პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს
"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფომ და­ა­წე­სა ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი და სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღა­ლი რან­გის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მი­მართ. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი კი­დევ ერთხელ უნდა შე­ფას­დეს რო­გორც ან­ტი­ქარ­თუ­ლი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც ძირს უთხრის ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას და­სავ­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ.უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ რაც უფრო ღრმად აქვს ფეს­ვე­ბი გად­გმუ­ლი გლო­ბა­ლურ ომის პარ­ტი­ას სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში და რაც უფრო ძლი­ე­რია ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში "დიფ სთე­ი­თის“ მე­ტას­ტა­ზე­ბი, რო­მე­ლიც გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის არა­ფორ­მა­ლუ­რი გავ­ლე­ნის მთა­ვარ ინ­სტრუ­მენ­ტად გვევ­ლი­ნე­ბა, მით უფრო ან­ტი­ქარ­თუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ქვეყ­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ.უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და ბი­უ­როკ­რა­ტი, რო­მე­ლიც ან­ტი­ქარ­თუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, იქ­ნე­ბა ეს პრე­ზი­დენ­ტი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, პარ­ლა­მენ­ტა­რი, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი, დიპ­ლო­მა­ტი თუ ჩი­ნოვ­ნი­კი, არის "დიფ სთე­ი­თის“ ქსე­ლის წევ­რი, რო­მე­ლიც არა ამე­რი­კე­ლი ან ევ­რო­პე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით, არა­მედ გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის კარ­ნა­ხით მოქ­მე­დებს.ამე­რი­კის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის გუნ­დი აკე­თებს და­მა­ი­მე­დე­ბელ გან­ცხა­დე­ბებს ამე­რი­კულ ოფი­ცი­ა­ლურ სტრუქ­ტუ­რებ­ში "დიფ სთე­ი­თის“ გა­ნად­გუ­რე­ბის შე­სა­ხებ. პრე­ზი­დენ­ტმა ტრამპმა ჯერ კი­დევ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და, რომ "ან ამე­რი­კა გა­ა­ნად­გუ­რებს "დიფ სთე­ითს“ ან "დიფ სთე­ი­თი“ გა­ა­ნად­გუ­რებს ამე­რი­კას“.

ფაქ­ტია, რომ გა­სუ­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ "დიფ სთე­ი­თი“ ანად­გუ­რებ­და არა მხო­ლოდ ამე­რი­კას, არა­მედ მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნას. "დიფ სთე­ით­მა“ შე­უქ­მნა უმ­ძი­მე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ევ­რო­კავ­შირს. "დიფ სთე­ით­მა“ ომის ქარ­ცე­ცხლში გახ­ვია მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი სა­ხელ­მწი­ფო. ყვე­ლა­ზე მძი­მედ კი, "დიფ სთე­ი­თის“ პატ­რო­ნე­ბის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ეფექ­ტი ჩვენს მე­გო­ბარ ქვე­ყა­ნა­ზე - უკ­რა­ი­ნა­ზე აი­სა­ხა. უკ­რა­ი­ნა, რო­მელ­საც 2014 წლამ­დე ჰქონ­და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა, მშვი­დო­ბა და თით­ქმის 200-მი­ლი­არ­დი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კა, დღეს, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, რა­ზეც "მა­ი­და­ნის“ ავ­ტო­რე­ბი არა­ვი­თარ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ იღე­ბენ.სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ი­ნულ სცე­ნარს დიდი ძა­ლის­ხმე­ვი­სა და უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლის შე­დე­გად ჯერ­ჯე­რო­ბით გა­და­ურ­ჩა, თუმ­ცა, მშვი­დო­ბის­თვის ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა და ეს ბრძო­ლა ბო­ლომ­დეა მი­საყ­ვა­ნი. ვიდ­რე არ­სე­ბობს უკ­რა­ი­ნა­ში პირ­ვე­ლი ფრონ­ტი, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე ფრონ­ტის ინ­ტე­რე­სიც ყო­ველ­თვის იარ­სე­ბებს.

სწო­რედ ამას უკავ­შირ­დე­ბა სან­ქცი­ე­ბი, რო­მელ­საც გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის კარ­ნა­ხით და "დიფ სთე­ი­თის“ ხე­ლით, კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და თა­ნამ­დე­ბე­ბის პი­რებს უწე­სე­ბენ. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ბო­ლომ­დე უნდა იბ­რძო­ლოს, რომ გა­დარ­ჩეს და სა­ქარ­თვე­ლოს უკ­რა­ი­ნი­ზა­ცია არ და­უშ­ვას. ამით, ჩვენ კარგ საქ­მეს გა­ვუ­კე­თებთ ევ­რო­პა­საც, რომ­ლის ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა დღეს "დიფ სთე­ი­თის“ თა­მაშს თა­მა­შობს და სა­კუ­თა­რი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას ვერ ახერ­ხებს.ევ­რო­კავ­ში­რის ბი­უ­როკ­რა­ტი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი მდგო­მა­რე­ო­ბა დღეს უმ­ძი­მე­სია, რაც ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ხუთი რე­ზო­ლუ­ცი­ით ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მო­ი­ხა­ტა. ამ რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბით ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მო­ი­თხო­ვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დას­ჯა, სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და სხვა კრი­მი­ნა­ლე­ბის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ლგბტ-პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ კა­ნო­ნის გაწ­ვე­ვა და ა.შ. ბოლო, მე­ხუ­თე რე­ზო­ლუ­ცი­ით ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა მო­ი­თხო­ვა ის, რის სა­ჯა­როდ მო­თხოვ­ნა­საც, სე­რი­ო­ზულ მო­თა­მა­შე­თა­გან, მა­ნამ­დე ვე­რა­ვინ ბე­დავ­და - რუ­სე­თის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა და ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ჩა­მოშ­ლა. ამ ტენ­დენ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი მე­ექ­ვსე რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, რუ­სეთ­თან ომის და­წყე­ბა­საც ღიად მოგვ­თხოვს.კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ფორ­მა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი რომ სრუ­ლი­ად არა­სე­რი­ო­ზუ­ლია, ამას დიდი მტკი­ცე­ბა არ ჭირ­დე­ბა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ასან­ქცი­რე­ბენ იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სის­ხლი­ა­ნი ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბით ჩა­ა­ნაც­ვლა, ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის, ბიზ­ნე­სის რე­კე­ტის, მე­დი­ის მი­ტა­ცე­ბის, არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის სის­ტე­მუ­რი პრაქ­ტი­კა და­ას­რუ­ლა, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა 28 მი­ლი­არ­დი­დან 90 მი­ლი­არ­დამ­დე გა­ზარ­და და სა­ქარ­თვე­ლოს 12-წლი­ა­ნი უწყვე­ტი მშვი­დო­ბა მო­უ­ტა­ნა.ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს და გმირ პო­ლი­ცი­ე­ლებს, მათ შო­რის 2008 წლის ომში ნაბ­რძოლ ადა­მი­ა­ნებს, ასან­ქცი­რე­ბენ იმი­სათ­ვის, რომ ბოლო ორ წე­ლი­წად­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბის სამი ძა­ლა­დობ­რი­ვი მცდე­ლო­ბა ეფექ­ტუ­რად აღ­კვე­თეს, თა­ნაც ისე, რომ ამას არა­თუ მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია, არა­მედ თუნ­დაც ერთი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე არა­ვი­თა­რი კვა­ლი არ და­უ­ტო­ვე­ბია.

ამის სა­პი­რის­პი­როდ, ყვე­ლას გვახ­სოვს გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ი­სა და "დიფ სთე­ი­თის“ ფა­ვო­რი­ტე­ბის, მე­რა­ბიშ­ვი­ლის და გა­ხა­რი­ას 26 მა­ი­სის და 20 ივ­ნი­სის სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ერთ შემ­თხვე­ვა­ში 4 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბით, ხოლო მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში - 7 ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უმ­ძი­მე­სი კვა­ლის და­ტო­ვე­ბით დას­რულ­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ არც მე­რა­ბიშ­ვი­ლის და არც გა­ხა­რი­ას სან­ქცი­რე­ბა აზ­რად არა­ვის მოს­ვლია, რად­გან "დიფ სთე­ით­ში“ იხელ­მძღვა­ნე­ლეს რუზ­ველ­ტის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მით - "ძაღ­ლიშ­ვი­ლია, მაგ­რამ ჩვე­ნი ძაღ­ლიშ­ვი­ლია“. ლო­გი­კუ­რია, რომ ვინც "ძაღ­ლიშ­ვი­ლებს“ თავს ევ­ლე­ბა, ის გმირ პო­ლი­ცი­ე­ლებს ასან­ქცი­რებს.

ყვე­ლას გვახ­სოვს ისიც, რომ რუ­სეთ­თან 2008 წლის ომის გამ­ჩა­ღე­ბე­ლი დიქ­ტა­ტო­რი სა­ა­კაშ­ვი­ლი "დიფ სთე­ით­მა“ გმი­რად და დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რად მო­ნათ­ლა. ლო­გი­კუ­რია, რომ გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია ომის აგენ­ტის­თვის ქე­ბას არ იშუ­რებს. ამ ლო­გი­კის გაგ­რძე­ლე­ბაა ისიც, რომ "დიფ სთე­ი­თი“ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მშვი­დო­ბის­თვის სჯის. ამ ყვე­ლა­ფერს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან კარ­გად არ­ჩევს და სწო­რედ ამი­ტომ აქვს "დიფ სთე­ი­თის“ სან­ქცი­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­გვა­რი ძალა და­კარ­გუ­ლი.ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი პირ­ვე­ლად უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ა­წე­სე­ბი­ნეს, რომ­ლის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნის­კენ ღიად მო­უ­წო­დებ­დნენ. ამას მოყ­ვა ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბის სან­ქცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი, პრაქ­ტი­კუ­ლად, სრუ­ლად აქვთ და­კარ­გუ­ლი და მთლი­ა­ნად "დიფ სთე­ი­თის“ კარ­ნა­ხით უწევთ მოქ­მე­დე­ბა.თა­ვის დრო­ზე და­ხუ­რულ კარს მიღ­მა გაჟ­ღე­რე­ბულ­მა მო­თხოვ­ნამ და მუ­ქა­რამ სა­ბო­ლო­ოდ სა­ჯა­რო სახე მი­ი­ღო. "ან იო­მებ ან დაგსჯით“ - ეს არის მარ­ტი­ვი გზავ­ნი­ლი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის­გან იღებს. მე­ტიც, ოპო­ზი­ცი­ის პი­რით, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დას­ჯა­ზეც და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი, რაც იმის უტყუ­ა­რი ნი­შა­ნია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე მე­ტა­დაც კი, გლო­ბა­ლურ ომის პარ­ტი­ას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უკომ­პრო­მი­სო პო­ზი­ცია აღი­ზი­ა­ნებს, რო­მელ­მაც კო­ლექ­ტი­უ­რი ნაც­მოძ­რა­ო­ბის, ანუ გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის აგენ­ტუ­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა და ომში სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მე­ო­რედ ჩათ­რე­ვა არ და­უშ­ვა.სა­ბო­ლო­ოდ, ქარ­თველ ხალ­ხს ვე­რა­ვინ ვე­რა­ვი­თა­რი სან­ქცი­ე­ბით ვერ შე­ა­ში­ნებს, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად ეს­მის, რომ ქვეყ­ნის გა­ნად­გუ­რე­ბას ვერ­ცერ­თი სან­ქცია ვერ შე­ედ­რე­ბა. ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვე­რა­ვინ ვე­რა­ვი­თა­რი სან­ქცი­ე­ბის ფა­სად ვერ აი­ძუ­ლებს, ქვე­ყა­ნა გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ომის­თვის გა­წი­როს. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი სა­ქარ­თვე­ლოს უკ­რა­ი­ნი­ზა­ცი­ას არა­ვი­თა­რი სან­ქცი­ე­ბის ფა­სად არ და­უშ­ვებს.გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­ცი­რე­სო­ბის აზ­რის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას ახერ­ხებს. კო­ლექ­ტი­უ­რი ნაც­მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭერ უმ­ცი­რე­სო­ბას დღეს ის ზუს­ტად ისე­ვე უპი­რის­პი­რებს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს, რო­გორც ეს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში გა­უ­კე­თე­ბია. ლო­კა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის, ანუ კო­ლექ­ტი­უ­რი ნაც­მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა ზუს­ტად იცი­ან, რომ სი­მარ­თლე მათ მხა­რეს არ არის და სწო­რედ ამი­ტომ ამ­ბო­ბენ უარს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ის გა­მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ამ ადა­მი­ა­ნებს მო­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ აძ­ლევს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ამე­რი­კუ­ლი თუ ევ­რო­პუ­ლი ბი­უ­როკ­რა­ტი­ის ნა­ბი­ჯებს კრი­ტი­კუ­ლად შე­ხე­დონ.გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის გავ­ლე­ნით, თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში მოქ­მე­დებს ორუ­ე­ლი­სე­უ­ლი პრინ­ცი­პი - "ომი არის მშვი­დო­ბა, მო­ნო­ბა - თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ხოლო უმეც­რე­ბა - ძალა“. ომი, მო­ნო­ბა, უმეც­რე­ბა და ყვე­ლაფ­რის უკუღ­მა წარ­მო­ჩე­ნა არის მთა­ვა­რი ინ­სტრუ­მენ­ტი, რომ­ლი­თაც გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს უდი­დეს ნა­წილს არა­ფორ­მა­ლუ­რად მარ­თავს.უკვე ზე­დი­ზედ მე­ო­რედ არ აღი­ა­რე­ბენ ეუთო/ოდი­რის დას­კვნას სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­დე­საც მა­ნამ­დე ეუთო/ოდი­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოწ­ვე­ვას და­ჟი­ნე­ბით ითხოვ­დნენ. მე­ტიც, ამ დას­კვნით გა­გუ­ლი­სე­ბულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ და მის­მა პატ­რო­ნებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეუ­თოს დე­ლე­გა­ცი­ის ჩა­მოს­ვლა არ და­ეშ­ვათ.

ამე­რი­კელ კონ­გრეს­მენს, ჯო უილ­სონს და­ა­ი­ნი­ცი­რე­ბი­ნეს ე.წ. "მე­გო­ბა­რი აქტი“ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, რო­მელ­საც, ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მხო­ლოდ "მტე­რი აქტი“ შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს. უილ­სონ­მა იმოქ­მე­და პრინ­ცი­პით - "სა­სი­ა­მოვ­ნო სა­სარ­გებ­ლოს­თან ერ­თად“ და "დიფ სთე­ი­თის“ და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ევ­რო­პე­ლი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის მძარ­ცვე­ლი კე­ზე­რაშ­ვი­ლის­გან ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბაც და­ურ­თო. ათე­უ­ლო­ბით ევ­რო­პე­ლი პენ­სი­ო­ნე­რის­თვის წარ­თმე­უ­ლი ფული ერთ ამე­რი­კელ პენ­სი­ო­ნერს - ჯო უილ­სონს ხმარ­დე­ბა, რი­თაც "დიფ სთე­ი­თი“ თა­ვის პო­ლი­ტი­კურ ამო­ცა­ნას ას­რუ­ლებს და სა­ქარ­თვე­ლოს სან­ქცი­ე­ბით აშან­ტა­ჟებს. ჯო უილ­სო­ნი არის "დიფ სთე­ი­თის“ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე გა­მოვ­ლი­ნე­ბა - დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ნუ­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რით, რო­მე­ლიც უხე­შად გვე­მუქ­რე­ბა, რომ დაგ­ვსჯის, თუ არ ვი­ო­მებთ.შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჯო უილ­სონს, რო­მე­ლიც თავს კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კო­სად წარ­მო­ა­ჩენს, ერთხე­ლაც არ და­უგ­მია ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც კა­ცის კა­ცად და ქა­ლის ქა­ლად მოხ­სე­ნი­ე­ბის აკ­რძალ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და და რო­მელ­საც პრე­ზი­დენტ ტრამ­პის გუნ­დი ერ­თხმად გა­ე­მიჯ­ნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­საკ­ვი­რი არაა, რომ უილ­სო­ნი ბლინ­კე­ნის ხაზს სა­ქარ­თვე­ლოს დას­ჯის ნა­წილ­შიც ერ­თგუ­ლად აგ­რძე­ლებს.პრე­ზი­დენტ ტრამ­პის მიერ "დიფ სთე­ი­თის“ მოშ­ლის ამო­ცა­ნის წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბას შე­უძ­ლია ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თვი­სებ­რი­ვი გა­დატ­ვირ­თვა უზ­რუნ­ველ­ყოს, რაც, გვჯე­რა, თა­ნაბ­რად შე­დის რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში.ევ­რო­პა­ში "დიფ სთე­ი­თის“ მე­ტას­ტა­ზე­ბის მოშ­ლას შე­და­რე­ბით მეტი დრო დას­ჭირ­დე­ბა. რო­გორც უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ვიქ­ტორ ორ­ბან­მა აღ­ნიშ­ნა - "სო­როს­მა და­კარ­გა ვა­შინგტო­ნი პრე­ზი­დენტ ტრამ­პის არ­ჩე­ვით, მაგ­რამ ბრი­უ­სე­ლი კვლავ მის ხელ­შია“. ბუ­ნებ­რი­ვია, სო­როს­ში არა კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი, არა­მედ "დიფ სთე­ი­თის“ უკან მდგო­მი ოლი­გარ­ქი­უ­ლი ქსე­ლი იგუ­ლის­ხმე­ბა."დიფ სთე­ი­თის“ ევ­რო­პუ­ლი მე­ტას­ტა­ზე­ბის მოშ­ლა სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­დატ­ვირ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. სწო­რედ ამ მე­ტას­ტა­ზე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბის შე­დე­გია არა მხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რის ბი­უ­როკ­რა­ტი­ის არ­სე­ბუ­ლი ან­ტი­ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა, არა­მედ უხე­ში ლგბტ-პრო­პა­გან­და და მიგ­რა­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს თან­მიმ­დევ­რუ­ლად იდენ­ტო­ბას აკარ­გვი­ნებს და რი­თაც ჩვენ ქვე­ყა­ნა­საც უშუ­ა­ლოდ ემუქ­რე­ბი­ან.იმე­დი გვაქვს, 2030 წლამ­დე ევ­რო­კავ­ში­რი სრუ­ლად დაძ­ლევს არა­ფორ­მა­ლუ­რი ოლი­გარ­ქი­უ­ლი გავ­ლე­ნი­სა და "დიფ სთე­ი­თის“ პრობ­ლე­მას, რაც შექ­მნის სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­სა­წევ­რი­ა­ნებ­ლად. ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლო არა მხო­ლოდ პა­სი­უ­რად უნდა და­ე­ლო­დოს ცვლი­ლე­ბებს ევ­რო­კავ­შირ­ში, არა­მედ თა­ვა­დაც აქ­ტი­უ­რი წვლი­ლი უნდა შე­ი­ტა­ნოს ევ­რო­კავ­ში­რის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა­ში.მხო­ლოდ მშვი­დო­ბით, ღირ­სე­ბით და კე­თილ­დღე­ო­ბით ევ­რო­პის­კენ და ევ­რო­პა­ში - ეს არის დე­ვი­ზი, რო­მე­ლიც 2030 წლამ­დე არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, არა­მედ ევ­რო­კავ­ში­რის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის უნდა გახ­დეს თა­ნა­ცხოვ­რე­ბის საკ­ვან­ძო პრინ­ცი­პი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე სახელმწიფომ დააწესა ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები ქართველი ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ უნდა შეფასდეს როგორც ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ.უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული გლობალურ ომის პარტიას სხვადასხვა ქვეყანაში და რაც უფრო ძლიერია ამა თუ იმ ქვეყანაში "დიფ სთეითის“ მეტასტაზები, რომელიც გლობალური ომის პარტიის არაფორმალური გავლენის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება, მით უფრო ანტიქართულია შესაბამისი ქვეყნის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ.უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის "დიფ სთეითის“ ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს.ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გუნდი აკეთებს დამაიმედებელ განცხადებებს ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებში "დიფ სთეითის“ განადგურების შესახებ. პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ "ან ამერიკა გაანადგურებს "დიფ სთეითს“ ან "დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას“.

ფაქტია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში სწორედ "დიფ სთეითი“ ანადგურებდა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. "დიფ სთეითმა“ შეუქმნა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირს. "დიფ სთეითმა“ ომის ქარცეცხლში გახვია მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო. ყველაზე მძიმედ კი, "დიფ სთეითის“ პატრონების გამანადგურებელი ეფექტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე - უკრაინაზე აისახა. უკრაინა, რომელსაც 2014 წლამდე ჰქონდა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა და თითქმის 200-მილიარდიანი ეკონომიკა, დღეს, პრაქტიკულად, განადგურებულია, რაზეც "მაიდანის“ ავტორები არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ.საქართველო უკრაინულ სცენარს დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაურჩა, თუმცა, მშვიდობისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს.

სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომელსაც გლობალური ომის პარტიის კარნახით და "დიფ სთეითის“ ხელით, კონკრეტული სახელმწიფოები ქართველ პოლიტიკოსებსა და თანამდებების პირებს უწესებენ. ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას. ამით, ჩვენ კარგ საქმეს გავუკეთებთ ევროპასაც, რომლის ქვეყნების უმრავლესობა დღეს "დიფ სთეითის“ თამაშს თამაშობს და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს.ევროკავშირის ბიუროკრატიის ღირებულებითი მდგომარეობა დღეს უმძიმესია, რაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ხუთი რეზოლუციით ყველაზე კარგად გამოიხატა. ამ რეზოლუციებით ევროპარლამენტმა მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის დასჯა, სააკაშვილისა და სხვა კრიმინალების განთავისუფლება, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაწვევა და ა.შ. ბოლო, მეხუთე რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოითხოვა ის, რის საჯაროდ მოთხოვნასაც, სერიოზულ მოთამაშეთაგან, მანამდე ვერავინ ბედავდა - რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ევროპარლამენტი მეექვსე რეზოლუციაში, მაღალი ალბათობით, რუსეთთან ომის დაწყებასაც ღიად მოგვთხოვს.კონკრეტული სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციების ფორმალური საფუძველი რომ სრულიად არასერიოზულია, ამას დიდი მტკიცება არ ჭირდება.

ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ იმისათვის, რომ საქართველოში სისხლიანი ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა, ადამიანების წამებისა და მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცების, არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდიდან 90 მილიარდამდე გაზარდა და საქართველოს 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა.ვახტანგ გომელაურს და გმირ პოლიციელებს, მათ შორის 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს, ასანქცირებენ იმისათვის, რომ ბოლო ორ წელიწადში ხელისუფლების გადატრიალების სამი ძალადობრივი მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს, თანაც ისე, რომ ამას არათუ მსხვერპლი არ მოჰყოლია, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია.

ამის საპირისპიროდ, ყველას გვახსოვს გლობალური ომის პარტიისა და "დიფ სთეითის“ ფავორიტების, მერაბიშვილის და გახარიას 26 მაისის და 20 ივნისის სპეცოპერაციები, რომლებიც ერთ შემთხვევაში 4 ადამიანის მკვლელობით, ხოლო მეორე შემთხვევაში - 7 ადამიანის ჯანმრთელობაზე უმძიმესი კვალის დატოვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ არც მერაბიშვილის და არც გახარიას სანქცირება აზრად არავის მოსვლია, რადგან "დიფ სთეითში“ იხელმძღვანელეს რუზველტის ცნობილი გამონათქვამით - "ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია“. ლოგიკურია, რომ ვინც "ძაღლიშვილებს“ თავს ევლება, ის გმირ პოლიციელებს ასანქცირებს.

