მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში წინააღმდეგობა მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არაა დაინტერესებული პოლიტიკით, რომელსაც “ქართული ოცნება“ ატარებს“ - მიხაილო პოდოლიაკი
“თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში წინააღმდეგობა მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არაა დაინტერესებული პოლიტიკით, რომელსაც “ქართული ოცნება“ ატარებს“ - მიხაილო პოდოლიაკი

“თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის, რუს­თა­ვის ქუ­ჩებ­ში წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ნამ­დვი­ლად არაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იმ პო­ლი­ტი­კით, რო­მელ­საც ატა­რებს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა”, პრო-რუ­სუ­ლი პარ­ტია“, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა, მი­ხა­ი­ლო პო­დო­ლი­აკ­მა ლი­ე­ტუ­ვურ ტე­ლე­არხ Delfi-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

“ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა 2008 წლის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ომის შემ­დეგ, რო­დე­საც რუ­სეთ­მა სრუ­ლი­ად ნათ­ლად აჩ­ვე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი თა­ვი­სი რე­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. პრინ­ციპ­ში, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, რუ­სე­თის ნე­ბის­მი­ერ ვინ­მეს­თან რე­ა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ცუდი ტო­ნია, ვი­ნა­ი­დან რუ­სეთს ყო­ველ­თვის ეზი­ზღე­ბა ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სუ­ვე­რე­ნუ­ლე­ბი, სუ­ბი­ექ­ტუ­რე­ბი არი­ან და რუ­სე­თი ყო­ველ­თვის ეც­დე­ბა მათ ტო­ტა­ლურ კონ­ტროლს იმ ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით, რო­მელ­თა დე­მონ­სტრი­რე­ბა­საც ახ­დენს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ანუ სრუ­ლი­ად პრო-მოს­კო­ვუ­რი პო­ზი­ცია, მაქ­სი­მა­ლუ­რად სას­ტი­კი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ პო­ლი­ტი­კურ მოძ­რა­ო­ბებ­თან, პარ­ტი­ებ­თან და, შე­სა­ბა­მი­სად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ნო­პო­ლი­ზა­ცია, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი­სა და უფ­ლე­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა, სა­ინ­ფორ­მა­ციო ვე­ლის და­სა­ჭუ­რი­სე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს ვხე­დავთ. გა­მო­უ­ვა თუ არა ეს რუ­სეთს? არა, ეჭვი მე­პა­რე­ბა, უხე­შად რომ ვთქვა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ახლა ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მაა - ის უბ­რა­ლოდ ში­შით უყუ­რებს იმას რაც ხდე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში. მას ეს­მის, რომ თუ რუ­სე­თი და­მარ­ცხე­ბულ მხა­რედ არ ჩა­ით­ვლე­ბა…

სა­ქარ­თვე­ლოს ქვეც­ნო­ბი­ე­რად ყვე­ლა­ზე მე­ტად ეში­ნია, რომ თუ რუ­სე­თი არ წა­ა­გებს ამ ომს, მა­შინ ის შეძ­ლებს იგი­ვე ომის და­წყე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუ სა­ქარ­თვე­ლო და­ა­მარ­ცხებს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ პო­ლი­ტი­კურ მოძ­რა­ო­ბებს. ანუ ჩემ­თვის ეს მო­ტი­ვა­ცია გა­სა­გე­ბია. თუმ­ცა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რო­მელ­საც ახლა ვხე­დავთ - თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის, რუს­თა­ვის ქუ­ჩებ­ში წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა საკ­მა­ოდ დი­დია. ეს იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი, უბ­რა­ლოდ აბ­სო­ლუ­ტუ­რი, უმ­რავ­ლე­სო­ბა ნამ­დვი­ლად არაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იმ პო­ლი­ტი­კით, რო­მელ­საც ატა­რებს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა”, პრო-რუ­სუ­ლი პარ­ტია. იქ­ნე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის ტო­ტა­ლუ­რი კონ­ტრო­ლის ქვეშ? არა, ჩემ­თვის ესეც უეჭ­ვე­ლია,” - გა­ნა­ცხა­და პო­დო­ლი­აკ­მა.

ავტორი:

“თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში წინააღმდეგობა მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არაა დაინტერესებული პოლიტიკით, რომელსაც “ქართული ოცნება“ ატარებს“ - მიხაილო პოდოლიაკი

“თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში წინააღმდეგობა მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არაა დაინტერესებული პოლიტიკით, რომელსაც “ქართული ოცნება“ ატარებს“ - მიხაილო პოდოლიაკი

“თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში წინააღმდეგობა იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს “ქართული ოცნება”, პრო-რუსული პარტია“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ლიეტუვურ ტელეარხ Delfi-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება 2008 წლის დამამცირებელი ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა სრულიად ნათლად აჩვენა საქართველოსადმი თავისი რეალური დამოკიდებულება. პრინციპში, სიმართლე რომ გითხრათ, რუსეთის ნებისმიერ ვინმესთან რეალურ დამოკიდებულებაზე საუბარი ცუდი ტონია, ვინაიდან რუსეთს ყოველთვის ეზიზღება ქვეყნები, რომლებიც სუვერენულები, სუბიექტურები არიან და რუსეთი ყოველთვის ეცდება მათ ტოტალურ კონტროლს იმ ინსტრუმენტებით, რომელთა დემონსტრირებასაც ახდენს საქართველოში. ანუ სრულიად პრო-მოსკოვური პოზიცია, მაქსიმალურად სასტიკი დამოკიდებულება ალტერნატიულ პოლიტიკურ მოძრაობებთან, პარტიებთან და, შესაბამისად ხელისუფლების მონოპოლიზაცია, მოქალაქეებისთვის თავისუფლებებისა და უფლებების ჩამორთმევა, საინფორმაციო ველის დასაჭურისება. ამ ყველაფერს ვხედავთ. გამოუვა თუ არა ეს რუსეთს? არა, ეჭვი მეპარება, უხეშად რომ ვთქვა. საქართველოში ახლა ერთადერთი პრობლემაა - ის უბრალოდ შიშით უყურებს იმას რაც ხდება უკრაინაში. მას ესმის, რომ თუ რუსეთი დამარცხებულ მხარედ არ ჩაითვლება…

საქართველოს ქვეცნობიერად ყველაზე მეტად ეშინია, რომ თუ რუსეთი არ წააგებს ამ ომს, მაშინ ის შეძლებს იგივე ომის დაწყებას საქართველოში, თუ საქართველო დაამარცხებს ალტერნატიულ პოლიტიკურ მოძრაობებს. ანუ ჩემთვის ეს მოტივაცია გასაგებია. თუმცა, წინააღმდეგობა, რომელსაც ახლა ვხედავთ - თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში წინააღმდეგობა საკმაოდ დიდია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური, უბრალოდ აბსოლუტური, უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს “ქართული ოცნება”, პრო-რუსული პარტია. იქნება თუ არა საქართველო რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ? არა, ჩემთვის ესეც უეჭველია,” - განაცხადა პოდოლიაკმა.