სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჭრილობები შეხორცდა - შეხორცდება, გაივლის და ლაღი, გულწრფელი ქართველი ხალხი დაიბრუნებს სამშობლოს!“ - ლევან ხაბეიშვილი
“ჭრილობები შეხორცდა - შეხორცდება, გაივლის და ლაღი, გულწრფელი ქართველი ხალხი დაიბრუნებს სამშობლოს!“ - ლევან ხაბეიშვილი

“ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი 2024 წელს აჯა­მებს.

  • “უმ­ძი­მე­სი წელი გა­ვი­ა­რეთ... გა­დახ­სნი­ლი თა­ვე­ბი, სას­ტი­კად ნა­წა­მე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი, უკი­დუ­რე­სად, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად მოქ­მე­დი ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი. დევ­ნა და ჩა­საფ­რე­ბე­ბი ქუ­ჩებ­ში, სახ­ლებ­თან, სახ­ლებ­ში, ეზო­ებ­სა და ჩი­ხებ­ში…“ - წერს ხა­ბე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. მისი თქმით, “უკი­დუ­რე­სად დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვა, რო­დე­საც რუს­მა ოლი­გარ­ქმა ჩათ­ვა­ლა, რომ ქარ­თველს და­ა­ჩო­ქებს, და­ი­მორ­ჩი­ლებს, და­ი­მო­ნებს!“

“ვნა­ხეთ ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლი ხალ­ხი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც არ უშინ­დე­ბა - ვერ და­ა­ჩო­ქეს, ვერ გა­ტე­ხეს და შე­უდ­რეკ­ლად, იბ­რძვის სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვი­სა და მო­მავ­ლის­თვის!

სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის­თვის და­ა­პა­ტიმ­რეს ათო­ბით ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე - აწა­მეს, და­ა­სა­ხიჩ­რეს და შემ­დეგ პატ­რი­ო­ტიზ­მი, სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი დას­დეს ბრა­ლად!

უკი­დუ­რე­სად ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნია ქარ­თვე­ლი - გა­უ­ტე­ხე­ლი, უსა­მარ­თლო­ბას­თან შე­უ­რი­გე­ბე­ლი, პრინ­ცი­პუ­ლი, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვილს ჰგო­ნია, რომ ცხვა­რია და მში­შა­რა!

უკი­დუ­რე­სად დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვა, რო­დე­საც რუს­მა ოლი­გარ­ქმა ჩათ­ვა­ლა, რომ ქარ­თველს და­ა­ჩო­ქებს, და­ი­მორ­ჩი­ლებს, და­ი­მო­ნებს! ის შეც­და - ში­ნა­არსშიც და აღ­ქმებ­შიც!

ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი არის მგე­ლი!

უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რე პი­რა­და­დაც, რაც ასა­ხუ­ლი და გა­მო­ხა­ტუ­ლია ჩემს სა­ხე­ზე.

უფრო მძი­მე და რთუ­ლად და­სა­ნა­ხია ის გან­ცდე­ბი, ემო­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც და­მე­უფ­ლა რო­დე­საც ვფიქ­რობ­დი რე­ჟი­მის სი­სას­ტი­კე­ზე, ხალ­ხის შიშ­ველ ხე­ლებ­ზე…

ყვე­ლა ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც გან­ვი­ცა­დე უფრო ამ­ძაფ­რებ­და ფიქ­რს, რომ წინ კი­დევ უფრო სას­ტი­კი რე­ა­ლო­ბა და დღე­ე­ბი გვე­ლო­და.

იმ დი­ლით, უკი­დუ­რე­სად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ვე­დი პარ­ლა­მენ­ტში ერთი "შე­პყრო­ბი­ლი" ფიქ­რით: “იქ­ნებ ისი­ა­მოვ­ნონ ამ სა­ხით, იქ­ნებ მო­იკ­ლან სის­ხლის, სი­სას­ტი­კის წყურ­ვი­ლი, იქ­ნებ და­ფიქ­რდნენ, რომ არ მო­ექ­ცნენ ქარ­თვე­ლებს ასე, იქ­ნებ აღარ გა­ი­მე­ო­რონ, იქ­ნებ ვი­ღა­ცას ეყოს გო­ნი­ე­რე­ბა, იქ­ნებ ასე­თი ფი­ზი­კუ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი იყოს მათ­თვის სა­ჩუ­ქა­რი…”სამ­წუ­ხა­როდ, ამის შემ­დეგ კი­დევ უფრო შორს წა­ვიდ­ნენ და ეს ყვე­ლამ ვნა­ხეთ დე­და­ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში!

  • თუმ­ცა.... მაგ­რამ...

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­მარ­ჯვე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა ისე ახ­ლოს, რო­გორც ახლა!

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, 2025 წელი აბ­სო­ლუ­ტუ­რი გა­მარ­ჯვე­ბის, სი­ხა­რუ­ლის და ქვე­ყა­ნა­ში სიყ­ვა­რუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბის წელი იქ­ნე­ბა! უპი­რო­ბოდ გა­ი­მარ­ჯვებს ერი, რო­მე­ლიც და­უ­ღა­ლა­ვად იბ­რძვის!

გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მი­ვაღ­წევთ რე­ჟი­მის დე­მონ­ტაჟს და ყვე­ლა­ნი ერ­თად ვი­ფიქ­რებთ, ვი­მუ­შა­ვებთ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბა­ზე!

ჭრი­ლო­ბე­ბი შე­ხორ­ცდა - შე­ხორ­ცდე­ბა, გა­ი­ა­რა - გა­ივ­ლის და ლაღი, გულ­წრფე­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და­იბ­რუ­ნებს სამ­შობ­ლოს!

ღმერ­თმა და­ლო­ცოს სა­ქარ­თვე­ლო!

დამ­დეგს გი­ლო­ცავთ ძვირ­ფა­სე­ბო!“ - წერს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

“ჭრილობები შეხორცდა - შეხორცდება, გაივლის და ლაღი, გულწრფელი ქართველი ხალხი დაიბრუნებს სამშობლოს!“ - ლევან ხაბეიშვილი

“ჭრილობები შეხორცდა - შეხორცდება, გაივლის და ლაღი, გულწრფელი ქართველი ხალხი დაიბრუნებს სამშობლოს!“ - ლევან ხაბეიშვილი

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი 2024 წელს აჯამებს.

  • “უმძიმესი წელი გავიარეთ... გადახსნილი თავები, სასტიკად ნაწამები ადამიანები, უკიდურესად, არაადამიანურად მოქმედი ივანიშვილის რუსული რეჟიმი. დევნა და ჩასაფრებები ქუჩებში, სახლებთან, სახლებში, ეზოებსა და ჩიხებში…“ - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, “უკიდურესად დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსმა ოლიგარქმა ჩათვალა, რომ ქართველს დააჩოქებს, დაიმორჩილებს, დაიმონებს!“

“ვნახეთ ერთ მუშტად შეკრული ხალხი, საზოგადოება, რომელიც არ უშინდება - ვერ დააჩოქეს, ვერ გატეხეს და შეუდრეკლად, იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვისა და მომავლისთვის!

სამშობლოს სიყვარულისთვის დააპატიმრეს ათობით ჩვენი თანამოქალაქე - აწამეს, დაასახიჩრეს და შემდეგ პატრიოტიზმი, საქართველოს სიყვარული დასდეს ბრალად!

უკიდურესად ბრძოლისუნარიანია ქართველი - გაუტეხელი, უსამართლობასთან შეურიგებელი, პრინციპული, რომელიც ივანიშვილს ჰგონია, რომ ცხვარია და მშიშარა!

უკიდურესად დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც რუსმა ოლიგარქმა ჩათვალა, რომ ქართველს დააჩოქებს, დაიმორჩილებს, დაიმონებს! ის შეცდა - შინაარსშიც და აღქმებშიც!

ქართველი ადამიანი არის მგელი!

უმძიმესი პერიოდი გავიარე პირადადაც, რაც ასახული და გამოხატულია ჩემს სახეზე.

უფრო მძიმე და რთულად დასანახია ის განცდები, ემოციები, რომელიც დამეუფლა როდესაც ვფიქრობდი რეჟიმის სისასტიკეზე, ხალხის შიშველ ხელებზე…

ყველა ტკივილი, რომელიც განვიცადე უფრო ამძაფრებდა ფიქრს, რომ წინ კიდევ უფრო სასტიკი რეალობა და დღეები გველოდა.

იმ დილით, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მივედი პარლამენტში ერთი "შეპყრობილი" ფიქრით: “იქნებ ისიამოვნონ ამ სახით, იქნებ მოიკლან სისხლის, სისასტიკის წყურვილი, იქნებ დაფიქრდნენ, რომ არ მოექცნენ ქართველებს ასე, იქნებ აღარ გაიმეორონ, იქნებ ვიღაცას ეყოს გონიერება, იქნებ ასეთი ფიზიკურად გამოხატული ჭრილობები იყოს მათთვის საჩუქარი…”სამწუხაროდ, ამის შემდეგ კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ეს ყველამ ვნახეთ დედაქალაქის ქუჩებში!

  • თუმცა.... მაგრამ...

დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის გამარჯვება არასდროს ყოფილა ისე ახლოს, როგორც ახლა!

დარწმუნებული ვარ, 2025 წელი აბსოლუტური გამარჯვების, სიხარულის და ქვეყანაში სიყვარულის დაბრუნების წელი იქნება! უპირობოდ გაიმარჯვებს ერი, რომელიც დაუღალავად იბრძვის!

გათავისუფლდებიან სამშობლოს სიყვარულისთვის გასამართლებული ადამიანები, მივაღწევთ რეჟიმის დემონტაჟს და ყველანი ერთად ვიფიქრებთ, ვიმუშავებთ საქართველოს წარმატებაზე!

ჭრილობები შეხორცდა - შეხორცდება, გაიარა - გაივლის და ლაღი, გულწრფელი ქართველი ხალხი დაიბრუნებს სამშობლოს!

ღმერთმა დალოცოს საქართველო!

დამდეგს გილოცავთ ძვირფასებო!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი.