პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საუზმეზე ჩამოვედი, ამათ ეგონათ, რომ შემეშინდებოდა..." - ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ დეტალებზე საუბრობს
"საუზმეზე ჩამოვედი, ამათ ეგონათ, რომ შემეშინდებოდა..." - ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ დეტალებზე საუბრობს

ცოტა ხსნის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მასა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტებს, ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე­სა და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას შო­რის.

  • ცნო­ბის­თვის, 12 იან­ვარს ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი სა­დაც წერ­და, რომ აბუ-და­ბი­ში ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას შეხ­ვდა და გა­და­წყვი­ტა, რომ ბა­თუმ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე მო­ე­ყო­ლა, თუმ­ცა ზარ­ქუ­ამ მის ტე­ლე­ფონს ხელი გა­არ­ტყა და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. პოსტს თან ერ­თო­და ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო კად­რე­ბიც. სა­პა­სუ­ხოდ, ზარ­ქუ­ა­მაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, სა­დაც წერ­და:

"მოკ­ლედ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვარ სა­ე­მი­რო­ებ­ში მო­რი­გი გა­დედ­ლე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ტო­რი აქ­ტი­ვის­ტი გა­დაგ­ვე­ყა­რა აქ, უფრო სწო­რედ “გა­ი­ჩა­ლი­ჩა”, ასე უფრო მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ამის თქმა".

დღეს, 13 იან­ვარს კი ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­მა მო­რი­გი ვი­დეო კად­რე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა აბუ-და­ბი­დან, სა­დაც უკვე ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ჩანს.

ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა:

"სა­უზ­მე­ზე ჩა­მო­ვე­დი, ამათ ეგო­ნათ, რომ შე­მე­შინ­დე­ბო­და. სას­ტუმ­რო­ში მარ­ტო ვარ ჩემს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. ვი­ჯე­ქი ჩემ­თვის და ზარ­ქუ­ამ, ალ­ბათ რაც გუ­შინ მი­ი­ღო, რუ­სუ­ლი ღა­ლა­ტის­თვის, პირ­და­პირ პირ­ში რომ ვე­ძა­ხე, ვერ მო­ით­მი­ნა. სა­კა­ლათ­ბურ­თო მთელ­მა სფე­რომ სა­ნი­კი­ძეს ისე დას­ცი­ნა, რომ ყვე­ლამ აიგ­დო, გამ­წა­რე­ბუ­ლე­ბი და გა­გი­ჟე­ბუ­ლი იყ­ვნენ. მომ­ვარ­დნენ, მაგ­რამ რა ვიცი, მა­გას ხომ ვე­ლო­დი, ეს ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია?! პა­ტა­რა კა­ცე­ბის ამ­ბა­ვია.

  • არა­ვის არაფ­რის არ გვე­ში­ნია, პრო­ცე­დუ­რებს მივ­ყვე­ბი მშვი­დად, არც ვნერ­ვი­უ­ლობ და არც არა­ფე­რი დამ­შა­ვე­ბია. ეს არი­ან მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი, ამათ მი­ნი­მუმ ერთი დღე, კონ­ცერ­ტზე გარ­თო­ბის დღე მთელ ოჯა­ხებს ჩა­უ­შა­ლეს. მომ­ვარ­დნენ, სა­უზ­მის დროს, მშვი­დად როცა ვი­ჯე­ქი. შე­დე­გებს მი­ი­ღე­ბენ, რისი უნდა მე­ში­ნო­დეს?! ან დარ­ტყმის, ან ცე­მის? ქვე­ყა­ნას გვარ­თმე­ვენ და თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ის ხალ­ხი ვინც და­ჭე­რი­ლია, ისი­ნი ჩვენს მა­გივ­რად სხე­დან და მე გა­რეთ ვარ და ამ ქვე­ყა­ნას ხომ მეც არ და­ვუთ­მობ. ის ხალ­ხი ვინც ცი­ხე­ში ზის, ისი­ნიც არ უთ­მო­ბენ. ის ხალ­ხი შერ­ჩე­ვით და­ი­ჭი­რეს, სხვა მეტი არა­ფე­რი. მე რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ხვალ მე მანდ არ აღ­მოვ­ჩნდე­ბი.

ესე­ნი იმუქ­რე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მოხ­ვალ, მერე იქ ნა­ხეო. აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვალ, რა პრობ­ლე­მაა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვი­ცხოვ­რებ. ამათ მალე ბოლო მო­ე­ღე­ბათ. ეს ხომ ბოლო ეტა­პია, პი­კია, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, გამ­წა­რე­ბუ­ლი "ოც­ნე­ბაა", რო­მელ­საც უკვე აღა­რა­ფე­რი აღარ შე­უძ­ლია და ასეთ სი­სუ­ლე­ლე­ებს აკე­თე­ბენ. სა­ნი­კი­ძე, ზარ­ქუა და კი­დევ ვი­ღა­ცე­ბი, არ ვიცი, ვინ იყ­ვნენ, მომ­ვარ­დნენ.

ძა­ლი­ან მშვი­დად, წყნა­რად, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ჩვენ ვი­თხოვთ ორ რა­მეს, ახალ არ­ჩევ­ნებს და პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. პო­ლი­ცია გა­მო­ვი­ძა­ხე...

წა­ი­კი­თხე ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"საუზმეზე ჩამოვედი, ამათ ეგონათ, რომ შემეშინდებოდა..." - ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ დეტალებზე საუბრობს

"საუზმეზე ჩამოვედი, ამათ ეგონათ, რომ შემეშინდებოდა..." - ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ დეტალებზე საუბრობს

ცოტა ხსნის წინ, სოციალურ ქსელში მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს ფიზიკური დაპირისპირება მასა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს, ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუას შორის.

  • ცნობისთვის, 12 იანვარს ლაშა გაბიტაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი სადაც წერდა, რომ აბუ-დაბიში ირაკლი ზარქუას შეხვდა და გადაწყვიტა, რომ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე მოეყოლა, თუმცა ზარქუამ მის ტელეფონს ხელი გაარტყა და შეურაცხყოფა მიაყენა. პოსტს თან ერთოდა ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრებიც. საპასუხოდ, ზარქუამაც გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა:

"მოკლედ, მეგობრებთან ერთად ვარ საემიროებში მორიგი გადედლებული პროვოკატორი აქტივისტი გადაგვეყარა აქ, უფრო სწორედ “გაიჩალიჩა”, ასე უფრო მართებული იქნება ამის თქმა".

დღეს, 13 იანვარს კი ლაშა გაბიტაშვილმა მორიგი ვიდეო კადრები გამოაქვეყნა აბუ-დაბიდან, სადაც უკვე ფიზიკური დაპირისპირება ჩანს.

ლაშა გაბიტაშვილი მომხდარის შესახებ დეტალურად ჰყვება:

"საუზმეზე ჩამოვედი, ამათ ეგონათ, რომ შემეშინდებოდა. სასტუმროში მარტო ვარ ჩემს მეუღლესთან ერთად. ვიჯექი ჩემთვის და ზარქუამ, ალბათ რაც გუშინ მიიღო, რუსული ღალატისთვის, პირდაპირ პირში რომ ვეძახე, ვერ მოითმინა. საკალათბურთო მთელმა სფერომ სანიკიძეს ისე დასცინა, რომ ყველამ აიგდო, გამწარებულები და გაგიჟებული იყვნენ. მომვარდნენ, მაგრამ რა ვიცი, მაგას ხომ ველოდი, ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია?! პატარა კაცების ამბავია.

  • არავის არაფრის არ გვეშინია, პროცედურებს მივყვები მშვიდად, არც ვნერვიულობ და არც არაფერი დამშავებია. ეს არიან მოღალატეები, ამათ მინიმუმ ერთი დღე, კონცერტზე გართობის დღე მთელ ოჯახებს ჩაუშალეს. მომვარდნენ, საუზმის დროს, მშვიდად როცა ვიჯექი. შედეგებს მიიღებენ, რისი უნდა მეშინოდეს?! ან დარტყმის, ან ცემის? ქვეყანას გვართმევენ და თავისუფლებას. ის ხალხი ვინც დაჭერილია, ისინი ჩვენს მაგივრად სხედან და მე გარეთ ვარ და ამ ქვეყანას ხომ მეც არ დავუთმობ. ის ხალხი ვინც ციხეში ზის, ისინიც არ უთმობენ. ის ხალხი შერჩევით დაიჭირეს, სხვა მეტი არაფერი. მე რომ თავისუფალი ვარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ მე მანდ არ აღმოვჩნდები.

ესენი იმუქრებიან საქართველოში რომ ჩამოხვალ, მერე იქ ნახეო. აუცილებლად ჩამოვალ, რა პრობლემაა, ჩვეულებრივად ვიცხოვრებ. ამათ მალე ბოლო მოეღებათ. ეს ხომ ბოლო ეტაპია, პიკია, გაბრაზებული, გამწარებული "ოცნებაა", რომელსაც უკვე აღარაფერი აღარ შეუძლია და ასეთ სისულელეებს აკეთებენ. სანიკიძე, ზარქუა და კიდევ ვიღაცები, არ ვიცი, ვინ იყვნენ, მომვარდნენ.

ძალიან მშვიდად, წყნარად, ჩვეულებრივად, ჩვენ ვითხოვთ ორ რამეს, ახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას. პოლიცია გამოვიძახე...

წაიკითხე ასევე: