მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივიკოს ყველაზე მეტად უყვარს დედა და დედას ყველაზე მეტად უყვარს ივიკო" - რას ამბობს ნინო ნადირაძე შვილისა და მაზლის განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციაზე?
"ივიკოს ყველაზე მეტად უყვარს დედა და დედას ყველაზე მეტად უყვარს ივიკო" - რას ამბობს ნინო ნადირაძე შვილისა და მაზლის განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციაზე?

გა­სულ შა­ბათს, ნო­დარ მე­ლა­ძის გა­და­ცე­მი­დან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ექი­მე­ბის გუგა კუ­ზა­ნო­ვი­სა და ნინო ნა­დი­რა­ძის ვაჟი ივა კუ­ზა­ნო­ვი ერთ-ერთი იყო იმ ახალ­გაზ­რდე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც პარ­ლა­მენ­ტის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე იდგა.

ამის შე­სა­ხებ ივამ "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბათ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. ის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია. ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ბრძო­ლა­ში მე­გობ­რე­ბის გვერ­დით იდ­გეს. იქვე ამ­ბობს, რომ არ ეთან­ხმე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კურსს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რას ფიქ­რობს, ივი­კოს ცნო­ბი­ლი დედა, ნინო ნა­დი­რა­ძე, რო­მე­ლიც ღიად უჭერს მხარს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას? - ის AMBEBI.GE-სთან ამ სა­კი­თხზე ვრცლად სა­უბ­რობს:

- ჩემი და ჩემი შვი­ლის ერ­თო­ბას ვე­რა­ვინ გა­ყოფს, ვერც პო­ლი­ტი­კა და ვერც სხვა რამ. ახალ­გაზ­რდაა, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ყვე­ლას აქვს თა­ვი­სი წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი აზ­რე­ბი. ივი­კოს ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს დედა და დე­დას ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს ივი­კო. ავუხ­სე­ნი ყვე­ლა­ფე­რი რა­ტომ ვარ "ოც­ნე­ბის" მხა­რეს. იმი­ტომ, რომ "ოც­ნე­ბამ" შეძ­ლო ამ ქვე­ყა­ნა­ში სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ამი­ტომ ყვე­ლას აქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ თა­ვი­სი აზრი გა­მო­ხა­ტოს.

ჩვე­ნი ოჯა­ხის არ­ცერ­თი წევ­რი ერ­თმა­ნეთ­თან არა­სო­დეს იქ­ნე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი. არ­ცერ­თი მი­ზე­ზის გამო და მი­თუ­მე­ტეს პო­ლი­ტი­კის. ჩემს შვილს პო­ლი­ტი­კა ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებს, მას რა კი­თხვე­ბიც ჰქონ­და გა­ვე­ცი პა­სუ­ხი, რომ არა­ნა­ი­რი რუ­სე­თის­კენ ქვე­ყა­ნა არ მი­ე­ქა­ნე­ბა. ჩემი არ­გუ­მენ­ტე­ბი მან საკ­მა­ოდ მყა­რად მი­იჩ­ნია. ერთხელ იყო მი­ტინგზე, რომ დახ­მა­რე­ბო­და, რად­გან სა­მე­დი­ცი­ნოს სტუ­დენ­ტია, ეხ­მა­რე­ბო­და, არც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა. წყა­ლიც მი­ეს­ხა, რა ვქნა, რე­ვო­ლუ­ცია როცა ეწყო­ბა, იქ ფი­ზი­კუ­რა­დაც და­ზი­ან­დე­ბი.

- იცო­დით, რომ იმ დღეს, ივი­კო აქ­ცი­ა­ზე იყო?

- არა, მე არ ვი­ცო­დი.

- თქვენს მაზლზე ამ­ბო­ბენ, რომ ასე­ვე ყო­ველ­დღე აქ­ცი­ებ­ზე დგას.

- ჩემი მაზ­ლი არის 48 წლის, მე უნდა ჩა­მა­ბა­როს ან­გა­რი­ში აქ­ცი­ა­ზე ივ­ლის თუ არა? - ალე­კოს თა­ვი­სი პო­ზი­ცია აქვს, მე - ჩემი. ზუს­ტად ამას ვამ­ბობ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არის დე­მოკ­რა­ტია და უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ ამას.

- ბოლო დროს მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­მა, ორ ბა­ნა­კად დაყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, მე­გობ­რე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, ერ­თმა­ნეთს გა­და­ე­კიდ­ნენ.

- არ მჯე­რა იმის, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო ადა­მი­ანს უნდა და­უ­პი­რის­პირ­დე. რა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბაც არ უნდა ჰქონ­დეს, მე რა აზ­რიც გა­მაჩ­ნდა ადრე იმ ადა­მი­ან­ზე, ზუს­ტად იმ აზ­რზე ვრჩე­ბი. ჩემ­თვის ვი­ღა­ცის მი­მართ სიმ­პა­თია და ან­ტი­პა­თია პო­ლი­ტი­კა­ზე არ გა­დის. ვფიქ­რობ, ეს იყო ერ­თგვა­რი ლუსტრა­ცია, ვი­საც ვინ­მე არ მოს­წონ­და, პო­ლი­ტი­კა სა­ბა­ბად გა­მო­ი­ყე­ნეს, რომ დაჰ­პი­რის­პი­რე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო, ვინ­მე ამო­ვი­ძუ­ლო, ვინ­მეს ამის გამო თუ ვე­ზი­ზღე­ბი, ალ­ბათ ად­რეც ვე­ზი­ზღე­ბო­დი და ეს იყო ტრი­გე­რი, რომ ჩემ­ზე აზრი და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა.

- თქვე­ნი მე­უღ­ლე, გუგა კუ­ზა­ნო­ვი, რა პო­ზი­ცი­ა­ზეა, მხარს გი­ჭერთ?

- კი ბა­ტო­ნო, ჩვენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ივი­კოს ჩათ­ვლით ერ­თმა­ნეთს ყვე­ლა­ფერ­ში მხარს ვუ­ჭერთ. ივამ თა­ვი­სი თვა­ლით ნახა, რო­გორ იყე­ნებ­და ძა­ლი­ან ბევ­რი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი სა­კუ­თა­რი დე­დის წი­ნა­აღ­მდეგ. გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო, რა­ტომ ფიქ­რობს ეს ხალ­ხი, რომ დე­და­ზე უარს ვი­ტყვიო. შე­იძ­ლე­ბა შე­ხე­დუ­ლე­ბა­ზე ვთქვა უარი, მაგ­რამ დე­და­ზე უარს არ ვი­ტყვიო. ჩვე­ნი ოჯა­ხი არის ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლი და ნორ­მა­ლურ, სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კა გახ­დეს ზი­ზღი­სა და ერ­თმა­ნე­თის და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი. შე­უძ­ლე­ბე­ლია ერთ დღეს გა­თენ­დეს და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო შე­ი­ზი­ზღო.

იმე­დი მაქვს რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ ყვე­ლა გა­ა­ნა­ლი­ზებს ამას. მე მა­ინც ჩემს ქვე­ყა­ნას მშვი­დო­ბას და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბას ვუ­სურ­ვებ. ევ­რო­პუ­ლო­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მიმ­ღებ­ლო­ბაა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მი­უ­ღებ­ლო­ბა, არ არის ევ­რო­პუ­ლი. სა­ნამ ამას არ ვის­წავ­ლით, ჩვენ ვიქ­ნე­ბით პირ­ველ­ყო­ფი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ასე ვერ გავფრინ­დე­ბით. ჩემ­თვის ყვე­ლას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი მი­სა­ღე­ბია და თუ ჩემი აზრი ვინ­მეს­თვის ისე­თი მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ სიკ­ვდილს მი­სურ­ვებს, ეს მისი პრობ­ლე­მაა.

არა­ფე­რი არ არ­სე­ბობს ჩემ­თვის ოჯახ­ზე მაღ­ლა, სამ­შობ­ლო იწყე­ბა ჩემი ოჯა­ხი­დან, ჩემი შვი­ლე­ბი­დან. არ არ­სე­ბობს რამე, რაც მე ამა­ზე უარს მათ­ქმე­ვი­ნებს და მი­ხა­რია, რომ ჩემი შვი­ლე­ბი და ოჯა­ხი ამ აზ­რზე არი­ან. ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ კარგ ახალ­გაზ­რდო­ბას. ახალ­გაზ­რდო­ბა არის ის, რო­დე­საც შე­გიძ­ლია და­უ­ფიქ­რებ­ლად რა­ღაც აკე­თო. მე 21 წლის ასაკ­ში და 51 წლის ასაკ­ში ვარ, ორი დი­ა­მეტ­რუ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. იქ სა­დაც 21 წლის ასაკ­ში უკან­მო­უ­ხე­და­ვად მო­რევ­ში გა­და­ვეშ­ვე­ბო­დი, არც ვი­ფიქ­რებ­დი შე­დე­გებ­ზე. 51 წლის ასაკ­ში ბევ­რს ვწო­ნი, ვიდ­რე რა­ღა­ცას ვა­კე­თებ. ახალ­გაზ­რდუ­ლი შე­მარ­თე­ბა ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლე­ბა არის მთა­ვა­რი, რაც შემ­დგომ­ში გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას გა­დარ­ჩე.

ამი­ტომ ყო­ველ­თვის უნ­დობ­ლად ვე­პყრო­ბი იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს გა­მო­ი­ყე­ნოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ენერ­გია, სუ­ლის­კვე­თე­ბა, ალა­ლი ფიქ­რე­ბი, გული, თა­ვი­სი ბნე­ლი და შავი ზრახ­ვე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ივიკოს ყველაზე მეტად უყვარს დედა და დედას ყველაზე მეტად უყვარს ივიკო" - რას ამბობს ნინო ნადირაძე შვილისა და მაზლის განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციაზე?

"ივიკოს ყველაზე მეტად უყვარს დედა და დედას ყველაზე მეტად უყვარს ივიკო" - რას ამბობს ნინო ნადირაძე შვილისა და მაზლის განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციაზე?

გასულ შაბათს, ნოდარ მელაძის გადაცემიდან ცნობილი გახდა, რომ ექიმების გუგა კუზანოვისა და ნინო ნადირაძის ვაჟი ივა კუზანოვი ერთ-ერთი იყო იმ ახალგაზრდებიდან, რომლებიც პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებზე იდგა.

ამის შესახებ ივამ "ნოდარ მელაძის შაბათთან" ინტერვიუში განაცხადა. ის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ამ ბრძოლაში მეგობრების გვერდით იდგეს. იქვე ამბობს, რომ არ ეთანხმება ხელისუფლების კურსს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

რას ფიქრობს, ივიკოს ცნობილი დედა, ნინო ნადირაძე, რომელიც ღიად უჭერს მხარს ხელისუფლებას? - ის AMBEBI.GE-სთან ამ საკითხზე ვრცლად საუბრობს:

- ჩემი და ჩემი შვილის ერთობას ვერავინ გაყოფს, ვერც პოლიტიკა და ვერც სხვა რამ. ახალგაზრდაა, ახალგაზრდობაში ყველას აქვს თავისი წინააღმდეგობრივი აზრები. ივიკოს ყველაზე მეტად უყვარს დედა და დედას ყველაზე მეტად უყვარს ივიკო. ავუხსენი ყველაფერი რატომ ვარ "ოცნების" მხარეს. იმიტომ, რომ "ოცნებამ" შეძლო ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფა. ამიტომ ყველას აქვს იმის საშუალება, რომ თავისი აზრი გამოხატოს.

ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი ერთმანეთთან არასოდეს იქნება დაპირისპირებული. არცერთი მიზეზის გამო და მითუმეტეს პოლიტიკის. ჩემს შვილს პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებს, მას რა კითხვებიც ჰქონდა გავეცი პასუხი, რომ არანაირი რუსეთისკენ ქვეყანა არ მიექანება. ჩემი არგუმენტები მან საკმაოდ მყარად მიიჩნია. ერთხელ იყო მიტინგზე, რომ დახმარებოდა, რადგან სამედიცინოს სტუდენტია, ეხმარებოდა, არც დაზიანებულა. წყალიც მიესხა, რა ვქნა, რევოლუცია როცა ეწყობა, იქ ფიზიკურადაც დაზიანდები.

- იცოდით, რომ იმ დღეს, ივიკო აქციაზე იყო?

- არა, მე არ ვიცოდი.

- თქვენს მაზლზე ამბობენ, რომ ასევე ყოველდღე აქციებზე დგას.

- ჩემი მაზლი არის 48 წლის, მე უნდა ჩამაბაროს ანგარიში აქციაზე ივლის თუ არა? - ალეკოს თავისი პოზიცია აქვს, მე - ჩემი. ზუსტად ამას ვამბობ, რომ ამ ქვეყანაში არის დემოკრატია და უნდა გავუფრთხილდეთ ამას.

- ბოლო დროს მიმდინარე აქციებმა, ორ ბანაკად დაყო საზოგადოება. პოლიტიკური შეხედულებების გამო, მეგობრები, ოჯახის წევრები, მეზობლები, ერთმანეთს გადაეკიდნენ.

- არ მჯერა იმის, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანს უნდა დაუპირისპირდე. რანაირი პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეს, მე რა აზრიც გამაჩნდა ადრე იმ ადამიანზე, ზუსტად იმ აზრზე ვრჩები. ჩემთვის ვიღაცის მიმართ სიმპათია და ანტიპათია პოლიტიკაზე არ გადის. ვფიქრობ, ეს იყო ერთგვარი ლუსტრაცია, ვისაც ვინმე არ მოსწონდა, პოლიტიკა საბაბად გამოიყენეს, რომ დაჰპირისპირებოდნენ ერთმანეთს. ვერ წარმომიდგენია პოლიტიკური შეხედულების გამო, ვინმე ამოვიძულო, ვინმეს ამის გამო თუ ვეზიზღები, ალბათ ადრეც ვეზიზღებოდი და ეს იყო ტრიგერი, რომ ჩემზე აზრი დაეფიქსირებინა.

- თქვენი მეუღლე, გუგა კუზანოვი, რა პოზიციაზეა, მხარს გიჭერთ?

- კი ბატონო, ჩვენ ოჯახის წევრები, ივიკოს ჩათვლით ერთმანეთს ყველაფერში მხარს ვუჭერთ. ივამ თავისი თვალით ნახა, როგორ იყენებდა ძალიან ბევრი არაკეთილსინდისიერი საკუთარი დედის წინააღმდეგ. გაოცებული იყო, რატომ ფიქრობს ეს ხალხი, რომ დედაზე უარს ვიტყვიო. შეიძლება შეხედულებაზე ვთქვა უარი, მაგრამ დედაზე უარს არ ვიტყვიო. ჩვენი ოჯახი არის ერთ მუშტად შეკრული და ნორმალურ, საღად მოაზროვნე ადამიანებში შეუძლებელია პოლიტიკა გახდეს ზიზღისა და ერთმანეთის დაპირისპირების მიზეზი. შეუძლებელია ერთ დღეს გათენდეს და საყვარელი ადამიანი, მისი პოლიტიკური შეხედულების გამო შეიზიზღო.

იმედი მაქვს რაღაც პერიოდის შემდეგ ყველა გაანალიზებს ამას. მე მაინც ჩემს ქვეყანას მშვიდობას და კეთილგონიერებას ვუსურვებ. ევროპულობა განსხვავებული აზრის მიმღებლობაა. სხვა შემთხვევაში განსხვავებული აზრის მიუღებლობა, არ არის ევროპული. სანამ ამას არ ვისწავლით, ჩვენ ვიქნებით პირველყოფილი საზოგადოება და ასე ვერ გავფრინდებით. ჩემთვის ყველას განსხვავებული აზრი მისაღებია და თუ ჩემი აზრი ვინმესთვის ისეთი მიუღებელია, რომ სიკვდილს მისურვებს, ეს მისი პრობლემაა.

არაფერი არ არსებობს ჩემთვის ოჯახზე მაღლა, სამშობლო იწყება ჩემი ოჯახიდან, ჩემი შვილებიდან. არ არსებობს რამე, რაც მე ამაზე უარს მათქმევინებს და მიხარია, რომ ჩემი შვილები და ოჯახი ამ აზრზე არიან. ყველას ვუსურვებ კარგ ახალგაზრდობას. ახალგაზრდობა არის ის, როდესაც შეგიძლია დაუფიქრებლად რაღაც აკეთო. მე 21 წლის ასაკში და 51 წლის ასაკში ვარ, ორი დიამეტრულად განსხვავებული ადამიანი. იქ სადაც 21 წლის ასაკში უკანმოუხედავად მორევში გადავეშვებოდი, არც ვიფიქრებდი შედეგებზე. 51 წლის ასაკში ბევრს ვწონი, ვიდრე რაღაცას ვაკეთებ. ახალგაზრდული შემართება ძალიან კარგია, მაგრამ გამოცდილება არის მთავარი, რაც შემდგომში გაძლევს საშუალებას გადარჩე.

ამიტომ ყოველთვის უნდობლად ვეპყრობი იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს გამოიყენოს ახალგაზრდული ენერგია, სულისკვეთება, ალალი ფიქრები, გული, თავისი ბნელი და შავი ზრახვების განსახორციელებლად.