მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროკავშირი შიშობს, რომ დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები და სხვა ბრძანებები გააუქმოს" - რას წერს Financial Times
"ევროკავშირი შიშობს, რომ დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები და სხვა ბრძანებები გააუქმოს" - რას წერს Financial Times

ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აა­ნა­ლი­ზე­ბენ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის ასო­ბით აღ­მას­რუ­ლე­ბელ ბრძა­ნე­ბას და და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს მზარ­დი შეშ­ფო­თე­ბის ფონ­ზე, რომ დო­ნალდ ტრამ­პი გა­ა­უქ­მებს მათ, რაც პო­ტენ­ცი­უ­რად შე­ა­ფერ­ხებს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და ვაჭ­რო­ბას, - ამის შე­სა­ხებ Financial Times-ის სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

  • გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრი­უ­სე­ლი წუხს, რომ ტრამპმა შე­საძ­ლოა, წი­ნა­მორ­ბე­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ იმი­ტომ გა­ა­უქ­მოს, რომ ისი­ნი ბა­ი­დენ­მა მი­ი­ღო და ევ­რო­პელ მო­კავ­ში­რე­ებ­ზე ამ­გვა­რი ნა­ბი­ჯე­ბის გავ­ლე­ნა არ გა­ნი­ხი­ლოს.

„ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა­ზე დიდი შეშ­ფო­თე­ბა არის ის, რომ ტრამპმა, შე­საძ­ლოა, გა­ა­უქ­მოს ბა­ი­დე­ნის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ბრძა­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც რუ­სეთს, უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის გამო, სან­ქცი­ებს უწე­სებს. ბლო­კის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ტრამ­პი შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ამ სან­ქცი­ებს, რათა გა­მო­ი­ყე­ნოს რო­გორც პო­ტენ­ცი­უ­რი ბერ­კე­ტი მოს­კოვ­თან ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­საძ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში“, - წერს Financial Times-ი.

გა­მო­ცე­მა იხ­სე­ნებს, რომ გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულს ევ­რო­კავ­ში­რის კო­მი­სი­ამ შექ­მნა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­გან შემ­დგა­რი შიდა გუნ­დი, რათა შე­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნათ ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბის მე­ო­რე ვა­დის პო­ტენ­ცი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის სტრა­ტე­გია და ის, თუ რო­გორ შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ ან რე­ა­გი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნათ მათ­ზე.

კო­მი­სია ძი­რი­თა­დად ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია ისეთ სა­კი­თხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა პო­ტენ­ცი­უ­რი სა­ვაჭ­რო კონ­ფლიქ­ტე­ბი, აშშ-ის მხარ­და­ჭე­რის შემ­ცი­რე­ბა უკ­რა­ი­ნი­სად­მი და ვა­შინგტო­ნის პო­ზი­ცი­ის შე­საძ­ლო ცვლი­ლე­ბა ევ­რო­პის თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მართ.

„აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ბრძა­ნე­ბე­ბი გა­ცე­მუ­ლია მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტე­ბის მიერ და შე­იძ­ლე­ბა გა­უქ­მდეს ნე­ბის­მი­ერ დროს. ტი­პი­უ­რია ის, რომ ახალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბი­დან მა­ლე­ვე გა­ნი­ხი­ლოს არ­სე­ბუ­ლი ბრძა­ნე­ბე­ბი“, - წერს Financial Times-ი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ევროკავშირი შიშობს, რომ დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები და სხვა ბრძანებები გააუქმოს" - რას წერს Financial Times

"ევროკავშირი შიშობს, რომ დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები და სხვა ბრძანებები გააუქმოს" - რას წერს Financial Times

ევროკავშირის ოფიციალური პირები აანალიზებენ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ასობით აღმასრულებელ ბრძანებას და დაწესებულ სანქციებს მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ დონალდ ტრამპი გააუქმებს მათ, რაც პოტენციურად შეაფერხებს საგარეო ურთიერთობებსა და ვაჭრობას, - ამის შესახებ Financial Times-ის სტატიაშია აღნიშნული.

  • გამოცემის ინფორმაციით, ბრიუსელი წუხს, რომ ტრამპმა შესაძლოა, წინამორბედის გადაწყვეტილებები მხოლოდ იმიტომ გააუქმოს, რომ ისინი ბაიდენმა მიიღო და ევროპელ მოკავშირეებზე ამგვარი ნაბიჯების გავლენა არ განიხილოს.

„ევროკავშირის ყველაზე დიდი შეშფოთება არის ის, რომ ტრამპმა, შესაძლოა, გააუქმოს ბაიდენის აღმასრულებელი ბრძანებები, რომელიც რუსეთს, უკრაინაში შეჭრის გამო, სანქციებს უწესებს. ბლოკის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ტრამპი შეინარჩუნებს ამ სანქციებს, რათა გამოიყენოს როგორც პოტენციური ბერკეტი მოსკოვთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაძლო მოლაპარაკებებში“, - წერს Financial Times-ი.

გამოცემა იხსენებს, რომ გასული წლის ზაფხულს ევროკავშირის კომისიამ შექმნა მაღალი თანამდებობის პირებისგან შემდგარი შიდა გუნდი, რათა შეემუშავებინათ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის პოტენციური ზემოქმედების სტრატეგია და ის, თუ როგორ შეეკავებინათ ან რეაგირება მოეხდინათ მათზე.

კომისია ძირითადად ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოტენციური სავაჭრო კონფლიქტები, აშშ-ის მხარდაჭერის შემცირება უკრაინისადმი და ვაშინგტონის პოზიციის შესაძლო ცვლილება ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართ.

„აღმასრულებელი ბრძანებები გაცემულია მხოლოდ პრეზიდენტების მიერ და შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს. ტიპიურია ის, რომ ახალმა პრეზიდენტმა თანამდებობის დაკავებიდან მალევე განიხილოს არსებული ბრძანებები“, - წერს Financial Times-ი.