პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“განსაკუთრებით, ეს ეხება ფილტვების ანთებას - ბავშვებში სწორედ გრიპი გახლავთ ის ვირუსი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია და მდგომარეობის დამძიმება“ - ივანე ჩხაიძე
“განსაკუთრებით, ეს ეხება ფილტვების ანთებას - ბავშვებში სწორედ გრიპი გახლავთ ის ვირუსი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია და მდგომარეობის დამძიმება“ - ივანე ჩხაიძე

“სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად მა­ტუ­ლობს, თუმ­ცა ეს მა­ტე­ბა სტა­ბი­ლუ­რია - მო­ლო­დი­ნია, რომ ზრდა შემ­დე­გი კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც გაგ­რძელ­დე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, თსსუ-ის პრო­ფე­სორ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, 2024-2025 წლის სე­ზონ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გრი­პის ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა არ არის ისე­თი, რო­გო­რიც 2 წლის წინ იყო და შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, პრაქ­ტი­კუ­ლად უც­ვლე­ლია.

რო­გორც ჩხა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, დე­კემ­ბერ­ში იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით 36 ბავ­შვი მკურ­ნა­ლობ­და. კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ მათ­გან ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი არც ერთი ყო­ფი­ლა და აქ­ცენტს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე აკე­თებს.

“პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ზე მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ხდე­ბა გრი­პთან მი­მარ­თე­ბა­ში. თუ გა­დავ­ხე­დავთ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ბოლო 3 კვი­რის მო­ნა­ცე­მებს, ნათ­ლად ჩანს, რომ ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად გრი­პის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მა­ტუ­ლობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში გვაქვს გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი მა­ტე­ბა და მო­ლო­დი­ნი, რომ ეს მა­ტე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა შემ­დე­გი კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შიც და ალ­ბათ, იან­ვარ­ში მი­აღ­წევს თა­ვის პიკს. ეს სტა­ტის­ტი­კა წლე­ბის მი­ხედ­ვით, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ იც­ვლე­ბა, თუ არ ჩავ­თვლით პან­დე­მი­ის პე­რი­ოდს. სწო­რედ დე­კემ­ბერ-იან­ვა­რი გახ­ლავთ გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი პე­რი­ო­დი, მაგ­რამ უფრო მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ რა ხდე­ბა ჯამ­ში, სხვა ვირუ­სებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ეს სტა­ტის­ტი­კაც გვაქვს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი.

გრი­პი და გრი­პის­მაგ­ვა­რი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ჯამ­ში 2024-2025 წლის სე­ზონ­ზე თით­ქმის იგი­ვეა, რაც იყო შარ­შან და ორ­ჯერ ნაკ­ლე­ბი იყო 2022-2023 წლის პე­რი­ოდ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ნათ­ლად ჩანს გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა, ეს მა­ტე­ბა არ არის ისე­თი, რო­გო­რიც იყო 2 წლის წინ და პრაქ­ტი­კუ­ლად უც­ვლე­ლია, თუ შარ­შან­დელ მო­ნა­ცე­მებს შე­ვა­და­რებთ. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა. ეს მა­ტე­ბა სტა­ბი­ლუ­რია და სწო­რედ გრიპს გა­მო­ვარ­ჩევთ ამ თვალ­საზ­რი­სით, ვი­ნა­ი­დან გრიპს გა­აჩ­ნია გარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის უფ­როს მა­ღა­ლი რის­კი და სტა­ცი­ო­ნა­რებ­ში მა­ღა­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა სწო­რედ გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

გან­სა­კუთ­რე­ბით, ეს ეხე­ბა ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბას. მარ­ტო იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში დე­კემ­ბერ­ში 36 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გვქონ­და ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნი­ის, რაც ძა­ლი­ან დიდი ციფ­რია და რაც ნათ­ლად მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ბავ­შვებ­ში სწო­რედ გრი­პი გახ­ლავთ ის ვირუ­სი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა უფრო მე­ტად გა­მო­იწ­ვი­ოს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბა. ერ­თსაც და­ვა­მა­ტებ, ამ პა­ცი­ენ­ტი­დან არც ერთი არ იყო ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი. გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე ჩვენ მუ­დამ ვლა­პა­რა­კობთ, დე­კემ­ბერ­შიც გვქონ­და ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი. ჯერ კი­დევ იყო დრო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ გახ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ტრა­დი­ცია, და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ის ერთ-ერთ ნა­წი­ლი. ძა­ლი­ან ბევ­რი მშო­ბე­ლი ახლა აკე­თებს აქ­ცენტს იმა­ზე, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ვაქ­ცი­ნა­ცია გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. მარ­თლაც ასეა. რო­დე­საც ვხე­დავთ, რომ ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ პა­ცი­ენტს ემარ­თე­ბა, ნა­თე­ლია რომ გრი­პის ვაქ­ცი­ნას მარ­თლა ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით ხაზს ვუს­ვამ, 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში“, - გა­ნა­ცხად ჩხა­ი­ძემ “მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში“.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“განსაკუთრებით, ეს ეხება ფილტვების ანთებას - ბავშვებში სწორედ გრიპი გახლავთ ის ვირუსი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია და მდგომარეობის დამძიმება“ - ივანე ჩხაიძე

“განსაკუთრებით, ეს ეხება ფილტვების ანთებას - ბავშვებში სწორედ გრიპი გახლავთ ის ვირუსი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია და მდგომარეობის დამძიმება“ - ივანე ჩხაიძე

“საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად მატულობს, თუმცა ეს მატება სტაბილურია - მოლოდინია, რომ ზრდა შემდეგი კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • მისი თქმით, 2024-2025 წლის სეზონზე დაფიქსირებული გრიპის ვირუსის შემთხვევების ზრდა არ არის ისეთი, როგორიც 2 წლის წინ იყო და შარშანდელთან შედარებით, პრაქტიკულად უცვლელია.

როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, დეკემბერში იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით 36 ბავშვი მკურნალობდა. კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ მათგან ვაქცინირებული არც ერთი ყოფილა და აქცენტს ვაქცინაციის აუცილებლობაზე აკეთებს.

“პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რა ხდება გრიპთან მიმართებაში. თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო 3 კვირის მონაცემებს, ნათლად ჩანს, რომ ყოველკვირეულად გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მატულობს. საქართველოში გვაქვს გრიპის შემთხვევების ყოველკვირეული მატება და მოლოდინი, რომ ეს მატება გაგრძელდება შემდეგი კვირების განმავლობაშიც და ალბათ, იანვარში მიაღწევს თავის პიკს. ეს სტატისტიკა წლების მიხედვით, პრაქტიკულად, არ იცვლება, თუ არ ჩავთვლით პანდემიის პერიოდს. სწორედ დეკემბერ-იანვარი გახლავთ გრიპის შემთხვევების მატების მაქსიმალური პერიოდი, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება ჯამში, სხვა ვირუსებთან მიმართებაში. ეს სტატისტიკაც გვაქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული.

გრიპი და გრიპისმაგვარი შემთხვევების რაოდენობა ჯამში 2024-2025 წლის სეზონზე თითქმის იგივეა, რაც იყო შარშან და ორჯერ ნაკლები იყო 2022-2023 წლის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობაში ნათლად ჩანს გრიპის შემთხვევების მატება, ეს მატება არ არის ისეთი, როგორიც იყო 2 წლის წინ და პრაქტიკულად უცვლელია, თუ შარშანდელ მონაცემებს შევადარებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია გრიპის შემთხვევების მატება. ეს მატება სტაბილურია და სწორედ გრიპს გამოვარჩევთ ამ თვალსაზრისით, ვინაიდან გრიპს გააჩნია გართულებების განვითარების უფროს მაღალი რისკი და სტაციონარებში მაღალი მომართვიანობა სწორედ გრიპის შემთხვევების მატებით არის გამოწვეული.

განსაკუთრებით, ეს ეხება ფილტვების ანთებას. მარტო იაშვილის კლინიკაში დეკემბერში 36 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა ვირუსული პნევმონიის, რაც ძალიან დიდი ციფრია და რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვებში სწორედ გრიპი გახლავთ ის ვირუსი, რომელმაც შეიძლება უფრო მეტად გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია და ზოგადი მდგომარეობის დამძიმება. ერთსაც დავამატებ, ამ პაციენტიდან არც ერთი არ იყო ვაქცინირებული. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ჩვენ მუდამ ვლაპარაკობთ, დეკემბერშიც გვქონდა ამის შესახებ საუბარი. ჯერ კიდევ იყო დრო ვაქცინაციის ჩატარების, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ გახდა ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიცია, დაავადებათა პრევენციის ერთ-ერთ ნაწილი. ძალიან ბევრი მშობელი ახლა აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ კარგი იქნებოდა, ვაქცინაცია გაეკეთებინათ. მართლაც ასეა. როდესაც ვხედავთ, რომ ფილტვების ანთების ყველა შემთხვევა არავაქცინირებულ პაციენტს ემართება, ნათელია რომ გრიპის ვაქცინას მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში“, - განაცხად ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში“.