მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ-ერთი პირველი სფერო, რასაც პოლიტიკური კრიზისი შეეხება, იქნება უძრავი ქონების ბაზარი..." - ექსპერტი სისტემის ჩამოშლის 3 კომპონენტს ასახელებს
"ერთ-ერთი პირველი სფერო, რასაც პოლიტიკური კრიზისი შეეხება, იქნება უძრავი ქონების ბაზარი..." - ექსპერტი სისტემის ჩამოშლის 3 კომპონენტს ასახელებს

მი­უ­ხე­და­ვად სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ე­ბი­სა, ქვე­ყა­ნა­ში პრო­ტეს­ტი არ წყდე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, უპ­რე­ცე­დენ­ტო აქ­ცი­ის მოწ­მე­ნი გავ­ხდით 31 დე­კემ­ბერს, რო­დე­საც ათა­სო­ბით პრო­ტეს­ტან­ტი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე შეხ­ვდა ახალ წელს. ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სია, გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რებ­ზე სან­ქცი­ე­ბის მთე­ლი კას­კა­დი ვნა­ხეთ, მათ შო­რის შს მი­ნის­ტრი "მაგ­ნიტსკის სი­ა­ში" მოხ­ვდა, აშშ-მა სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს ეს არ შე­იმ­ჩნი­ოს, მათი პრო­პა­გან­და ლა­მის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ რე­ა­ლო­ბას ქმნის... შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი, პრო­ტეს­ტი არ წყდე­ბა, აშშ და ევ­რო­პაც ახალ-ახალ სან­ქცი­ებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. ორი­ო­დე დღის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რეს­პუბ­ლი­კელ­მა ჯო უილ­სონ­მა და დე­მოკ­რატ­მა სტივ კო­ენ­მა აშშ-ის კონ­გრეს­ში კვლავ წა­რად­გი­ნეს "მე­გო­ბა­რი აქტი", რო­მე­ლიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებს. თქვე­ნი აზ­რით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", ბო­ლოს და ბო­ლოს, წავა დათ­მო­ბა­ზე და და­ი­ნიშ­ნე­ბა ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი?

- რაღა და­გი­მა­ლოთ და, სა­ერ­თოდ არ ველი რა­ი­მეს დათ­მო­ბას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა აქვს ამის რე­სურ­სი, ის ახლა თავს გრძნობს კე­დელ­თან მი­ყე­ნე­ბუ­ლად და რა­ღაც პი­რო­ბი­თი სტა­ბი­ლუ­რო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბას ცდი­ლობს.

სხვა გზაც არა აქვს, იძუ­ლე­ბუ­ლია ასე მო­იქ­ცეს - გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის მქო­ნე სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნე­ბით და­ა­ჯილ­დო­ოს და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი და ა.შ. ეს არის ერ­თგვა­რი ის­ტე­რი­კა, იმის დე­მონ­სტრი­რე­ბის ცდა, თუ მი­ერ­თგუ­ლებთ, არ მი­გა­ტო­ვებთ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი, დაგსჯი­თო...

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დათ­მო­ბა­ზე აღარც არის უკვე საქ­მე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ივა­ნიშ­ვი­ლი პი­რა­დად არ ძა­ლა­დობს, არ­სად დარ­ბის და არც არა­ვის ეხ­მა­ლა­ვე­ბა. ის ეყ­რდნო­ბა სის­ტე­მას, მის სა­შუ­ა­ლო და ქვე­და რგო­ლებს. აქ კი ის ხალ­ხია, ვინც პო­ლი­ტი­კურ და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებს და ახლა ამ რგო­ლებ­ში, ჩემი აზ­რით, სე­რი­ო­ზუ­ლი რყე­ვე­ბია და­წყე­ბუ­ლი. სის­ტე­მა არ არის უჭ­კუო, მას­ზე არ მოქ­მე­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრო­პა­გან­და და მის შიგ­ნით უკვე გაჩ­ნდა სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვე­ბი.

ბი­ძი­ნა რას აკე­თებს? ის ეუბ­ნე­ბა სის­ტე­მას, მა­ცა­ლეთ 2 კვი­რა და და­ვა­ლა­გებ ყვე­ლა­ფერ­სო. გრძელ­ვა­დი­ა­ნად უკვე ვე­ღა­რა­ვის ვე­რა­ფერს ჰპირ­დე­ბა და ცდი­ლობს მოკ­ლე ვა­დით რო­გორ­მე შე­ა­კა­ვოს სის­ტე­მა­ში და­წყე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი, რად­გან მშვე­ნივ­რად იცის, რომ თუ სის­ტე­მა ჩა­მო­ე­შა­ლა, მისი საქ­მე დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ამი­ტო­მაც ახლა ცდი­ლობს ტყუ­ი­ლე­ბით, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი და­პი­რე­ბე­ბით ამ პრო­ცესს შე­უ­შა­ლოს ხელი. არა­და, მშვე­ნივ­რად იცის, რომ მის თავ­ზე კი­დია ერთი მის­თვის ძა­ლი­ან მძი­მე კი­თხვა - სხვი­სი პრობ­ლე­მე­ბი რო­გორ უნდა გა­და­წყვი­ტოს, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი ვერ მო­უგ­ვა­რე­ბია?! ბი­ძი­ნას უძ­ლე­ვე­ლო­ბის, მისი სიბ­რძნის მი­თის ნგრე­ვა მი­დის. ეს არ არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი, რყე­ვე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა და ჩემი აზ­რით, სის­ტე­მა 2-3 თვე­ში ჩა­მო­იშ­ლე­ბა. ბი­ძი­ნამ ამას რო­გორ უნდა შე­უ­შა­ლოს ხელი, არ ვიცი, მით უფრო, რომ ეს სის­ტე­მა უმ­რავ­ლე­სო­ბით მა­ინც პრო­და­სავ­ლუ­რია. რა თქმა უნდა, იქ არი­ან პრო­რუ­სე­ბი, მაგ­რამ უმ­ცი­რე­სო­ბა­ში, რაც მშვე­ნივ­რად იცი­ან "ოც­ნე­ბის" ლი­დე­რებ­მა და ამი­ტო­მაც ცდი­ლო­ბენ ისევ ამო­ე­ფა­რონ ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შას, და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი გა­ი­ძა­ხი­ან, ევ­რო­პის­კენ მივ­დი­ვარ­თო, ამა­ზე დიდი უტიფ­რო­ბა და ტყუ­ი­ლი არ გა­გო­ნი­ლა! რა­ღაც გა­მო­გო­ნილ იმე­დებს ქმნი­ან, მა­გა­ლი­თად, ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ლა­პა­რა­კი გა­ვიხ­სე­ნოთ, თუმ­ცა ამ ბოლო დროს აშ­კა­რად მო­უკ­ლეს, რიხი აღარ უვარ­გათ. ამ ილუ­ზი­ე­ბის შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას სჯე­რა, მაგ­რამ სის­ტე­მა ჭკვი­ა­ნი, თუმ­ცა კონ­ფორ­მის­ტია და სა­ბო­ლოო, კონ­სო­ლი­დი­რე­ბულ სა­ბო­ტაჟს და­ი­წყებს მა­შინ, რო­დე­საც სა­ბო­ლო­ოდ მი­იჩ­ნევს, რომ ამა­თი საქ­მე დამ­თავ­რე­ბუ­ლია. ამას დიდი კი არა­ფე­რი სჭირ­დე­ბა, საჭი­როა სის­ტე­მამ და­ი­წყოს პო­ლი­ტი­კუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის სა­ბო­ტი­რე­ბა, ანუ კა­ნო­ნის თა­ნახ­მად იმოქ­მე­დოს და პო­ლი­ტი­კუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე უარი თქვას. რო­გორც უკვე ვთქვი, 2-3 თვე სჭირ­დე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს.