ყველას გვახსოვს ისიც, რომ რუსეთთან 2008 წლის ომის გამჩაღებელი დიქტატორი სააკაშვილი "დიფ სთეითმა“ გმირად და დემოკრატიის შუქურად მონათლა. ლოგიკურია, რომ გლობალური ომის პარტია ომის აგენტისთვის ქებას არ იშურებს. ამ ლოგიკის გაგრძელებაა ისიც, რომ "დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს და სწორედ ამიტომ აქვს "დიფ სთეითის“ სანქციებს საქართველოში ყოველგვარი ძალა დაკარგული.ნიშანდობლივია, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები პირველად უკრაინის ხელისუფლებას დააწესებინეს, რომლის უმაღლესი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ ღიად მოუწოდებდნენ. ამას მოყვა ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები, რომლებსაც სუვერენიტეტი, პრაქტიკულად, სრულად აქვთ დაკარგული და მთლიანად "დიფ სთეითის“ კარნახით უწევთ მოქმედება.თავის დროზე დახურულ კარს მიღმა გაჟღერებულმა მოთხოვნამ და მუქარამ საბოლოოდ საჯარო სახე მიიღო. "ან იომებ ან დაგსჯით“ - ეს არის მარტივი გზავნილი, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი გლობალური ომის პარტიისგან იღებს. მეტიც, ოპოზიციის პირით, ქართველი ხალხის დასჯაზეც დაიწყეს საუბარი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ხელისუფლებაზე მეტადაც კი, გლობალურ ომის პარტიას ქართველი ხალხის უკომპრომისო პოზიცია აღიზიანებს, რომელმაც კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ გლობალური ომის პარტიის აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ხელმეორედ ჩათრევა არ დაუშვა.საბოლოოდ, ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს.გლობალური ომის პარტია მხოლოდ საზოგადოების უმცირესობის აზრის მანიპულირებას ახერხებს. კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერ უმცირესობას დღეს ის ზუსტად ისევე უპირისპირებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში გაუკეთებია. ლოკალური ომის პარტიის, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერებმა ზუსტად იციან, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის და სწორედ ამიტომ ამბობენ უარს ხელისუფლების ყველა შეთავაზებაზე საჯარო დისკუსიის გამართვასთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს მონური დამოკიდებულება არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამერიკული თუ ევროპული ბიუროკრატიის ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ.გლობალური ომის პარტიის გავლენით, თანამედროვე მსოფლიოში მოქმედებს ორუელისეული პრინციპი - "ომი არის მშვიდობა, მონობა - თავისუფლება, ხოლო უმეცრება - ძალა“. ომი, მონობა, უმეცრება და ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც გლობალური ომის პარტია თანამედროვე სამყაროს უდიდეს ნაწილს არაფორმალურად მართავს.უკვე ზედიზედ მეორედ არ აღიარებენ ეუთო/ოდირის დასკვნას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც მანამდე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მოწვევას დაჟინებით ითხოვდნენ. მეტიც, ამ დასკვნით გაგულისებულმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოში ეუთოს დელეგაციის ჩამოსვლა არ დაეშვათ.

ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს დააინიცირებინეს ე.წ. "მეგობარი აქტი“ საქართველოს შესახებ, რომელსაც, შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ "მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს. უილსონმა იმოქმედა პრინციპით - "სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად“ და "დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს - ჯო უილსონს ხმარდება, რითაც "დიფ სთეითი“ თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. ჯო უილსონი არის "დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება - დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ.შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონს, რომელიც თავს კონსერვატიული მსოფლმხედველობის პოლიტიკოსად წარმოაჩენს, ერთხელაც არ დაუგმია ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილება, რომელიც კაცის კაცად და ქალის ქალად მოხსენიების აკრძალვას ითვალისწინებდა და რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდი ერთხმად გაემიჯნა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ უილსონი ბლინკენის ხაზს საქართველოს დასჯის ნაწილშიც ერთგულად აგრძელებს.პრეზიდენტ ტრამპის მიერ "დიფ სთეითის“ მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, რაც, გვჯერა, თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში.ევროპაში "დიფ სთეითის“ მეტასტაზების მოშლას შედარებით მეტი დრო დასჭირდება. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა - "სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის არჩევით, მაგრამ ბრიუსელი კვლავ მის ხელშია“. ბუნებრივია, სოროსში არა კონკრეტული ადამიანი, არამედ "დიფ სთეითის“ უკან მდგომი ოლიგარქიული ქსელი იგულისხმება."დიფ სთეითის“ ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა. სწორედ ამ მეტასტაზების აქტიურობის შედეგია არა მხოლოდ ევროკავშირის ბიუროკრატიის არსებული ანტიქართული პოლიტიკა, არამედ უხეში ლგბტ-პროპაგანდა და მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს თანმიმდევრულად იდენტობას აკარგვინებს და რითაც ჩვენ ქვეყანასაც უშუალოდ ემუქრებიან.იმედი გვაქვს, 2030 წლამდე ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და "დიფ სთეითის“ პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამასთან, საქართველო არა მხოლოდ პასიურად უნდა დაელოდოს ცვლილებებს ევროკავშირში, არამედ თავადაც აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში.მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ და ევროპაში - ეს არის დევიზი, რომელიც 2030 წლამდე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის უნდა გახდეს თანაცხოვრების საკვანძო პრინციპი".