამერიკელ მსახიობსა და კომიკოსს ჯონ გუდმანსაც დაუზიანა ხანძარმა სახლი.
  • ამერიკელ მსახიობსა და მომღერალს ანა ფერისს. მსახიობის სახლი დაიწვა.
  • ამერიკელ მომღერალს, მსახიობსა და მოდელს - ლეიტონ მისტერისა და ამერიკელი მსახიობის, პროდიუსერის - ადამ ბროუდის წყვილის სახლი განადგურდა, მათ ევაკუაცია დასჭირდათ.
  • დიდ ამერიკელ მსახიობს, რეჟისორს, პროდიუსერსა და სცენარისტს - მელ გიბსონს მალიბუს სახლი ხანძარმა გაანადგურა, როცა ის შინ არ იმყოფებოდა.
  • მსახიობ იუჯინ ლევის, ასევე, მომღერლისა და მსახიობის - მენდი მურის სახლებიც ტყის ხანძრებმა გაანადგურა. ხანძარმა ქონება გაუნადგურა მსახიობ კერი ელვესს. განადგურდა ტელეწამყვან რიკი ლეიკის რეზიდენცია. მსახიობ მარკ ჰამილს იძულებით მოუხდა ევაკუაცია.
  • მსახიობი ჯეიმს ვუდსიც ევაკუაციის ზონაში აღმოჩნდა, რადგან მისი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული უძრავი ქონება ხანძარმა მოიცვა. განადგურდა კომპოზიტორ დიანე უორენის სახლიც. ხანძარმა დააზიანა ამერიკელი მსახიობის, მწერლისა და რეჟისორის - ედ ჰარისის სახლიც.

კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალოთ! ფაქტია, რომ მასშტაბურმა ხანძარმა ათასობით ადამიანს "წაართვა“ საცხოვრებელი ლოს-ანჯელესის რეგიონში.


ლალოსთან ინტერვიუს ჩაწერა პაუზებით მომიხდა, რადგან მას ექსტრემალურ სიტუაციაში უხდებოდა ხმოვანი პასუხების გამოგზავნა - ხანძრის მეორე ტალღის შემდეგ უცებ, დილაადრიან, ლოს ანჯელესის დატოვება მოუხდათ, ამიტომ ჩემს კითხვებზე პასუხების ნაწილი უკვე თვითმფრინავიდან გამომიგზავნა... დიდ უბედურებას ზღვა ემოცია მოსდევს, სიკეთით და სიყვარულით სავსე ამბები, რაც ბევრ რამეზე ჩაგაფიქრებს. ლალოსაც ვკითხე, ალბათ შენც გადააფასე რაღაც-მეთქი?

- ლოს ანჯელესში საოცარი მობილიზებაა, ინდივიდუალურად - ცალკეული პიროვნებები, ასევე - ორგანიზაციები, ჩემი მეგობრებიც, ვინც ქალაქში დარჩნენ, ეხმარებიან პუნქტებს, სადაც იკრიბება ხალხი თავშესაფრის მოსაძიებლად და შემწეობის მისაღებად, ამგვარი ჯგუფები ინტერნეტითაც ეხმიანებიან მოსახლეობას და მატერიალურთან ერთად ფსიქოლოგიურ დახმარებასაც უწევენ. თანადგომიდან გამომდინარე, ადამიანებში ძალიან პოზიტიური განწყობაა. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს წლებში ულამაზესი ისტორიული ქალაქი ლოს-ანჯელესიც აღდგება და კიდევ უფრო მეტად გალამაზდება-განვითარდება!


ლალო შვილთან და დედასთან ერთად, აეროპორტში ლოს-ანჯელესის დატოვებისას


ახლა ამ ხმოვან შეტყობინებას თვითმფრინავიდან გწერ, ლოს ანჯელესიდან სან ფრანცისკოში მივფრინავთ, ერთსაათიანი ფრენა გვაქვს. ბევრი ვიფიქრე, სად შეიძლებოდა წავსულიყავით, მანქანით - ქალაქგარეთ თუ ცოტა უფრო მოშორებით, საბოლოოდ შევჩერდი სან ფრანცისკოზე, რომელიც ლოს ანჯელესთან მიახლოებული ქალაქია და თანაც იქ ბევრი მეგობარიც მყავს, რომლებიც დაგვეხმარებიან ბინით თუ თავშესაფრით. ჯერ ისიც არ ვიცით, ლოს ანჯელესში დავბრუნდებით თუ არა. ჩემი კომპანიაც ძალიან მობილიზებულია ამ თვალსაზრისით და მხარს გვიჭერს. ჩემი ოფისი ლოს ანჯელესის ცენტრშია და ამ ეტაპზე არაფერი შეხებია, სრულიად უსაფრთხო ზონაშია, თუმცა არ ვიცოდით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ზოგადად, ოფისში ნაკლებად დავდიოდით და დისტანციურად ვმუშაობდით, აქედან გამომდინარე, ვიფიქრე, რომ უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა სხვა ქალაქიდან დისტანციურად მუშაობა.


ემოციებს რაც შეეხება, ცოტა მიჭირს, მივხვდე, რას ვგრძნობ. როდესაც ყოველ წუთს გიწევს ახალ-ახალი გადაწყვეტილების მიღება, ასევე, მოკითხვა შენთვის ძვირფასი ადამიანების და ა.შ. ბევრი ფიქრის საშუალებას არ გაძლევს. ზოგადად, თავს მაინც დაცულად ვგრძნობ, რადგან ჩემი საყვარელი ადამიანები ჩემ გვერდით არიან, ძალიან მადლიერი ვარ ყველასი, ვინც გვერდით გვიდგას, ვინც გვკითხულობს, გვეხმიანება, ვინც გვთავაზობს ამა თუ იმ დახმარებას და ისევ და ისევ მეგობრების მეშვეობით, დახმარებით, სრულიად უსაფრთხოდ ვართ. ბევრს ვფიქრობ და საკუთარ თავს სულ ვახსენებ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჯანმრთელობა, შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, მათი უსაფრთხოება და ჯანსაღი გარემო, რომ თავისუფლად ისუნთქონ, კარგად იკვებონ, ჰქონდეთ კომფორტული გარემო, მშვიდად რომ იძინონ, განვითარდნენ და ა.შ.



ჩემი მეგობრის გადაღებული უნიკალური ვიდეო მახსენდება - ყველაფერი გადაიწვა, ორი ბიჭი კი იდგა წყლის შლანგით და ცეცხლს აქრობდა. ირგვლივ გადამწვარ სახლებს შორის ასე გადაარჩინეს ორი სახლი დაწვას. მან ასეთი ფრაზა დაწერა: ადამიანი არც მეხანძრეა და არც ამ კუთხით არაფერი გაეგება, მაგრამ მე მიყვარს ის, რაც ჩემია და ბოლომდე ვიდგები და დავიცავო! მართლაც გულისამაჩუყებელია იმ ბიჭების სიმამაცე.


ზოგადად, ძალიან ძნელია, გაათვითცნობიერო, რამდენად ხარ მატერიალურზე დამოკიდებული და რამდენად უმნიშვნელოა ეს, ხოლო ის, რაც მართლაც ძვირფასი და უმნიშვნელოვანესია, შეიძლება ერთ ჩემოდანშიც ჩაეტიოს.


  • ავტორი: ირმა ხარშილაძე