სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა საავადმყოფოდან გაწერეს, საბერიოშია, ყველაფერი სწრაფად მოხდა, უცებ აალდა საცხოვრებელი" - რას ჰყვება ოჯახის ახლობელი გალის რაიონში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიაზე
"დედა საავადმყოფოდან გაწერეს, საბერიოშია, ყველაფერი სწრაფად მოხდა, უცებ აალდა საცხოვრებელი" - რას ჰყვება ოჯახის ახლობელი გალის რაიონში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიაზე

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, გა­ლის რა­ი­ონ სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში ხან­ძარს 5 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში უკვე გა­მო­ცხად­და გლო­ვის დღე­ე­ბი, გა­თი­შუ­ლია სა­ა­ხალ­წლო გა­ნა­თე­ბე­ბი.

  • "უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, ოჯახს არ ვიც­ნობთ, სტუმ­რად ყო­ფი­ლან ბავ­შვე­ბი, მაგ­რამ არა­ვის აღარ ახ­სოვს ახა­ლი წელი, გლო­ვაა გალ­ში...“ - გვე­უბ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ჩო­ლა­რი­ე­ბის ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ა­ზე.

ოჯა­ხი ზუგ­დი­დის რა­ი­ონ სო­ფელ კა­ხათ­ში ცხოვ­რობ­და. ბავ­შვე­ბის დედა, ზუგ­დი­დის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა, მა­მამ კი შვი­ლე­ბი, სა­ბე­რი­ო­ში, ბე­ბი­ას­თან წა­იყ­ვა­ნა, სა­დაც და­ტო­ვა და თა­ვად მე­უღ­ლის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ზუგ­დიდ­ში დაბ­რუნ­და.

"და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, ეს იმ­ხე­ლა უსა­მარ­თლო­ბაა ასე­თი პა­ტა­რე­ბი არ უნდა მი­დი­ოდ­ნენ ამ ქვეყ­ნი­დან უდ­რო­ოდ. ვერ ვაზ­როვ­ნებ, ვერ ვი­ჯე­რებ, რომ ისი­ნი აღარ არი­ან. მათ კის­კისს ვერ გა­ვი­გებთ. ეს მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ტკი­ვი­ლია ჩვენ­თვის.“ - ამ­ბობს, ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი Ambebi.ge-სთან

მისი თქმით, ბავ­შვე­ბის დედა სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­წე­რეს და ახლა სა­ბე­რი­ო­შია.

"დედა ამ­ჟა­მად თა­ვის შვი­ლებ­თა­ნაა. დას­ტი­რის სა­ცო­და­ვი, არ­ცერ­თი აღარ ჰყავს. ყვე­ლა მათ­გა­ნი ერთ სა­სახ­ლე­შია ჩას­ვე­ნე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ფე­რი სწრა­ფად მოხ­და, უცებ აალ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და ვე­რა­ფე­რი შეძ­ლეს მე­ზობ­ლებ­მა. აფეთ­ქე­ბა ღუ­მელ­თან დაღ­ვრილ­მა ბენ­ზინ­მა გა­მო­იწ­ვია.

გარ­დაც­ვლი­ლებს სა­ბე­რი­ო­ში დაკ­რძა­ლა­ვენ, რად­გან მათი ბა­ბუ­აც იქ არის და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი. ბე­ბი­ამ იცის მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, გონ­ზე რომ მო­დის, იტან­ჯე­ბა...“, - ამ­ბობს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"დედა საავადმყოფოდან გაწერეს, საბერიოშია, ყველაფერი სწრაფად მოხდა, უცებ აალდა საცხოვრებელი" - რას ჰყვება ოჯახის ახლობელი გალის რაიონში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიაზე

"დედა საავადმყოფოდან გაწერეს, საბერიოშია, ყველაფერი სწრაფად მოხდა, უცებ აალდა საცხოვრებელი" - რას ჰყვება ოჯახის ახლობელი გალის რაიონში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიაზე

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონ სოფელ საბერიოში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე გამოცხადდა გლოვის დღეები, გათიშულია საახალწლო განათებები.

  • "უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, ოჯახს არ ვიცნობთ, სტუმრად ყოფილან ბავშვები, მაგრამ არავის აღარ ახსოვს ახალი წელი, გლოვაა გალში...“ - გვეუბნება ადგილობრივი ჩოლარიების ოჯახის ტრაგედიაზე.

ოჯახი ზუგდიდის რაიონ სოფელ კახათში ცხოვრობდა. ბავშვების დედა, ზუგდიდის საავადმყოფოში იწვა, მამამ კი შვილები, საბერიოში, ბებიასთან წაიყვანა, სადაც დატოვა და თავად მეუღლის მოსანახულებლად ზუგდიდში დაბრუნდა.

"დაუჯერებელია, ეს იმხელა უსამართლობაა ასეთი პატარები არ უნდა მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან უდროოდ. ვერ ვაზროვნებ, ვერ ვიჯერებ, რომ ისინი აღარ არიან. მათ კისკისს ვერ გავიგებთ. ეს მოუშუშებელი ტკივილია ჩვენთვის.“ - ამბობს, ოჯახის ახლობელი Ambebi.ge-სთან

მისი თქმით, ბავშვების დედა საავადმყოფოდან გაწერეს და ახლა საბერიოშია.

"დედა ამჟამად თავის შვილებთანაა. დასტირის საცოდავი, არცერთი აღარ ჰყავს. ყველა მათგანი ერთ სასახლეშია ჩასვენებული. ყველაფერი სწრაფად მოხდა, უცებ აალდა საცხოვრებელი და ვერაფერი შეძლეს მეზობლებმა. აფეთქება ღუმელთან დაღვრილმა ბენზინმა გამოიწვია.

გარდაცვლილებს საბერიოში დაკრძალავენ, რადგან მათი ბაბუაც იქ არის დასაფლავებული. ბებიამ იცის მომხდარის შესახებ, გონზე რომ მოდის, იტანჯება...“, - ამბობს ოჯახის ახლობელი.