სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს" - თბილისის მერია
"სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს" - თბილისის მერია

თბი­ლი­სის მე­რია, ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი დრო­ით არ იმუ­შა­ვებს, სიც­რუ­ეს უწო­დებს და გან­მარ­ტავს, რომ ახა­ლი წლის ღა­მეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, მათ შო­რის მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნიც 03:00 სა­ა­თამ­დე იმუ­შა­ვებს და მგზავ­რებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მუ­შა­ო­ბა შო­ბის ღა­მე­საც გა­ხან­გრძლივ­დე­ბა და მგზავ­რებს 03:00 სა­ა­თამ­დე მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

„სიც­რუ­ეა, თით­ქოს ახა­ლი წლის ღა­მეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ რე­ჟიმ­ში არ იმოძ­რა­ვებს.

გაც­ნო­ბეთ, რომ არას­წო­რად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს, ახა­ლი წლის ღა­მეს თბი­ლი­სის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის სა­მუ­შაო გან­რი­გი არ გა­ხან­გრძლივ­დე­ბა.

რო­გორც ყო­ველ­თვის, ახა­ლი წლის ღა­მეს დე­და­ქა­ლა­ქის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ რე­ჟიმ­ში იმოძ­რა­ვებს. გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი რე­ჟი­მი შე­ე­ხე­ბა, რო­გორც მეტ­რო­პო­ლი­ტენს, ისე ავ­ტო­ბუ­სებს. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი მგზავ­რებს 1-ელი იან­ვრის 03:00 სა­ა­თამ­დე მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა შო­ბის ღა­მეს, მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნით მგზავ­რთა მომ­სა­ხუ­რე­ბა 7 იან­ვრის 00:00 სა­ა­თი­დან გა­ხან­გრძლივ­დე­ბა 7 იან­ვრის 03:00 სა­ა­თამ­დე და მგზავ­რთა მომ­სა­ხუ­რე­ბა უფა­სო იქ­ნე­ბა“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც თბი­ლი­სის მე­რია ავ­რცე­ლებს.

ავტორი:

"სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს" - თბილისის მერია

"სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს" - თბილისის მერია

თბილისის მერია, ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით არ იმუშავებს, სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტროპოლიტენიც 03:00 საათამდე იმუშავებს და მგზავრებს მოემსახურება.

მათივე ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შობის ღამესაც გახანგრძლივდება და მგზავრებს 03:00 საათამდე მოემსახურება.

„სიცრუეა, თითქოს ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში არ იმოძრავებს.

გაცნობეთ, რომ არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო განრიგი არ გახანგრძლივდება.

როგორც ყოველთვის, ახალი წლის ღამეს დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს. გახანგრძლივებული რეჟიმი შეეხება, როგორც მეტროპოლიტენს, ისე ავტობუსებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.

რაც შეეხება შობის ღამეს, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 7 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 7 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც თბილისის მერია ავრცელებს.