პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალი რჩეული მისი ყოფილი ცოლის ასლია" - ირაკლი ფირცხალავას პირადი ცხოვრების გარშემო სკანდალი არ წყდება: რას წერს მედია მომღერლის "ლავ სთორზე"
"ახალი რჩეული მისი ყოფილი ცოლის ასლია" - ირაკლი ფირცხალავას პირადი ცხოვრების გარშემო სკანდალი არ წყდება: რას წერს მედია მომღერლის "ლავ სთორზე"

პირ­ველ ცოლ­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა უფრო მშვი­დი გახ­და და შე­ზღუდ­ვე­ბი აღარ აწუ­ხებს - წერს რუ­სუ­ლი მე­დია და მომ­ღერ­ლის ახალ სიყ­ვა­რულ­ზე სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს.

მისი ყო­ფი­ლი ცოლი, სო­ფია, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის­გან იტან­ჯე­ბო­და და ხში­რად აწყობ­და სკან­და­ლებს, რაც ყვი­რილ­სა და ჭურ­ჭლის მსხვრე­ვა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და. ნე­ბის­მი­ერ ქალ­ში ვინც მისი ქმრის გვერ­დით გა­მოჩ­ნდე­ბო­და, საფრ­თხეს ხე­დავ­და. კავ­კა­სი­ე­ლი ირაკ­ლის­თვის ასე­თი შე­ზღუდ­ვე­ბი აუ­ტა­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რის გა­მოც კონ­ფლიქ­ტე­ბი ერ­თი­მე­ო­რეს მიჰ­ყვე­ბო­და. ახლა კი, ყო­ფი­ლის ბორ­კი­ლე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა თა­ვი­სუფ­ლე­ბით ტკბე­ბა. ცოტა ხნის წინ ირაკ­ლიმ ახა­ლი რო­მა­ნი და­ი­წყო გო­გო­ნას­თან, რო­მე­ლიც მის ყო­ფილ ცოლს ძა­ლი­ან ჰგავს.

იდე­ა­ლუ­რი ოჯა­ხი

ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ზე იყო, რო­დე­საც მას­თან ქორ­წი­ნე­ბა­ზე ბევ­რი ქალი ოც­ნე­ბობ­და, თუმ­ცა, „უცო­ლო მა­მა­კა­ცის“ სტა­ტუს­თან დამ­შვი­დო­ბე­ბას არ ჩქა­რობ­და. 2009 წელს კი, ყვე­ლას გა­სა­ოც­რად, მსა­ხი­ობ­სა და მო­დელ სო­ფია გრე­ბენშჩი­კოვ­ზე და­ქორ­წინ­და.

მათი ქორ­წი­ნე­ბა რო­მან­ტი­კი­სა და ჰარ­მო­ნი­ის სიმ­ბო­ლოდ ით­ვლე­ბო­და. ირაკ­ლი არ მა­ლავ­და სიყ­ვა­რულს ცო­ლი­სად­მი, ხში­რად აქ­ვეყ­ნებ­და სა­ერ­თო ფო­ტო­ებს და სი­ა­მა­ყით სა­უბ­რობ­და მას­ზე ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში. რო­დე­საც სო­ფია პირ­ველ შვილს ელო­დე­ბო­და, მომ­ღე­რა­ლი მზრუნ­ველ და ყუ­რა­დღე­ბი­ან ქმრად იქცა. ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და იმის­თვის, რომ სო­ფი­ას ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დით სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ე­ღო.

მო­უ­ლოდ­ნე­ლი და­შო­რე­ბა

ქორ­წი­ნე­ბა­ში ირაკ­ლი­სა და სო­ფი­ას ორი ვაჟი შე­ე­ძი­ნათ: ილია 2010 წლის 12 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და, ხოლო ალექ­სან­დრე – 2012 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს. ოჯა­ხი გარ­კვე­უ­ლი დრო­ით ბედ­ნი­ე­რი და მშვი­დო­ბი­ა­ნი ჩან­და, თუმ­ცა, შემ­დეგ ჰარ­მო­ნია და­ირ­ღვა.

რო­დე­საც უფ­როს შვილს სამი წელი შე­უს­რულ­და, ხოლო უმ­ცრო­სი ჯერ მხო­ლოდ წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის იყო, ცოლ-ქმარ­მა მავ­რი­კის კუნ­ძუ­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, სა­დაც ახა­ლი წლის არ­და­დე­გე­ბი გა­ა­ტა­რეს, გა­და­წყვი­ტეს, ცალ-ცალ­კე ეცხოვ­რათ.

სო­ფი­ას ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ფონ­ზე კონ­ფლიქ­ტე­ბი კი­დევ უფრო მწვა­ვე ხდე­ბო­და. ქალი ხში­რად აწყობ­და სკან­და­ლებს, რაც ირაკ­ლის, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით აფა­სებ­და, აღი­ზი­ა­ნებ­და. კაცი შე­ზღუდ­ვებს ვერ იტან­და, რაც მხო­ლოდ ამ­ძაფ­რებ­და მათ უთან­ხმო­ე­ბებს. მი­უ­ხე­და­ვად და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, ფირ­ცხა­ლა­ვა და­შო­რე­ბას არ ჩქა­რობ­და. ცოლ-ქმრის ცალ­კე გა­დას­ვლის შემ­დეგ, მომ­ღე­რა­ლი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და სო­ფი­ას გუ­ლის მო­გე­ბას.

ყო­ველ­დღი­უ­რად უგ­ზავ­ნი­და მას რო­მან­ტი­კულ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს და თეთრ ტი­ტებს, იმე­დით, რომ ცოლს და­იბ­რუ­ნებ­და. თით­ქოს ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მოს­წორ­და, მაგ­რამ 2014 წელს წყვილ­მა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტა და­შო­რე­ბა. ირაკ­ლი ამ პე­რი­ოდს ძა­ლი­ან მძი­მედ გა­ნიც­დი­და და დღემ­დე მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვამს. მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით უსი­ა­მოვ­ნოა ფრა­ზა „სიყ­ვა­რუ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ბავ­შვე­ბის გამო“.

საყ­ვა­რე­ლი ვა­ჟე­ბი

და­შო­რე­ბის შემ­დეგ ირაკ­ლი­სა და სო­ფი­ას ურ­თი­ერ­თო­ბა კვლავ და­ძა­ბუ­ლი იყო, რაც არა­ერ­თხელ გახ­და მე­დი­ა­ში გან­ხილ­ვის თემა. თუმ­ცა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, წყვილ­მა სა­ერ­თო ენის გა­მო­ნა­ხა შვი­ლე­ბის გამო. ირაკ­ლი ხში­რად აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ბავ­შვო­ბა­ში მა­მის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე გაზ­რდა, რაც მის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო და არ სურ­და, მისი შვი­ლე­ბიც იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ.

ფირ­ცხა­ლა­ვა დე­დას­თან და ვა­ჟებ­თან ერ­თად

და­შო­რე­ბის შემ­დეგ მომ­ღე­რა­ლი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. მან სა­კუ­თა­რი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა და უფ­რო­სი ვაჟი, ფეხ­ბურთზე მი­იყ­ვა­ნა. ორი­ვე ძმას მუ­სი­კი­სად­მი ინ­ტე­რე­სიც აქვს, ამი­ტომ მა­მამ მათ­თვის ფორ­ტე­პი­ა­ნოს მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ი­ქი­რა­ვა. ამ­ჟა­მად, ილია 14 წლი­საა, ხოლო ალექ­სან­დრე – 12.

ახა­ლი რჩე­უ­ლი – ყო­ფი­ლი ცო­ლის ასლი

ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა კვლავ ბედ­ნი­ე­რია. სო­ფია გრე­ბენშჩი­კო­ვას­თან 2014 წელს და­შო­რე­ბის შემ­დეგ, მომ­ღე­რალ­მა პირ­ვე­ლად სა­ჯა­როდ ისა­უბ­რა თა­ვის ახალ რჩე­ულ­ზე – დი­ზა­ი­ნერ კა­რი­ნა ხო­მუ­ხა­ზე, რო­მე­ლიც წინა ურ­თი­ერ­თო­ბი­დან ორ ქა­ლიშ­ვილს ზრდის. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს მომ­ღე­რალ­მა მაშა ვე­ბერ­მა გა­აც­ნო.

ახ­ლობ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ კა­რი­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ ირაკ­ლი შე­იც­ვა­ლა. მან უფრო მე­ტად მე­ტად და­ი­წყო სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვა, უფრო მშვი­დი გახ­და და ხში­რად სტუმ­რობს კა­რი­ნას­თან ერ­თად წმინ­და ად­გი­ლებს.

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია, რომ კა­რი­ნა გა­რეგ­ნო­ბით ირაკ­ლის ყო­ფილ ცოლს ძა­ლი­ან ჰგავს: ორი­ვეს აქვს დიდი ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი, სქე­ლი თმა, გა­მო­ხა­ტუ­ლი ყვრი­მა­ლე­ბი და სავ­სე ტუ­ჩე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ახალი რჩეული მისი ყოფილი ცოლის ასლია" - ირაკლი ფირცხალავას პირადი ცხოვრების გარშემო სკანდალი არ წყდება: რას წერს მედია მომღერლის "ლავ სთორზე"

"ახალი რჩეული მისი ყოფილი ცოლის ასლია" - ირაკლი ფირცხალავას პირადი ცხოვრების გარშემო სკანდალი არ წყდება: რას წერს მედია მომღერლის "ლავ სთორზე"

პირველ ცოლთან დაშორების შემდეგ ირაკლი ფირცხალავა უფრო მშვიდი გახდა და შეზღუდვები აღარ აწუხებს - წერს რუსული მედია და მომღერლის ახალ სიყვარულზე სტატიას აქვეყნებს.

მისი ყოფილი ცოლი, სოფია, ეჭვიანობისგან იტანჯებოდა და ხშირად აწყობდა სკანდალებს, რაც ყვირილსა და ჭურჭლის მსხვრევაში გამოიხატებოდა. ნებისმიერ ქალში ვინც მისი ქმრის გვერდით გამოჩნდებოდა, საფრთხეს ხედავდა. კავკასიელი ირაკლისთვის ასეთი შეზღუდვები აუტანელი აღმოჩნდა, რის გამოც კონფლიქტები ერთიმეორეს მიჰყვებოდა. ახლა კი, ყოფილის ბორკილებისგან გათავისუფლებული ფირცხალავა თავისუფლებით ტკბება. ცოტა ხნის წინ ირაკლიმ ახალი რომანი დაიწყო გოგონასთან, რომელიც მის ყოფილ ცოლს ძალიან ჰგავს.

იდეალური ოჯახი

ირაკლი ფირცხალავა პოპულარობის პიკზე იყო, როდესაც მასთან ქორწინებაზე ბევრი ქალი ოცნებობდა, თუმცა, „უცოლო მამაკაცის“ სტატუსთან დამშვიდობებას არ ჩქარობდა. 2009 წელს კი, ყველას გასაოცრად, მსახიობსა და მოდელ სოფია გრებენშჩიკოვზე დაქორწინდა.

მათი ქორწინება რომანტიკისა და ჰარმონიის სიმბოლოდ ითვლებოდა. ირაკლი არ მალავდა სიყვარულს ცოლისადმი, ხშირად აქვეყნებდა საერთო ფოტოებს და სიამაყით საუბრობდა მასზე ინტერვიუებში. როდესაც სოფია პირველ შვილს ელოდებოდა, მომღერალი მზრუნველ და ყურადღებიან ქმრად იქცა. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სოფიას ამ მნიშვნელოვანი პერიოდით სიამოვნება მიეღო.

მოულოდნელი დაშორება

ქორწინებაში ირაკლისა და სოფიას ორი ვაჟი შეეძინათ: ილია 2010 წლის 12 აგვისტოს დაიბადა, ხოლო ალექსანდრე – 2012 წლის 11 ოქტომბერს. ოჯახი გარკვეული დროით ბედნიერი და მშვიდობიანი ჩანდა, თუმცა, შემდეგ ჰარმონია დაირღვა.

როდესაც უფროს შვილს სამი წელი შეუსრულდა, ხოლო უმცროსი ჯერ მხოლოდ წელიწად-ნახევრის იყო, ცოლ-ქმარმა მავრიკის კუნძულიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც ახალი წლის არდადეგები გაატარეს, გადაწყვიტეს, ცალ-ცალკე ეცხოვრათ.

სოფიას ეჭვიანობის ფონზე კონფლიქტები კიდევ უფრო მწვავე ხდებოდა. ქალი ხშირად აწყობდა სკანდალებს, რაც ირაკლის, რომელიც თავისუფლებას განსაკუთრებით აფასებდა, აღიზიანებდა. კაცი შეზღუდვებს ვერ იტანდა, რაც მხოლოდ ამძაფრებდა მათ უთანხმოებებს. მიუხედავად დაძაბული ურთიერთობისა, ფირცხალავა დაშორებას არ ჩქარობდა. ცოლ-ქმრის ცალკე გადასვლის შემდეგ, მომღერალი ერთი თვის განმავლობაში ცდილობდა სოფიას გულის მოგებას.

ყოველდღიურად უგზავნიდა მას რომანტიკულ შეტყობინებებს და თეთრ ტიტებს, იმედით, რომ ცოლს დაიბრუნებდა. თითქოს ურთიერთობა გამოსწორდა, მაგრამ 2014 წელს წყვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა დაშორება. ირაკლი ამ პერიოდს ძალიან მძიმედ განიცდიდა და დღემდე მტკივნეულად აღიქვამს. მისთვის განსაკუთრებით უსიამოვნოა ფრაზა „სიყვარულის შენარჩუნება ბავშვების გამო“.

საყვარელი ვაჟები

დაშორების შემდეგ ირაკლისა და სოფიას ურთიერთობა კვლავ დაძაბული იყო, რაც არაერთხელ გახდა მედიაში განხილვის თემა. თუმცა, დროთა განმავლობაში, წყვილმა საერთო ენის გამონახა შვილების გამო. ირაკლი ხშირად აღნიშნავდა, რომ ბავშვობაში მამის მხარდაჭერის გარეშე გაზრდა, რაც მისთვის ძალიან რთული იყო და არ სურდა, მისი შვილებიც იგივე მდგომარეობაში აღმოჩენილიყვნენ.

ფირცხალავა დედასთან და ვაჟებთან ერთად

დაშორების შემდეგ მომღერალი აქტიურად მონაწილეობდა შვილების ცხოვრებაში. მან საკუთარი ბავშვობის ოცნება აისრულა და უფროსი ვაჟი, ფეხბურთზე მიიყვანა. ორივე ძმას მუსიკისადმი ინტერესიც აქვს, ამიტომ მამამ მათთვის ფორტეპიანოს მასწავლებელი დაიქირავა. ამჟამად, ილია 14 წლისაა, ხოლო ალექსანდრე – 12.

ახალი რჩეული – ყოფილი ცოლის ასლი

ირაკლი ფირცხალავა კვლავ ბედნიერია. სოფია გრებენშჩიკოვასთან 2014 წელს დაშორების შემდეგ, მომღერალმა პირველად საჯაროდ ისაუბრა თავის ახალ რჩეულზე – დიზაინერ კარინა ხომუხაზე, რომელიც წინა ურთიერთობიდან ორ ქალიშვილს ზრდის. წყვილი ერთმანეთს მომღერალმა მაშა ვებერმა გააცნო.

ახლობლებმა აღნიშნეს, რომ კარინასთან ურთიერთობის შემდეგ ირაკლი შეიცვალა. მან უფრო მეტად მეტად დაიწყო საკუთარ თავზე ზრუნვა, უფრო მშვიდი გახდა და ხშირად სტუმრობს კარინასთან ერთად წმინდა ადგილებს.

საინტერესო ფაქტია, რომ კარინა გარეგნობით ირაკლის ყოფილ ცოლს ძალიან ჰგავს: ორივეს აქვს დიდი ცისფერი თვალები, სქელი თმა, გამოხატული ყვრიმალები და სავსე ტუჩები.