მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კეზერას" ვერტმფრენით დააფრენდა საკუთარ დაქალებს" - ბაია პატარაიას ბრალდებები და თამარ ჩერგოლეიშვილის პასუხი: უფლებადამცველის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა იგეგმება
"კეზერას" ვერტმფრენით დააფრენდა საკუთარ დაქალებს" - ბაია პატარაიას ბრალდებები და თამარ ჩერგოლეიშვილის პასუხი: უფლებადამცველის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა იგეგმება

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ბაია პა­ტა­რა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში „ტა­ბუ­ლას“ დამ­ფუძ­ნე­ბელ და პო­ლი­ტი­კოს თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­ზე ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც არა­ერთ ბრალ­დე­ბას უყე­ნებს.

პა­ტა­რა­ია წერს, რომ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის კო­რუფ­ცი­უ­ლი ელი­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო სახე იყო. "კე­ზე­რას ანუ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ვერ­ტა­ლი­ო­ტე­ბით და­აფ­რენ­და სა­კუ­თარ და­ქა­ლებს და სტუმ­რებს და იმ­დე­ნად უგო­ნოა, თა­ვის პი­რით ტრა­ბა­ხობ­და და ჰყვე­ბო­და ამას ჩემ­თა­ნაც და ძა­ლი­ან ბევრთა­ნაც მერე, როცა ჯერ ნა­ჩხუ­ბა­რი არ იყო კე­ზე­რას­თან.“ - წერს პა­ტა­რა­ია.

მის პოს­ტში ვკი­თხუ­ლობთ:

- ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის ახა­ლი მანტრაა: “ყვე­ლა უნდა ჩა­ი­რე­ცხოს, მე უნდა გა­ვი­რე­ცხო.”

ხოდა, ყვე­ლამ იცო­დეს, რომ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი იყო სა­ა­კაშ­ვი­ლის კო­რუფ­ცი­უ­ლი ელი­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო სახე. ვე­რას­დროს გა­ი­რე­ცხე­ბა და ოდა­ნა­ვა­დაც არ ჯო­ბია არც ერთ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას წე­სი­ე­რე­ბით.

ახალ­გაზ­რდებს შე­იძ­ლე­ბა არც ახ­სოვთ, რა შეზ­რდი­ლი იყო მა­შინ­დე­ლი “ტა­ბუ­ლა” ნა­ცებ­თან. მი­შას კრი­ტი­კის გამო ბლო­გე­რებს ყრიდ­ნენ. იძუ­ლე­ბის წე­სით სილ­ქნეტს შე­ტე­ნი­ლი ჰქონ­და მისი ჟურ­ნა­ლის და­რი­გე­ბა-გა­ყიდ­ვა; მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რომ­ლე­საც არ უნ­დო­და ტა­ბუ­ლა და უნ­დო­და სილ­ქტვ, ვერ აცალ­კე­ვებ­და ამ ორს; რაც მა­შინ­ვე გა­უქ­მდა, როცა მი­შამ არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გო. ასე­ვე, სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი იყ­ვნენ ეყი­დათ ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ტა­ბუ­ლას ჟურ­ნა­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ თა­ნამ­შრომ­ლებს არ ჰქონ­დათ ინ­ტე­რე­სი. აი, ასე ასა­ღებ­და და უკა­ნალ­ში ტე­ნი­და ყვე­ლას ამ თა­ვის ჟურ­ნალს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ცოლი!

კი­დევ უა­რე­სი, კე­ზე­რას ანუ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ვერ­ტა­ლი­ო­ტე­ბით და­აფ­რენ­და სა­კუ­თარ და­ქა­ლებს და სტუმ­რებს და იმ­დე­ნად უგო­ნოა, თა­ვის პი­რით ტრა­ბა­ხობ­და და ჰყვე­ბო­და ამას ჩემ­თა­ნაც და ძა­ლი­ან ბევრთა­ნაც მერე, როცა ჯერ ნა­ჩხუ­ბა­რი არ იყო კე­ზე­რას­თან.

ასე­ვე ბევ­რი ირ­წმუ­ნებს, რომ ბი­ძი­ნას­გან აღე­ბუ­ლი ფუ­ლის გამო და­შა­ლა ბო­კე­რი­ამ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა პირ­ვე­ლად. ოღონდ, იდე­ურ გან­ხეთ­ქი­ლე­ბად გა­ა­სა­ღა ეს თა­ვის­სა­ვე პარ­ტი­ა­ში, სა­ი­და­ნაც ერთი ადა­მი­ა­ნიც კი აღარ დარ­ჩა წამ­ლად. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რო­გორ იქ­ცე­ვა ეს ოჯა­ხი დღემ­დე და რო­გორ ეხ­მა­რე­ბი­ან ირი­ბად ბი­ძი­ნას, მე ეგ ამ­ბა­ვიც სარ­წმუ­ნო მგო­ნია. ეს თუ ასე არ არის, მა­შინ მი­სი­ვე საყ­ვა­რელ ტერ­მინს გა­მო­ვი­ყე­ნებ და უბ­რა­ლოდ “სა­სარ­გებ­ლო იდი­ო­ტია”.

მე­ო­რე­ჯერ კი იმი­ტომ და­ე­შა­ლათ პარ­ტია, რომ სა­ში­ნე­ლი ავ­ტო­რი­ტა­რე­ბი არი­ან ორი­ვე და არა­ვის­თან შე­უძ­ლი­ათ ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­ყო­ფა. ჩერ­გო სა­ერ­თოდ სრუ­ლი აუ­ტან­ლო­ბა აქვს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი აზ­რის.

მოკ­ლედ, ჩერ­გო ვე­რა­ვის ჩა­რე­ცხავს სა­კუ­თა­რი თა­ვის გარ­და!

პ.ს. ვიცი, რომ ასე­თი პოს­ტე­ბიც კი უხა­რია, იმ­დე­ნად უნდა გა­აქ­ტუ­ა­ლუ­რე­ბა, მაგ­რამ ერთხელ უნდა შე­მეხ­სე­ნე­ბი­ნა ყვე­ლას­თვის, რომ არ დაგვვი­წყე­ბია მისი კო­რუფ­ცი­უ­ლი წარ­სუ­ლი.

  • "ამ უნი­ჭო, მცო­ცავ, ცი­ლისმწა­მე­ბელ ყა­ნის სა­რე­ვე­ლას, ცი­ლის­წა­მე­ბის საქ­მეს მო­ვუ­გებ ყვე­ლა სა­სა­მარ­თლო­ში.“ - წერს თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. თუმ­ცა უფრო ვრცელ კო­მენ­ტა­რის ჩა­სა­წე­რად, პი­რა­დად და­ვუ­კავ­შირ­დით

- აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვი­ტან სა­ჩი­ვარს ამ ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე, მშვე­ნი­ე­რი სა­ჩუ­ქა­რი გა­მი­კე­თა. აუ­ცი­ლებ­ლად ვუ­ჩივ­ლებ, არა იმი­ტომ, რომ ბაია პა­ტა­რა­ი­ას სი­ტყვა რა­მეს წარ­მო­ად­გენს, არა­მედ იმი­ტომ რომ ბაია პა­ტა­რა­ია წარ­მო­ად­გენს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და სა­უბ­რობს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ხე­ლით. რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ენდო, ამას ვაჩ­ვე­ნებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. საკ­მა­რი­სია არ და­ე­თან­ხმო, გა­მოწ­ვე­ვა მის­ცე ან სხვა ბა­ნაკ­ში აღ­მოჩ­ნდე, უბ­რა­ლოდ ცილს გწა­მებს.

- ძა­ლი­ან მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბია თქვე­ნი მი­სა­მარ­თით, თუნ­დაც ვერ­ტმფრე­ნის თემა...

- სრუ­ლი სი­გი­ჟე, აბ­სო­ლუ­ტუ­რი ტყუ­ი­ლი, ყვე­ლა­ფე­რი რაც მოჰ­ყვა, არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ტყუ­ი­ლი, იმი­ტომ გავ­რბი­ვარ სი­ხა­რუ­ლით სა­სა­მარ­თლო­ში.

- მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო თქვენ­თვის ბა­ი­ას­გან მსგავ­სი პოს­ტი?

- არა, არა­ნა­ი­რად არ იყო მო­უ­ლოდ­ნე­ლი, დიდი ხა­ნია და­პი­რის­პი­რე­ბა მაქვს ენ­ჯეო სივ­რცეს­თან, იმი­ტომ რომ მი­მაჩ­ნია კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლე­ბად, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ე­ბად, გა­დამგდე­ბე­ბად და ცი­ლისმწა­მებ­ლე­ბად, აი, ბა­ი­ა­მაც და­ა­დას­ტუ­რა.

- ბოლო დროს, სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში ბევ­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი შე­მო­იკ­რი­ბეთ. სხვა­თა შო­რის ხში­რად გე­თან­ხმე­ბი­ან ხოლ­მე რო­გორც ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, ისე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის. ბა­ი­ას გარ­და გაკ­რი­ტი­კე­ბენ სხვე­ბიც, ხომ არ უკავ­ში­რებთ ამას პო­ლი­ტი­კურ შურს?

- მე მა­გათ ფსი­ქო­ა­ნა­ლიზს ვერ და­ვი­წყებ, არც მა­ინ­ტე­რე­სებს მა­გათ თა­ვებ­ში ჩა­ხედ­ვა, იქ სა­ინ­ტე­რე­სო არა­ფე­რი დამ­ხვდე­ბა, ამი­ტომ როცა ვხე­დავ რა­მეს მაბ­რა­ლებს, პა­სუხს გავ­ცემ და ისევ მე ვი­სარ­გებ­ლებ ამ ყვე­ლაფ­რით. მაგ­რამ თვი­თონ ამას რა­ტომ აკე­თე­ბენ, სი­მარ­თლე გი­თხრათ ფე­ხებ­ზე მკი­დია, ამა­ზე თა­ვი­ანთ ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტებს ელა­პა­რა­კონ.

- ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლოს იმე­დი გაქვთ?

- არა, მაგ­რამ პა­რა­ლე­ლუ­რი პრო­ცე­სია, სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის წარ­მო­ე­ბას დრო სჭირ­დე­ბა, ამა­სო­ბა­ში ქუ­ჩა­ში ვდგა­ვართ და რე­ჟიმს ვარ­ყევთ. სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა და­გეგ­მი­ლი გვაქვს, იყოს ეს საქ­მეც რას და­უშ­ლის. გა­სა­გე­ბია, რომ ბი­ძი­ნას სა­სა­მარ­თლოა და არა­ვი­თა­რი ნდო­ბა არ მაქვს, მაგ­რამ თუნ­დაც სტრას­ბურ­გში რომ წა­ვი­ღო, თუ ჩემი უფ­ლე­ბა და­ირ­ღვე­ვა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო­სი, ეს სა­ბან­ძე­თიც მოვ­ლი­ლი უნდა მქონ­დეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­ვი­ტან სა­ჩი­ვარს, რაც არის პრო­ცე­დუ­რე­ბი იმას და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ, თუ რე­ჟი­მი ვერ შევ­ცვა­ლეთ იქამ­დე, სტრას­ბურ­გში მა­ინც წა­ვი­ღო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"კეზერას" ვერტმფრენით დააფრენდა საკუთარ დაქალებს" - ბაია პატარაიას ბრალდებები და თამარ ჩერგოლეიშვილის პასუხი: უფლებადამცველის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა იგეგმება

"კეზერას" ვერტმფრენით დააფრენდა საკუთარ დაქალებს" - ბაია პატარაიას ბრალდებები და თამარ ჩერგოლეიშვილის პასუხი: უფლებადამცველის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა იგეგმება

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელ და პოლიტიკოს თამარ ჩერგოლეიშვილზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც არაერთ ბრალდებას უყენებს.

პატარაია წერს, რომ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის კორუფციული ელიტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სახე იყო. "კეზერას ანუ თავდაცვის სამინისტროს ვერტალიოტებით დააფრენდა საკუთარ დაქალებს და სტუმრებს და იმდენად უგონოა, თავის პირით ტრაბახობდა და ჰყვებოდა ამას ჩემთანაც და ძალიან ბევრთანაც მერე, როცა ჯერ ნაჩხუბარი არ იყო კეზერასთან.“ - წერს პატარაია.

მის პოსტში ვკითხულობთ:

- ჩერგოლეიშვილის ახალი მანტრაა: “ყველა უნდა ჩაირეცხოს, მე უნდა გავირეცხო.”

ხოდა, ყველამ იცოდეს, რომ ჩერგოლეიშვილი იყო სააკაშვილის კორუფციული ელიტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სახე. ვერასდროს გაირეცხება და ოდანავადაც არ ჯობია არც ერთ ოპოზიციურ პარტიას წესიერებით.

ახალგაზრდებს შეიძლება არც ახსოვთ, რა შეზრდილი იყო მაშინდელი “ტაბულა” ნაცებთან. მიშას კრიტიკის გამო ბლოგერებს ყრიდნენ. იძულების წესით სილქნეტს შეტენილი ჰქონდა მისი ჟურნალის დარიგება-გაყიდვა; მომხმარებელი, რომლესაც არ უნდოდა ტაბულა და უნდოდა სილქტვ, ვერ აცალკევებდა ამ ორს; რაც მაშინვე გაუქმდა, როცა მიშამ არჩევნები წააგო. ასევე, სამინისტროები ვალდებული იყვნენ ეყიდათ ძალიან დიდი რაოდენობის ტაბულას ჟურნალი, მიუხედავად იმისა, რომ მათ თანამშრომლებს არ ჰქონდათ ინტერესი. აი, ასე ასაღებდა და უკანალში ტენიდა ყველას ამ თავის ჟურნალს უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლი!

კიდევ უარესი, კეზერას ანუ თავდაცვის სამინისტროს ვერტალიოტებით დააფრენდა საკუთარ დაქალებს და სტუმრებს და იმდენად უგონოა, თავის პირით ტრაბახობდა და ჰყვებოდა ამას ჩემთანაც და ძალიან ბევრთანაც მერე, როცა ჯერ ნაჩხუბარი არ იყო კეზერასთან.

ასევე ბევრი ირწმუნებს, რომ ბიძინასგან აღებული ფულის გამო დაშალა ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობა პირველად. ოღონდ, იდეურ განხეთქილებად გაასაღა ეს თავისსავე პარტიაში, საიდანაც ერთი ადამიანიც კი აღარ დარჩა წამლად. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცევა ეს ოჯახი დღემდე და როგორ ეხმარებიან ირიბად ბიძინას, მე ეგ ამბავიც სარწმუნო მგონია. ეს თუ ასე არ არის, მაშინ მისივე საყვარელ ტერმინს გამოვიყენებ და უბრალოდ “სასარგებლო იდიოტია”.

მეორეჯერ კი იმიტომ დაეშალათ პარტია, რომ საშინელი ავტორიტარები არიან ორივე და არავისთან შეუძლიათ ძალაუფლების გაყოფა. ჩერგო საერთოდ სრული აუტანლობა აქვს ალტერნატიული აზრის.

მოკლედ, ჩერგო ვერავის ჩარეცხავს საკუთარი თავის გარდა!

პ.ს. ვიცი, რომ ასეთი პოსტებიც კი უხარია, იმდენად უნდა გააქტუალურება, მაგრამ ერთხელ უნდა შემეხსენებინა ყველასთვის, რომ არ დაგვვიწყებია მისი კორუფციული წარსული.

  • "ამ უნიჭო, მცოცავ, ცილისმწამებელ ყანის სარეველას, ცილისწამების საქმეს მოვუგებ ყველა სასამართლოში.“ - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში. თუმცა უფრო ვრცელ კომენტარის ჩასაწერად, პირადად დავუკავშირდით

- აუცილებლად შევიტან საჩივარს ამ ცილისწამებაზე, მშვენიერი საჩუქარი გამიკეთა. აუცილებლად ვუჩივლებ, არა იმიტომ, რომ ბაია პატარაიას სიტყვა რამეს წარმოადგენს, არამედ იმიტომ რომ ბაია პატარაია წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებას და საუბრობს სამოქალაქო საზოგადოების სახელით. რამდენად შეიძლება ენდო, ამას ვაჩვენებ საზოგადოებას. საკმარისია არ დაეთანხმო, გამოწვევა მისცე ან სხვა ბანაკში აღმოჩნდე, უბრალოდ ცილს გწამებს.

- ძალიან მძიმე ბრალდებებია თქვენი მისამართით, თუნდაც ვერტმფრენის თემა...

- სრული სიგიჟე, აბსოლუტური ტყუილი, ყველაფერი რაც მოჰყვა, არის აბსოლუტური ტყუილი, იმიტომ გავრბივარ სიხარულით სასამართლოში.

- მოულოდნელი იყო თქვენთვის ბაიასგან მსგავსი პოსტი?

- არა, არანაირად არ იყო მოულოდნელი, დიდი ხანია დაპირისპირება მაქვს ენჯეო სივრცესთან, იმიტომ რომ მიმაჩნია კორუმპირებულებად, უპასუხისმგებლოებად, გადამგდებებად და ცილისმწამებლებად, აი, ბაიამაც დაადასტურა.

- ბოლო დროს, სოციალურ სივრცეში ბევრი მხარდამჭერები შემოიკრიბეთ. სხვათა შორის ხშირად გეთანხმებიან ხოლმე როგორც ოპოზიციის მხარდამჭერები, ისე ხელისუფლების. ბაიას გარდა გაკრიტიკებენ სხვებიც, ხომ არ უკავშირებთ ამას პოლიტიკურ შურს?

- მე მაგათ ფსიქოანალიზს ვერ დავიწყებ, არც მაინტერესებს მაგათ თავებში ჩახედვა, იქ საინტერესო არაფერი დამხვდება, ამიტომ როცა ვხედავ რამეს მაბრალებს, პასუხს გავცემ და ისევ მე ვისარგებლებ ამ ყველაფრით. მაგრამ თვითონ ამას რატომ აკეთებენ, სიმართლე გითხრათ ფეხებზე მკიდია, ამაზე თავიანთ ფსიქოთერაპევტებს ელაპარაკონ.

- ქართული სასამართლოს იმედი გაქვთ?

- არა, მაგრამ პარალელური პროცესია, სასამართლოში საქმის წარმოებას დრო სჭირდება, ამასობაში ქუჩაში ვდგავართ და რეჟიმს ვარყევთ. სასამართლო რეფორმა დაგეგმილი გვაქვს, იყოს ეს საქმეც რას დაუშლის. გასაგებია, რომ ბიძინას სასამართლოა და არავითარი ნდობა არ მაქვს, მაგრამ თუნდაც სტრასბურგში რომ წავიღო, თუ ჩემი უფლება დაირღვევა სამართლიანი სასამართლოსი, ეს საბანძეთიც მოვლილი უნდა მქონდეს. აქედან გამომდინარე შევიტან საჩივარს, რაც არის პროცედურები იმას დავაკმაყოფილებ, თუ რეჟიმი ვერ შევცვალეთ იქამდე, სტრასბურგში მაინც წავიღო.