ამ პრო­ცესს აქვს 3 კომ­პო­ნენ­ტი:

1. პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტი, რა­საც გან­სა­ზღვრავს ხალ­ხის ნება;

2. ეკო­ნო­მი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტი, რაც გა­და­იზ­რდე­ბა სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ში, ეს კი 15 იან­ვრის შემ­დეგ უკვე შე­სამ­ჩნე­ვი გახ­დე­ბა. რო­გორც კი სა­იმ­პორ­ტო აქ­ტი­ვო­ბა გა­იზ­რდე­ბა, სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფი­ცი­ტი იქ­ნე­ბა სა­ვა­ლუ­ტო ბირ­ჟა­ზე - სამ­წუ­ხა­როდ, უკვე აღარ ჩანს ვა­ლუ­ტა­ზე მო­თხოვ­ნის და­ბა­ლან­სე­ბის წყა­რო­ე­ბი. ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სფე­რო, რა­საც ეს კრი­ზი­სი შე­ე­ხე­ბა, იქ­ნე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზა­რი, რო­მე­ლიც ისე­დაც ძა­ლი­ან გა­ბე­რი­ლია, ლა­მის ფი­ნან­სურ პი­რა­მი­დად არის ქცე­უ­ლი. უპირ­ვე­ლე­სად, სწო­რედ ამ სფე­რო­ში იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მე­ბი...

აქვე პა­ტა­რა გა­დახ­ვე­ვას გა­ვა­კე­თებ - ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბი­თი რე­ჟი­მე­ბი, რაც ასე ეოც­ნე­ბე­ბა ბი­ძი­ნას, არ­სე­ბობს სამ­ყა­რო­ში, მაგ­რამ ასე­თი რე­ჟი­მის გა­მოკ­ვე­ბას სჭირ­დე­ბა დიდი რე­სურ­სე­ბი, მა­გა­ლი­თად, ნავ­თო­ბი, წი­ა­ღი­სე­უ­ლი და ა.შ. გარ­და ამი­სა, ასეთ რე­ჟი­მებს სჭირ­დე­ბათ იდე­ო­ლო­გია, იდეა, რომ­ლის­თვი­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მზად იქ­ნე­ბა იშიმ­ში­ლოს. აბა, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" რა იდეა აქვს? ის მედ­რო­ვე­ე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბაა! მა­გა­ლი­თად რუ­სე­თი ავი­ღოთ, სა­დაც არის რე­სურ­სე­ბიც, რი­თაც იკ­ვე­ბე­ბა ერ­თპი­როვ­ნუ­ლი რე­ჟი­მი, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე აქვთ რუ­სუ­ლი "ვე­ლი­კო­დერ­ჟა­ვუ­ლი" იმ­პე­რი­უ­ლი იდეა, ძა­ლი­ან ბო­რო­ტი და მძი­მე, მაგ­რამ ამის­თვის რუ­სე­ბი მზად არი­ან უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში იცხოვ­რონ.

ისევ სის­ტე­მის ჩა­მოშ­ლის პრო­ცესს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, მე-3 კომ­პო­ნენ­ტი გახ­ლავთ ქვეყ­ნის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­კენ სწრაფ­ვა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ვა­ნია, და რო­მელ­საც სულ უფრო და უფრო შორ­დე­ბა "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, არა­და, ქვეყ­ნის და­სავ­ლუ­რი ვექ­ტო­რი კონ­სტი­ტუ­ცი­ით არის გან­სა­ზღვრუ­ლი.

მოკ­ლედ, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო რე­ჟი­მის პა­რო­დი­აა. რა­საც ვამ­ბობ, მტკივ­ნე­უ­ლია და სა­სა­ცი­ლო ნამ­დვი­ლად არ არის, რად­გან მძევ­ლე­ბი ჰყავთ აყ­ვა­ნი­ლი და რო­გორც ტე­რო­რის­ტე­ბი, ბავ­შვე­ბით ვაჭ­რო­ბენ.

ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არ ვიცი, რო­გორ აპი­რე­ბენ ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. ერ­თა­დერ­თი გზა რჩე­ბათ - პირ­და­პირ ორ­ჯო­ნი­კი­ძის მან­ტია მო­ირ­გონ, და­უ­ძა­ხონ რუ­სულ ტან­კებს და დაგ­ვი­ყე­ნონ რუს­თა­ველ­ზე. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ერთ-ერთი პირველი სფერო, რასაც პოლიტიკური კრიზისი შეეხება, იქნება უძრავი ქონების ბაზარი..." - ექსპერტი სისტემის ჩამოშლის 3 კომპონენტს ასახელებს

"ერთ-ერთი პირველი სფერო, რასაც პოლიტიკური კრიზისი შეეხება, იქნება უძრავი ქონების ბაზარი..." - ექსპერტი სისტემის ჩამოშლის 3 კომპონენტს ასახელებს

მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა, ქვეყანაში პროტესტი არ წყდება, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო აქციის მოწმენი გავხდით 31 დეკემბერს, როდესაც ათასობით პროტესტანტი რუსთაველის გამზირზე შეხვდა ახალ წელს. ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, გასული წლის მიწურულს ხელისუფლების წევრებზე სანქციების მთელი კასკადი ვნახეთ, მათ შორის შს მინისტრი "მაგნიტსკის სიაში" მოხვდა, აშშ-მა სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ხელისუფლება ცდილობს ეს არ შეიმჩნიოს, მათი პროპაგანდა ლამის ალტერნატიულ რეალობას ქმნის... შექმნილ ვითარებაზე "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, პროტესტი არ წყდება, აშშ და ევროპაც ახალ-ახალ სანქციებზე ლაპარაკობენ. ორიოდე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა აშშ-ის კონგრესში კვლავ წარადგინეს "მეგობარი აქტი", რომელიც "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. თქვენი აზრით, "ქართული ოცნება", ბოლოს და ბოლოს, წავა დათმობაზე და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები?

- რაღა დაგიმალოთ და, საერთოდ არ ველი რაიმეს დათმობას. ხელისუფლებას არა აქვს ამის რესურსი, ის ახლა თავს გრძნობს კედელთან მიყენებულად და რაღაც პირობითი სტაბილურობის დემონსტრირებას ცდილობს.

სხვა გზაც არა აქვს, იძულებულია ასე მოიქცეს - გაათავისუფლოს განსხვავებული პოზიციის მქონე საჯარო მოხელეები, ღირსების ორდენებით დააჯილდოოს დასანქცირებული პირები და ა.შ. ეს არის ერთგვარი ისტერიკა, იმის დემონსტრირების ცდა, თუ მიერთგულებთ, არ მიგატოვებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაგსჯითო...

ხელისუფლების დათმობაზე აღარც არის უკვე საქმე, საზოგადოებაზე ივანიშვილი პირადად არ ძალადობს, არსად დარბის და არც არავის ეხმალავება. ის ეყრდნობა სისტემას, მის საშუალო და ქვედა რგოლებს. აქ კი ის ხალხია, ვინც პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს და ახლა ამ რგოლებში, ჩემი აზრით, სერიოზული რყევებია დაწყებული. სისტემა არ არის უჭკუო, მასზე არ მოქმედებს ხელისუფლების პროპაგანდა და მის შიგნით უკვე გაჩნდა სერიოზული კითხვები.

ბიძინა რას აკეთებს? ის ეუბნება სისტემას, მაცალეთ 2 კვირა და დავალაგებ ყველაფერსო. გრძელვადიანად უკვე ვეღარავის ვერაფერს ჰპირდება და ცდილობს მოკლე ვადით როგორმე შეაკავოს სისტემაში დაწყებული პროცესები, რადგან მშვენივრად იცის, რომ თუ სისტემა ჩამოეშალა, მისი საქმე დასრულებულია. ამიტომაც ახლა ცდილობს ტყუილებით, მოკლევადიანი დაპირებებით ამ პროცესს შეუშალოს ხელი. არადა, მშვენივრად იცის, რომ მის თავზე კიდია ერთი მისთვის ძალიან მძიმე კითხვა - სხვისი პრობლემები როგორ უნდა გადაწყვიტოს, როდესაც საკუთარი ვერ მოუგვარებია?! ბიძინას უძლეველობის, მისი სიბრძნის მითის ნგრევა მიდის. ეს არ არის დასრულებული, რყევები გაგრძელდება და ჩემი აზრით, სისტემა 2-3 თვეში ჩამოიშლება. ბიძინამ ამას როგორ უნდა შეუშალოს ხელი, არ ვიცი, მით უფრო, რომ ეს სისტემა უმრავლესობით მაინც პროდასავლურია. რა თქმა უნდა, იქ არიან პრორუსები, მაგრამ უმცირესობაში, რაც მშვენივრად იციან "ოცნების" ლიდერებმა და ამიტომაც ცდილობენ ისევ ამოეფარონ ევროკავშირის დროშას, დასანქცირებული პირები გაიძახიან, ევროპისკენ მივდივართო, ამაზე დიდი უტიფრობა და ტყუილი არ გაგონილა! რაღაც გამოგონილ იმედებს ქმნიან, მაგალითად, ტრამპის ინაუგურაციაზე გაუთავებელი ლაპარაკი გავიხსენოთ, თუმცა ამ ბოლო დროს აშკარად მოუკლეს, რიხი აღარ უვარგათ. ამ ილუზიების შეიძლება ვიღაცას სჯერა, მაგრამ სისტემა ჭკვიანი, თუმცა კონფორმისტია და საბოლოო, კონსოლიდირებულ საბოტაჟს დაიწყებს მაშინ, როდესაც საბოლოოდ მიიჩნევს, რომ ამათი საქმე დამთავრებულია. ამას დიდი კი არაფერი სჭირდება, საჭიროა სისტემამ დაიწყოს პოლიტიკური დავალებების საბოტირება, ანუ კანონის თანახმად იმოქმედოს და პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე უარი თქვას. როგორც უკვე ვთქვი, 2-3 თვე სჭირდება ამ ყველაფერს.

ამ პროცესს აქვს 3 კომპონენტი:

1. პოლიტიკური კომპონენტი, რასაც განსაზღვრავს ხალხის ნება;

2. ეკონომიკური კომპონენტი, რაც გადაიზრდება სოციალურ პრობლემებში, ეს კი 15 იანვრის შემდეგ უკვე შესამჩნევი გახდება. როგორც კი საიმპორტო აქტივობა გაიზრდება, სერიოზული დეფიციტი იქნება სავალუტო ბირჟაზე - სამწუხაროდ, უკვე აღარ ჩანს ვალუტაზე მოთხოვნის დაბალანსების წყაროები. ერთ-ერთი პირველი სფერო, რასაც ეს კრიზისი შეეხება, იქნება უძრავი ქონების ბაზარი, რომელიც ისედაც ძალიან გაბერილია, ლამის ფინანსურ პირამიდად არის ქცეული. უპირველესად, სწორედ ამ სფეროში იქნება პრობლემები...

აქვე პატარა გადახვევას გავაკეთებ - ერთპიროვნული მმართველობითი რეჟიმები, რაც ასე ეოცნებება ბიძინას, არსებობს სამყაროში, მაგრამ ასეთი რეჟიმის გამოკვებას სჭირდება დიდი რესურსები, მაგალითად, ნავთობი, წიაღისეული და ა.შ. გარდა ამისა, ასეთ რეჟიმებს სჭირდებათ იდეოლოგია, იდეა, რომლისთვისაც საზოგადოება მზად იქნება იშიმშილოს. აბა, "ქართულ ოცნებას" რა იდეა აქვს? ის მედროვეების დაჯგუფებაა! მაგალითად რუსეთი ავიღოთ, სადაც არის რესურსებიც, რითაც იკვებება ერთპიროვნული რეჟიმი, მაგრამ ამასთანავე აქვთ რუსული "ველიკოდერჟავული" იმპერიული იდეა, ძალიან ბოროტი და მძიმე, მაგრამ ამისთვის რუსები მზად არიან უკიდურეს გაჭირვებაში იცხოვრონ.

ისევ სისტემის ჩამოშლის პროცესს რომ დავუბრუნდეთ, მე-3 კომპონენტი გახლავთ ქვეყნის გრძელვადიანი ევროატლანტიკური განვითარებისკენ სწრაფვა, რაც საქართველოს არჩევანია, და რომელსაც სულ უფრო და უფრო შორდება "ოცნების" ხელისუფლება, არადა, ქვეყნის დასავლური ვექტორი კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

მოკლედ, დღეს საქართველოში უფრო რეჟიმის პაროდიაა. რასაც ვამბობ, მტკივნეულია და სასაცილო ნამდვილად არ არის, რადგან მძევლები ჰყავთ აყვანილი და როგორც ტერორისტები, ბავშვებით ვაჭრობენ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ ვიცი, როგორ აპირებენ ძალაუფლების შენარჩუნებას. ერთადერთი გზა რჩებათ - პირდაპირ ორჯონიკიძის მანტია მოირგონ, დაუძახონ რუსულ ტანკებს და დაგვიყენონ რუსთაველზე. წაიკითხეთ სრულად