პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რვავე პირი პატიმრობაში რჩება - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა
რვავე პირი პატიმრობაში რჩება - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის, ასე­ვე მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი რვა­ვე პირი პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა.

  • აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ირაკ­ლი ხუს­კი­ვა­ძემ მი­ი­ღო.

აღ­ნიშ­ნულს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში შეკ­რე­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­და­ი­სინ­ჯა და ძა­ლა­ში დარ­ჩა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის ძა­ლა­ში და­ტო­ვე­ბას შუ­ამ­დგომ­ლობ­და.

პრო­კუ­რო­რე­ბი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში ასა­ბუ­თებ­დნენ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან მი­მალ­ვის, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და მი­მალ­ვის საფრ­თხე არ­სე­ბობს. ამას­თან, მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ვადა გაგ­რძელ­და, ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია მთე­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა კი შე­საძ­ლოა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში გა­მო­ძი­ე­ბას ხელი შე­უ­შა­ლონ.

ად­ვო­კა­ტებ­მა აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა ვერ მო­ას­წრეს, ვი­ნა­ი­დან მათ და ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვეს.

ად­ვო­კა­ტე­ბი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბა­ზის შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით არა­ერ­თხელ მი­მარ­თავ­დნენ, თუმ­ცა, მო­სა­მარ­თლემ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა მას შემ­დე­გაც არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, რაც ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი, 21 წელს მი­უღ­წე­ვე­ლი პირი სხდო­მის დარ­ბაზ­ში უჰა­ე­რო­ბის გამო შე­უძ­ლოდ გახ­და.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სხდო­მა­თა დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბის გამო, 5 პირს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ად­ვო­კა­ტი და­ე­ნიშ­ნა.

  • და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი­დან 4 - ნი­კო­ლოზ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გორ­გა­ძე, ზვი­ად ცე­ცხლა­ძე და ირაკ­ლი მი­მი­ნოშ­ვი­ლი 21 წელს მი­უღ­წე­ვე­ლი პი­რე­ბი არი­ან, კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი ინ­საფ ალი­ე­ვი კი ქარ­თუ­ლი ენის არ მცოდ­ნეა. შე­სა­ბა­მი­სად, მათ ისი­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლო დაც­ვას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ.

სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ად­ვო­კა­ტებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ზე პო­ზი­ცია. ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ყე­ნე­ბას არ და­ე­თან­ხმნენ. ად­ვო­კა­ტე­ბის თქმით, სა­სა­მარ­თლოს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

ცნო­ბის­თვის, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან სამს - ზვი­ად ცე­ცხლა­ძეს, ვე­ფხია კას­რა­ძე­სა და ვა­სილ კა­ძე­ლაშ­ვილს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან. მათ 6-დან 9-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან ხუთს - გი­ორ­გი გორ­გა­ძეს, ირაკ­ლი მი­მი­ნოშ­ვილს, ინ­საფ ალი­ევს, თორ­ნი­კე გო­შა­ძეს და ნი­კო­ლოზ ჯა­ვა­ხიშ­ვილს ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ედა­ვე­ბი­ან. მათ 4-დან 6-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რვავე პირი პატიმრობაში რჩება - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა

რვავე პირი პატიმრობაში რჩება - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება.

  • აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

აღნიშნულს დაკავებულების მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში შეკრებილი საზოგადოებას უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას შუამდგომლობდა.

პროკურორები შუამდგომლობაში ასაბუთებდნენ, რომ დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს. ამასთან, მათივე განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა გაგრძელდა, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ბრალდებულებმა კი შესაძლოა, თავისუფლებაში ყოფნის პერიოდში გამოძიებას ხელი შეუშალონ.

ადვოკატებმა აღნიშნულთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაფიქსირება ვერ მოასწრეს, ვინაიდან მათ და ბრალდებულებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ადვოკატები მთელი დღის განმავლობაში სასამართლოს სხდომათა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობით არაერთხელ მიმართავდნენ, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა მას შემდეგაც არ დააკმაყოფილა, რაც ერთ-ერთი ბრალდებული, 21 წელს მიუღწეველი პირი სხდომის დარბაზში უჰაერობის გამო შეუძლოდ გახდა.

ამასთან, ადვოკატების მიერ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზის დატოვების გამო, 5 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა.

  • დაკავებული პირებიდან 4 - ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე და ირაკლი მიმინოშვილი 21 წელს მიუღწეველი პირები არიან, კიდევ ერთი ბრალდებული ინსაფ ალიევი კი ქართული ენის არ მცოდნეა. შესაბამისად, მათ ისინი სავალდებულო დაცვას ექვემდებარებოდნენ.

სწორედ საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დააფიქსირეს პროკურატურის შუამდგომლობაზე პოზიცია. ისინი დაკავებულების პატიმრობაში დაყენებას არ დაეთანხმნენ. ადვოკატების თქმით, სასამართლოს დაკავებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დაეტოვებინა.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

წაიკითხეთ ასევე: