პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დემი მურის პირველი "ოქროს გლობუსი" და ედრიენ ბროუდის ამაღელვებელი გამოსვლა - ვინ გახდნენ "ოქროს გლობუსი 25" - ის გამარჯვებულები?
დემი მურის პირველი "ოქროს გლობუსი" და ედრიენ ბროუდის ამაღელვებელი გამოსვლა - ვინ გახდნენ "ოქროს გლობუსი 25" - ის გამარჯვებულები?

ლოს ან­ჯე­ლეს­ში, "ოქ­როს გლო­ბუ­სის“ 82-ე და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი გა­ი­მარ­თა.

წლის სა­უ­კე­თე­სო ფილ­მად (მი­უ­ზიკ­ლი, ან კო­მე­დია) “ემი­ლია პე­რე­სი” და­სა­ხელ­და, ნო­მი­ნა­ცი­ა­ში წლის სა­უ­კე­თე­სო დრა­მა "ბრუ­ტა­ლის­ტმა“ გა­ი­მარ­ჯვა.

"ოქ­როს გლო­ბუ­სი“ დრა­მა­ტულ ფილმში მა­მა­კა­ცის რო­ლის სა­უ­კე­თე­სოდ შეს­რუ­ლე­ბის­თვის ედ­რი­ენ ბრო­უდს გა­დას­ცეს ფილმ "ბრუ­ტა­ლის­ტში“ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის.

მისი გა­მოს­ვლა, რო­მე­ლიც ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მყოფ მშობ­ლებს მი­უ­ძღვნა, სა­ღა­მოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ამა­ღელ­ვე­ბე­ლი მო­მენ­ტი იყო. მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და დე­დას და ემიგ­რანტ წი­ნაპ­რებს მათი თავ­გან­წირ­ვის­თვის.

დრა­მა­ტულ ფილმში ქა­ლის რო­ლის სა­უ­კე­თე­სოდ შეს­რუ­ლე­ბის­თვის ფერ­ნან­და ტო­რე­სი და­ჯილ­დოვ­და ფილმში "ჯერ კი­დევ აქ ვარ“ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის.

ცე­რე­მო­ნი­ის წინ ტო­რეს­მა თქვა, რომ ის იყო მე­ო­რე ბრა­ზი­ლი­ე­ლი, რო­მე­ლიც იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი "ოქ­როს გლო­ბუ­სის­თვის", პირ­ვე­ლი კი დე­და­მი­სი ფერ­ნან­და მონ­ტე­ნეგ­რო იყო, რო­მე­ლიც 1998 წელს იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი.

მა­ნაც სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას პა­ტი­ვი მი­ა­გო და გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ძღვნა მსა­ხი­ობ დე­დას.

მსა­ხი­ო­ბი დემი მური თა­ვი­სი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად გახ­და "ოქ­როს გლო­ბუ­სის" მფლო­ბე­ლი. ის მი­უ­ზიკ­ლი­სა ან კო­მე­დი­ის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ობ ქა­ლად და­სა­ხელ­და ფილმ “სუბსტან­ცი­ა­ში“ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი რო­ლის­თვის.

"ამას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი. ახლა, უბ­რა­ლოდ, შოკ­ში ვარ“, - თქვა მურ­მა სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლი­სას.

მი­უ­ზიკლსა ან კო­მე­დი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში კი სე­ბას­ტი­ან სტენ­მა გა­ი­მარ­ჯვა ფილმში "გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კაცი“ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის.

სა­უ­კე­თე­სო რე­ჟის­ო­რად ბრე­დი კორ­ბე­ტი და­სა­ხელ­და ფილ­მის­თვის "ბრუ­ტა­ლის­ტი“.

მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი კა­ცის რო­ლის­თვის ჯილ­დო მი­ი­ღო კი­რან კალ­კინ­მა ფილმ "ნამ­დვილ ტკი­ვილ­ში“ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი რო­ლის­თვის, მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ქა­ლის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის კი გა­მარ­ჯვე­ბა ზოი სალ­დან­მა მო­ი­პო­ვა ფილმ "ემი­ლია პე­რეს­ში“ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის.

სა­უ­კე­თე­სო ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მის კა­ტე­გო­რი­ა­ში "ოქ­როს გლო­ბუ­სი“ ანი­მა­ცი­ურ ფილ­მს, "ნა­კადს” გა­და­ე­ცა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

დემი მურის პირველი "ოქროს გლობუსი" და ედრიენ ბროუდის ამაღელვებელი გამოსვლა - ვინ გახდნენ "ოქროს გლობუსი 25" - ის გამარჯვებულები?

დემი მურის პირველი "ოქროს გლობუსი" და ედრიენ ბროუდის ამაღელვებელი გამოსვლა - ვინ გახდნენ "ოქროს გლობუსი 25" - ის გამარჯვებულები?

ლოს ანჯელესში, "ოქროს გლობუსის“ 82-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

წლის საუკეთესო ფილმად (მიუზიკლი, ან კომედია) “ემილია პერესი” დასახელდა, ნომინაციაში წლის საუკეთესო დრამა "ბრუტალისტმა“ გაიმარჯვა.

"ოქროს გლობუსი“ დრამატულ ფილმში მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ედრიენ ბროუდს გადასცეს ფილმ "ბრუტალისტში“ შესრულებული როლისთვის.

მისი გამოსვლა, რომელიც ცერემონიაზე მყოფ მშობლებს მიუძღვნა, საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო. მან მადლობა გადაუხადა დედას და ემიგრანტ წინაპრებს მათი თავგანწირვისთვის.

დრამატულ ფილმში ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ფერნანდა ტორესი დაჯილდოვდა ფილმში "ჯერ კიდევ აქ ვარ“ შესრულებული როლისთვის.

ცერემონიის წინ ტორესმა თქვა, რომ ის იყო მეორე ბრაზილიელი, რომელიც იყო ნომინირებული "ოქროს გლობუსისთვის", პირველი კი დედამისი ფერნანდა მონტენეგრო იყო, რომელიც 1998 წელს იყო ნომინირებული.

მანაც სიტყვით გამოსვლისას პატივი მიაგო და გამარჯვება მიუძღვნა მსახიობ დედას.

მსახიობი დემი მური თავისი სამსახიობო კარიერის განმავლობაში პირველად გახდა "ოქროს გლობუსის" მფლობელი. ის მიუზიკლისა ან კომედიის ნომინაციაში საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა ფილმ “სუბსტანციაში“ განსახიერებული როლისთვის.

"ამას ნამდვილად არ ველოდი. ახლა, უბრალოდ, შოკში ვარ“, - თქვა მურმა სცენაზე გამოსვლისას.

მიუზიკლსა ან კომედიაში საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში კი სებასტიან სტენმა გაიმარჯვა ფილმში "განსხვავებული კაცი“ შესრულებული როლისთვის.

საუკეთესო რეჟისორად ბრედი კორბეტი დასახელდა ფილმისთვის "ბრუტალისტი“.

მეორეხარისხოვანი კაცის როლისთვის ჯილდო მიიღო კირან კალკინმა ფილმ "ნამდვილ ტკივილში“ განსახიერებული როლისთვის, მეორეხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისთვის კი გამარჯვება ზოი სალდანმა მოიპოვა ფილმ "ემილია პერესში“ შესრულებული როლისთვის.

საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში "ოქროს გლობუსი“ ანიმაციურ ფილმს, "ნაკადს” გადაეცა.

იხილეთ ასევე: