სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის არმია რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკის ოლქში შეტევაზე გადავიდა - რა ინფორმაცია ხდება ცნობილი?
უკრაინის არმია რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკის ოლქში შეტევაზე გადავიდა - რა ინფორმაცია ხდება ცნობილი?

უკ­რა­ი­ნე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი­სა და რუსი ე.წ. სამ­ხედ­რო ბლო­გე­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა რუ­სე­თის კურსკის რე­გი­ონ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­ტე­ვა და­ი­წყეს.

გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯავ­შან­ტექ­ნი­კის კო­ლო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ქა­ლაქ სუ­ჯას ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით, სო­ფელ ბოლ­შოე სოლ­დატ­სკო­ეს­კენ მი­ე­მარ­თე­ბი­ან.

5 იან­ვრის დი­ლით, რუს­მა "სამ­ხედ­რო კო­რეს­პონ­დენ­ტებ­მა“ კურსკის რე­გი­ონ­ში უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის "დიდი შე­ტე­ვის“ შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა და­ი­წყეს.

Z-ბლო­გე­რი რო­მან ალე­ხი­ნი წერს, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა და­ი­წყეს მოძ­რა­ო­ბა სუ­ჯა­დან სო­ფელ ბოლ­შოე სოლ­დაც­კო­ეს­კენ, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტრის გზატ­კე­ცილ­ზე, კურსკის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი­დან 35 კი­ლო­მეტრში.

"შე­ტე­ვი­სას, მტე­რი იყე­ნებს ნაღ­მე­ბის გაწ­მენ­დის ტექ­ნი­კას, ტან­კებს და სხვა ჯავ­შან­მან­ქა­ნებს. დიდი ალ­ბა­თო­ბით, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი გარ­ღვე­ვას სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც შე­ეც­დე­ბი­ან“, - წერს ის.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან და­ა­მა­ტა, რომ ბრძო­ლა უკვე და­ი­წყო ბოლ­შოი სოლ­დატ­სკო­ეს მახ­ლობ­ლად სო­ფელ ბერ­დი­ნის­თვის. ზო­გი­ერ­თი რუსი ბლო­გე­რის თქმით, უკ­რა­ი­ნის არ­მი­ამ ეს და­სახ­ლე­ბა აიღო და წინ მი­ი­წევს. სხვე­ბი ამას უარ­ყო­ფენ.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ან­დრეი ერ­მაკ­მა მი­ა­ნიშ­ნა, რომ თავ­დას­ხმა წარ­მა­ტე­ბუ­ლია.

"კურსკის რე­გი­ონ­ში კარ­გი ამ­ბე­ბია, რუ­სე­თი იღებს იმას, რა­საც იმ­სა­ხუ­რებს", - და­წე­რა მან კვი­რას.

უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბი კურსკის რე­გი­ონ­ში გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში შე­ვიდ­ნენ და ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლი და­ი­კა­ვეს.

უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 2022 წლის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ, რუ­სე­თი ამ ეტაპ­ზე წინ ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ტემ­პით მი­ი­წევს. რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, დო­ნეც­კის ოლ­ქში უკ­რა­ი­ნულ ქა­ლაქს, პოკ­როვ­სკის მი­უ­ახ­ლოვ­დნენ. ბოლო ორ დღე­ში მათ რამ­დე­ნი­მე მიმ­დე­ბა­რე სო­ფე­ლი აი­ღეს.

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის კონ­ტექ­სტში 20 იან­ვარს დო­ნალდ ტრამ­პის თეთრ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა­სა და წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლო "სამ­შვი­დო­ბო" მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ელი­ან. ზე­ლენ­სკიმ მი­ა­ნიშ­ნა, რომ კურსკის გარ­შე­მო უკ­რა­ი­ნის კონ­ტროლ­ქვეშ არ­სე­ბულ­მა ტე­რი­ტო­რი­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ერ გა­რი­გე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი როლი ითა­მა­შოს.

წყა­რო

ავტორი:

უკრაინის არმია რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკის ოლქში შეტევაზე გადავიდა - რა ინფორმაცია ხდება ცნობილი?

უკრაინის არმია რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკის ოლქში შეტევაზე გადავიდა - რა ინფორმაცია ხდება ცნობილი?

უკრაინელი ოფიციალური პირებისა და რუსი ე.წ. სამხედრო ბლოგერების ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის რეგიონში მოულოდნელი შეტევა დაიწყეს.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, უკრაინული ჯავშანტექნიკის კოლონები, რომლებიც უკრაინის მიერ კონტროლირებად ქალაქ სუჯას ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელ ბოლშოე სოლდატსკოესკენ მიემართებიან.

5 იანვრის დილით, რუსმა "სამხედრო კორესპონდენტებმა“ კურსკის რეგიონში უკრაინის არმიის "დიდი შეტევის“ შესახებ ცნობების გავრცელება დაიწყეს.

Z-ბლოგერი რომან ალეხინი წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მოძრაობა სუჯადან სოფელ ბოლშოე სოლდაცკოესკენ, რომელიც მდებარეობს რეგიონალური ცენტრის გზატკეცილზე, კურსკის ატომური ელექტროსადგურიდან 35 კილომეტრში.

"შეტევისას, მტერი იყენებს ნაღმების გაწმენდის ტექნიკას, ტანკებს და სხვა ჯავშანმანქანებს. დიდი ალბათობით, უკრაინელები გარღვევას სხვა მიმართულებითაც შეეცდებიან“, - წერს ის.

მოგვიანებით მან დაამატა, რომ ბრძოლა უკვე დაიწყო ბოლშოი სოლდატსკოეს მახლობლად სოფელ ბერდინისთვის. ზოგიერთი რუსი ბლოგერის თქმით, უკრაინის არმიამ ეს დასახლება აიღო და წინ მიიწევს. სხვები ამას უარყოფენ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა მიანიშნა, რომ თავდასხმა წარმატებულია.

"კურსკის რეგიონში კარგი ამბებია, რუსეთი იღებს იმას, რასაც იმსახურებს", - დაწერა მან კვირას.

უკრაინული ძალები კურსკის რეგიონში გასული წლის აგვისტოში შევიდნენ და ტერიტორიის ნაწილი დაიკავეს.

უკრაინის ტერიტორიაზე, 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთი ამ ეტაპზე წინ ყველაზე სწრაფი ტემპით მიიწევს. რუსული ჯარები ცდილობენ, დონეცკის ოლქში უკრაინულ ქალაქს, პოკროვსკის მიუახლოვდნენ. ბოლო ორ დღეში მათ რამდენიმე მიმდებარე სოფელი აიღეს.

რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში 20 იანვარს დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებასა და წლის განმავლობაში შესაძლო "სამშვიდობო" მოლაპარაკებებს ელიან. ზელენსკიმ მიანიშნა, რომ კურსკის გარშემო უკრაინის კონტროლქვეშ არსებულმა ტერიტორიებმა შეიძლება, ნებისმიერ გარიგებაში გარკვეული როლი ითამაშოს.

წყარო