სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მჯერა ამ მთავრობის, არ ვეთანხმები, რა კურსითაც მიდის... ევროპული მომავალი მსურს" - რას ჰყვება კუზანოვების ვაჟი, რომელიც აქციებზე დგას
"არ მჯერა ამ მთავრობის, არ ვეთანხმები, რა კურსითაც მიდის... ევროპული მომავალი მსურს" - რას ჰყვება კუზანოვების ვაჟი, რომელიც აქციებზე დგას

ცნო­ბი­ლი ექი­მე­ბის გუგა კუ­ზა­ნო­ვი­სა და ნინო ნა­დი­რა­ძის ვაჟი ივა კუ­ზა­ნო­ვი ერთ-ერ­თია იმ ახალ­გაზ­რდე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც პარ­ლა­მენ­ტის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე დგა­ნან.

  • ამის შე­სა­ხებ ივამ "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბათ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. ივა კუ­ზა­ნო­ვი სტუ­დენ­ტია. ამ­ბობს, რომ მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ბრძო­ლა­ში მე­გობ­რე­ბის გვერ­დით იდ­გეს. ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ არ ეთან­ხმე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კურსს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე ვი­ყა­ვი, როცა ჭავ­ლი გა­უშ­ვეს, ამ დროს ჩა­მო­ვარ­დი. ჩემ­თვის ნო­მერ პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი იყო, რომ მე­გობ­რებს ვედ­გე გვერ­დით, მე მათ მარ­ტო არ დავ­ტო­ვებ­დი და მე­ო­რე ის არის, რომ არ მჯე­რა ამ მთავ­რო­ბის, არ ვე­თან­ხმე­ბი, რა კურ­სი­თაც ქვე­ყა­ნა მისი და მინ­და ეს ტრა­ექ­ტო­რია შე­იც­ვა­ლოს, ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი მსურს" - ჰყვე­ბა ივა.

ცნო­ბი­ლია, რომ ივას დედა ნინო ნა­დი­რა­ძე ღიად უჭერს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აფიქ­სი­რებს. ბო­ლოს ნი­ნომ პოს­ტი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­აქ­ვეყ­ნა, როცა ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად და­სა­ხელ­და.

"1. სა­ერ­თოდ არ ვემ­ხრო­ბი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის იდე­ას, რუ­სუ­ლი მო­დე­ლია, ვემ­ხრო­ბი და­სავ­ლურს, სა­დაც სკო­ლა­ში ყვე­ლა სა­გან­ში მი­ღე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბით და და­ხა­სი­ა­თე­ბით აგ­რძე­ლებ სწავ­ლას ამა თუ იმ უნი­ში

2. ასე­ვე არ მომ­წონს პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი, გა­სა­უქ­მე­ბე­ლია, ად­რეც დავ­წე­რე, რაც შე­ე­ხე­ბა კან­დი­დატს, დიპ­ლო­მე­ბი ოხ­რა­დაა, ერ­თგუ­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად არ "იშო­ვე­ბა", ამი­ტომ არ გამ­კვირ­ვე­ბია ეს არ­ჩე­ვა­ნი" - და­წე­რა კუ­ზა­ნო­ვამ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"არ მჯერა ამ მთავრობის, არ ვეთანხმები, რა კურსითაც მიდის... ევროპული მომავალი მსურს" - რას ჰყვება კუზანოვების ვაჟი, რომელიც აქციებზე დგას

"არ მჯერა ამ მთავრობის, არ ვეთანხმები, რა კურსითაც მიდის... ევროპული მომავალი მსურს" - რას ჰყვება კუზანოვების ვაჟი, რომელიც აქციებზე დგას

ცნობილი ექიმების გუგა კუზანოვისა და ნინო ნადირაძის ვაჟი ივა კუზანოვი ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებიდან, რომლებიც პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებზე დგანან.

  • ამის შესახებ ივამ "ნოდარ მელაძის შაბათთან" ინტერვიუში განაცხადა. ივა კუზანოვი სტუდენტია. ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ამ ბრძოლაში მეგობრების გვერდით იდგეს. ასევე აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება ხელისუფლების კურსს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

"ჭიჭინაძის ქუჩაზე ვიყავი, როცა ჭავლი გაუშვეს, ამ დროს ჩამოვარდი. ჩემთვის ნომერ პირველი მიზეზი იყო, რომ მეგობრებს ვედგე გვერდით, მე მათ მარტო არ დავტოვებდი და მეორე ის არის, რომ არ მჯერა ამ მთავრობის, არ ვეთანხმები, რა კურსითაც ქვეყანა მისი და მინდა ეს ტრაექტორია შეიცვალოს, ევროპული მომავალი მსურს" - ჰყვება ივა.

ცნობილია, რომ ივას დედა ნინო ნადირაძე ღიად უჭერს ხელისუფლებას და საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელში ხშირად აფიქსირებს. ბოლოს ნინომ პოსტი მიხეილ ყაველაშვილთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, როცა ის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა.

"1. საერთოდ არ ვემხრობი ეროვნული გამოცდების იდეას, რუსული მოდელია, ვემხრობი დასავლურს, სადაც სკოლაში ყველა საგანში მიღებული ნიშნებით და დახასიათებით აგრძელებ სწავლას ამა თუ იმ უნიში

2. ასევე არ მომწონს პრეზიდენტის ინსტიტუტი, გასაუქმებელია, ადრეც დავწერე, რაც შეეხება კანდიდატს, დიპლომები ოხრადაა, ერთგულება პრაქტიკულად არ "იშოვება", ამიტომ არ გამკვირვებია ეს არჩევანი" - დაწერა კუზანოვამ.

წაიკითხეთ ასევე: