პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მჯერა, 2025 იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი“ - მიხეილ ყაველაშვილი
“მჯერა, 2025 იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი“ - მიხეილ ყაველაშვილი

“მჯე­რა, ეს იქ­ნე­ბა კე­თი­ლის ბო­როტ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის წელი - სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბა ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს გარ­შე­მო, მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი უნდა იყოს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის, რათა მა­თაც მო­ა­ხერ­ხონ სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის“, - ამის შე­სა­ხებ სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის მიერ პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩე­ულ­მა მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა სა­ა­ხალ­წლო მი­ლოც­ვი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის თქმით, დაე, გა­ი­მარ­ჯვოს სიყ­ვა­რუ­ლის ძა­ლამ ყვე­ლა იმ “ცდუ­ნე­ბა­ზე, რაც შე­იძ­ლე­ბა გვყოფ­დეს და გვა­პი­რის­პი­რებ­დეს“.

“ჩემო ძვირ­ფა­სო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო, გი­ლო­ცავთ ახალ წელს! გი­სურ­ვებთ მშვი­დო­ბას, ბედ­ნი­ე­რე­ბა­სა და სი­ხა­რულს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით მინ­და, მი­ვუ­ლო­ცო ჩვენს პა­ტა­რებს. ვი­სურ­ვებ, სწო­რედ დღე­ვან­დე­ლი ახა­ლი წლის ჯა­დოს­ნუ­რი ღამე ყო­ფი­ლი­ყოს მათი ოც­ნე­ბე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბის და­სა­წყი­სი.

სიყ­ვა­რუ­ლი, სით­ბო და სი­ხა­რუ­ლი შე­მო­სუ­ლი­ყოს 2025 წელს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ოჯახ­ში. სწო­რედ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით მინ­და მი­ვუ­ლო­ცო ახა­ლი წელი ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს. ახა­ლი წლის სი­ხა­რუ­ლი ყო­ფი­ლი­ყოს ჩვე­ნი სა­ერ­თო, ბედ­ნი­ე­რი მო­მავ­ლის სა­წინ­და­რი.

მე მჯე­რა, ეს იქ­ნე­ბა კე­თი­ლის ბო­როტ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის წელი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბა ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს გარ­შე­მო, მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი უნდა იყოს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის, რათა მა­თაც მო­ა­ხერ­ხონ სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა ჩვე­ნი ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის.

სწო­რედ სიყ­ვა­რულ­ზე და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა­ზე უნდა და­ვა­ფუძნოთ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი ერ­თო­ბა. ისეთ უან­გა­რო სიყ­ვა­რულ­ზე, რო­გორც ქარ­თველ ბე­ბია-ბა­ბუ­ებს უყ­ვართ სა­კუ­თა­რი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი და პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე, რაც ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ვლინ­დე­ბა.

დაე, ყო­ფი­ლი­ყოს 2025 წელი ქარ­თვე­ლე­ბის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ერ­თი­ა­ნო­ბის წელი.

დაე, გა­ი­მარ­ჯვოს სიყ­ვა­რუ­ლის ძა­ლამ ყვე­ლა იმ ცდუ­ნე­ბა­ზე, რაც შე­იძ­ლე­ბა გვყოფ­დეს და გვა­პი­რის­პი­რებ­დეს.

კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ ახალ წელს, ღმერ­თი იყოს ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი...“, - აღ­ნიშ­ნავს მი­ხე­ილ ყა­ვე­ლა­შივ­ლი.

ავტორი:

“მჯერა, 2025 იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი“ - მიხეილ ყაველაშვილი

“მჯერა, 2025 იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი“ - მიხეილ ყაველაშვილი

“მჯერა, ეს იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი - საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს გარშემო, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის, რათა მათაც მოახერხონ საერთო ენის გამონახვა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, - ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა.

  • მიხეილ ყაველაშვილის თქმით, დაე, გაიმარჯვოს სიყვარულის ძალამ ყველა იმ “ცდუნებაზე, რაც შეიძლება გვყოფდეს და გვაპირისპირებდეს“.

“ჩემო ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და სიხარულს. განსაკუთრებული სიყვარულით მინდა, მივულოცო ჩვენს პატარებს. ვისურვებ, სწორედ დღევანდელი ახალი წლის ჯადოსნური ღამე ყოფილიყოს მათი ოცნებებისა და სურვილების ასრულების დასაწყისი.

სიყვარული, სითბო და სიხარული შემოსულიყოს 2025 წელს თითოეული ჩვენგანის ოჯახში. სწორედ განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მინდა მივულოცო ახალი წელი ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს. ახალი წლის სიხარული ყოფილიყოს ჩვენი საერთო, ბედნიერი მომავლის საწინდარი.

მე მჯერა, ეს იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი. საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს გარშემო, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის, რათა მათაც მოახერხონ საერთო ენის გამონახვა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

სწორედ სიყვარულზე და ურთიერთპატივისცემაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი მომავალი ერთობა. ისეთ უანგარო სიყვარულზე, როგორც ქართველ ბებია-ბაბუებს უყვართ საკუთარი შვილიშვილები და პატივისცემაზე, რაც ქართულ ტრადიციულ ოჯახში ბებია-ბაბუების მიმართ დამოკიდებულებაში ვლინდება.

დაე, ყოფილიყოს 2025 წელი ქართველების დიდი სიყვარულისა და ერთიანობის წელი.

დაე, გაიმარჯვოს სიყვარულის ძალამ ყველა იმ ცდუნებაზე, რაც შეიძლება გვყოფდეს და გვაპირისპირებდეს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი...“, - აღნიშნავს მიხეილ ყაველაშივლი.