პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი კობახიძე მასწავლიდა კონსტიტუციონალიზმს, რომელსაც დღეს თავისი ფეხით თელავს" - აქციებისას დაკავებული, 19 წლის ბიჭის ინტერვიუ ციხიდან
"ირაკლი კობახიძე მასწავლიდა კონსტიტუციონალიზმს, რომელსაც დღეს თავისი ფეხით თელავს" - აქციებისას დაკავებული, 19 წლის ბიჭის ინტერვიუ ციხიდან

28 ნო­ემ­ბრი­დან დღემ­დე პერ­მა­ნენ­ტულ აქ­ცი­ებ­ზე 400 კაც­ზე მეტი და­ა­კა­ვეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის და ოპო­ზი­ცი­ის ორი უმ­თავ­რე­სი მო­თხოვ­ნი­დან ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის მოძ­რა­ო­ბა "და­ფი­ო­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, 19 წლის თსუ-ს იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ზვი­ად ცე­ცხლა­ძე­ცაა, რო­მელ­საც 7 პირ­თან ერ­თად თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

რო­გორც ზვი­ად ცე­ცხლა­ძის ად­ვო­კა­ტი და­ვით ჭი­კა­ი­ძე ამ­ბობს, "ბრალ­დე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად იყე­ნებს "და­ფი­ო­ნის" 2024 წლის 30 ივ­ნი­სის ლა­ივს, სა­დაც ზვი­ა­დი თავ­დაც­ვი­თი ხა­სი­ა­თის მოქ­მე­დე­ბებ­ზე სა­უბ­რობს, მაგ­რამ ბრალ­დე­ბის მხა­რეს მი­აჩ­ნია, რომ ეს არის სხვა­დას­ხვა სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექ­ტზე თავ­დას­ხმის ორ­გა­ნი­ზე­ბის გა­წე­ვა. ეს არ არის სრუ­ლი ვი­დეო... ჩვენ შე­ვეც­დე­ბით, სრუ­ლი ვა­რი­ან­ტის წარ­დგე­ნის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო­ში და­ვა­დას­ტუ­როთ, რომ ეს ვი­დეო არ ემ­სა­ხუ­რე­ბა ვინ­მე­ზე თავ­დას­ხმის მი­ზანს, არა­მედ მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იყო ზვი­ადს თავ­დაც­ვი­თი ე.წ. მე­ქა­ნიზ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ე­კე­თე­ბი­ნა გან­ცხა­დე­ბა".

ალ­ბათ, ბევ­რს ახ­სოვს სკო­ლის მოს­წავ­ლე ბა­თუ­მე­ლი ბიჭი, რო­მელ­მაც ჩაქვში სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში გა­დაც­მულ­მა რუსი მო­ქა­ლა­ქის სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი­დან რუ­სე­თის დრო­შა ჩა­მო­აგ­დო. მერე იყო ბა­თუ­მის პორ­ტში რუსი ტუ­რის­ტე­ბით შე­მო­სუ­ლი საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნერ "ას­ტო­რია გრან­დეს" ორ­ჯერ უკან გაბ­რუ­ნე­ბა და რე­ი­სე­ბის მოხ­სნა, რა­საც ზვი­ად ცე­ცხლა­ძე მისი სა­მე­გობ­როს გა­მარ­ჯვე­ბად თვლი­და. ბო­ლოს ყვე­ლა­ფე­რი იმით დას­რულ­და, რომ გა­სულ წელს მარ­ტის აქ­ცი­ე­ბის დროს სტუ­დენ­ტი სახ­ლი­დან გა­ი­პა­რა, პრო­ტეს­ტანტ თა­ნა­ტო­ლებს რუს­თა­ველ­ზე შე­უ­ერ­თდა და ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რა­ო­ბა "და­ფი­ო­ნი" საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქცა. მისი თქმით, ეს მოძ­რა­ო­ბა იმის­თვის შე­იქ­მნა, რომ ახალ­გაზ­რდებ­ში ეროვ­ნუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას შე­უ­წყოს ხელი.

"თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და ბა­თუმ­ში გა­ვი­ზარ­დე... მა­მის მხა­რე ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და - მამა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გას­ვე­ნე­ბა­ში, გროზ­ნო­შიც იყო ჩა­სუ­ლი. ბა­ბუა„"ჰელ­სინ­კის კავ­ში­რის" წევ­რი იყო და ბავ­შვო­ბი­დან ეროვ­ნუ­ლი და პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბით მზრდი­და, მიყ­ვე­ბო­და ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ის­ტო­რი­ებს. სა­ხე­ლი ზვი­ა­დიც გამ­სა­ხურ­დი­ას პა­ტივ­სა­ცე­მად და­მარ­ქვეს, მისი პორ­ტრე­ტი მუდ­მი­ვად გვქონ­და ოჯახ­ში..." - ამ­ბობ­და ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ზვი­ად ცე­ცხლა­ძე. ამ­ჯე­რად ზვი­ად ცე­ცხლა­ძემ ჩვენს კი­თხვებს პე­ნი­ტენ­ცი­ა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან უპა­სუ­ხა.

- ზვი­ად, რო­გორ ხართ?

- აქ ცი­ხე­შიც მხნედ და მედგრად ვარ, ბრძო­ლის ხა­სი­ათ­ზე.

- ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში გე­დე­ბათ ბრა­ლი. რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს ეყ­რდნო­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რე?

- მე­და­ვე­ბი­ან ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მა­სა­ლად კი იყე­ნე­ბენ ჩემს ფე­ის­ბუ­კგ­ვერდ "და­ფი­ონ­ზე" და­დე­ბულ პოს­ტებ­სა და ვი­დე­ო­ებს. ჩემს პი­რად პრო­ფილ­სა და "და­ფი­ო­ნის" გვერ­დზეც არა­ერ­თხელ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლა სი­ტყვა "რე­ვო­ლუ­ცია", რაც სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა არ არის. მაქვს ასე­ვე და­დე­ბუ­ლი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სი­ტყვე­ბი რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე, სა­დაც ის რე­ვო­ლუ­ცი­ას აღ­წერს რო­გორც და­დე­ბით მოვ­ლე­ნას. მე­ტიც, ეს სი­ტყვე­ბი სა­სა­მარ­თლო­ზეც კი ვახ­სე­ნე. რაც შე­ე­ხე­ბა სი­ტყვებს "აჯან­ყე­ბა" და "ამ­ბო­ხე­ბა", ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლით აღი­ა­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბია, რო­მელ­თაც ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­აც ცნობს. რაც შე­ე­ხე­ბა ვი­დე­ო­ლა­ივს, "და­ფი­ონ­ზე" დევს და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია. მას­ში თავ­დაც­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი და არა თავ­დას­ხმა­ზე.

ჩემი და­კა­ვე­ბა ცალ­სა­ხად პო­ლი­ტი­კუ­რია, რა­საც ისიც ადას­ტუ­რებს, რომ ამას სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ე­ცა. ეს მიზ­ნად ისა­ხავს ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი წევ­რე­ბის და­ო­კე­ბას და პა­რა­ლე­ლუ­რად, "თვალ­სა­ჩი­ნო" სა­დამ­სჯე­ლო ოპე­რა­ცი­ას. სა­სა­მარ­თლოს იმე­დი ვერ მექ­ნე­ბა, პრაქ­ტი­კა ცხად­ყოფს, რომ ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ფეხ­ქვე­შაა გა­გე­ბუ­ლი. ცხა­დია, ჩემი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბედს პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა გან­სა­ზღვრავს.

- თქვენ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის სტუ­დენ­ტი იყა­ვით. თქვე­ნი მშობ­ლე­ბის აზ­რით, მისი პი­რა­დი პა­ტი­მა­რი ხართ, ასეა?

- ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე მას­წავ­ლი­და კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლიზმს, რო­მელ­საც დღეს თა­ვი­სი ფე­ხით თე­ლავს. რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ტყვე­ო­ბას, ნე­ბის­მი­ე­რი პა­ტი­მა­რი დღეს­დღე­ო­ბით სის­ტე­მის პი­რა­დი ტყვეა, იმ სის­ტე­მის, რო­მელ­საც კო­ბა­ხი­ძე წარ­მო­ად­გენს.

- შენი და შენი თა­ნა­ტო­ლე­ბის პა­ტიმ­რო­ბა ამ თა­ო­ბა­ში ში­შის და­ნერგვას ემ­სა­ხუ­რე­ბა?

- ჩვენს თა­ო­ბა­ში შიშს ვერ და­ნერ­გა­ვენ, პი­რი­ქით, ამ რეპ­რე­სი­ე­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­მოზ­რდის იმ დი­სი­დენ­ტთა ეროვ­ნულ თა­ო­ბას, რო­მე­ლიც და­ა­სა­მა­რებს რუ­სულ იმ­პე­რი­ა­ლიზმს სა­ქარ­თვე­ლო­ში. იქ, სა­დაც მთავ­რდე­ბა დე­მოკ­რა­ტია, ერს და ხალ­ხს ეძ­ლე­ვა "ამ­ბო­ხე­ბის" უფ­ლე­ბა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ირაკლი კობახიძე მასწავლიდა კონსტიტუციონალიზმს, რომელსაც დღეს თავისი ფეხით თელავს" - აქციებისას დაკავებული, 19 წლის ბიჭის ინტერვიუ ციხიდან

"ირაკლი კობახიძე მასწავლიდა კონსტიტუციონალიზმს, რომელსაც დღეს თავისი ფეხით თელავს" - აქციებისას დაკავებული, 19 წლის ბიჭის ინტერვიუ ციხიდან

28 ნოემბრიდან დღემდე პერმანენტულ აქციებზე 400 კაცზე მეტი დააკავეს. საზოგადოების დიდი ნაწილის და ოპოზიციის ორი უმთავრესი მოთხოვნიდან ერთ-ერთი დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებაა. დაკავებულებს შორის მოძრაობა "დაფიონის" დამფუძნებელი, 19 წლის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ზვიად ცეცხლაძეცაა, რომელსაც 7 პირთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი დავით ჭიკაიძე ამბობს, "ბრალდება მტკიცებულებად იყენებს "დაფიონის" 2024 წლის 30 ივნისის ლაივს, სადაც ზვიადი თავდაცვითი ხასიათის მოქმედებებზე საუბრობს, მაგრამ ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ეს არის სხვადასხვა სტრატეგიულ ობიექტზე თავდასხმის ორგანიზების გაწევა. ეს არ არის სრული ვიდეო... ჩვენ შევეცდებით, სრული ვარიანტის წარდგენის შემდეგ სასამართლოში დავადასტუროთ, რომ ეს ვიდეო არ ემსახურება ვინმეზე თავდასხმის მიზანს, არამედ მისი დანიშნულება იყო ზვიადს თავდაცვითი ე.წ. მექანიზმების თაობაზე გაეკეთებინა განცხადება".

ალბათ, ბევრს ახსოვს სკოლის მოსწავლე ბათუმელი ბიჭი, რომელმაც ჩაქვში სამხედრო ფორმაში გადაცმულმა რუსი მოქალაქის სახლის სახურავიდან რუსეთის დროშა ჩამოაგდო. მერე იყო ბათუმის პორტში რუსი ტურისტებით შემოსული საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" ორჯერ უკან გაბრუნება და რეისების მოხსნა, რასაც ზვიად ცეცხლაძე მისი სამეგობროს გამარჯვებად თვლიდა. ბოლოს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ გასულ წელს მარტის აქციების დროს სტუდენტი სახლიდან გაიპარა, პროტესტანტ თანატოლებს რუსთაველზე შეუერთდა და ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონი" საპროტესტო აქციების განუყოფელ ნაწილად იქცა. მისი თქმით, ეს მოძრაობა იმისთვის შეიქმნა, რომ ახალგაზრდებში ეროვნული ცნობიერების ამაღლებას შეუწყოს ხელი.

"თბილისში დავიბადე და ბათუმში გავიზარდე... მამის მხარე ეროვნულ მოძრაობასთან თანამშრომლობდა - მამა ზვიად გამსახურდიას გასვენებაში, გროზნოშიც იყო ჩასული. ბაბუა„"ჰელსინკის კავშირის" წევრი იყო და ბავშვობიდან ეროვნული და პატრიოტული სულისკვეთებით მზრდიდა, მიყვებოდა ეროვნული მოძრაობის ისტორიებს. სახელი ზვიადიც გამსახურდიას პატივსაცემად დამარქვეს, მისი პორტრეტი მუდმივად გვქონდა ოჯახში..." - ამბობდა ჩვენთან ინტერვიუში ზვიად ცეცხლაძე. ამჯერად ზვიად ცეცხლაძემ ჩვენს კითხვებს პენიტენციარული დაწესებულებიდან უპასუხა.

- ზვიად, როგორ ხართ?

- აქ ციხეშიც მხნედ და მედგრად ვარ, ბრძოლის ხასიათზე.

- ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში გედებათ ბრალი. რა მტკიცებულებებს ეყრდნობა ბრალდების მხარე?

- მედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასალად კი იყენებენ ჩემს ფეისბუკგვერდ "დაფიონზე" დადებულ პოსტებსა და ვიდეოებს. ჩემს პირად პროფილსა და "დაფიონის" გვერდზეც არაერთხელ გამოყენებულა სიტყვა "რევოლუცია", რაც სამართალდარღვევა არ არის. მაქვს ასევე დადებული ილია ჭავჭავაძის სიტყვები რევოლუციაზე, სადაც ის რევოლუციას აღწერს როგორც დადებით მოვლენას. მეტიც, ეს სიტყვები სასამართლოზეც კი ვახსენე. რაც შეეხება სიტყვებს "აჯანყება" და "ამბოხება", ეს საერთაშორისო სამართლით აღიარებული უფლებებია, რომელთაც ჩვენი კონსტიტუციაც ცნობს. რაც შეეხება ვიდეოლაივს, "დაფიონზე" დევს და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია. მასში თავდაცვაზეა საუბარი და არა თავდასხმაზე.

ჩემი დაკავება ცალსახად პოლიტიკურია, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ამას სისტემური ხასიათი მიეცა. ეს მიზნად ისახავს ყველაზე აქტიური წევრების დაოკებას და პარალელურად, "თვალსაჩინო" სადამსჯელო ოპერაციას. სასამართლოს იმედი ვერ მექნება, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ქართული სასამართლო სისტემა ფეხქვეშაა გაგებული. ცხადია, ჩემი თავისუფლების ბედს პოლიტიკური ვითარება განსაზღვრავს.

- თქვენ ირაკლი კობახიძის სტუდენტი იყავით. თქვენი მშობლების აზრით, მისი პირადი პატიმარი ხართ, ასეა?

- ირაკლი კობახიძე მასწავლიდა კონსტიტუციონალიზმს, რომელსაც დღეს თავისი ფეხით თელავს. რაც შეეხება პირად ტყვეობას, ნებისმიერი პატიმარი დღესდღეობით სისტემის პირადი ტყვეა, იმ სისტემის, რომელსაც კობახიძე წარმოადგენს.

- შენი და შენი თანატოლების პატიმრობა ამ თაობაში შიშის დანერგვას ემსახურება?

- ჩვენს თაობაში შიშს ვერ დანერგავენ, პირიქით, ამ რეპრესიებით "ქართული ოცნება" გამოზრდის იმ დისიდენტთა ეროვნულ თაობას, რომელიც დაასამარებს რუსულ იმპერიალიზმს საქართველოში. იქ, სადაც მთავრდება დემოკრატია, ერს და ხალხს ეძლევა "ამბოხების" უფლება. გააგრძელეთ კითხვა