პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფოტო ტერაქტამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ადგილი რამდენიმე წუთში სისხლიან ქუჩად იქცეოდა" - რას წერს ნიუ ორლეანის ტრაგედიას გადარჩენილი ქართველი ბიჭი?
"ფოტო ტერაქტამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ადგილი რამდენიმე წუთში სისხლიან ქუჩად იქცეოდა" - რას წერს ნიუ ორლეანის ტრაგედიას გადარჩენილი ქართველი ბიჭი?

აშშ-ში, ნიუ ორ­ლე­ა­ნის ფრან­გულ კვარ­ტალ­ში, 1-ელ იან­ვარს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით დი­ლის 3 სა­ათ­ზე, სა­ა­ხალ­წლო ზე­ი­მის დროს ავ­ტო­მო­ბი­ლი ხალ­ხში შე­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც 15 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 35 და­შავ­და.

FBI მომ­ხდარს, რო­გორც "ტე­რო­რის­ტულ აქტს" ისე იძი­ებს.

თავ­დას­ხმის დროს ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი ცდი­ლობ­და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ადა­მი­ანს დას­ჯა­ხე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ ნიუ ორ­ლე­ა­ნის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა, ენ კირკპატ­რიკ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. რო­გორც ირ­კვე­ვა ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლას იმ­ყო­ფე­ბო­და ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა რატი გაგ­ნი­ძე, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

ფოტო ტე­რაქ­ტამ­დე სულ რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე.

ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ზუს­ტად ეს ად­გი­ლი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სის­ხლი­ან ქუ­ჩად იქ­ცე­ო­და.

სას­ტუმ­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე პი­ცე­რი­ა­ში შე­ვი­ა­რე და ჩემს გვერ­დზე ორი უც­ნა­უ­რად ჩაც­მუ­ლი ახალ­გაზ­რდა დაჯ­და. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ყო­ველ­თვის ვგრძნობ ადა­მი­ანს გა­დავ­წყვი­ტე მალე და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ად­გი­ლი. ამ ფიქ­რში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ელ­თა ჯგუ­ფი შე­მო­ვარ­და და და­ა­კა­ვეს. ეს და­კა­ვე­ბა არ ჰგავ­და ჩვე­უ­ლებ­რივს, გა­და­ტე­ნი­ლი ია­რა­ღე­ბით გა­იყ­ვა­ნეს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი.

მეც და­გეგ­მილ დრო­ზე ადრე დავ­ტო­ვე პი­ცე­რია და გა­რეთ გა­ვე­დი.

ხალ­ხმრა­ვალ ად­გილ­ზე სელ­ფის გა­და­სა­ღე­ბად გავ­ჩერ­დი და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ისევ გა­ვე­მარ­თე სას­ტუმ­როს­კენ. ზუს­ტად 5 წუ­თის სხვა­ო­ბით ამ ად­გილ­ზე მოხ­და ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი.

ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფილ გზა­ზე სატ­ვირ­თო გა­მიზ­ნუ­ლად შე­მო­ვარ­და და ახალ­გაზ­რდებს გა­და­უ­ა­რა. 15 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და 30-ზე მეტი და­შავ­და.გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სატ­ვირ­თო­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და “ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს” დრო­შა.

FBI-ს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ თავ­დას­ხმა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა "რო­გორც ტე­რო­რის­ტულ აქ­ტზე" მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამავდრო­უ­ლად, ნიუ ორ­ლე­ა­ნის მერ­მა, ლა­ტო­ია კანტრელ­მა მომ­ხდარს ტე­რაქ­ტი უწო­და.

მად­ლო­ბა ღმერ­თს მე კარ­გად ვარ, მაგ­რამ ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი ალ­ბათ არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა.

ამ ქვე­ყა­ნა­ში უსაფრ­თხო­ე­ბა უნდა გამ­კაცრ­დეს ეს ხალ­ხი არ იმ­სა­ხუ­რებს ასეთ სა­ში­ნე­ლე­ბას.

ღმერ­თმა და­ლო­ცოს დი­დე­ბუ­ლი ამე­რი­კა!"

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ფოტო ტერაქტამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ადგილი რამდენიმე წუთში სისხლიან ქუჩად იქცეოდა" - რას წერს ნიუ ორლეანის ტრაგედიას გადარჩენილი ქართველი ბიჭი?

"ფოტო ტერაქტამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ადგილი რამდენიმე წუთში სისხლიან ქუჩად იქცეოდა" - რას წერს ნიუ ორლეანის ტრაგედიას გადარჩენილი ქართველი ბიჭი?

აშშ-ში, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში, 1-ელ იანვარს, ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე, საახალწლო ზეიმის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა.

FBI მომხდარს, როგორც "ტერორისტულ აქტს" ისე იძიებს.

თავდასხმის დროს ავტომობილის მძღოლი ცდილობდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დასჯახებოდა, - ამის შესახებ ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების უფროსმა, ენ კირკპატრიკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ირკვევა ტრაგედიის ადგილას იმყოფებოდა ქართველი ახალგაზრდა რატი გაგნიძე, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:

ფოტო ტერაქტამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ ზუსტად ეს ადგილი რამდენიმე წუთში სისხლიან ქუჩად იქცეოდა.

სასტუმროში დაბრუნებამდე პიცერიაში შევიარე და ჩემს გვერდზე ორი უცნაურად ჩაცმული ახალგაზრდა დაჯდა. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის ვგრძნობ ადამიანს გადავწყვიტე მალე დამეტოვებინა ადგილი. ამ ფიქრში ვიყავი, როდესაც პოლიციელთა ჯგუფი შემოვარდა და დააკავეს. ეს დაკავება არ ჰგავდა ჩვეულებრივს, გადატენილი იარაღებით გაიყვანეს დამნაშავეები.

მეც დაგეგმილ დროზე ადრე დავტოვე პიცერია და გარეთ გავედი.

ხალხმრავალ ადგილზე სელფის გადასაღებად გავჩერდი და რამდენიმე წუთში ისევ გავემართე სასტუმროსკენ. ზუსტად 5 წუთის სხვაობით ამ ადგილზე მოხდა ტერორისტული აქტი.

ფეხით მოსიარულეებისთვის გამოყოფილ გზაზე სატვირთო გამიზნულად შემოვარდა და ახალგაზრდებს გადაუარა. 15 ადამიანი გარდაიცვალა და 30-ზე მეტი დაშავდა.გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთოში აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერებები და “ისლამური სახელმწიფოს” დროშა.

FBI-ს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმაზე გამოძიება "როგორც ტერორისტულ აქტზე" მიმდინარეობს. ამავდროულად, ნიუ ორლეანის მერმა, ლატოია კანტრელმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.

მადლობა ღმერთს მე კარგად ვარ, მაგრამ ეს საშინელი ამბავი ალბათ არასდროს დამავიწყდება.

ამ ქვეყანაში უსაფრთხოება უნდა გამკაცრდეს ეს ხალხი არ იმსახურებს ასეთ საშინელებას.

ღმერთმა დალოცოს დიდებული ამერიკა!"

იხილეთ ასევე: