სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქტიურდება არქტიკული ჰაერის მასები... ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ზოგან 10 გრადუსითაც კი" - რატომ არის უჩვეულოდ თბილი ზამთარი საქართველოში და როგორია მომდევნო დღეების პროგნოზი
"აქტიურდება არქტიკული ჰაერის მასები... ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ზოგან 10 გრადუსითაც კი" - რატომ არის უჩვეულოდ თბილი ზამთარი საქართველოში და როგორია  მომდევნო დღეების პროგნოზი

რამ­დე­ნი­მე დღეა, დე­და­ქა­ლაქ­ში ზამ­თრის­თვის უჩ­ვე­უ­ლოდ დათ­ბა, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ფიქ­სირ­დე­ბა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც. თუმ­ცა სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის თქმით, ამინ­დის არამ­კვეთ­რი გა­უ­რე­სე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. "აქამ­დე სამ­ხრე­თის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ ვი­ყა­ვით, ახლა არ­ქტი­კუ­ლი ცივი ჰა­ე­რის მა­სე­ბია შე­მო­სუ­ლი, რო­მე­ლიც უფრო მე­ტად იბა­ტო­ნებს და მისი ზე­მოქ­მე­დე­ბით, ამ თბილ ჰა­ერ­თან ტალ­ღუ­რად აი­წევს და და­ი­წევს,“ - გან­გვი­მარ­ტავს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, დოდო გვა­ზა­ვა:

- უახ­ლო­ე­სი 6-7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰა­ე­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა ფიქ­სირ­დე­ბო­და - დაბ­ლობ რა­ი­ო­ნებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 20-21 გრა­დუ­სებ­ზეც კი მი­ვი­და, მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში დღის მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა ზო­გან - 12, ზო­გან - 16-15 გრა­დუ­სიც კი იყო.

ამ დღე­ებ­ში მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­შიც შე­და­რე­ბით თბი­ლა - ტემ­პე­რა­ტუ­რა 12 გრა­დუ­სამ­დეა. ამ დათ­ბო­ბას­თან ერ­თად, თოვ­ლის მცი­რე სა­ფა­რე­ბი (დე­კემ­ბერ­სა და იან­ვრის და­სა­წყის­ში მო­სუ­ლი) ცალ­კე­ულ რე­გი­ონ­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით აჭა­რის, რა­ჭის და სვა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. მა­გა­ლი­თად, მეს­ტი­ა­ში 40 სმ-ია, შოვ­ში - 43, აჭა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ხუ­ლო­ში - 67 სმ. თოვ­ლის შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი სა­ფა­რი გვაქვს ბახ­მა­რო­ში და გო­დერ­ძის გა­და­სას­ვლელ­ზე.

- რაც შე­ე­ხე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს?

- შარ­შან დღე­ვან­დელ დღეს გუ­და­ურ­ში თოვ­ლის სა­ფა­რის სი­მაღ­ლე 145 სმ-საც კი აჭარ­ბებ­და, მაგ­რამ ეს უმე­ტე­სად გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო არა იან­ვარ­ში მო­სუ­ლი თოვ­ლით, არა­მედ, ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში მო­სუ­ლი თოვ­ლით. მოქ­მე­დებ­და ხმელ­თა­შუ­ა­ზღვის ციკ­ლო­ნი და თოვ­ლის სა­ფა­რი გუ­და­ურ­ში იან­ვარ­ში 145 სმ ამი­ტომ შე­ნარ­ჩუნ­და. წელს ასე ვერ ვი­ტყვით. პრო­ცე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, - 54 სმ-ია. ბა­კუ­რი­ან­შიც და­იკ­ლო თოვ­ლის სა­ფარ­მა - 34 სმ-ია, ახალ­ქა­ლა­ქის მი­და­მო­ებ­ში - 3 სმ-ია... კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში თოვ­ლი სა­ერ­თოდ არ გვაქვს.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა - 20-21 გრა­დუ­სია, სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში - 14-15. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში - რამ­დე­ნი­მე დღეა ტემ­პე­რა­ტუ­რამ მო­ი­მა­ტა და კა­ხეთ­ში 15 გრა­დუსს მი­უ­ახ­ლოვ­და, დე­და­ქა­ლაქ­ში - 13 გრა­დუსს. შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნი­მე გრა­დუ­სით მთი­ან და მა­ღალ მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში მო­ი­მა­ტა.

პროგ­ნო­ზით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ჩრდი­ლო­ე­თის ცივი ჰა­ე­რის მა­სე­ბის მოქ­მე­დე­ბა, 14 იან­ვრის დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან და­ი­წყე­ბა. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქი, დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ნა­ლექს თოვლში გა­დას­ვლა ცოტა გა­უ­ჭირ­დე­ბა. იქ­ნე­ბა წვი­მა და სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში - თოვლში გა­და­იზ­რდე­ბა, ითო­ვებს მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ჩრდი­ლო მა­ღალ მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში (სვა­ნე­თი და რაჭა ტე­რი­ტო­რია) ინ­ტენ­სი­უ­რი ნა­ლე­ქი და შე­საძ­ლოა თოვ­ლიც მო­ვი­დეს. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თოვ­ლის სა­ფა­რი მო­ი­მა­ტებს. თოვ­ლის სა­ფა­რი მო­ი­მა­ტებს აჭა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც და გუ­რი­ა­ში. მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში ზო­გან წა­მო­თოვს.

ცივი ჰა­ე­რის შე­მოს­ვლას­თან ერ­თად, ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა და­იკ­ლებს და ზო­გან 10 გრა­დუ­სი­თაც კი. მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა დაბ­ლობ­სა და სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია 10-12 გრა­დუ­სი და 5 გრა­დუ­სით ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა მთი­ან და მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში.

ცივი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბის მოქ­მე­დე­ბას აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან იგ­რძნობს - თოვა და­ი­წყე­ბა სამ­ცხე ჯა­ვა­ხეთ­ში. მთი­ან და მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში თოვ­ლია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. შიდა ქარ­თლში დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მო­ი­მა­ტებს ტემ­პე­რა­ტუ­რა. შიდა ქარ­თლის მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში მო­თოვს. ასე­ვე რი­კო­თის გა­და­სას­ვლელ­ზე. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი სუს­ტი თოვა მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რე­გი­ონ­მა. მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა შიდა ქარ­თლში 8-10-გა­დუ­სამ­დე და­იკ­ლებს. კა­ხეთ­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა 13-14 გრა­დუ­სი. დე­და­ქა­ლაქ­ში დღის ბო­ლოს­კენ წვი­მაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. გაძ­ლი­ერ­დე­ბა და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ქარი. ჰა­ე­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა ალ­ბათ 10-12 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი.

- 15 იან­ვარს?

- ღა­მით ინ­ტენ­სი­ვო­ბა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და დღი­სით უმე­ტეს რა­ი­ონ­ში ნა­ლე­ქი შე­ჩერ­დე­ბა. თუ 14 იან­ვარს ტემ­პე­რა­ტუ­რის დაკ­ლე­ბას და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ლო­დე­ბით. 15-ში 2-3 გრა­დუ­სი­თაა ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მთი­ან და მა­ღალმთი­ან ცალ­კე­ულ რა­ი­ო­ნებ­ში ნა­ლე­ქი თოვ­ლის სა­ხით იქ­ნე­ბა.

16 იან­ვრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აქ­ტი­ურ­დე­ბა არ­ქტი­კუ­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბი ოღონდ, შერ­ბი­ლე­ბუ­ლი სა­ხით. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა დაბ­ლობ და სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში 9 გრა­დუ­სამ­დეა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ცოტა დაბ­ლობ რა­ი­ო­ნებ­ში ნა­ლე­ქი წვი­მის სა­ხით იქ­ნე­ბა, ხოლო 18-17 იან­ვარს მთა­გო­რი­ან რა­ი­ო­ნებ­ში თოვლ-ჭყაპ­ში გა­და­ვა. მთი­ან და მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში ითო­ვებს. ცალ­კე­ულ დღე­ებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, 18-19-ში ითო­ვებს, ამ დღე­ებ­ში ინ­ტენ­სი­უ­რი თო­ვაც შე­იძ­ლე­ბა იყოს.

- აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- არამ­დგრა­დი სი­ტუ­ა­ცი­აა შიდა ქარ­თლსა და სამ­ცხე ჯა­ვა­ხეთ­ში... აქაც ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი - გან­სა­კუთ­რე­ბით 17-18-19-ში. კა­ხეთ­სა და ქვე­მო ქარ­თლში ნა­ლე­ქის ინ­ტენ­სი­ვო­ბა და რა­ო­დე­ნო­ბა ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა... აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, 17-18-ში, მათ შო­რის, დე­და­ქა­ლაქ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა. თოვლს დე­და­ქა­ლაქ­ში არ ვე­ლო­დე­ბით.

ოღონდ, 19-ში, ღა­მის სა­ა­თებ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა 0-თან იქ­ნე­ბა მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"აქტიურდება არქტიკული ჰაერის მასები... ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ზოგან 10 გრადუსითაც კი" - რატომ არის უჩვეულოდ თბილი ზამთარი საქართველოში და როგორია მომდევნო დღეების პროგნოზი

"აქტიურდება არქტიკული ჰაერის მასები... ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ზოგან 10 გრადუსითაც კი" - რატომ არის უჩვეულოდ თბილი ზამთარი საქართველოში და როგორია  მომდევნო დღეების პროგნოზი

რამდენიმე დღეა, დედაქალაქში ზამთრისთვის უჩვეულოდ დათბა, მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება დასავლეთ საქართველოშიც. თუმცა სინოპტიკოსების თქმით, ამინდის არამკვეთრი გაურესებაა მოსალოდნელი. "აქამდე სამხრეთის ზეგავლენის ქვეშ ვიყავით, ახლა არქტიკული ცივი ჰაერის მასებია შემოსული, რომელიც უფრო მეტად იბატონებს და მისი ზემოქმედებით, ამ თბილ ჰაერთან ტალღურად აიწევს და დაიწევს,“ - განგვიმარტავს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა:

- უახლოესი 6-7 დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ფიქსირდებოდა - დაბლობ რაიონებში დაახლოებით, 20-21 გრადუსებზეც კი მივიდა, მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა ზოგან - 12, ზოგან - 16-15 გრადუსიც კი იყო.

ამ დღეებში მაღალმთიან რაიონებშიც შედარებით თბილა - ტემპერატურა 12 გრადუსამდეა. ამ დათბობასთან ერთად, თოვლის მცირე საფარები (დეკემბერსა და იანვრის დასაწყისში მოსული) ცალკეულ რეგიონში შენარჩუნებულია, განსაკუთრებით აჭარის, რაჭის და სვანეთის ტერიტორიებზე. მაგალითად, მესტიაში 40 სმ-ია, შოვში - 43, აჭარის ტერიტორიაზე, ხულოში - 67 სმ. თოვლის შედარებით მაღალი საფარი გვაქვს ბახმაროში და გოდერძის გადასასვლელზე.

- რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს?

- შარშან დღევანდელ დღეს გუდაურში თოვლის საფარის სიმაღლე 145 სმ-საც კი აჭარბებდა, მაგრამ ეს უმეტესად გამოწვეული იყო არა იანვარში მოსული თოვლით, არამედ, ნოემბერ-დეკემბერში მოსული თოვლით. მოქმედებდა ხმელთაშუაზღვის ციკლონი და თოვლის საფარი გუდაურში იანვარში 145 სმ ამიტომ შენარჩუნდა. წელს ასე ვერ ვიტყვით. პროცესიდან გამომდინარე, - 54 სმ-ია. ბაკურიანშიც დაიკლო თოვლის საფარმა - 34 სმ-ია, ახალქალაქის მიდამოებში - 3 სმ-ია... კახეთის რეგიონში თოვლი საერთოდ არ გვაქვს.

დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა - 20-21 გრადუსია, სანაპირო რაიონებში - 14-15. აღმოსავლეთ საქართველოში - რამდენიმე დღეა ტემპერატურამ მოიმატა და კახეთში 15 გრადუსს მიუახლოვდა, დედაქალაქში - 13 გრადუსს. შესაბამისად, რამდენიმე გრადუსით მთიან და მაღალ მთიან რაიონებში მოიმატა.

პროგნოზით გათვალისწინებული, ჩრდილოეთის ცივი ჰაერის მასების მოქმედება, 14 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, დღის პირველ ნახევარში ნალექს თოვლში გადასვლა ცოტა გაუჭირდება. იქნება წვიმა და საღამოს საათებში - თოვლში გადაიზრდება, ითოვებს მაღალმთიან რაიონებში. არ არის გამორიცხული ჩრდილო მაღალ მთიან რაიონებში (სვანეთი და რაჭა ტერიტორია) ინტენსიური ნალექი და შესაძლოა თოვლიც მოვიდეს. დღის განმავლობაში თოვლის საფარი მოიმატებს. თოვლის საფარი მოიმატებს აჭარის ტერიტორიაზეც და გურიაში. მთიან რეგიონებში ზოგან წამოთოვს.

ცივი ჰაერის შემოსვლასთან ერთად, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და ზოგან 10 გრადუსითაც კი. მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია 10-12 გრადუსი და 5 გრადუსით ნაკლები იქნება მთიან და მაღალმთიან რაიონებში.

ცივი და ნოტიო ჰაერის მასების მოქმედებას აღმოსავლეთ საქართველო დღის მეორე ნახევრიდან იგრძნობს - თოვა დაიწყება სამცხე ჯავახეთში. მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლია მოსალოდნელი. შიდა ქართლში დღის მეორე ნახევარში მოიმატებს ტემპერატურა. შიდა ქართლის მაღალმთიან რაიონებში მოთოვს. ასევე რიკოთის გადასასვლელზე. არ არის გამორიცხული სუსტი თოვა მცხეთა-მთიანეთის რეგიონმა. მაქსიმალური ტემპერატურა შიდა ქართლში 8-10-გადუსამდე დაიკლებს. კახეთში შენარჩუნდება 13-14 გრადუსი. დედაქალაქში დღის ბოლოსკენ წვიმაა მოსალოდნელი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ალბათ 10-12 გრადუსი იქნება შენარჩუნებული.

- 15 იანვარს?

- ღამით ინტენსივობა დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შენარჩუნდება და დღისით უმეტეს რაიონში ნალექი შეჩერდება. თუ 14 იანვარს ტემპერატურის დაკლებას დასავლეთ საქართველოში ველოდებით. 15-ში 2-3 გრადუსითაა ტემპერატურის მომატება მოსალოდნელი. მთიან და მაღალმთიან ცალკეულ რაიონებში ნალექი თოვლის სახით იქნება.

16 იანვრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქტიურდება არქტიკული ჰაერის მასები ოღონდ, შერბილებული სახით. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის კლება შენარჩუნდება. მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ და სანაპირო რაიონებში 9 გრადუსამდეა მოსალოდნელი. ცოტა დაბლობ რაიონებში ნალექი წვიმის სახით იქნება, ხოლო 18-17 იანვარს მთაგორიან რაიონებში თოვლ-ჭყაპში გადავა. მთიან და მაღალმთიან რაიონებში ითოვებს. ცალკეულ დღეებში, განსაკუთრებით, 18-19-ში ითოვებს, ამ დღეებში ინტენსიური თოვაც შეიძლება იყოს.

- აღმოსავლეთ საქართველოში?

- არამდგრადი სიტუაციაა შიდა ქართლსა და სამცხე ჯავახეთში... აქაც ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი - განსაკუთრებით 17-18-19-ში. კახეთსა და ქვემო ქართლში ნალექის ინტენსივობა და რაოდენობა ნაკლები იქნება... აღმოსავლეთ საქართველოში, 17-18-ში, მათ შორის, დედაქალაქში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. თოვლს დედაქალაქში არ ველოდებით.

ოღონდ, 19-ში, ღამის საათებში ტემპერატურა 0-თან იქნება მიახლოებულია.