მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრიის კანცლერი თანამდებობას ტოვებს - რატომ ვერ შედგა კოალიციური მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკებები?
ავსტრიის კანცლერი თანამდებობას ტოვებს - რატომ ვერ შედგა კოალიციური მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკებები?

ავ­სტრი­ის კან­ცლე­რი კარლ ნე­ჰა­მე­რი აცხა­დებს, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში რო­გორც კან­ცლე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას, ისე პარ­ტი­ის ლი­დე­რის პოსტს და­ტო­ვებს.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კარლ ნე­ჰა­მერ­მა ეს გან­ცხა­დე­ბა მას შემ­დეგ გა­ა­კე­თა, რაც კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის შექ­მნა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჩა­ი­შა­ლა. ავ­სტრი­ის კან­ცლე­რის თქმით, მისი პარ­ტია - კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი “სა­ხალ­ხო პარ­ტია“ და “სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი“ მთა­ვარ სა­კი­თხებ­ზე ვერ შე­თან­ხმდნენ.

სექ­ტემ­ბერ­ში ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე “თა­ვი­სუფ­ლე­ბის პარ­ტი­ამ“ ავ­სტრი­ის არ­ჩევ­ნებ­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა, მაგ­რამ სხვა პარ­ტი­ებ­მა პარ­ტი­ის ლი­დერ­თან, ჰერ­ბერტ კიკლთან კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნა გა­მო­რი­ცხეს. კერ­ძოდ, “თა­ვი­სუფ­ლე­ბის პარ­ტი­ამ“ სექ­ტემ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში ხმე­ბის თით­ქმის 29% მო­ი­პო­ვა, “სა­ხალ­ხო პარ­ტია“ მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და, ხმე­ბის 26,3%-ით, ხოლო “სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი“ - მე­სა­მე­ზე, ხმე­ბის 21%-ით.

ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზით, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ჩაშ­ლამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბა ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე­ებ­თან, ან ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

BBC-ი წერს, რომ რუ­სე­თი­სად­მი მე­გობ­რუ­ლად გან­წყო­ბი­ლი “თა­ვი­სუფ­ლე­ბის პარ­ტია“, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ე­სალ­მე­ბა ახალ არ­ჩევ­ნებს, რად­გან გა­მო­კი­თხვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ მისი პო­პუ­ლა­რო­ბა სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ავსტრიის კანცლერი თანამდებობას ტოვებს - რატომ ვერ შედგა კოალიციური მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკებები?

ავსტრიის კანცლერი თანამდებობას ტოვებს - რატომ ვერ შედგა კოალიციური მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკებები?

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში როგორც კანცლერის თანამდებობას, ისე პარტიის ლიდერის პოსტს დატოვებს.

BBC-ის ინფორმაციით, კარლ ნეჰამერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კოალიციური მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა. ავსტრიის კანცლერის თქმით, მისი პარტია - კონსერვატიული “სახალხო პარტია“ და “სოციალ-დემოკრატები“ მთავარ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.

სექტემბერში ულტრამემარჯვენე “თავისუფლების პარტიამ“ ავსტრიის არჩევნებში უპრეცედენტო გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ სხვა პარტიებმა პარტიის ლიდერთან, ჰერბერტ კიკლთან კოალიციის შექმნა გამორიცხეს. კერძოდ, “თავისუფლების პარტიამ“ სექტემბრის არჩევნებში ხმების თითქმის 29% მოიპოვა, “სახალხო პარტია“ მეორე ადგილზე გავიდა, ხმების 26,3%-ით, ხოლო “სოციალ-დემოკრატები“ - მესამეზე, ხმების 21%-ით.

ანალიტიკოსების პროგნოზით, მოლაპარაკებების ჩაშლამ შეიძლება გამოიწვიოს კონსერვატორების მოლაპარაკება ულტრამემარჯვენეებთან, ან ახალი არჩევნების ჩატარება.

BBC-ი წერს, რომ რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი “თავისუფლების პარტია“, სავარაუდოდ, მიესალმება ახალ არჩევნებს, რადგან გამოკითხვები აჩვენებს, რომ მისი პოპულარობა სექტემბრის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.