მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფაგების გამოყენება აკნეს, როზაცეასა და კანის სხვა დაავადებების დროს
ფაგების გამოყენება აკნეს, როზაცეასა და კანის სხვა დაავადებების დროს

ფა­გო­თე­რა­პია ბოლო პე­რი­ოდ­ში სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. ის ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო, უსაფრ­თხო მე­თო­დია. ამას­თან, წარ­მო­ად­გენს უალ­ტერ­ნა­ტი­ვო გზას ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი რე­ზის­ტენ­ტო­ბის პი­რო­ბებ­ში.

ამ ფონ­ზე, ელი­ა­ვას ფა­გო­თე­რა­პი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრი ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კაა მსოფ­ლი­ო­ში. მის გა­მოც­დი­ლე­ბას იზი­ა­რებს ისე­თი ქვეყ­ნე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი, რო­გო­რიც არის აშშ, ჰო­ლან­დია, გერ­მა­ნია, ავ­სტრია, საფ­რან­გე­თი, შვე­დე­თი და ა. შ.

ფა­გე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის, მათ შო­რის, კა­ნის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს. ამ სა­კი­თხზე დე­ტა­ლუ­რად სა­სა­უბ­როდ ელი­ა­ვას ფა­გო­თე­რა­პი­უ­ლი კლი­ნი­კის ექი­მი დერ­მა­ტო­ლო­გი ნანა ყან­ჩე­ლი და მისი ასის­ტენ­ტი, უმ­ცრო­სი ექი­მი, დერ­მა­ტო­ლო­გი­ის რე­ზი­დენ­ტი ლიკა ჯინ­ჭა­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან.

რო­გორც ნანა ყან­ჩე­ლი გან­მარ­ტავს, ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა ძი­რი­თა­დად კა­ნი­სა და კან­ქვე­შა ქსო­ვი­ლის ბაქ­ტე­რი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ესე­ნი გახ­ლავთ: კა­ნის აბსცე­სი, ფუ­რუნ­კუ­ლი, კარ­ბუნ­კუ­ლი, აკნე, რო­ზა­ცეა, ჩირ­ქო­ვა­ნი ჰიდ­რა­დე­ნი­ტი, ფო­ლი­კუ­ლი­ტე­ბი და სხვა. ფა­გე­ბი ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა კა­ნის სხვა­დას­ხვა არა­ინ­ფექ­ცი­უ­რი გე­ნე­ზის და­ზი­ა­ნე­ბი­სას.

„მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში ვი­ყე­ნებთ ფაგო პრე­პა­რა­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სხვა­დას­ხვა გზას. კერ­ძოდ, ისი­ნი პა­ცი­ენ­ტებს ენიშ­ნე­ბათ რო­გორც და­სა­ლე­ვად, ასე­ვე ლო­კა­ლუ­რად, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი უბ­ნე­ბის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად. კან­ზე აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის­თვის ვი­ყე­ნებთ რო­გორც ფა­გის სი­თხეს, ასე­ვე მა­ლა­მო­ებს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის შეყ­ვა­ნა ლო­კა­ლუ­რად, მე­ზო­თე­რა­პი­ის ტექ­ნი­კით. მე­ზო­თე­რა­პი­ის ტექ­ნი­კა გუ­ლის­ხმობს ფა­გე­ბის მი­ზან­მი­მარ­თულ ინექ­ცი­ებს კა­ნის ღრმა ფე­ნა­ში (დერ­მა­ში). ეს პრო­ცე­დუ­რა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს პრე­პა­რა­ტის მი­ნი­მა­ლუ­რი დო­ზით მაქ­სი­მა­ლურ შე­დეგს მი­ვაღ­წი­ოთ,“ - გან­მარ­ტავს ნანა ყან­ჩე­ლი.

მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბი­სას ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გის შერ­ჩე­ვა ხდე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, წი­ნას­წარ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ბაქ­ტე­რი­ის სა­ხე­ო­ბის გარ­და, ფა­გუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის მი­მართ მგრძნო­ბე­ლო­ბაც გა­ნი­სა­ზღვროს. ამ დროს, მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის ხან­გრძლი­ვო­ბას და ჯე­რა­დო­ბას ად­გენს მკურ­ნა­ლი ექი­მი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, პა­ცი­ენ­ტის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბის, დი­აგ­ნო­ზის და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ფა­გე­ბით მე­ზო­თე­რა­პი­ის დროს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი ძალ­ზე იშ­ვი­ა­თია. გარ­და მე­ზო­თე­რა­პი­ი­სა, ჩვენს კლი­ნი­კა­ში გაჩ­ნდა ისე­თი ინექ­ცი­უ­რი მე­თო­დის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, რო­გო­რი­ცაა პლაზ­მო­თე­რა­პია (პლაზ­მო­ლიფ­ტინ­გი). პლაზ­მო­თე­რა­პია რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია: სე­ბო­რე­ას, აკ­ნეს და პოს­ტაკ­ნეს, ნა­წი­ბუ­რის, აკ­ნეს შემ­დგო­მი ლა­ქე­ბის დროს. გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რია პლაზ­მო­თე­რა­პია თმის ცვე­ნის, ალო­პე­ცი­ის სხვა­დას­ხვა ფორ­მის დროს. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ჩვენს კლი­ნი­კა­ში პლაზ­მო­თე­რა­პი­ას წარ­მა­ტე­ბით ვი­ყე­ნებთ მე­ზო­თე­რა­პი­ას­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში, რაც კარგ შე­დეგს გვაძ­ლევს აკნე-პოს­ტაკ­ნეს დროს. ეს კომ­ბი­ნა­ცია ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით წარ­მო­შო­ბი­ლი თმის ცვე­ნის დროს. კლი­ნი­კა­ში ხში­რია პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა კან­ზე სხვა­დას­ხვა ახალ­წარ­მო­ნაქ­მნე­ბის გამო. ასეთ პა­ცი­ენ­ტებს დერ­მა­ტოს­კო­პი­უ­ლი და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის შემ­დგომ, მკურ­ნა­ლო­ბის სხვა­დას­ხვა მე­თო­დებს ვთა­ვა­ზობთ, მათ შო­რის არის კრი­ო­თე­რა­პია, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს არა­სა­სურ­ვე­ლი ახალ­წარ­მო­ნაქ­მნე­ბის მო­შო­რე­ბის ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლურ მე­თოდს. მისი გა­მო­ყე­ნე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ისე­თი წარ­მო­ნაქ­მნე­ბის მო­ცი­ლე­ბა, რო­გო­რი­ცაა: ვირუ­სუ­ლი მე­ჭე­ჭე­ბი, კა­ნის პა­პი­ლო­მე­ბი, სე­ბო­რე­უ­ლი კე­რა­ტო­ზი, აქ­ტი­ნი­უ­რი კე­რა­ტო­ზი და კა­ნის სხვა კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი“ - გან­მარ­ტავს ნანა ყან­ჩე­ლი.

რო­გორც უმ­ცრო­სი ექი­მი ლიკა ჯინ­ჭა­რა­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, კლი­ნი­კა­ში მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა და ეს პრო­ცე­სი მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, დერ­მა­ტო­ლო­გი­ა­ში ფა­გო­თე­რა­პი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სის ზრდას მიჰ­ყვე­ბა.

„დერ­მა­ტო­ლო­გი­ა­ში ფა­გო­თე­რა­პი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ძა­ლი­ან იზ­რდე­ბა და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა ამ პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი. ელი­ა­ვას ფა­გო­თე­რა­პი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრს ფა­გე­ბის კვლე­ვა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბას სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია აქვს, რაც დღემ­დე აქ­ტი­უ­რად გრძელ­დე­ბა. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო და სა­ა­მა­ყოა, რომ ამ პრო­ცე­სის ნა­წი­ლი ვარ,“ - აღ­ნიშ­ნავს ლიკა ჯინ­ჭა­რა­ძე.

R

ფაგების გამოყენება აკნეს, როზაცეასა და კანის სხვა დაავადებების დროს

ფაგების გამოყენება აკნეს, როზაცეასა და კანის სხვა დაავადებების დროს

ფაგოთერაპია ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ის ანტიბაქტერიული მკურნალობის ერთ-ერთი საინტერესო, უსაფრთხო მეთოდია. ამასთან, წარმოადგენს უალტერნატივო გზას ანტიბაქტერიული რეზისტენტობის პირობებში.

ამ ფონზე, ელიავას ფაგოთერაპიის საერთაშორისო ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა მსოფლიოში. მის გამოცდილებას იზიარებს ისეთი ქვეყნების სამედიცინო საზოგადოებები, როგორიც არის აშშ, ჰოლანდია, გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი, შვედეთი და ა. შ.

ფაგები აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, კანის დაავადებების დროს. ამ საკითხზე დეტალურად სასაუბროდ ელიავას ფაგოთერაპიული კლინიკის ექიმი დერმატოლოგი ნანა ყანჩელი და მისი ასისტენტი, უმცროსი ექიმი, დერმატოლოგიის რეზიდენტი ლიკა ჯინჭარაძე გვესაუბრებიან.

როგორც ნანა ყანჩელი განმარტავს, ფაგური პრეპარატებით დერმატოლოგიური პაციენტების მკურნალობა ძირითადად კანისა და კანქვეშა ქსოვილის ბაქტერიული დაავადებების დროს ხორციელდება. ესენი გახლავთ: კანის აბსცესი, ფურუნკული, კარბუნკული, აკნე, როზაცეა, ჩირქოვანი ჰიდრადენიტი, ფოლიკულიტები და სხვა. ფაგები ასევე გამოიყენება კანის სხვადასხვა არაინფექციური გენეზის დაზიანებისას.

„მკურნალობის პროცესში ვიყენებთ ფაგო პრეპარატების ადმინისტრირების სხვადასხვა გზას. კერძოდ, ისინი პაციენტებს ენიშნებათ როგორც დასალევად, ასევე ლოკალურად, დაზიანებული უბნების დასამუშავებლად. კანზე აპლიკაციებისთვის ვიყენებთ როგორც ფაგის სითხეს, ასევე მალამოებს. განსაკუთრებული წარმატებით გამოიყენება ფაგური პრეპარატების შეყვანა ლოკალურად, მეზოთერაპიის ტექნიკით. მეზოთერაპიის ტექნიკა გულისხმობს ფაგების მიზანმიმართულ ინექციებს კანის ღრმა ფენაში (დერმაში). ეს პროცედურა საშუალებას გვაძლევს პრეპარატის მინიმალური დოზით მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ,“ - განმარტავს ნანა ყანჩელი.

მკურნალობის დაწყებისას ბაქტერიოფაგის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, წინასწარ ჩატარებული ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის შემდეგ, რაც საშუალებას იძლევა ბაქტერიის სახეობის გარდა, ფაგური პრეპარატების მიმართ მგრძნობელობაც განისაზღვროს. ამ დროს, მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას და ჯერადობას ადგენს მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის, დიაგნოზის და ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ფაგებით მეზოთერაპიის დროს გვერდითი მოვლენები ძალზე იშვიათია. გარდა მეზოთერაპიისა, ჩვენს კლინიკაში გაჩნდა ისეთი ინექციური მეთოდის მოთხოვნილება, როგორიცაა პლაზმოთერაპია (პლაზმოლიფტინგი). პლაზმოთერაპია რეკომენდებულია: სებორეას, აკნეს და პოსტაკნეს, ნაწიბურის, აკნეს შემდგომი ლაქების დროს. განსაკუთრებით ეფექტურია პლაზმოთერაპია თმის ცვენის, ალოპეციის სხვადასხვა ფორმის დროს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს კლინიკაში პლაზმოთერაპიას წარმატებით ვიყენებთ მეზოთერაპიასთან კომბინაციაში, რაც კარგ შედეგს გვაძლევს აკნე-პოსტაკნეს დროს. ეს კომბინაცია ძალიან ეფექტურია სხვადასხვა მიზეზით წარმოშობილი თმის ცვენის დროს. კლინიკაში ხშირია პაციენტების მომართვიანობა კანზე სხვადასხვა ახალწარმონაქმნების გამო. ასეთ პაციენტებს დერმატოსკოპიული და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შემდგომ, მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებს ვთავაზობთ, მათ შორის არის კრიოთერაპია, რომელიც წარმოადგენს არასასურველი ახალწარმონაქმნების მოშორების ყველაზე ოპტიმალურ მეთოდს. მისი გამოყენებით შესაძლებელია ისეთი წარმონაქმნების მოცილება, როგორიცაა: ვირუსული მეჭეჭები, კანის პაპილომები, სებორეული კერატოზი, აქტინიური კერატოზი და კანის სხვა კეთილთვისებიანი წარმონაქმნები“ - განმარტავს ნანა ყანჩელი.

როგორც უმცროსი ექიმი ლიკა ჯინჭარაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, კლინიკაში მიმართვიანობა წლიდან წლამდე იზრდება და ეს პროცესი მსოფლიო მასშტაბით, დერმატოლოგიაში ფაგოთერაპიისადმი ინტერესის ზრდას მიჰყვება.

„დერმატოლოგიაში ფაგოთერაპიისადმი ინტერესი ძალიან იზრდება და ახალგაზრდა თაობა ამ პროცესში აქტიურად ვართ ჩართულები. ელიავას ფაგოთერაპიის საერთაშორისო ცენტრს ფაგების კვლევასა და გამოყენებას საუკუნოვანი ისტორია აქვს, რაც დღემდე აქტიურად გრძელდება. ჩემთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა, რომ ამ პროცესის ნაწილი ვარ,“ - აღნიშნავს ლიკა ჯინჭარაძე.

R